პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლამაზი თმა სცვიოდა, ის კი ხუმრობდა, რომ კლინიკა მის უცხოპლანეტელად გადაქცევას ცდილობდა" - ანასტასია ხაჩიძის ემოციური წერილი დედას
"ლამაზი თმა სცვიოდა, ის კი ხუმრობდა, რომ კლინიკა მის უცხოპლანეტელად გადაქცევას ცდილობდა" - ანასტასია ხაჩიძის ემოციური წერილი დედას

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია უკვე თვე­ე­ბია მძი­მე სენს ებ­რძვის. მან მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ის­რა­ელ­ში გა­ი­ა­რა, ახლა თავს უკეთ გრძნობს. აქ­ტი­უ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. ის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი ხში­რად უზი­ა­რე­ბენ გულ­შე­მატ­კივ­რებს სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

ამ­ჯე­რად ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია თა­ვი­სი უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის, ანას­ტა­სია ხა­ჩი­ძის ეს­სეს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც გო­გო­ნამ მას დე­დის დღეს წა­უ­კი­თხა - "რად­გა­ნაც ჩემს შვი­ლებს არ აქვთ "ფე­ის­ბუ­ქი", უნდა დავ­დო ანას­ტა­სი­ას ესსე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ხნის წინ და­წე­რა და დე­დის დღეს წა­მი­კი­თხა. ალ­ბათ მომ­კლავს, რომ გა­ვა­სა­ჯა­რო­ვე, მაგ­რამ ვინც წა­ი­კი­თხავს, მიხ­ვდე­ბა რომ ეს უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა", - წერს ხა­თუ­ნა.

ანას­ტა­სია თავი ეს­სე­ში დე­დის შე­სა­ხებ ყვე­ბა და იმ დღეს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც დედა ავად პირ­ვე­ლად გახ­და, გვიყ­ვე­ბა სა­კუ­თარ გან­ცდებ­ზე, ემო­ცი­ებ­ზე და იმ გან­საც­დელ­ზე, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ა­რეს. გთა­ვა­ზობთ ნა­წილს მისი წე­რი­ლი­დან:

"მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა გმირს ვე­ძებ­დი და ბო­ლოს მივ­ხვდი, რომ ნამ­დვი­ლი გმი­რი ყო­ველ­თვის ჩემ გვერ­დით იყო. ორი წლის წინ, 2019 წლის ზა­ფხულ­ში, სკო­ლის არ­და­დე­გე­ბი და­ი­წყო და ჩემი გო­ნე­ბა მო­იც­ვა მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე და გარ­თო­ბა­ზე ფიქ­რმა. რო­დე­საც ჩან­თე­ბი ჩა­ვა­ლა­გეთ, დე­დამ თავი ცუ­დად იგ­რძნო, გა­ნუ­წყვეტ­ლივ ახ­ვე­ლებ­და. დე­და­ჩე­მი, თუნა ყვე­ლა­ზე ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ვი­საც კი ვიც­ნობ­დი.

ის ავად არას­დროს გამ­ხდა­რა, არა­სო­დეს წა­სუ­ლა ექიმ­თან. ხვე­ლე­ბა მე­ო­რე დღე­საც გაგ­რძელ­და, ჯერ ბა­თუმ­ში წა­ვე­დით, ბა­თუ­მი­დან ახალ­ცი­ხე­ში, შემ­დეგ ბა­კუ­რი­ან­ში, შემ­დეგ ისევ ბა­თუმ­ში დავ­ბრუნ­დით და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბო­და. უკვე საკ­მა­რი­სი იყო... ჩემ­მა დამ მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნა ექიმ­თან. შე­დე­გი სა­ში­ნე­ლი იყო. მახ­სოვს, ვი­დე­ქი ოთახ­ში და ვხე­დავ­დი, რო­გორ იც­ვლე­ბო­და დე­და­ჩე­მის სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა. სამ­ყა­რო ამოყი­რავ­და. ვფიქ­რობ­დი თუ რამ­დე­ნად არ ვი­ყა­ვი მზად, რომ ის და­მე­კარ­გა.

