სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვოლვო ქარსი“ 2030 წლისთვის სრულად ელექტრო იქნება
“ვოლვო ქარსი“ 2030 წლისთვის სრულად ელექტრო იქნება

„ვოლ­ვო ქარ­სი“ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, გახ­დეს ლი­დე­რი პრე­მი­უმ ელექტრო­ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სწრა­ფად მზარდ ბა­ზარ­ზე და გეგ­მავს, 2030 წლის­თვის გახ­დეს სრუ­ლად ელექტრო­ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კომ­პა­ნია.

2030 წლის­თვის კომ­პა­ნია აპი­რებს, მხო­ლოდ სრუ­ლად ელექტრო­ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე გა­და­ერ­თოს და მისი გლო­ბა­ლუ­რი პორ­ტფე­ლის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან შიდა წვის ძრა­ვით აღ­ჭურ­ვი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი ეტა­პობ­რი­ვად ამო­ი­ღოს, მათ შო­რის ჰიბ­რი­დე­ბი.

კომ­პა­ნი­ის სვლა სრუ­ლად ელექტრო­ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მწარ­მო­ებ­ლად გარ­დაქ­მნი­სა­კენ ამ­ბი­ცი­უ­რი კლი­მა­ტუ­რი გეგ­მის ნა­წი­ლია, რომ­ლის მი­ზა­ნია, კონ­კრე­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მუდ­მი­ვად შე­ამ­ცი­როს თი­თო­ე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ნახ­შირ­ბა­დის კვა­ლი ატ­მოს­ფე­რო­ში, მისი მომ­სა­ხუ­რე­ბის ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში.

„ვოლ­ვო ქარ­სის“ სვლას სრუ­ლი ელექტრი­ფი­კა­ცი­ის­კენ თან ახ­ლავს გაზ­რდი­ლი ყუ­რა­დღე­ბა ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვებ­ზე. ყვე­ლა სრუ­ლად ელექტრო მო­დე­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ონ­ლა­ინ.

2030 წლის ამ­ბი­ცია წარ­მო­ად­გენს „ვოლ­ვო ქარ­სის“ ელექტრი­ფი­კა­ცი­ის სტრა­ტე­გი­ის დაჩ­ქა­რე­ბას, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია ბოლო წლებ­ში მის ელექტრი­ფი­ცი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე დიდი მო­თხოვ­ნით და მო­ლო­დი­ნით, რომ შიდა წვის ძრა­ვით აღ­ჭურ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ბა­ზა­რი მცირ­დე­ბა.

„იმი­სათ­ვის, რომ დარ­ჩე წარ­მა­ტე­ბუ­ლი, სა­ჭი­როა მომ­გე­ბი­ა­ნი ზრდა. ასე რომ, შემ­ცი­რე­ბულ ბიზ­ნეს­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბის ნაც­ვლად ჩვენ ვირ­ჩევთ, ინ­ვეს­ტი­ცია და­ვა­ბან­დოთ მო­მა­ვალ­ში - ელექტრო და ონ­ლა­ინ ”- გა­ნა­ცხა­და აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ჰა­კან სა­მუ­ელ­სონ­მა. ”ჩვენ სრუ­ლად ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი, გავ­ხდეთ ლი­დე­რი სწრა­ფად მზარდ პრე­მი­უმ ელექტრო­სეგ­მენ­ტში.”

გა­სულ წელს „ვოლ­ვო ქარსმა“ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არ­სე­ბულ ბა­ზარ­ზე გა­მო­უშ­ვა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი სრუ­ლად ელექტრო­ავ­ტო­მო­ბი­ლი, XC40 Recharge. მარ­ტში კომ­პა­ნი­ამ ახა­ლი სრუ­ლად ელექტრო მო­დე­ლი, C40, წა­რად­გი­ნა.

უახ­ლო­ეს წლებ­ში „ვოლ­ვო ქარ­სი“ გა­ყიდ­ვა­ში რამ­დე­ნი­მე და­მა­ტე­ბით ელექტრო მო­დელს გა­მო­უშ­ვებს. 2025 წლის­თვის მიზ­ნად ისა­ხავს, მისი მსოფ­ლიო გა­ყიდ­ვე­ბის 50% შედ­გე­ბო­დეს სრუ­ლად ელექტრო­ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­გან, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ჰიბ­რი­დე­ბის­გან. 2030 წლის­თვის ბრენ­დის მიერ გა­ყი­დუ­ლი ყო­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი სრუ­ლად ელექტრო უნდა იყოს.

”შიდა წვის ძრა­ვის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მო­მა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს” - გა­ნა­ცხა­და ჰენ­რიკ გრინ­მა, მთა­ვარ­მა ტექ­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა. ”ჩვენ მტკი­ცედ ვართ მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი, გავ­ხდეთ მხო­ლოდ ელექტრო­ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია და ეს გა­დას­ვლა უნდა მოხ­დეს 2030 წლის­თვის. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, გა­ვა­მარ­თლოთ ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის მო­ლო­დი­ნი და ვი­ყოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ნა­წი­ლი, რო­დე­საც საქ­მე კლი­მა­ტურ ცვლი­ლე­ბებ­თან ბრძო­ლის სა­კითხს ეხე­ბა.”

