საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება - როდიდან შეძლებენ მშობლები დარეგისტრირებას და რა ეტაპებია გასავლელი?
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება - როდიდან შეძლებენ მშობლები დარეგისტრირებას და რა ეტაპებია გასავლელი?

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ პირ­ველკ­ლა­სელ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის ვა­დე­ბი გან­სა­ზღვრა.

რე­გის­ტრა­ცი­ის ვა­დე­ბი­სა და ეტა­პე­ბის შე­სა­ხებ, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძემ სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ისა­უბ­რა.

2021-2022 სას­წავ­ლო წლის­თვის სკო­ლებ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბას შეძ­ლე­ბენ ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­საც 6 წელი 15 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით უს­რულ­დე­ბა.

“რე­გის­ტრა­ცი­ის პირ­ველ ეტაპ­ზე, 2021 წლის 15 მარ­ტი­დან 2021 წლის 26 მარ­ტის ჩათ­ვლით სკო­ლებ­ში და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის ბავ­შვე­ბი.

I ეტაპ­ზე და­სა­რე­გის­ტრი­რე­ბე­ლი ბავ­შვე­ბის მშობ­ლებ­მა გან­ცხა­დე­ბით უნდა მი­მარ­თონ სა­სურ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლას. სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია ბავ­შვს გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა­ში (EMIS) და­ა­რე­გის­ტრი­რებს. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის მიზ­ნით, მშო­ბე­ლი სკო­ლა­ში შე­სა­ბა­მის მი­მარ­თვის ფორ­მას ავ­სებს, რის შემ­დე­გაც მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის მიერ ბავ­შვის შე­ფა­სე­ბა და მისი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის დად­გე­ნა მოხ­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სკო­ლა მოს­წავ­ლის ჩა­რი­ცხვას შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე უზ­რუნ­ველ­ყოფს. რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­დგე­ნის პე­რი­ო­დია 2021 წლის 29 მარ­ტი­დან 24 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლედ შე­საძ­ლოა ჩა­ით­ვა­ლოს ბავ­შვი, რო­მელ­საც აქვს: ა) ფი­ზი­კუ­რი შე­ზღუდ­ვა; ბ) ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღვე­ვა; გ) სწავ­ლის უნა­რის დარ­ღე­ვა; დ) სენ­სო­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღვე­ვა (სმე­ნის და/ან მხედ­ვე­ლო­ბის); ე) მე­ტყვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღვე­ვა; ვ) ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი დარ­ღვე­ვა; ზ) გრძელ­ვა­დი­ა­ნი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა თ) სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი სწავ­ლა­ში, რის გა­მოც ვერ ძლევს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მო­თხოვ­ნებს; ი) აუ­ტიზ­მის სპექტრის მქო­ნე. იმ ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს, რომ­ლებ­საც არ და­უ­დას­ტურ­დე­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ ბავ­შვე­ბის რე­გის­ტრა­ცია მომ­დევ­ნო ეტა­პებ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ”,- აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­გის­ტრა­ცი­ის მე­ო­რე ეტაპს, ის 27 აპ­რი­ლი­დან 11 მა­ი­სის ჩათ­ვლით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მე­სა­მე ეტა­პი კი 13 მა­ი­სი­დან და­ი­წყე­ბა და 5 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა.

„ სკო­ლა­ში და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან ის ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თა და-ძმაც სწავ­ლობს იმა­ვე სკო­ლა­ში; მშო­ბე­ლი/მე­ურ­ვე/მზრუნ­ვე­ლი იმ სა­ჯა­რო სკო­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლია; ოჯა­ხი­დან ერ­თდრო­უ­ლად ორი ან მეტი ბავ­შვი შე­დის პირ­ველ კლას­ში.

ამ ეტაპ­ზე რე­გის­ტრა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში მშობ­ლის/კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ ჩა­სა­რი­ცხად აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. რე­გის­ტრა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ჯა­რო სკო­ლა.

III ეტა­პი - სა­ყო­ველ­თაო რე­გის­ტრა­ცია - 13 მა­ი­სი­დან და­ი­წყე­ბა და 5 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა.

რე­გის­ტრა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე www.emis.ge. რე­გის­ტრა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს მშო­ბე­ლი/კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ელექტრო­ნუ­ლად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის ჩა­სა­რი­ცხად აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნა 8 ივ­ნი­სი­დან 22 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. დად­გე­ნილ ვა­დებ­ში დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წა­რუდ­გენ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რე­გის­ტრა­ცია ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­უქ­მდე­ბა.

IV ეტა­პი 24 ივ­ნი­სი­დან 10 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით სკო­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ვა­კან­ტურ ან დარ­ჩე­ნილ თა­ვი­სუ­ფალ ად­გი­ლებ­ზე იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის რე­გის­ტრა­ცია მოხ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ვერ და­რე­გის­ტრირ­დნენ I, II და III ეტა­პებ­ზე ან სურთ რე­გის­ტრა­ცი­ის შეც­ვლა.

მოს­წავ­ლის რე­გის­ტრა­ცი­ას მე­ო­თხე ეტაპ­ზე უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ჯა­რო სკო­ლა მშობ­ლის/კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ წარ­დგე­ნი­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე.

პირ­ველ კლას­ში ჩა­სა­რი­ცხი დო­კუ­მენ­ტე­ბია: მოს­წავ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც უნდა შე­ი­ცავ­დეს კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­სა და ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას; მოს­წავ­ლის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბის ან პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ასლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნად­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ასლი (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში)”,- აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

ამას­თან, სა­მი­ნის­ტრო მშობ­ლებს მო­უ­წო­დებს ყუ­რა­დღე­ბით გა­ეც­ნონ რე­გის­ტრა­ცი­ის ვა­დებს და პი­რო­ბებს, რათა ბავ­შვის სკო­ლა­ში შეყ­ვა­ნა დრო­უ­ლად და შე­უ­ფერ­ხებ­ლად შეძ­ლონ.

ოცნებას
0

კახიშვილი არჩევნების წინ დაპირებას გვაძლევდა მშობლებს რომ რამდენიმე დღის გამო ბავშვებს წელი არ გაუცდებოდათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება - როდიდან შეძლებენ მშობლები დარეგისტრირებას და რა ეტაპებია გასავლელი?

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება - როდიდან შეძლებენ მშობლები დარეგისტრირებას და რა ეტაპებია გასავლელი?

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა.

რეგისტრაციის ვადებისა და ეტაპების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.

“რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები.

I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის პერიოდია 2021 წლის 29 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით.

საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე. იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ”,- აღნიშნავენ უწყებაში.

რაც შეეხება რეგისტრაციის მეორე ეტაპს, ის 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მესამე ეტაპი კი 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

„ სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში; მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტებია: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას; მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)”,- აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

161-ე სკოლაში 8 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა - სკოლის ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

რა ვითარებაა რუსთავის საპატიმროსთან, სადაც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავენ

Europcar Georgia კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის მომსახურებას სთავაზობს