ეს იყო დრო, როცა მე ის ყვე­ლა­ზე მე­ტად მჭირ­დე­ბო­და. მალე თუნა და ჩემი და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის­თვის ის­რა­ელ­ში გაფ­რინ­დნენ. ამ პრო­ცე­სის დროს ის მე­სა­უბ­რე­ბო­და იმ გი­ჟურ რა­ღა­ცებ­ზე, რა­საც ის და ჩემი და იქ აკე­თებ­დნენ. ქი­მი­ო­თე­რა­პია ასუს­ტებ­და, ყო­ველ დღე უფრო სუს­ტდე­ბო­და, მაგ­რამ ნება მო­მე­ცით გი­თხრათ, დე­და­ჩე­მი მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა არის დიდი და მუდ­მი­ვი მბრწყი­ნა­ვი ვარ­სკვლა­ვი, გან­საც­დე­ლი მას ვერ მო­ე­რე­ვა.

მახ­სოვს, ლა­მა­ზი, ქერა თმა სცვი­ო­და, ის კი ხუმ­რობ­და იმა­ზე თუ რო­გორ ცდი­ლობ­და კლი­ნი­კა მის უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლად გა­დაქ­ცე­ვას, იმა­ზე თუ რო­გორ მოგ­ვწონ­და მე და ჩემ დას შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ბი­ჭე­ბი. პრო­ცე­დუ­რე­ბის დროს ესვა თვა­ლის ჩრდი­ლი, თვა­ლის ფან­ქა­რი და წი­თე­ლი ტუჩ­სა­ცხი. მე ვფიქ­რობ ეს ბევ­რს ამ­ბობს იმა­ზე, თუ რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია. თუნა ჩემი ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვია, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მისი შვი­ლი ვარ, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ზე ცუდ პე­რი­ოდ­შიც კი არ კარ­გავს ში­ნა­გან ბრწყინ­ვა­ლე­ბას.

და­ბო­ლოს, ზოგ­ჯერ ნამ­დვილ გმი­რებს თვა­ლის ფან­ქა­რი და წი­თე­ლი ტუჩ­სა­ცხი უს­ვი­ათ", - წერს ანას­ტა­სია ხა­ჩი­ძე

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
LA
1

საყვარელო ანასტასია! ძალიან , ძალიან დიდხანს გყოლოდეს გვერდზე შენი წითელპომადიანი გმირი თუნა :)! 

ფოთიჩა
2

გული ამიჩუყდა :( ჯანმრთელად და დიდახსნს გყოლოდეთ თქვენი კაშკაშა ვარსკვლავი...

ავტორი:

"ლამაზი თმა სცვიოდა, ის კი ხუმრობდა, რომ კლინიკა მის უცხოპლანეტელად გადაქცევას ცდილობდა" - ანასტასია ხაჩიძის ემოციური წერილი დედას

"ლამაზი თმა სცვიოდა, ის კი ხუმრობდა, რომ კლინიკა მის უცხოპლანეტელად გადაქცევას ცდილობდა" - ანასტასია ხაჩიძის ემოციური წერილი დედას

ხათუნა ჟორდანია უკვე თვეებია მძიმე სენს ებრძვის. მან მკურნალობის კურსი ისრაელში გაიარა, ახლა თავს უკეთ გრძნობს. აქტიურობს სოციალურ ქსელებში. ის და მისი ოჯახის წევრები კი ხშირად უზიარებენ გულშემატკივრებს სხვადასხვა მედიასაშუალებით ინფორმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ამჯერად ხათუნა ჟორდანია თავისი უმცროსი ქალიშვილის, ანასტასია ხაჩიძის ესსეს აქვეყნებს, რომელიც გოგონამ მას დედის დღეს წაუკითხა - "რადგანაც ჩემს შვილებს არ აქვთ "ფეისბუქი", უნდა დავდო ანასტასიას ესსე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაწერა და დედის დღეს წამიკითხა. ალბათ მომკლავს, რომ გავასაჯაროვე, მაგრამ ვინც წაიკითხავს, მიხვდება რომ ეს უნდა გამეკეთებინა", - წერს ხათუნა.

