პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს. ამას ხელი ვინ უნდა ჩამოართვას?!" - როგორ ეხმიანებიან ოპოზიციაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს
"პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს. ამას ხელი ვინ უნდა ჩამოართვას?!" - როგორ ეხმიანებიან ოპოზიციაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს

"ტვ პირ­ვე­ლის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებს, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს ესა­უბ­რე­ბა და მის­თვის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­სა­სურ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რის ავ­ტო­რის დას­ჯას ითხოვს, ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის მხრი­დან მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი მოგ­ყვა.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი გიგი უგუ­ლა­ვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას მო­ი­თხოვს. ამის შე­სა­ხებ გიგი უგუ­ლა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

“სა­ნამ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა, ეს სა­ზი­ზღრო­ბა პრე­მი­ე­რად წო­დე­ბუ­ლი უნდა გა­დად­გეს. ამას ხელი ვინ უნდა ჩა­მო­არ­თვას”, - წერს გიგი უგუ­ლა­ვა.

"ლე­ლოს“ ლი­დე­რი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მას მო­ი­თხოვს.

"6 მარტს "ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტი, რო­მელ­შიც გა­ვი­და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­უბ­რე­ბი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან და ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს­თან, შე­ი­ცავს უმ­ძი­მე­სი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს.

"ლელო" მო­ი­თხოვს: სი­უ­ჟეტ­ში მო­თხრო­ბილ ფაქ­ტებ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა; გა­მო­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თულ იქ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი; გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დად­გნენ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძე.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან და მისი ჩარ­თუ­ლო­ბით ნე­ბის­მი­ერ ფორ­მატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "ლე­ლოს­თვის" მი­უ­ღე­ბე­ლია“, - წერს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებს ეხ­მი­ა­ნე­ბა კი­დევ ერთი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, ელენ ხოშ­ტა­რია:

"მთე­ლი ეს ბრა­ზი რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე უნდა მივ­მარ­თოთ. ესაა გა­მო­სა­ვა­ლი! არა­ნა­ი­რი შიში, არა­ნა­ი­რი უმ­წე­ო­ბა. ბი­ძი­ნას მმარ­თვე­ლო­ბამ გვას­წავ­ლა, გვაბ­რა­ზებს ვდუღ­დე­ბით და გა­დის. არ­სად არ გავა როცა მი­ზა­ნი ნა­თე­ლია. არ­ჩევ­ნე­ბი და ამა­თი გაშ­ვე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი დე­ტა­ლე­ბია. ყვე­ლა აქ­ცია, ყვე­ლა პოს­ტი, ყვე­ლა მო­თხოვ­ნა, ყვე­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ბა, ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბა - არ­ჩევ­ნე­ბი!" - -წერს ხოშ­ტა­რია "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე: ღა­რი­ბაშ­ვილ­მა 2010 წე­ლი­აო. და­ვუშ­ვათ.

- 2010-ში თუ ასე იქ­ცე­ოდ­ნენ, ახლა რო­გორ იქ­ცე­ვი­ან წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?

- ჩუ­ბი­ნი­ძე თუ ასე იქ­ცე­ვა, ფარ­ცხა­ლა­ძე რო­გორ იქ­ცე­ვა წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?

- ბე­რას ნათ­ქვამ­ზე თუ ასე იქ­ცე­ვი­ან, ბი­ძი­ნას ნათ­ქვამ­ზე რას იზა­მენ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?

- ფე­ის­ბუქ­ზე შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტარ­ზე თუ ასე რე­ა­გი­რე­ბენ, მათ ძა­ლა­უფ­ლე­ბას როცა საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, მა­შინ რაზე არი­ან წამ­სვლე­ლე­ბი წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?

ცნო­ბის­თვის, "ტვ პირ­ველ­მა" გა­ავ­რცე­ლა ფა­რუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც მა­თი­ვე ცნო­ბით, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან და ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბია ჩა­წე­რი­ლი. აუ­დიო ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ბერა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის და­წე­რის გამო, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ზარ­დის დას­ჯას ითხოვს.

აღ­ნიშ­ნულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც. ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის თქმით, ეს არის 2010 წლის ჩა­ნა­წე­რი.

"ეს არის 2010 წლის ჩა­ნა­წე­რი. ხაზს ვუს­ვამ 2010 წლის და არა 2011-2012 წლე­ბის, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ შე­მო­ვი­და პო­ლი­ტი­კა­ში. არა­ერთ, შე­იძ­ლე­ბა ათე­ულ ჩა­ნა­წერ­ზეც კი არის სა­უ­ბა­რი, სა­ი­და­ნაც ამოკ­რე­ბი­ლია ერთ-ერთი წი­თე­ლი პრე­სის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ სხვა­დას­ხვა ფრა­ზა. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ფაბ­რი­კა­ცია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "კა­გე­ბეს“ მე­თო­დე­ბით, "კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რად“, წარ­სულ­ში მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ხედ­ვით და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდო
169

უბადრუკებო,ყველაზე დიდი მეოცნებეები ყოფილხართ!...ლიალკა,ლიალკა,ჩვენც ვაზროვნებთ და ვიყურებით!

