სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული" - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები და ომბუდსმენი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს
"2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული" - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები და ომბუდსმენი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­იკ­ვე­თა წი­თე­ლი პრე­სის კონ­ტუ­რე­ბი და ნიშ­ნე­ბი, სა­დაც „კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მე­თო­დე­ბით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხა­ვენ ჩა­ნა­წე­რებს, ამონ­ტა­ჟე­ბენ, აკე­თე­ბენ ფაბ­რი­კა­ცი­ას სა­კუ­თა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ, სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, – ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრი­ფინგზე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ყვე­ლამ ერ­თად უნდა შევ­ძლოთ, "რომ "კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მე­თო­დე­ბის გა­მო­რი­ცხვით და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­სენ­სუ­სის შექ­მნით, დავ­გმოთ ფაბ­რი­კა­ცი­ე­ბი, ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი“.

"თქვენ ალ­ბათ გა­გი­გი­ათ და მთელ­მა მსოფ­ლი­ომ იცის, რას ნიშ­ნავს ყვი­თე­ლი პრე­სა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­იკ­ვე­თა წი­თე­ლი პრე­სის კონ­ტუ­რე­ბი და ნიშ­ნე­ბი, სა­დაც ძვე­ლი საბ­ჭო­თა „კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მე­თო­დე­ბით, ინა­ხა­ვენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ღაც სხვა­დას­ხვა ჩა­ნა­წერს, შემ­დეგ ამონ­ტა­ჟე­ბენ, ჩე­ხა­ვენ, კრა­ვენ, აკე­თე­ბენ ფაბ­რი­კა­ცი­ას სა­კუ­თა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ, სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით.

ეს არის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტე­რო­რიზ­მი, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წი­თე­ლი პრე­სის მიერ და მი­მარ­თუ­ლია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. ყვე­ლამ ერ­თად უნდა შევ­ძლოთ, რომ ამ წი­თელ ხა­ზებს მიღ­მა, "კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი" მე­თო­დე­ბის გა­მო­რი­ცხვით და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­სენ­სუ­სის შექ­მნით, რა­ღაც სა­კი­თხზე მა­ინც, შევ­ძლოთ, რომ ყვე­ლამ ერ­თად დავ­გმოთ ფაბ­რი­კა­ცი­ე­ბი, ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი და ამით ადა­მი­ა­ნე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია. ეს უნდა ჩა­ვა­ბა­როთ რა­მე­ნა­ი­რად წარ­სულს, რო­მელ მხა­რე­საც რა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბიც არ უნდა გა­აჩ­ნდეს“, – გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებს ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია და ამ­ბობს, რომ მრა­ვა­ლი წე­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­გან უკა­ნო­ნო ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დრო­ულ და ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს.

"წლე­ბია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ულ პრაქ­ტი­კად იქცა პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის, თუ სხვა მხრივ არა­სა­სურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­რა­ლუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის, მათი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის, თუ საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­სა­ლა­ხად ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის უკა­ნო­ნო მო­პო­ვე­ბა, თუ ფაბ­რი­კა­ცია. მრა­ვა­ლი წე­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უშე­დე­გოდ ითხოვს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან დრო­ულ და ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბი­სათ­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, არც ერთ მსგავს შემ­თხვე­ვა­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ წევ­რს კი­დევ უფრო და­უც­ველს ხდის მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი უკა­ნო­ნო და მი­უ­ღე­ბე­ლი პრაქ­ტი­კის­გან.

ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ დღე­ვან­დელ და სხვა შემ­თხვე­ვებ­შიც, მხო­ლოდ ეფექ­ტუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის, ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბი­სა და ნამ­დვი­ლო­ბის დად­გე­ნის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს - შე­ი­ცავს თუ არა ჩა­ნა­წე­რე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ცალ­კე გა­მო­ძი­ე­ბის სა­განს უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს“, - აცხა­დებს ლომ­ჯა­რია.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის გიგა ბო­კე­რი­ას შე­ფა­სე­ბით, ზო­გა­დად სა­ზი­ა­ნოა ნე­ბის­მი­ერ სა­ხის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, რო­მელ­თა კა­ნო­ნი­ე­რი წყა­რო ცნო­ბი­ლი არ არის. თუმ­ცა, ამას­თა­ნა­ვე, მან უტიფ­რო­ბა უწო­და იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მიერ გა­მოთ­ქმულ აღ­შო­თე­ბას, რო­მელ­მაც, „მთლი­ა­ნად პო­ლი­ტი­კუ­რი კამ­პა­ნია მსგავ­სი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე აა­წყო“.

