პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას ხაჯიმბას მოცილებაში დიდი წვლილი მიუძღვის, რაც ბჟანიამ დაუფასა, ახლა მთავარია, ბჟანიაც არ მოიცილოს" - ვინ არის და რატომ დააკავეს ახრა ავიძბა?
"მას ხაჯიმბას მოცილებაში დიდი წვლილი მიუძღვის, რაც ბჟანიამ დაუფასა, ახლა მთავარია, ბჟანიაც არ მოიცილოს" - ვინ არის და რატომ დააკავეს ახრა ავიძბა?

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი, სკან­და­ლუ­რი ფი­გუ­რა ახრა ავი­ძ­ბა და­ა­კა­ვეს. მისი მომ­ხრე­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ავი­ძ­ბა ბოლო ხა­ნებ­ში ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტი­უ­რად გა­მო­დი­ო­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ხუ­მის ცენ­ტრში, ბიზ­ნეს­მე­ნის, ბე­ნურ (აკუ­ნა) კვი­რა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა თბი­ლის­ში ბიზ­ნეს­გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თუ­ლი ვი­ზი­ტის გამო და­უ­პი­რის­პირ­და.

აფხა­ზე­თის ე.წ. შ.ს სა­მი­ნის­ტროს ავი­ძ­ბას და­კა­ვე­ბის ფაქ­ტი ჯერ არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია, თუმ­ცა, მისი გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბი წე­რენ, რომ: "სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი" მას სახ­ლში "ორ­დე­რის" გა­რე­შე შე­უც­ვივ­დნენ, სახ­ლი გა­ჩხრი­კეს, მის ცოლს ტე­ლე­ფო­ნი ხე­ლი­დან გა­მოგ­ლი­ჯეს და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს..."

მათი ცნო­ბით­ვე, ახრა ავი­ძ­ბას სახ­ლის ჩხრე­კი­სას, ია­რა­ღი და სხვა საბ­რძო­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ამო­ი­ღეს, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში მისი არ ყო­ფი­ლა და "შსს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შოუს ნა­წი­ლი იყო..."

AMRA-life - ს სამ­ხედ­რო ჟურ­ნა­ლის­ტთან, სე­მენ პე­გოვ­თან სა­უ­ბარ­ში, ავი­ძ­ბას ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ საქ­მის უკან ე.წ. ხელმღვა­ნე­ლო­ბა დგას, რო­მელ­საც დონ­ბა­სე­ლი მებ­რძო­ლის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი არ მოს­წონ­და.

ეს პირ­ვე­ლი სკან­და­ლი არ არის, რო­მელ­შიც ავი­ძ­ბა აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ეხ­ვა. ის რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სო­ხუ­მის ცენ­ტრში ჩა­ცხრი­ლუ­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი­დან ერთ-ერ­თის, გუ­და­უ­თე­ლი ალ­ხას ავი­ძ­ბას ნა­თე­სა­ვია, მან იმ­ჟა­მინ­დელ "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას" ე.წ. შს მი­ნის­ტრის გარი არ­შბას გა­დად­გო­მა მოს­თხო­ვა და მი­ზან­საც მი­აღ­წია... ხა­ჯიმ­ბას "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის" გაშ­ვე­ბა­ში ავი­ძ­ბას დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის, რის შემ­დე­გაც, ის აფხა­ზეთ­ში კი­დევ უფრო გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რა გახ­და.

დონ­ბა­სის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა "პი­ატ­ნაშ­კას" ლი­დე­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ჩარ­თვებ­ში ია­რა­ღით ჩნდე­ბო­და, რა­საც იმით ამარ­თლებ­და, რომ აფხა­ზეთ­ში უია­რა­ღოდ სი­ა­რუ­ლი უსაფრ­თხო არ იყო.

შარ­შან, ზუს­ტად ამ დროს, ავი­ძ­ბამ აფხა­ზე­თის "იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს" ახა­ლი პო­ლი­ტი­კურ-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და­სა­ფუძ­ნებ­ლად რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის მი­მარ­თა, თუმ­ცა, გარ­კვე­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი შე­ექ­მნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დი მას ბლო­კავ­და.