ანა
172

რატოა ეს ქალი ასეთი უხეში და გამაღიზიანებელი?! ეს რომ

იყოს ხელისუფლებაში, არა მგონია ნაკლებად სასტიკი იყო და დაუნდობელო იყოს თავის ქმედებებში! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს. ამას ხელი ვინ უნდა ჩამოართვას?!" - როგორ ეხმიანებიან ოპოზიციაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს

"პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს. ამას ხელი ვინ უნდა ჩამოართვას?!" - როგორ ეხმიანებიან ოპოზიციაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს

"ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, სადაც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს ესაუბრება და მისთვის სოციალურ ქსელში არასასურველი კომენტარის ავტორის დასჯას ითხოვს, ოპოზიციური სპექტრის მხრიდან მწვავე განცხადებები მოგყვა.

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

“სანამ რიგგარეშე არჩევნები იქნება, ეს საზიზღრობა პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს. ამას ხელი ვინ უნდა ჩამოართვას”, - წერს გიგი უგულავა.

"ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძეც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.

"6 მარტს "ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტი, რომელშიც გავიდა ბერა ივანიშვილის საუბრები ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან, შეიცავს უმძიმესი ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს.

"ლელო" მოითხოვს: სიუჟეტში მოთხრობილ ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება; გამოძიებაში ჩართულ იქნენ საერთაშორისო ავტორიტეტული საგამოძიებო ინსტიტუტები; გამოძიებაზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ გადადგნენ თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

ირაკლი ღარიბაშვილთან და მისი ჩართულობით ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა "ლელოსთვის" მიუღებელია“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

აუდიოჩანაწერებს ეხმიანება კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენ ხოშტარია:

"მთელი ეს ბრაზი რიგგარეშე არჩევნებზე უნდა მივმართოთ. ესაა გამოსავალი! არანაირი შიში, არანაირი უმწეობა. ბიძინას მმართველობამ გვასწავლა, გვაბრაზებს ვდუღდებით და გადის. არსად არ გავა როცა მიზანი ნათელია. არჩევნები და ამათი გაშვება. დანარჩენი დეტალებია. ყველა აქცია, ყველა პოსტი, ყველა მოთხოვნა, ყველა მოლაპარაკება, ყველა მოქმედება - არჩევნები!" - -წერს ხოშტარია "ფეისბუქის" გვერდზე.

ზურაბ ჯაფარიძე: ღარიბაშვილმა 2010 წელიაო. დავუშვათ.

- 2010-ში თუ ასე იქცეოდნენ, ახლა როგორ იქცევიან წარმოგიდგენიათ?

- ჩუბინიძე თუ ასე იქცევა, ფარცხალაძე როგორ იქცევა წარმოგიდგენიათ?

- ბერას ნათქვამზე თუ ასე იქცევიან, ბიძინას ნათქვამზე რას იზამენ წარმოგიდგენიათ?

- ფეისბუქზე შეურაცხმყოფელ კომენტარზე თუ ასე რეაგირებენ, მათ ძალაუფლებას როცა საფრთხე ემუქრება, მაშინ რაზე არიან წამსვლელები წარმოგიდგენიათ?

ცნობისთვის, "ტვ პირველმა" გაავრცელა ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელშიც მათივე ცნობით, ბერა ივანიშვილის ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან სატელეფონო საუბრებია ჩაწერილი. აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ბერა სოციალურ ქსელებში მისთვის არასასურველი კომენტარების დაწერის გამო, სავარაუდოდ, მოზარდის დასჯას ითხოვს.

აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის 2010 წლის ჩანაწერი.

"ეს არის 2010 წლის ჩანაწერი. ხაზს ვუსვამ 2010 წლის და არა 2011-2012 წლების, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება“ შემოვიდა პოლიტიკაში. არაერთ, შეიძლება ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრებილია ერთ-ერთი წითელი პრესის მედიასაშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზა. ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია. ჩვეულებრივი "კაგებეს“ მეთოდებით, "კაგებეშნიკურად“, წარსულში მძიმე გამოცდილების მიხედვით დამონტაჟებული", - აღნიშნა მდინარაძემ.

"კოლეგები ჩვენზე გაბუტულები არიან..." - რატომ არ იყო "გირჩი" პარლამენტთან შეკრებილ ოპოზიციის წევრებთან?

"დღეს, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსთაველის გამზირზე ვერ დავინახე, რაც დასანანია" - ნიკა მელია

"მათი საპროტესტო აქციების არავის ეშინია" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციის გეგმას ეხმაურება