სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცი სანადირო თოფით თავის მოკვლას აპირებდა, დაინახა პოლიციელები და მათი მიმართულებით გაისროლა - რა მოხდა იმერეთში?
მამაკაცი სანადირო თოფით თავის მოკვლას აპირებდა, დაინახა პოლიციელები და მათი მიმართულებით გაისროლა - რა მოხდა იმერეთში?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ იმე­რეთ­ში პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვა­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის იმე­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ. ვან­ში და­ა­კა­ვეს.

„მას ბრა­ლად სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა ედე­ბა.

და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 11 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მიმ­დი­ნა­რე წლის 5 მარტს ვა­ნის რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლო­ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მა­მა­კა­ცი თა­ვის მოკ­ვლას აპი­რებ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მი­ღე­ბულ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ვიდ­ნენ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. სა­ნა­დი­რო თო­ფით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა გ.მ.-მ., რო­მე­ლიც თა­ვის მოკ­ვლას აპი­რებ­და, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რის შე­დე­გა­დაც და­იჭ­რა ვა­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრო­მე­ლი.

დაჭ­რი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც მას შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი კი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 353-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
7

ეტყობა თეთრი ეშმაკები მოელანდნენ

ბადრი
3

თავის მოკვლას აპირებდა, თოფიც ხელში ეჭირა, მაგრამ დაელოდა, როდის დარეკავდნენ პოლიციაში და როდის მოვიდოდა პოლიცია, რომ მერე მისთვის ესროლა? რა აბსურდია!

ავტორი:

მამაკაცი სანადირო თოფით თავის მოკვლას აპირებდა, დაინახა პოლიციელები და მათი მიმართულებით გაისროლა - რა მოხდა იმერეთში?

მამაკაცი სანადირო თოფით თავის მოკვლას აპირებდა, დაინახა პოლიციელები და მათი მიმართულებით გაისროლა - რა მოხდა იმერეთში?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.მ. ვანში დააკავეს.

„მას ბრალად სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა ედება.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. სამართალდამცველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. სანადირო თოფით შეიარაღებულმა გ.მ.-მ., რომელიც თავის მოკვლას აპირებდა, პოლიციელების დანახვისთანავე, მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი.

დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. სამართალდამცველის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თელავში 27 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, მშობლები და ბებია მოკლა

ზუგდიდში მაღაზია დააყაჩაღეს - არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა თამბაქო წაიღეს

"ქურდულ სამყაროში სიმამრის დახმარებით მიიღეს" - ვინ არის "კანონიერი ქურდი" "დათო სვანი", რომლის წინააღმდეგაც რუსეთში ახალი საქმე აღიძრა