ამის შემ­დეგ, ავი­ძ­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკონ­ტრო­ლო გახ­და, - ბჟა­ნი­ას მრჩე­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს თა­ვად იღებ­და და კრი­ტი­კულ გან­ცხა­დე­ბებ­საც არ ერი­დე­ბო­და.

გა­სუ­ლი წლის 7 აგ­ვის­ტოს, ავი­ძ­ბამ სა­კუ­თა­რი Toyota Land Cruiser-ის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით ფსო­უს გამ­შვე­ბი პუნ­ქტის ჭიშ­კა­რი შე­ან­გრია და აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ზღვა­რი ძა­ლით გა­დაკ­ვე­თა, არა­და, რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბი მას საგ­ზაო ჯა­რი­მე­ბი­სა და სხვა სა­ხის სან­ქცი­ე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში ავი­ძ­ბა აცხა­დებ­და, რომ ერთ-ერთი რუსი მე­სა­ზღვრე "პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად" იქ­ცე­ო­და, მას კი, "დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტი აქვს, მისი გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვთ". სა­ბო­ლო­ოდ, აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ავი­ძ­ბას ვა­ლე­ბი, აფხა­ზე­თის "ბი­უ­ჯე­ტი­დან" და­ფა­რეს.

აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს ახ­რას უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის არც ახლა სჯე­რა. თუმ­ცა, ზოგი მი­იჩ­ნევს, რომ ის "პატ­რი­ო­ტია" და ებ­რძვი­ან.

"ახ­რას ნა­ტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის არა­ვის სჯე­რა, მაგ­რამ შსს-ში რომ ყვე­ლა­ფე­რი ობი­ექ­ტუ­რად არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ესეც ვი­ცით... და­ვი­ჯე­რო, არა­ვინ იცო­და, რომ ავი­ძ­ბა ია­რა­ღის გა­რე­შე ვერ იქ­ნე­ბო­და? ან ვინ არის აფხა­ზეთ­ში ია­რა­ღის გა­რე­შე, "ერ­პე­გე­ბი" უდევთ სახ­ლის სარ­და­ფებ­ში და ავ­ტო­მა­ტი სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში აქვთ მი­ყუ­დე­ბუ­ლი. ავი­ძ­ბა­სი გა­უკ­ვირ­დათ?" - წერს ერთ-ერთი აფხა­ზი ინ­ტერ­ტე­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ას­ლან ღარცკია.

"ბოლო დროს იმ­დე­ნად სა­ხი­ფა­თოდ იკ­რებ­და გარ­შე­მო თა­ვის­ნა­ირ გა­რეწ­რებს, უნდა და­ე­კა­ვე­ბი­ნათ. ახლა მთა­ვა­რია, უკან არ და­ხი­ონ და არ გა­მო­უშ­ვან - სა­ში­ში არა­ფე­რი აღ­მოჩ­ნდაო. სო­ხუმ­ში, ცენ­ტრში მისი მომ­ხრე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან და მათ თუ გა­და­ხე­დავთ, უკვე გა­სა­გე­ბია, რა­საც გეგ­მავ­დნენ... მას ხა­ჯიმ­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ცი­ლე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის, რაც ბჟა­ნი­ამ და­უ­ფა­სა, ახლა მთა­ვა­რია, ბჟა­ნი­აც არ მო­ი­ცი­ლოს. მთავ­რო­ბის სახ­ლში ია­რა­ღით რომ დარ­ბო­და, მა­შინ უნდა მიმ­ხდვა­რიყ­ვნენ, ვის­თან ჰქონ­დათ საქ­მე", - წერს ლე­ი­ლა არ­შბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იან­ვრის ბო­ლოს უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ახრა ავი­ძ­ბა­ზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ახრა ავი­ძ­ბამ (მეტ­სა­ხე­ლად "აფხა­ზი") 2014 წელს და­ა­ფუძნა და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბას "პი­ატ­ნაშ­კას".