„ვოლ­ვო ქარ­სის“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცენ­ტრი მდე­ბა­რე­ობს თბი­ლის­ში.

მი­სა­მარ­თი: აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვა­ნი მე-12კმ, #5.

NS

ავტორი:

“ვოლვო ქარსი“ 2030 წლისთვის სრულად ელექტრო იქნება

“ვოლვო ქარსი“ 2030 წლისთვის სრულად ელექტრო იქნება

„ვოლვო ქარსი“ მოტივირებულია, გახდეს ლიდერი პრემიუმ ელექტროავტომობილების სწრაფად მზარდ ბაზარზე და გეგმავს, 2030 წლისთვის გახდეს სრულად ელექტროავტომობილების კომპანია.

2030 წლისთვის კომპანია აპირებს, მხოლოდ სრულად ელექტროავტომობილების წარმოებაზე გადაერთოს და მისი გლობალური პორტფელის შემადგენლობიდან შიდა წვის ძრავით აღჭურვილი ნებისმიერი ავტომობილი ეტაპობრივად ამოიღოს, მათ შორის ჰიბრიდები.

კომპანიის სვლა სრულად ელექტროავტომობილების მწარმოებლად გარდაქმნისაკენ ამბიციური კლიმატური გეგმის ნაწილია, რომლის მიზანია, კონკრეტული მოქმედების საშუალებით მუდმივად შეამციროს თითოეული ავტომობილის ნახშირბადის კვალი ატმოსფეროში, მისი მომსახურების ვადის განმავლობაში.

„ვოლვო ქარსის“ სვლას სრული ელექტრიფიკაციისკენ თან ახლავს გაზრდილი ყურადღება ონლაინ გაყიდვებზე. ყველა სრულად ელექტრო მოდელი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ონლაინ.

2030 წლის ამბიცია წარმოადგენს „ვოლვო ქარსის“ ელექტრიფიკაციის სტრატეგიის დაჩქარებას, რაც გამოწვეულია ბოლო წლებში მის ელექტრიფიცირებულ ავტომობილებზე დიდი მოთხოვნით და მოლოდინით, რომ შიდა წვის ძრავით აღჭურვილი ავტომობილების ბაზარი მცირდება.

„იმისათვის, რომ დარჩე წარმატებული, საჭიროა მომგებიანი ზრდა. ასე რომ, შემცირებულ ბიზნესში ინვესტიციის ჩადების ნაცვლად ჩვენ ვირჩევთ, ინვესტიცია დავაბანდოთ მომავალში - ელექტრო და ონლაინ ”- განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰაკან სამუელსონმა. ”ჩვენ სრულად ვართ ორიენტირებულნი, გავხდეთ ლიდერი სწრაფად მზარდ პრემიუმ ელექტროსეგმენტში.”

გასულ წელს „ვოლვო ქარსმა“ მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ბაზარზე გამოუშვა თავისი პირველი სრულად ელექტროავტომობილი, XC40 Recharge. მარტში კომპანიამ ახალი სრულად ელექტრო მოდელი, C40, წარადგინა.

უახლოეს წლებში „ვოლვო ქარსი“ გაყიდვაში რამდენიმე დამატებით ელექტრო მოდელს გამოუშვებს. 2025 წლისთვის მიზნად ისახავს, მისი მსოფლიო გაყიდვების 50% შედგებოდეს სრულად ელექტროავტომობილებისგან, ხოლო დანარჩენი ჰიბრიდებისგან. 2030 წლისთვის ბრენდის მიერ გაყიდული ყოველი ავტომობილი სრულად ელექტრო უნდა იყოს.

”შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის გრძელვადიანი მომავალი არ არსებობს” - განაცხადა ჰენრიკ გრინმა, მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა. ”ჩვენ მტკიცედ ვართ მოტივირებულნი, გავხდეთ მხოლოდ ელექტროავტომობილების მწარმოებელი კომპანია და ეს გადასვლა უნდა მოხდეს 2030 წლისთვის. ეს საშუალებას მოგვცემს, გავამართლოთ ჩვენი მომხმარებლის მოლოდინი და ვიყოთ გადაწყვეტილების ნაწილი, როდესაც საქმე კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საკითხს ეხება.”

„ვოლვო ქარსის“ ოფიციალური ცენტრი მდებარეობს თბილისში.

მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, #5.

NS

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების ახალი პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გახსნა

"საქართველოში რეგისტრირებული სიკვდილის შემთხვევების თითქმის ნახევარი მომატებული არტერიული წნევით არის განპირობებული"  - რას გვირჩევს სპეციალისტი?

"როცა ბავშვებთან ერთად მარტო დავრჩი, დიდი ძალა შემმატეს დედამ, ბებიამ" - ეკა მამალაძე ნანიზე, ორ ქორწინებასა და მძიმე წლებზე