პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშინ ვიყავი 15-16 წლის, ბერას რომელიღაც პოსტზე დავწერე კომენტარი" - რა პოსტი ვრცელდება "ფეისბუქში" ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით
"მაშინ ვიყავი 15-16 წლის, ბერას რომელიღაც პოსტზე დავწერე კომენტარი" - რა პოსტი ვრცელდება "ფეისბუქში" ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით

ბერა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ფა­რულ აუ­დიო ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, "ფე­ის­ბუ­ქის" ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ლადო ბენ­დი­ა­ნიშ­ვი­ლი პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"მოკ­ლედ, ვწერ ტვ პირ­ველ­ზე გა­სულ რე­პორ­ტაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბით. გუ­შინ­წინ ჩვენ­თან იყ­ვნენ მო­სუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და გვე­კი­თხე­ბიდ­ნენ დას­ჯა­სა და და­ში­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამი­ტომ მინ­და კი­დევ ერთხელ ვთქვა, ის რაც ჯერ კი­დევ 2011 წელს დავ­პოს­ტე, მა­შინ ვი­ყა­ვი 15-16 წლის, ბე­რას რო­მე­ლი­ღაც პოსტზე დავ­წე­რე კო­მენ­ტა­რი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ გი­ნე­ბას და ლან­ძღვას არ შე­ი­ცავ­და, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რი ნამ­დვი­ლად იყო. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ოჯახ­ში მო­ვი­და დაც­ვის სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლებ­მაც გვი­თხრეს, რომ ისი­ნი, რო­გორც ოჯა­ხის დაც­ვა, და­ინ­ტე­რეს­დნენ იმით, რომ ბე­რას მი­სა­მარ­თით არის მა­სი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვა, მუ­ქა­რე­ბი საკ­მა­ოდ დიდი ჯგუ­ფის­გან და აინ­ტე­რე­სებ­დათ, რა სა­ფუძ­ვე­ლი ქონ­და ამას, რა­ზეც ვუ­თხა­რი, რომ ჩემი მხრი­დან არა­ნა­ი­რი მუ­ქა­რა არ ყო­ფი­ლა და არც რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პრე­ტენ­ზია არ მქონ­და მას­თან.

ამა­ზე ოჯა­ხის თან­დას­წრე­ბით ძა­ლი­ან ზრდი­ლო­ბი­ა­ნად მთხო­ვეს თავი შე­მე­კა­ვე­ბი­ნა ისე­თი კო­მენ­ტა­რე­ბის­გან, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და მუ­ქა­რად აღ­ქმუ­ლი­ყო. რა თქმა უნდა, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე, რად­გან და­მუქ­რე­ბა არც მა­ნამ­დე მი­ფიქ­რია. იქი­დან არა­ნა­ირ მუ­ქა­რას და და­ში­ნე­ბას და მით უმე­ტეს დას­ჯას ად­გი­ლი არა­სო­დეს ქო­ნია", - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ლადო ბენ­დი­ა­ნიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, "ტვ პირ­ველ­მა" გა­ავ­რცე­ლა ფა­რუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც მა­თი­ვე ცნო­ბით, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან და ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბია ჩა­წე­რი­ლი. აუ­დიო ფა­ი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ბერა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის და­წე­რის გამო, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ზარ­დის დას­ჯას ითხოვს. ჩა­ნა­წე­რებ­ში ფი­გუ­რი­რებს სა­ხე­ლი ლადო, თუმ­ცა დად­გე­ნი­ლი არ არის ზე­მოთ მო­ცე­მუ­ლი პოს­ტის ავ­ტო­რი ნამ­დვი­ლად არის თუ არა ის ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჩა­ნა­წე­რებ­ში სა­უბ­რო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Rati
15