"პი­რა­დად მე და „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს“ გვაქვს იგი­ვე პო­ზი­ცია და ძა­ლი­ან სა­ზი­ა­ნოდ მიგ­ვაჩ­ნია ზო­გა­დად იმ ტი­პის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, რო­მელ­თა კა­ნო­ნი­ე­რე­ბის წყა­როც ცნო­ბი­ლი არ არის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ ვი­ხი­ლეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­აქ­ცია ამ ჩა­ნა­წე­რებ­ზე, სო­ზარ სუ­ბა­რის გან­ცხა­დე­ბა, სრუ­ლი­ად უტი­ფა­რი გან­ცხა­დე­ბა, ის მო­ი­თხოვს და მო­ე­ლის ამის დაგ­მო­ბას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის­გან და სხვე­ბის­გან. უფრო მე­ტიც, აცხა­დებს, რომ სა­სა­მარ­თლოს აქვს უფ­ლე­ბა ამის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის აკ­რძალ­ვის.

მინ­და ვთქვა, რომ ჩვე­ნი კა­ნო­ნი სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, კონ­სტი­ტუ­ცია და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გან­მარ­ტე­ბე­ბი ძა­ლი­ან მკა­ფი­ოს ხდის, რომ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის გამო აკ­რძალ­ვა მისი გა­მო­ყე­ნე­ბის სრუ­ლი­ად და­უშ­ვე­ბე­ლია და არის სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა და არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს ამის­თვის. მაგ­რამ, ამა­ზე უფრო მთა­ვა­რიც კი არის უტიფ­რო­ბა იმ პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის, ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის, რო­მელ­მაც მთე­ლი თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა აა­წყო და არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ციკ­ლი არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბია, რომ უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბი ან ვი­თომ უკ­რა­ი­ნის ვებ-გვერ­დებ­ზე თუ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი კამ­პა­ნი­ის­თვის, სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბებს იწყებ­დნენ ამის­თვის, ბრა­ლი აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ხალ­ხის­თვის. ამ ხალ­ხმა ასეთ სი­ბინ­ძუ­რე­ზე აა­წყო თა­ვი­სი კამ­პა­ნია და ახლა არი­ან აღ­შფოთრბუ­ლე­ბი ამით? ცნო­ბი­ლი გა­მოთ­ქმაა, რომ რა­საც და­თე­სავ, იმას მო­იმ­კი და ზოგ­ჯერ, რა­საც და­თე­სავ, იმა­ზე უა­რესს მო­იმ­კი და ეს სწო­რედ ის შემ­თხვე­ვაა,“- გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

"2011 წელს არის გა­კე­თე­ბუ­ლი, რა­ღაც ფრაგ­მენ­ტე­ბი ამო­ღე­ბუ­ლი და შე­კო­წი­წე­ბუ­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო ჩა­წე­რე­ბის დი­დოს­ტა­ტე­ბი რამ­დენ­ჯერ გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ ამ თე­მას”,- ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რი გია ვოლ­სკი გა­და­ცე­მის ანონსს.

ვოლ­სკის გან­ცხა­დე­ბით, “სამ­წუ­ხა­როა, რომ მსგავ­სი “ფეიქ” ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა”.

