პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და ჩემმა ძმამ ერთად ჯოჯოხეთი გამოვიარეთ...ძალიან ბევრი ტკივილი დამიტოვა“ - პრინცი ჰარი ამბობს, რომ მამა და ძმა არ ელაპარაკებიან
"მე და ჩემმა ძმამ ერთად ჯოჯოხეთი გამოვიარეთ...ძალიან ბევრი ტკივილი დამიტოვა“ - პრინცი ჰარი ამბობს, რომ მამა და ძმა არ ელაპარაკებიან

პრინცმა ჰა­რიმ და მე­გან მარ­კლმა ოპრა უინფრის­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­მე­ფო ოჯა­ხის დრა­მა­ზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რეს და ფარ­და ახა­დეს სა­მე­ფო ცხოვ­რე­ბის ბევრ სა­ი­დუმ­ლოს, რო­მელ­თა შო­რი­საც, ზო­გი­ერ­თი დე­ტა­ლი შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ჰა­რიმ ისა­უბ­რა დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან წას­ვლის შემ­დეგ მა­მას­თან, პრინც ჩარლზ­თან და ძმას­თან, პრინც უი­ლი­ამ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ჰა­რის თქმით, არც ერთი მათ­გა­ნი არ ელა­პა­რა­კე­ბა, რომ მამა მის ზა­რებს არ პა­სუ­ხობს.

ამის გამო მა­მა­ზე ძა­ლი­ან ნა­წყე­ნია. ჰა­რის თქმით, ჩარლზ­მა მას ვერ გა­უ­გო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ზე უკეთ უნდა სცოდ­ნო­და, თა­ვი­სი წარ­სუ­ლის გამო, ჰა­რის გან­ცდე­ბის შე­სა­ხებ.

"მან იცის ეს რა ტკი­ვი­ლია, ის არ­ჩის ბა­ბუაა. რა თქმა უნდა, მე ის ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მაა რა­მაც ტკი­ვი­ლი მო­მა­ყე­ნა. გა­ვაგ­რძე­ლებ მცდე­ლო­ბას რომ ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მო­ვას­წო­რო“, - თქვა ჰა­რიმ და ასე­ვე თა­ვის ძმა­ზე, უი­ლი­ა­მზეც ისა­უბ­რა. მან თქვა, რომ ამ ეტაპ­ზე ძმას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა "სივ­რცე­შია.“, რომ მას­თა­ნაც არ აქვს კავ­ში­რი.

"მაგ­რამ მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ის, ჩვენ ერ­თად ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ვი­ა­რეთ. და იცით, დრო ყვე­ლა­ფერს კურ­ნავს და იმე­დია, ასეც იქ­ნე­ბა“, - თქვა ჰა­რიმ. ერ­თა­დერ­თი მხარ­დამ­ჭე­რი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ამ ეტაპ­ზე სა­სახ­ლი­დან ბე­ბია, დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბე­დია და მი­უ­ხე­და­ვად ბრი­ტა­ნე­თი­დან წას­ვლი­სა, ის შვი­ლიშ­ვილ­თან კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. "გა­სუ­ლი წლის მან­ძილ­ზე იმა­ზე მეტი ვი­სა­უბ­რე ბე­ბი­ას­თან, ვიდ­რე მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ ნამ­დვი­ლად კარ­გად ვუ­გებთ ერ­თმა­ნეთს და მე და ბე­ბი­ას ნამ­დვი­ლად კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გავ­ქვს“, - ამ­ბობს ჰარი. მი­სი­ვე თქმით, ელი­სა­ბედს ზუ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით ხში­რად ესა­უბ­რე­ბი­ან.

ჰა­რიმ ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მე­ფო ოჯახ­მა მას ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა შე­უ­წყვი­ტა და რო­დე­საც ბრი­ტა­ნე­თი­დან წა­ვი­და, იმ თან­ხას იყე­ნებ­და, რაც მას მემ­კვიდ­რე­ო­ბით დე­დის­გან, პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას­გან ერგო.

მი­სი­ვე თქმით, წა­ვი­და, რად­გა­ნაც სა­მე­ფო ოჯახ­ში მას ვე­რა­ვინ უგებ­და, რად­გა­ნაც მხარს არა­ვინ უჭერ­და, რად­გა­ნაც ხე­დავ­და, რომ შე­საძ­ლოა, ის­ტო­რია გა­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო და მე­განს იგი­ვე და­მარ­თო­და, რაც და­ი­ა­ნას. ხე­დავ­და, რომ მის ცოლს ისე­ვე ექ­ცე­ო­და სა­მე­ფო ოჯა­ხიც და პრე­საც, რო­გორც ლედი დი-ს. ამ­ბობს, რომ ვერ და­უშ­ვებ­და ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბის გა­მე­ო­რე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
49

ცოლის ბრძანებების შემსრულებელი და საკუთარი აზრის არ მქონე ჰარი...მიზეზები არასდროს დაელევათ. 

სიმართლე
42

ჰარი შენ მართალი ხარ,იმათ იფიქრონ თავიანთ ქცევებზე შენ კი ცუდი არაფერი გაგიკეთებია,შენი ცხოვრებაა და ვისაც გინდა იმასაც მოიყვან ცოლად 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მე და ჩემმა ძმამ ერთად ჯოჯოხეთი გამოვიარეთ...ძალიან ბევრი ტკივილი დამიტოვა“ - პრინცი ჰარი ამბობს, რომ მამა და ძმა არ ელაპარაკებიან

"მე და ჩემმა ძმამ ერთად ჯოჯოხეთი გამოვიარეთ...ძალიან ბევრი ტკივილი დამიტოვა“ - პრინცი ჰარი ამბობს, რომ მამა და ძმა არ ელაპარაკებიან

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოპრა უინფრისთან ინტერვიუში სამეფო ოჯახის დრამაზე დეტალურად ისაუბრეს და ფარდა ახადეს სამეფო ცხოვრების ბევრ საიდუმლოს, რომელთა შორისაც, ზოგიერთი დეტალი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

ჰარიმ ისაუბრა დიდი ბრიტანეთიდან წასვლის შემდეგ მამასთან, პრინც ჩარლზთან და ძმასთან, პრინც უილიამთან ურთიერთობაზე. ჰარის თქმით, არც ერთი მათგანი არ ელაპარაკება, რომ მამა მის ზარებს არ პასუხობს.

ამის გამო მამაზე ძალიან ნაწყენია. ჰარის თქმით, ჩარლზმა მას ვერ გაუგო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე უკეთ უნდა სცოდნოდა, თავისი წარსულის გამო, ჰარის განცდების შესახებ.

"მან იცის ეს რა ტკივილია, ის არჩის ბაბუაა. რა თქმა უნდა, მე ის ყოველთვის მეყვარება, მაგრამ ძალიან ბევრი რამაა რამაც ტკივილი მომაყენა. გავაგრძელებ მცდელობას რომ ურთიერთობა გამოვასწორო“, - თქვა ჰარიმ და ასევე თავის ძმაზე, უილიამზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ ამ ეტაპზე ძმასთან ურთიერთობა "სივრცეშია.“, რომ მასთანაც არ აქვს კავშირი.

"მაგრამ მე ძალიან მიყვარს ის, ჩვენ ერთად ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. და იცით, დრო ყველაფერს კურნავს და იმედია, ასეც იქნება“, - თქვა ჰარიმ. ერთადერთი მხარდამჭერი და გულშემატკივარი ამ ეტაპზე სასახლიდან ბებია, დედოფალი ელისაბედია და მიუხედავად ბრიტანეთიდან წასვლისა, ის შვილიშვილთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. "გასული წლის მანძილზე იმაზე მეტი ვისაუბრე ბებიასთან, ვიდრე მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩვენ ნამდვილად კარგად ვუგებთ ერთმანეთს და მე და ბებიას ნამდვილად კარგი ურთიერთობა გავქვს“, - ამბობს ჰარი. მისივე თქმით, ელისაბედს ზუმის საშუალებით ხშირად ესაუბრებიან.

ჰარიმ ისიც აღნიშნა, რომ სამეფო ოჯახმა მას ფინანსური მხარდაჭერა შეუწყვიტა და როდესაც ბრიტანეთიდან წავიდა, იმ თანხას იყენებდა, რაც მას მემკვიდრეობით დედისგან, პრინცესა დაიანასგან ერგო.

მისივე თქმით, წავიდა, რადგანაც სამეფო ოჯახში მას ვერავინ უგებდა, რადგანაც მხარს არავინ უჭერდა, რადგანაც ხედავდა, რომ შესაძლოა, ისტორია გამეორებულიყო და მეგანს იგივე დამართოდა, რაც დაიანას. ხედავდა, რომ მის ცოლს ისევე ექცეოდა სამეფო ოჯახიც და პრესაც, როგორც ლედი დი-ს. ამბობს, რომ ვერ დაუშვებდა ტრაგიკული ამბის გამეორებას.

ხვიჩა კვარაცხელია პიონერის ფორმაში, წითელი ყელსახვევით - "რუბინის“ მწვრთნელს დაბადების დღე ფეხბურთელებმა ვიდეორგოლით მიულოცეს

"ყვითელი ფოთლები" ევროკავშირის ელჩის შესრულებით - კარლ ჰარცელმა გიორგი უშიკიშვილთან ერთად იმღერა

კვარაცხელიამ ყველაზე ნიჭიერ 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის გრინვუდსა და ვინისიუსს გადაუსწრო - რომელ ადგილზეა ქართველი ამომავალი ვარსკვლავი