სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას... როგორაა ის კაცი, სადაა?!" - ალეკო ელისაშვილის კითხვები ვახტანგ გომელაურს
"ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას... როგორაა ის კაცი, სადაა?!" - ალეკო ელისაშვილის კითხვები ვახტანგ გომელაურს

ხომ არა­ფე­რი შე­მო­უთ­ვლია ბად­რი ესე­ბუ­ას? ყვე­ლას გვა­ინ­ტე­რე­სებს, სად არის? სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა, და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია, თუ რო­გო­რა­აა ის კაცი და სა­დაა?? - ამ კი­თხვით მი­მარ­თა "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, სა­დაც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს "მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში უს­მე­ნენ.

ელი­საშ­ვილ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­სტი­ტუ­ცი­ურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს ჰკი­თხა, ირ­ღვე­ვა თუ არა უწყე­ბის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა მა­შინ, რო­დე­საც მი­ნის­ტრე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლას სა­მი­ნის­ტრო­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი მოს­დევს.

"მე­ო­რე კი­თხვა შე­ე­ხე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­სტი­ტუ­ცი­ურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას. ჩვენ ვი­ცით, რომ და­ხუ­რუ­ლი სტრუქ­ტუ­რაა, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არც გა­ფიც­ვებს აწყო­ბენ და არც თა­ვი­ანთ გა­სა­ჭირ­ზე სა­უბ­რო­ბენ ხოლ­მე. ასე­თი წე­სია, როცა ყო­ვე­ლი ახა­ლი მი­ნის­ტრი მი­დის, წინა მი­ნის­ტრის მიყ­ვა­ნილ კად­რებს ათა­ვი­სუფ­ლებს ხოლ­მე. გა­სა­გე­ბია, ყვე­ლას უნდა, რომ წამ­ყვან პო­ზი­ცი­ებ­ზე მისი ერ­თგუ­ლი კად­რე­ბი იყოს. ახ­ლაც ეს პრო­ცე­სი მი­დის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მას შემ­დეგ, რაც ბა­ტო­ნი გა­ხა­რია წა­ვი­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბი­დან. ე.წ. ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან და­ი­წყო მისი ერ­თგუ­ლი ხალ­ხის გაშ­ვე­ბა. ხან­და­ხან ამ პრო­ცესს მი­ა­ყო­ლე­ბენ ხოლ­მე არა უბ­რა­ლოდ ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ერ­თგულ ხალ­ხს, არა­მედ ძა­ლი­ან კვა­ლი­ფი­ცი­ურ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­საც. ირ­ღვე­ვა თუ არა ამით თვი­თონ სტრუქ­ტუ­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბა? მე ვიცი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა მომ­ზა­დე­ბა­შიც უცხო­ე­ლებ­მა დიდი თან­ხა და­ხარ­ჯეს და რად­გან ვი­ღა­ცის კა­ცად ით­ვლე­ბა, ხელს წა­მო­არ­ტყა­მენ, გა­უშ­ვე­ბენ და ღვთის ანა­ბა­რა ტო­ვე­ბენ ხოლ­მე. რამ­დე­ნად სწო­რია უწყე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის ეს მიდ­გო­მა და ახ­ლაც ხომ არ ხდე­ბა მსგავ­სი რამ?" - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ის ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ლე­ვან იზო­რი­ას ძმის საქ­მით და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს კი­თხვით მი­მარ­თა, აპი­რებს თუ არა იმ სა­მარ­თლდამ­ცვე­ლის უწყე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და.

"პო­ლი­ცი­ის მუნ­დირ­ზე სა­უბ­რობ­დით და მეც თა­ვად მსურ­და ოფიც­რო­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ყვე­ლას, ვი­საც აც­ვია ფორ­მა, იქ­ნე­ბა ეს კა­ნო­ნის სა­და­ჯა­რო­ზე მყო­ფი თუ მთე­ლი პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა ამ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის, ყვე­ლას პა­ტივს ვცემ, ვინც კა­ნონს იცავს და სა­ქარ­თვე­ლოს, სამ­შობ­ლოს იცავს. ერთხელ, ეს თქვე­ნი მი­ნის­ტრო­ბის დროს არ მომ­ხდა­რა, ჩვენ ყვე­ლამ ვი­ხი­ლეთ მუნ­დი­რის შე­უ­რა­ცხყო­ფის ენით აღუ­წე­რე­ლი ფაქ­ტი. ვგუ­ლის­ხმობ ეპი­ზოდს, რო­დე­საც ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა გა­ა­ჩე­რა თავ­დაც­ვის მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრის ძმა, რო­მე­ლიც სა­ოც­რად არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, არამ­ხო­ლოდ ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ. ეს ადა­მი­ა­ნი შე­ურ­ცხყო­ფას აყე­ნებ­და პო­ლი­ცი­ე­ლებს, რომ­ლე­ბიც მა­შინ იცავ­დნენ კა­ნონს. მან მთე­ლი პო­ლი­ცი­ის მუნ­დირს ღირ­სე­ბა აყა­რა. მა­შინ არ დას­ჯი­ლა იზო­რი­ას ძმა და და­ი­სა­ჯა პო­ლი­ცი­ე­ლი. რამ­დე­ნად სწო­რი იყო ეს ამ­ბა­ვი? ხომ არ გი­ფიქ­რი­ათ, რომ ეს პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც იცავ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს და უფრთხილ­დე­ბო­და მუნ­დირს, არის და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი უწყე­ბა­ში და გი­ფიქ­რი­ათ თუ არა ამა­ზე? რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რი იყო ამ ინ­ცი­დენტზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ა­გი­რე­ბა?" - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კი შემოუთვლია
36