“ცუდ ვი­თა­რე­ბას, რაც მათ ბუ­ნაგ­ში შე­იქ­მნა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ სუ­რა­თი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ბე­რას შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ, ან რა­ტომ უნდა მი­ა­ყე­ნონ ბე­რას შეყ­რა­ცხყო­ფა, ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის მიერ არი­ან დევ­ნი­ლე­ბი, ქუ­ჩა­ში დას­დევს ან ხო­ცავს ან ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბა... და­ახ­ლო­ე­ბით ეს არის ში­ნა­არ­სი, რაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა წინ­სწრე­ბით ერთ-ერ­თმა ტე­ლე­ვი­ზი­ამ. სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ “ფეიქ” ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ავ­რცე­ლე­ბენ, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი და­არ­წმუ­ნონ, მათ პე­რი­ოდ­ში არც ქუ­ჩა­ში ხო­ცავ­დნენ ხალ­ხს, არც აწა­მებ­დნენ. იქ­ნებ ამით მეტი ახალ­გაზ­რდა მო­ი­ზი­დონ იმ უაზ­რო აქ­ცი­ებ­ზე, რა­საც ატა­რე­ბენ და ეძა­ხი­ან რა­ღაც დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ბრძო­ლას. ეს არის ში­ნა­არ­სი, რა­საც ჩვენ ვუ­ყუ­რებთ დღეს და სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ “ფე­ი­კის” მომ­ზა­დე­ბა­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ახალ­გაზ­რდა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლებ­საც კა­რი­ე­რა და ცხოვ­რე­ბა წინ აქვთ და გა­ცი­ლე­ბით უფრო სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბაც შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე”,- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, "ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ მო­ი­პო­ვეს ფა­რუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლი­თაც მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თად არა­სა­სურ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო, რამ­დე­ნი­მე პი­რის, მათ შო­რის ბავ­შვის დას­ჯას უკ­ვე­თავს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zurabi
217

პირდაპირ იგრძნობა სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება რომელიც ერთ ნაბიჯშია ვიღაცა ცდილობს როგორც სომხეთში ისე საქართველოში ომის გაჩაღებას რომელიც წლები გაგრძელდება ტყვია თუ გავარდა იმას უკვე აღარაფერი ეშველება.

მამუკა
328

სანამ ნაციონალური მოძრაობა როგორც პარტია არ აიკრძალება, ისევე როგორც მოხდა გერმანიაში ფაშისტური პარტიის აკრძალვა მანამდე სულ იქნება სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული" - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები და ომბუდსმენი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს

"2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული" - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები და ომბუდსმენი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს

საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები და ნიშნები, სადაც „კაგებეშნიკური“ მეთოდებით, წლების განმავლობაში ინახავენ ჩანაწერებს, ამონტაჟებენ, აკეთებენ ფაბრიკაციას საკუთარი საზოგადოების მიმართ, საინფორმაციო-ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, "რომ "კაგებეშნიკური“ მეთოდების გამორიცხვით და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნით, დავგმოთ ფაბრიკაციები, ფარული ჩანაწერები“.

"თქვენ ალბათ გაგიგიათ და მთელმა მსოფლიომ იცის, რას ნიშნავს ყვითელი პრესა. სამწუხაროდ, საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები და ნიშნები, სადაც ძველი საბჭოთა „კაგებეშნიკური“ მეთოდებით, ინახავენ წლების განმავლობაში რაღაც სხვადასხვა ჩანაწერს, შემდეგ ამონტაჟებენ, ჩეხავენ, კრავენ, აკეთებენ ფაბრიკაციას საკუთარი საზოგადოების მიმართ, საინფორმაციო-ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით.

ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, განხორციელებული წითელი პრესის მიერ და მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ეს ძალიან სამწუხაროა. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ამ წითელ ხაზებს მიღმა, "კაგებეშნიკური" მეთოდების გამორიცხვით და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნით, რაღაც საკითხზე მაინც, შევძლოთ, რომ ყველამ ერთად დავგმოთ ფაბრიკაციები, ფარული ჩანაწერები და ამით ადამიანების დისკრედიტაცია. ეს უნდა ჩავაბაროთ რამენაირად წარსულს, რომელ მხარესაც რა პოლიტიკური მიზნებიც არ უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ამბობს, რომ მრავალი წელია, საზოგადოება სამართალდამცავი ორგანოებისგან უკანონო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

"წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების, თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის, თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება, თუ ფაბრიკაცია. მრავალი წელია, საზოგადოება უშედეგოდ ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ობიექტურ გამოძიებას და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. სამწუხაროდ, არც ერთ მსგავს შემთხვევაში არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება, რაც საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ უფრო დაუცველს ხდის მომავალში მსგავსი უკანონო და მიუღებელი პრაქტიკისგან.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ და სხვა შემთხვევებშიც, მხოლოდ ეფექტურად ჩატარებული გამოძიების, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს - შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ცალკე გამოძიების საგანს უნდა წარმოადგენდეს“, - აცხადებს ლომჯარია.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, ზოგადად საზიანოა ნებისმიერ სახის ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელთა კანონიერი წყარო ცნობილი არ არის. თუმცა, ამასთანავე, მან უტიფრობა უწოდა იმ პოლიტიკური ძალის მიერ გამოთქმულ აღშოთებას, რომელმაც, „მთლიანად პოლიტიკური კამპანია მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნებაზე ააწყო“.