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახრა
54

ახრას რომ ადამიანი დაიჭერს, იმას რა უნდა ელაპარაკო?! მეორედ მოსვლას ჰგავს ეს ყველაფერი...:(

თბილისი
4

მათი ჩრდილოელი სტრატეგიული პარტნიორი რას აცხადებს? გადაუხვიეს დემოკრატიის და ჩრდილოციმბირულ გზასო თუ გადავრჩით? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მას ხაჯიმბას მოცილებაში დიდი წვლილი მიუძღვის, რაც ბჟანიამ დაუფასა, ახლა მთავარია, ბჟანიაც არ მოიცილოს" - ვინ არის და რატომ დააკავეს ახრა ავიძბა?

"მას ხაჯიმბას მოცილებაში დიდი წვლილი მიუძღვის, რაც ბჟანიამ დაუფასა, ახლა მთავარია, ბჟანიაც არ მოიცილოს" - ვინ არის და რატომ დააკავეს ახრა ავიძბა?

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, სკანდალური ფიგურა ახრა ავიძბა დააკავეს. მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ ავიძბა ბოლო ხანებში ბჟანია-ანქვაბის გუნდის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა. რამდენიმე დღის წინ, სოხუმის ცენტრში, ბიზნესმენის, ბენურ (აკუნა) კვირაიას წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობდა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში ბიზნესგეგმებთან დაკავშირებით გამართული ვიზიტის გამო დაუპირისპირდა.

აფხაზეთის ე.წ. შ.ს სამინისტროს ავიძბას დაკავების ფაქტი ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა, მისი გარემოცვის წევრები წერენ, რომ: "სამართალდამცავები" მას სახლში "ორდერის" გარეშე შეუცვივდნენ, სახლი გაჩხრიკეს, მის ცოლს ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯეს და შეურაცხყოფა მიაყენეს..."

მათი ცნობითვე, ახრა ავიძბას სახლის ჩხრეკისას, იარაღი და სხვა საბრძოლო აღჭურვილობა ამოიღეს, რაც სინამდვილეში მისი არ ყოფილა და "შსს სამინისტროს თანამშრომლების შოუს ნაწილი იყო..."

AMRA-life - ს სამხედრო ჟურნალისტთან, სემენ პეგოვთან საუბარში, ავიძბას ახლობლები ამბობენ, რომ ამ საქმის უკან ე.წ. ხელმღვანელობა დგას, რომელსაც დონბასელი მებრძოლის ბოლოდროინდელი აქტივობები არ მოსწონდა.

ეს პირველი სკანდალი არ არის, რომელშიც ავიძბა აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ გაეხვა. ის რამდენიმე წლის წინ, სოხუმის ცენტრში ჩაცხრილული ე.წ. კანონიერი ქურდებიდან ერთ-ერთის, გუდაუთელი ალხას ავიძბას ნათესავია, მან იმჟამინდელ "ხელმძღვანელობას" ე.წ. შს მინისტრის გარი არშბას გადადგომა მოსთხოვა და მიზანსაც მიაღწია... ხაჯიმბას "ხელმძღვანელობის" გაშვებაში ავიძბას დიდი წვლილი მიუძღვის, რის შემდეგაც, ის აფხაზეთში კიდევ უფრო გავლენიანი ფიგურა გახდა.

დონბასის ინტერნაციონალური დაჯგუფება "პიატნაშკას" ლიდერი სატელევიზიო ჩართვებში იარაღით ჩნდებოდა, რასაც იმით ამართლებდა, რომ აფხაზეთში უიარაღოდ სიარული უსაფრთხო არ იყო.

შარშან, ზუსტად ამ დროს, ავიძბამ აფხაზეთის "იუსტიციის სამინისტროს" ახალი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გაერთიანების დასაფუძნებლად რეგისტრაციისთვის მიმართა, თუმცა, გარკვეული ბარიერები შეექმნა და განაცხადა, რომ ბჟანია-ანქვაბის გუნდი მას ბლოკავდა.