მე ფული მქონდეს და ელისაშვილს ცოტა ტვინი, კარგი იქნებაო

nana
12

აურზაური ''სალხინეთში''...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას... როგორაა ის კაცი, სადაა?!" - ალეკო ელისაშვილის კითხვები ვახტანგ გომელაურს

"ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას... როგორაა ის კაცი, სადაა?!" - ალეკო ელისაშვილის კითხვები ვახტანგ გომელაურს

ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას? ყველას გვაინტერესებს, სად არის? საქართველოს ტერიტორიაზეა, დატოვა საქართველოს ტერიტორია, თუ როგორააა ის კაცი და სადაა?? - ამ კითხვით მიმართა "მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ვახტანგ გომელაურს პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს "მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ელისაშვილმა ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ სტაბილურობაზე და ვახტანგ გომელაურს ჰკითხა, ირღვევა თუ არა უწყების ინსტიტუციური სტაბილურობა მაშინ, როდესაც მინისტრების თანამდებობიდან წასვლას სამინისტროში საკადრო ცვლილებები მოსდევს.

"მეორე კითხვა შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ სტაბილურობას. ჩვენ ვიცით, რომ დახურული სტრუქტურაა, თანამშრომლები არც გაფიცვებს აწყობენ და არც თავიანთ გასაჭირზე საუბრობენ ხოლმე. ასეთი წესია, როცა ყოველი ახალი მინისტრი მიდის, წინა მინისტრის მიყვანილ კადრებს ათავისუფლებს ხოლმე. გასაგებია, ყველას უნდა, რომ წამყვან პოზიციებზე მისი ერთგული კადრები იყოს. ახლაც ეს პროცესი მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ, რაც ბატონი გახარია წავიდა პრემიერ-მინისტრობიდან. ე.წ. ძალოვანი სტრუქტურებიდან დაიწყო მისი ერთგული ხალხის გაშვება. ხანდახან ამ პროცესს მიაყოლებენ ხოლმე არა უბრალოდ ყოფილი მინისტრის ერთგულ ხალხს, არამედ ძალიან კვალიფიციურ პროფესიონალებსაც. ირღვევა თუ არა ამით თვითონ სტრუქტურის სტაბილურობა? მე ვიცი ადამიანები, რომელთა მომზადებაშიც უცხოელებმა დიდი თანხა დახარჯეს და რადგან ვიღაცის კაცად ითვლება, ხელს წამოარტყამენ, გაუშვებენ და ღვთის ანაბარა ტოვებენ ხოლმე. რამდენად სწორია უწყების სტაბილურობისთვის ეს მიდგომა და ახლაც ხომ არ ხდება მსგავსი რამ?" - განაცხადა ელისაშვილმა.

ის ასევე დაინტერესდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის საქმით და ვახტანგ გომელაურს კითხვით მიმართა, აპირებს თუ არა იმ სამართლდამცველის უწყებაში დაბრუნებას, რომელიც აღნიშნულ საქმეში ფიგურირებდა.

"პოლიციის მუნდირზე საუბრობდით და მეც თავად მსურდა ოფიცრობა მთელი ცხოვრების განმავლობაში და ყველას, ვისაც აცვია ფორმა, იქნება ეს კანონის სადაჯაროზე მყოფი თუ მთელი პირადი შემადგენლობა ამ შეიარაღებული ძალების, ყველას პატივს ვცემ, ვინც კანონს იცავს და საქართველოს, სამშობლოს იცავს. ერთხელ, ეს თქვენი მინისტრობის დროს არ მომხდარა, ჩვენ ყველამ ვიხილეთ მუნდირის შეურაცხყოფის ენით აღუწერელი ფაქტი. ვგულისხმობ ეპიზოდს, როდესაც ერთ-ერთმა პოლიციელმა გააჩერა თავდაცვის მაშინდელი მინისტრის ძმა, რომელიც საოცრად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, არამხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ეს ადამიანი შეურცხყოფას აყენებდა პოლიციელებს, რომლებიც მაშინ იცავდნენ კანონს. მან მთელი პოლიციის მუნდირს ღირსება აყარა. მაშინ არ დასჯილა იზორიას ძმა და დაისაჯა პოლიციელი. რამდენად სწორი იყო ეს ამბავი? ხომ არ გიფიქრიათ, რომ ეს პოლიციელი, რომელიც იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს და უფრთხილდებოდა მუნდირს, არის დასაბრუნებელი უწყებაში და გიფიქრიათ თუ არა ამაზე? რამდენად ადეკვატური იყო ამ ინციდენტზე ხელისუფლების რეაგირება?" - განაცხადა ელისაშვილმა.

"რაღაცნაირად ხალხს ვართობ, მგონი, ამ ბოლო დროს... ასე დავაკვირდი" - ვახო მეგრელიშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოპედებით გადაადგილებისთვის მძღოლებს მართვის მოწმობები დასჭირდებათ