"პირადად მე და „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს იგივე პოზიცია და ძალიან საზიანოდ მიგვაჩნია ზოგადად იმ ტიპის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელთა კანონიერების წყაროც ცნობილი არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების რეაქცია ამ ჩანაწერებზე, სოზარ სუბარის განცხადება, სრულიად უტიფარი განცხადება, ის მოითხოვს და მოელის ამის დაგმობას სახალხო დამცველისგან და სხვებისგან. უფრო მეტიც, აცხადებს, რომ სასამართლოს აქვს უფლება ამის გამოქვეყნების აკრძალვის.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კანონი სიტყვის თავისუფლების შესახებ, კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები ძალიან მკაფიოს ხდის, რომ ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მოპოვებული მასალების გამო აკრძალვა მისი გამოყენების სრულიად დაუშვებელია და არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და არანაირი საფუძველი არ არსებობს ამისთვის. მაგრამ, ამაზე უფრო მთავარიც კი არის უტიფრობა იმ პოლიტიკური გუნდის, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის, რომელმაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა ააწყო და არც ერთი პოლიტიკური ციკლი არ გამოუტოვებია, რომ უკანონოდ მოპოვებული ფარული აუდიო ჩანაწერები ან ვითომ უკრაინის ვებ-გვერდებზე თუ სოციალურ მედიაში განთავსებული ჩანაწერები გამოეყენებინა პოლიტიკური კამპანიისთვის, სისხლის სამართლის გამოძიებებს იწყებდნენ ამისთვის, ბრალი აქვთ წაყენებული ხალხისთვის. ამ ხალხმა ასეთ სიბინძურეზე ააწყო თავისი კამპანია და ახლა არიან აღშფოთრბულები ამით? ცნობილი გამოთქმაა, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი და ზოგჯერ, რასაც დათესავ, იმაზე უარესს მოიმკი და ეს სწორედ ის შემთხვევაა,“- განაცხადა ბოკერიამ.

"2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული. წარმოიდგინეთ, რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო ჩაწერების დიდოსტატები რამდენჯერ გამოიყენებდნენ ამ თემას”,- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გადაცემის ანონსს.

ვოლსკის განცხადებით, “სამწუხაროა, რომ მსგავსი “ფეიქ” ინფორმაციები ვრცელდება”.

“ცუდ ვითარებას, რაც მათ ბუნაგში შეიქმნა, რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. წარმოიდგინეთ სურათი, რომ ადამიანები, ვინც ბერას შეურაცხყოფას აყენებენ, ან რატომ უნდა მიაყენონ ბერას შეყრაცხყოფა, ანზორ ჩუბინიძის მიერ არიან დევნილები, ქუჩაში დასდევს ან ხოცავს ან ფიზიკურად უსწორდება... დაახლოებით ეს არის შინაარსი, რაც გამოაქვეყნა წინსწრებით ერთ-ერთმა ტელევიზიამ. სამწუხაროა, რომ ამ “ფეიქ” ინფორმაციას საზოგადოებაში ავრცელებენ, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, მათ პერიოდში არც ქუჩაში ხოცავდნენ ხალხს, არც აწამებდნენ. იქნებ ამით მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ იმ უაზრო აქციებზე, რასაც ატარებენ და ეძახიან რაღაც დემოკრატიისთვის ბრძოლას. ეს არის შინაარსი, რასაც ჩვენ ვუყურებთ დღეს და სამწუხაროა, რომ ამ “ფეიკის” მომზადებაში იღებენ მონაწილეობას ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებსაც კარიერა და ცხოვრება წინ აქვთ და გაცილებით უფრო საინტერესო სიუჟეტების მომზადებაც შეუძლიათ თავისი ინტელექტუალური დონიდან გამომდინარე”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

"პუტინმა უნდა იცოდეს თავისი ქმედებების ფასი" - მანფრედ ვებერი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას

"ფორმულა“ და "მთავარი არხი“ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს თუ დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიხადონ ბოდიში ცილისწამებისთვის" - ანრი ოხანაშვილი

11 თვიანი პაუზის შემდე, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს