სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიისა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ" - საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მოხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
"ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიისა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ" - საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მოხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ჭყონ­დი­სის ეპარ­ქი­ა­ში გუ­შინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

მათი გან­მარ­ტე­ბით, მომ­ხდა­რი და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია იყო და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ძალ­მომ­რე­ო­ბით შე­იჭრ­ნენ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში.

"გუ­შინ მარ­ტვილ­ში (ჭყონ­დი­დის ეპარ­ქია) გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მა­ს­მე­დი­ით ნა­წი­ლობ­რივ გა­შუქ­და და მო­სახ­ლე­ო­ბას გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მნა. მათ­თვის კი, ვი­საც არ უნა­ხავს კად­რე­ბი ან მხო­ლოდ ცალ­მხრი­ვად მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აქვს, გან­ვმარ­ტავთ:

1.ა.წ. 11 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის უმაღ­ლეს­მა მმარ­თველ­მა ორ­გა­ნომ, წმინ­და სი­ნოდ­მა, ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად გა­ნა­წე­სა ცა­გე­რი­სა და ლენ­ტე­ხის მიტ­რო­პო­ლი­ტი სტე­ფა­ნე (კა­ლა­ი­ჯიშ­ვი­ლი).

2.სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად (მარ­თვა-გამ­გე­ო­ბის დე­ბუ­ლე­ბა), ეპარ­ქი­ის ყვე­ლა მღვდელმსა­ხუ­რი ვალ­დე­ბუ­ლია, და­ე­მორ­ჩი­ლოს წმ. სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ასე­თი პირი სას­ჯელს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

3.მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს (კა­ლა­ი­ჯიშ­ვი­ლი) სი­ტყვი­ე­რი და წე­რი­ლო­ბი­თი შე­გო­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ორმა დი­ა­კონ­მა დე­მო­ნას­ტრა­ცი­უ­ლად უარი გა­ნა­ცხა­და მღვდელმთა­ვარ­თან თა­ნამ­წირ­ვე­ლო­ბა­ზე, რაც არის სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნი­კის უხე­ში დარ­ღვე­ვა; ამი­ტო­მაც შე­სა­ბა­მი­სი სა­ეკ­ლე­სიო სას­ჯე­ლი და­ე­დოთ.

4.პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად მათ და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა მცი­რე ჯგუფ­მა, აგ­რეთ­ვე გარ­კვე­ულ­მა სა­ე­რო პი­რებ­მა მღვდელმთავ­რის რე­ზი­დენ­ცი­ის ეზო­ში თავი მო­უ­ყა­რეს მომ­ხრე­ებს და უხე­ში ზე­წო­ლით შე­ე­ცად­ნენ, ჩა­ე­შა­ლათ მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს მიერ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოწ­ვე­უ­ლი სა­ე­პარ­ქიო კრე­ბა.

5.აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მიერ წა­ქე­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ძალ­მომ­რე­ო­ბით შე­იჭრ­ნენ სა­ე­პის­კო­პო­სო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, რა­საც მოჰ­ყვა აივ­ნის მო­ა­ჯი­რის მორღვე­ვა და ხუთი ადა­მი­ა­ნის და­შა­ვე­ბა (ამ ფაქ­ტის გამო გა­მოვ­თქვამთ ჩვენს მწუ­ხა­რე­ბას).

ვა­ცხა­დებთ, რომ ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში მომ­ხდა­რი ეს შემ­თხვე­ვა იყო და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია, მი­მარ­თუ­ლი ამ ეპარ­ქი­ი­სა და, სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. გუ­შინ­დელ­მა კად­რებ­მა დაგ­ვა­ნა­ხა ისიც, რომ ვინც ამ პრო­ცე­სებს გეგ­მავს, ყო­ველ­გვარ უღირს საქ­ცი­ელ­ზე წამ­სვლე­ლია. მათ­თვის კარ­გა ხა­ნია აგ­რე­სია, სიც­რუე, ცი­ლის­წა­მე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად იქცა, ახლა კი უკვე ძალ­მომ­რე­ო­ბა­საც აღარ მო­ე­რიდ­ნენ.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ გუ­შინ­დელ აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ებს მრევ­ლის წევ­რე­ბად ვერ მი­ვიჩ­ნევთ, რად­გან მრევ­ლის­თვის ასე­თი ქცე­ვა მი­უ­ღე­ბე­ლია. ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებთ, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სიმ­შვი­დე, რად­გან ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვა და სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­ძაფ­რე­ბა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ძა­ლის მი­ზა­ნია, მით უმე­ტეს, ამას არც მა­ლა­ვენ.

დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი ვართ, რომ ჩვე­ნი ხალ­ხი და, კერ­ძოდ, ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა, გა­მო­ი­ჩენს ჩვე­ულ სიბ­რძნე­სა და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბას და ღვთის წყა­ლო­ბი­თა და სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვით მშვი­დო­ბა დამ­ყარ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ უკა­ნო­ნი მოქ­მე­დე­ბე­ბი აღიკ­ვე­თე­ბა" ,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
6

რას არ იტყვიან მოკლედ ოღონთ როგორმე გაამართლონ ხალხის აივნიდან გადმოყრა 

beso
23

რა უნდოდა იქ ჟურნალისტებს? ვისა აქვს ამაზე პასუხისმგებლობა, რომელ ჭკვიანს? ჭყონდიდელობა თქვენ გუნგას კარაია გგონიათ, თუ რა გაგება გაქვთ? უკვე დროა ერმა და ბერმა სათქმელი თქვას თავისი. ვხედავთ, რომ არ გეყოთ პოლიტიკანობის სივრცე და მიდიხართ სიწმინდეების შეხებაზე? ვაი თქვენს პატრონს, ვინც ამ ჭკუით დადის საქართველოში და ბრახუნობს.

ავტორი:

"ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიისა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ" - საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მოხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

"ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიისა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ" - საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მოხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ჭყონდისის ეპარქიაში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი განმარტებით, მომხდარი დაგეგმილი პროვოკაცია იყო და ჟურნალისტები ძალმომრეობით შეიჭრნენ რეზიდენციაში.

"გუშინ მარტვილში (ჭყონდიდის ეპარქია) განვითარებული მოვლენები მასმედიით ნაწილობრივ გაშუქდა და მოსახლეობას გარკვეული წარმოდგენა შეექმნა. მათთვის კი, ვისაც არ უნახავს კადრები ან მხოლოდ ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვს, განვმარტავთ:

1.ა.წ. 11 თებერვალს საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ, წმინდა სინოდმა, ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელად განაწესა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი).

2.საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობის შესაბამისად (მართვა-გამგეობის დებულება), ეპარქიის ყველა მღვდელმსახური ვალდებულია, დაემორჩილოს წმ. სინოდის განჩინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი პირი სასჯელს ექვემდებარება.

3.მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) სიტყვიერი და წერილობითი შეგონების მიუხედავად, ორმა დიაკონმა დემონასტრაციულად უარი განაცხადა მღვდელმთავართან თანამწირველობაზე, რაც არის საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევა; ამიტომაც შესაბამისი საეკლესიო სასჯელი დაედოთ.

4.პროტესტის ნიშნად მათ და მათთან დაკავშირებულმა სასულიერო პირთა მცირე ჯგუფმა, აგრეთვე გარკვეულმა საერო პირებმა მღვდელმთავრის რეზიდენციის ეზოში თავი მოუყარეს მომხრეებს და უხეში ზეწოლით შეეცადნენ, ჩაეშალათ მეუფე სტეფანეს მიერ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოწვეული საეპარქიო კრება.

5.აღნიშნული სასულიერო პირების მიერ წაქეზებული ადამიანები და ასევე ჟურნალისტები, გაფრთხილების მიუხედავად, ძალმომრეობით შეიჭრნენ საეპისკოპოსო რეზიდენციაში, რასაც მოჰყვა აივნის მოაჯირის მორღვევა და ხუთი ადამიანის დაშავება (ამ ფაქტის გამო გამოვთქვამთ ჩვენს მწუხარებას).

ვაცხადებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ეს შემთხვევა იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიისა და, საერთოდ, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. გუშინდელმა კადრებმა დაგვანახა ისიც, რომ ვინც ამ პროცესებს გეგმავს, ყოველგვარ უღირს საქციელზე წამსვლელია. მათთვის კარგა ხანია აგრესია, სიცრუე, ცილისწამება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ახლა კი უკვე ძალმომრეობასაც აღარ მოერიდნენ.

მიგვაჩნია, რომ გუშინდელ აქციაში მონაწილეებს მრევლის წევრებად ვერ მივიჩნევთ, რადგან მრევლისთვის ასეთი ქცევა მიუღებელია. ყველას მოვუწოდებთ, შეინარჩუნოს სიმშვიდე, რადგან ვითარების დაძაბვა და სიტუაციის გამძაფრება მოწინააღმდეგე ძალის მიზანია, მით უმეტეს, ამას არც მალავენ.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ხალხი და, კერძოდ, ჭყონდიდის ეპარქიის მოსახლეობა, გამოიჩენს ჩვეულ სიბრძნესა და კეთილგონიერებას და ღვთის წყალობითა და საერთო ძალისხმევით მშვიდობა დამყარდება და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ უკანონი მოქმედებები აღიკვეთება" ,- ნათქვამია განცხადებაში.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ მარტვილის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით მღვდელმსახურება სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეს

"საქართველოში დედის კულტი, დედის მიმართ მოწიწება, სხვა სიმაღლეზე დგას - ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც დედიკო არ უყვარს, უბრალოდ საცოდავია" - ბერა

მეუფე იაკობი პეტრე ცაავას შესაძლო განკვეთაზე - "აუცილებლად მოხდება, იმსახურებს"