Eshinia ar unda sharshi gaxxveva

ani
61

11 წლის წინ ბერა რამდენი წლის იქნებოდა?აქ იმდენი გამოჩნდა ბერაზე რაღაც დავწერე და ამას ვიღაცეებისგან რეაქცია მოჰყვაო რომ აშკარაა მიზანმიმართულად ხორციელდებოდა გინდა ბულინგი დაარქვით და გინდა თავდასხმა ,თან გამომწვევად ისე რომ იძულებული გაეხადათ რაღაცნაირად დაეცვათ,ეგ არის ბიძინა ივანიშვილო ის სახელმწიფო რაც ქართველებს აგვიშენე,საკუთარი შვილიც ვერ დაიცავი კანონიერი მეთოდებით და ქუჩური მეთოდებით სცადეთ დაცვა,ვისაც პატრონი არ ჰყავს იმან როგორღა დაიცვას თავი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მაშინ ვიყავი 15-16 წლის, ბერას რომელიღაც პოსტზე დავწერე კომენტარი" - რა პოსტი ვრცელდება "ფეისბუქში" ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით

"მაშინ ვიყავი 15-16 წლის, ბერას რომელიღაც პოსტზე დავწერე კომენტარი" - რა პოსტი ვრცელდება "ფეისბუქში" ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით

ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით, "ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი, ლადო ბენდიანიშვილი პოსტს აქვეყნებს და წერს:

"მოკლედ, ვწერ ტვ პირველზე გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით. გუშინწინ ჩვენთან იყვნენ მოსული ჟურნალისტები და გვეკითხებიდნენ დასჯასა და დაშინებასთან დაკავშირებით, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, ის რაც ჯერ კიდევ 2011 წელს დავპოსტე, მაშინ ვიყავი 15-16 წლის, ბერას რომელიღაც პოსტზე დავწერე კომენტარი.

მიუხედავად იმისა რომ გინებას და ლანძღვას არ შეიცავდა, არასასიამოვნო კომენტარი ნამდვილად იყო. რამდენიმე დღის შემდეგ, ოჯახში მოვიდა დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებმაც გვითხრეს, რომ ისინი, როგორც ოჯახის დაცვა, დაინტერესდნენ იმით, რომ ბერას მისამართით არის მასირებული შეტევა, მუქარები საკმაოდ დიდი ჯგუფისგან და აინტერესებდათ, რა საფუძველი ქონდა ამას, რაზეც ვუთხარი, რომ ჩემი მხრიდან არანაირი მუქარა არ ყოფილა და არც რაიმე კონკრეტული პრეტენზია არ მქონდა მასთან.

ამაზე ოჯახის თანდასწრებით ძალიან ზრდილობიანად მთხოვეს თავი შემეკავებინა ისეთი კომენტარებისგან, რომელიც შეიძლებოდა მუქარად აღქმულიყო. რა თქმა უნდა, გავითვალისწინე, რადგან დამუქრება არც მანამდე მიფიქრია. იქიდან არანაირ მუქარას და დაშინებას და მით უმეტეს დასჯას ადგილი არასოდეს ქონია", - წერს "ფეისბუქის" გვერდზე ლადო ბენდიანიშვილი.

ცნობისთვის, "ტვ პირველმა" გაავრცელა ფარული აუდიო ჩანაწერები, სადაც მათივე ცნობით, ბერა ივანიშვილის ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან სატელეფონო საუბრებია ჩაწერილი. აუდიო ფაილების მიხედვით, ბერა სოციალურ ქსელებში მისთვის არასასურველი კომენტარების დაწერის გამო, სავარაუდოდ, მოზარდის დასჯას ითხოვს. ჩანაწერებში ფიგურირებს სახელი ლადო, თუმცა დადგენილი არ არის ზემოთ მოცემული პოსტის ავტორი ნამდვილად არის თუ არა ის ადამიანი, რომლის შესახებაც ჩანაწერებში საუბრობენ.

"ჯერ კიდევ შეგიძლია მითხრა - "მე გავდივარ პოლიტიკიდან, ერთად დავამთავროთ", ახლაც გამოგყვები" - ხუხაშვილი ივანიშვილს მიმართავს

"ასე მოიქცეოდა ქართველი კაცების 90%, რადგან როგორც კი ლექსიკური მარაგი ამოიწურება, გადადიან გინებაზე" - რას წერს ექსპერტი ბოლოდროინდელ სკანდალზე?

"მე, კრიმინალი და მოძალადე..." - როგორ ეხმაურება ფარულ აუდიოჩანაწერებში ნახსენები ამიკო ბერას ინტერვიუს