ამის შემდეგ, ავიძბა, ფაქტობრივად, უკონტროლო გახდა, - ბჟანიას მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, გადაწყვეტილებებს თავად იღებდა და კრიტიკულ განცხადებებსაც არ ერიდებოდა.

გასული წლის 7 აგვისტოს, ავიძბამ საკუთარი Toyota Land Cruiser-ის მარკის ავტომობილით ფსოუს გამშვები პუნქტის ჭიშკარი შეანგრია და აფხაზეთის ე.წ. საზღვარი ძალით გადაკვეთა, არადა, რუსი მესაზღვრეები მას საგზაო ჯარიმებისა და სხვა სახის სანქციების გადაუხდელობის გამო რუსეთის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. რუსულ მედიასთან საუბარში ავიძბა აცხადებდა, რომ ერთ-ერთი რუსი მესაზღვრე "პროვოკაციულად" იქცეოდა, მას კი, "დიპლომატიური პასპორტი აქვს, მისი გაჩერების უფლება არ აქვთ". საბოლოოდ, აფხაზური მედიის ცნობით, ავიძბას ვალები, აფხაზეთის "ბიუჯეტიდან" დაფარეს.

აფხაზურ საზოგადოების ნაწილს ახრას უდანაშაულობის არც ახლა სჯერა. თუმცა, ზოგი მიიჩნევს, რომ ის "პატრიოტია" და ებრძვიან.

"ახრას ნატურიდან გამომდინარე, მისი უდანაშაულობის არავის სჯერა, მაგრამ შსს-ში რომ ყველაფერი ობიექტურად არ მიმდინარეობს, ესეც ვიცით... დავიჯერო, არავინ იცოდა, რომ ავიძბა იარაღის გარეშე ვერ იქნებოდა? ან ვინ არის აფხაზეთში იარაღის გარეშე, "ერპეგები" უდევთ სახლის სარდაფებში და ავტომატი საძინებელ ოთახში აქვთ მიყუდებული. ავიძბასი გაუკვირდათ?" - წერს ერთ-ერთი აფხაზი ინტერტემომხმარებელი ასლან ღარცკია.

"ბოლო დროს იმდენად სახიფათოდ იკრებდა გარშემო თავისნაირ გარეწრებს, უნდა დაეკავებინათ. ახლა მთავარია, უკან არ დახიონ და არ გამოუშვან - საშიში არაფერი აღმოჩნდაო. სოხუმში, ცენტრში მისი მომხრეები იკრიბებიან და მათ თუ გადახედავთ, უკვე გასაგებია, რასაც გეგმავდნენ... მას ხაჯიმბას ხელისუფლების მოცილებაში დიდი წვლილი მიუძღვის, რაც ბჟანიამ დაუფასა, ახლა მთავარია, ბჟანიაც არ მოიცილოს. მთავრობის სახლში იარაღით რომ დარბოდა, მაშინ უნდა მიმხდვარიყვნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე", - წერს ლეილა არშბა.

აღსანიშნავია, რომ იანვრის ბოლოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ახრა ავიძბაზე ძებნა გამოაცხადა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ახრა ავიძბამ (მეტსახელად "აფხაზი") 2014 წელს დააფუძნა და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებას "პიატნაშკას".

"ავიძბა ითხოვდა სოხუმის პორტის საკუთრებაში ან მართვის უფლებით გადაცემას" - რატომ დააკავეს "პიატნაშკას" ლიდერი და რა ხდება სოხუმში?

რას წერს გიორგი შაქარაშვილის და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ?

"ჩალურჯებებს მაკიაჟით ვფარავდი, ქრმის ნათესავები მეუბნებოდნენ, გათხოვილი ქალების უმეტესობას სცემენ, მაგრამ ამის გამო ოჯახს არავინ ანგრევსო..." - როგორ დაუპირისპირდა არაადამიანურ ტრადიციებს არასწრულწლოვანი დაღესტნელი გოგონა