ანასტასია თავი ესსეში დედის შესახებ ყვება და იმ დღეს იხსენებს, როდესაც დედა ავად პირველად გახდა, გვიყვება საკუთარ განცდებზე, ემოციებზე და იმ განსაცდელზე, რომელიც გამოიარეს. გთავაზობთ ნაწილს მისი წერილიდან:

"მთელი ჩემი ცხოვრება გმირს ვეძებდი და ბოლოს მივხვდი, რომ ნამდვილი გმირი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. ორი წლის წინ, 2019 წლის ზაფხულში, სკოლის არდადეგები დაიწყო და ჩემი გონება მოიცვა მოგზაურობაზე და გართობაზე ფიქრმა. როდესაც ჩანთები ჩავალაგეთ, დედამ თავი ცუდად იგრძნო, განუწყვეტლივ ახველებდა. დედაჩემი, თუნა ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი იყო, ვისაც კი ვიცნობდი.

ის ავად არასდროს გამხდარა, არასოდეს წასულა ექიმთან. ხველება მეორე დღესაც გაგრძელდა, ჯერ ბათუმში წავედით, ბათუმიდან ახალციხეში, შემდეგ ბაკურიანში, შემდეგ ისევ ბათუმში დავბრუნდით და მისი მდგომარეობა უარესდებოდა. უკვე საკმარისი იყო... ჩემმა დამ მოტყუებით წაიყვანა ექიმთან. შედეგი საშინელი იყო. მახსოვს, ვიდექი ოთახში და ვხედავდი, როგორ იცვლებოდა დედაჩემის სახის გამომეტყველება. სამყარო ამოყირავდა. ვფიქრობდი თუ რამდენად არ ვიყავი მზად, რომ ის დამეკარგა.

ეს იყო დრო, როცა მე ის ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მალე თუნა და ჩემი და ქიმიოთერაპიისთვის ისრაელში გაფრინდნენ. ამ პროცესის დროს ის მესაუბრებოდა იმ გიჟურ რაღაცებზე, რასაც ის და ჩემი და იქ აკეთებდნენ. ქიმიოთერაპია ასუსტებდა, ყოველ დღე უფრო სუსტდებოდა, მაგრამ ნება მომეცით გითხრათ, დედაჩემი მთელი ცხოვრებაა არის დიდი და მუდმივი მბრწყინავი ვარსკვლავი, განსაცდელი მას ვერ მოერევა.

მახსოვს, ლამაზი, ქერა თმა სცვიოდა, ის კი ხუმრობდა იმაზე თუ როგორ ცდილობდა კლინიკა მის უცხოპლანეტელად გადაქცევას, იმაზე თუ როგორ მოგვწონდა მე და ჩემ დას შეუფერებელი ბიჭები. პროცედურების დროს ესვა თვალის ჩრდილი, თვალის ფანქარი და წითელი ტუჩსაცხი. მე ვფიქრობ ეს ბევრს ამბობს იმაზე, თუ როგორი ადამიანია. თუნა ჩემი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, ბედნიერი ვარ, რომ მისი შვილი ვარ, რადგანაც ყველაზე ცუდ პერიოდშიც კი არ კარგავს შინაგან ბრწყინვალებას.

დაბოლოს, ზოგჯერ ნამდვილ გმირებს თვალის ფანქარი და წითელი ტუჩსაცხი უსვიათ", - წერს ანასტასია ხაჩიძე

"სიმსივნე განაჩენი არ არის" - რა ინფორმაციას ავრცელებს ხათუნა ჟორდანია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

რა წერია აინშტაინის 1946 წლის ხელნაწერში, რომელიც აუქციონზე 1.2 მილიონ დოლარად გაიყიდა

თორნიკე ყიფიანი "ევროვიზიის“ ფინალში ვერ მოხვდა - "აწი, როგორც ამბობენ, მამაზეციერი თუ გვიშველის...“