საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინმა და ერდოღანმა ევროპის დავიწყებული კუთხე - კავკასია გაიყვეს" - რას წერს დანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი?
"პუტინმა და ერდოღანმა ევროპის დავიწყებული კუთხე - კავკასია გაიყვეს" - რას წერს დანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი?
  • კა­რი­კა­ტუ­რის ავ­ტო­რი: რას­მუს სანდ ჰო­ი­ე­რი

და­ნი­ის გა­ზეთ "ჯი­ლანდ პოს­ტენ"-ში («Jyllands-Posten») გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "პუ­ტინ­მა და ერ­დო­ღან­მა ევ­რო­პის და­ვი­წყე­ბუ­ლი კუ­თხე - კავ­კა­სია - გა­იყ­ვეს", რო­მელ­შიც სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის შეც­ვლი­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა გან­ხი­ლუ­ლი. სტა­ტი­ის ავ­ტო­რია და­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი პერ სთიგ მო­ლე­რი.

პუბ­ლი­კა­ცი­ი­ის და­სა­წყის­ში მოკ­ლე­დაა მი­მო­ხი­ლუ­ლი კავ­კა­სი­ის უახ­ლე­სი, მე-20 სა­უ­კუ­ნის მოვ­ლე­ნე­ბი: თუ რო­გორ და­კარ­გეს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­მა - სა­ქარ­თვე­ლომ, სომ­ხეთ­მა და აზერ­ბა­ი­ჯან­მა 1920-21 წლებ­ში, რო­გორ და­ი­პყრო რუ­სეთ­მა სა­მი­ვე რეს­პუბ­ლი­კა და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში შე­იყ­ვა­ნა, რა ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­დათ რუ­სეთ­სა და თურ­ქეთს (ლე­ნინ­სა და ქე­მალს) კავ­კა­სი­ა­ში...

სტა­ტი­ის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლის ში­ნა­არ­სი ასე­თია:

1980-იანი წლე­ბის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, სომ­ხეთ­ში და აზერ­ბა­ი­ჯან­ში და­წყე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის შემ­დეგ, როცა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა, სა­მი­ვე რეს­პუბ­ლი­კა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გახ­და და ისი­ნი ევ­რო­პის საბ­ჭოს წევ­რე­ბად მი­ი­ღეს.

პერ სთიგ მო­ლე­რი

დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან ჰგავს ასი წლის წინ - 1921 წელს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას: ისე­ვე რო­გორც მა­შინ, ამ­ჟა­მა­დაც სამ­ხრეთ კავ­კა­სია რუ­სეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბად გა­და­ნა­წი­ლე­ბის წი­ნა­შეა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ რე­გი­ონ­ში და­სავ­ლე­თის გავ­ლე­ნა მცირ­დე­ბა. მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის გამო სომ­ხეთ­თან და­წყე­ბულ ომში აზერ­ბა­ი­ჯან­მა გა­ი­მარ­ჯვა, რო­მელ­საც თურ­ქე­თი ეხ­მა­რე­ბო­და. მარ­თა­ლია, რუ­სე­თი დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მაგ­რამ მა­ინც ჩა­ე­რია და თა­ვი­სი ჯა­რე­ბი ყა­რა­ბაღ­ში გა­ნა­ლა­გა. სა­მა­გი­ე­როდ, თურ­ქეთ­მაც მი­ი­ღო დი­ვი­დენ­დე­ბი - სამ­ხედ­რო ბაზა აზერ­ბა­ი­ჯან­ში და სატ­რან­სპორ­ტო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის (დე­რეფ­ნის) უფ­ლე­ბა ბა­ქო­სა­კენ, სომ­ხეთ­ზე ტრან­ზი­ტით. ამ­რი­გად, რუ­სეთ­მა და თურ­ქეთ­მა ფაქ­ტი­უ­რად 1921 წლის პო­ზი­ცი­ე­ბი აღიდ­გი­ნეს - პუ­ტი­ნი და ერ­დო­ღა­ნი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში დაბ­რუნ­დნენ, და­სავ­ლე­თი კი წა­ვი­და.

თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ყოფ­ნით სომ­ხეთ­ში (გი­უმ­რის სამ­ხედ­რო ბა­ზით), აზერ­ბა­ი­ჯან­ში (ყა­რა­ბა­ღის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბით), უკ­რა­ი­ნა­ში (ყი­რი­მი და დონ­ბას­ში), სა­ქარ­თვე­ლო­ში (აფხა­ზეთ­სა და "სამ­ხრეთ ოსეთ­ში") ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი ყვე­ლა ჩა­მოთ­ვლილ პოსტსაბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებს აჩ­ვე­ნებს, რომ მათი მიზ­ნე­ბი და­სავ­ლეთ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე მხო­ლოდ ოც­ნე­ბად რჩე­ბა. ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა აზერ­ბა­ი­ჯანს, ფაქ­ტობ­რი­ვად, კი მის ძლი­ერ მო­კავ­ში­რეს - თურ­ქეთს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის გა­კონ­ტრო­ლე­ბის ნება მის­ცა იმ მიზ­ნით, რომ რე­ჯებ ერ­დო­ღანს კი­დევ უფრო და­უ­ახ­ლოვ­დეს და იგი ნა­ტოს ძი­რის გა­მო­სა­თხრე­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს. თა­ვის მხრივ, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნი აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სი­რი­ა­ში და ლი­ბი­ა­ში მოქ­მე­დე­ბით აჩ­ვე­ნებს, რომ იგი მუს­ლი­მა­ნუ­რი სამ­ყა­როს ძლი­ე­რი ლი­დე­რია. ორი­ვე პრე­ზი­დენტს მსგავ­სი მიზ­ნე­ბი აქვთ: რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნი ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ყო­ფილ დი­დე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი კი - დიდი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ძლი­ე­რე­ბის აღ­დგე­ნა­ზე, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
angel
41

დღეს რადიოში ნიკა ქავთარაძეს ვუსმენდი,აღფრთოვანებული იყო ბაიდენმა რუსეთს სანქციები დაუწესაო....სულ გულზე ირტყავდა მუშტებს :))) არადა ხრამის პირზე ვდგევართ და ამერიკა კიდე ვიღაც რუს ექიმებს უწესებს სანქციებს :) როდის გაახელთ თვალს ნეტა ვიცოდე :)

გიორგი
15

"დრონი მეფობენ და არა მეფენიო". იმპერია არის დაპყრობილი ქვეყნების გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია ტირანიაზე და უსამართლობაზე. გამომდინარე აქედან, მათ ზრახვებს მომავალი არა აქვთ. ჩემი აზრით, ოცდამეერთე საუკუნეში სხვა საფრთხის წინაშე ვდგავართ. ესაა მლიქვნელური გზებით, ქვეყნებისა და ერების დამორჩილება. ცხვრის ქურქში გახვეული მგლების ეპოქაა ეხლა. ვერ გაარჩევ ვინ რა საქმეს ემსახურება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"პუტინმა და ერდოღანმა ევროპის დავიწყებული კუთხე - კავკასია გაიყვეს" - რას წერს დანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი?

"პუტინმა და ერდოღანმა ევროპის დავიწყებული კუთხე - კავკასია გაიყვეს" - რას წერს დანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი?
  • კარიკატურის ავტორი: რასმუს სანდ ჰოიერი

დანიის გაზეთ "ჯილანდ პოსტენ"-ში («Jyllands-Posten») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "პუტინმა და ერდოღანმა ევროპის დავიწყებული კუთხე - კავკასია - გაიყვეს", რომელშიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის შეცვლილი გეოპოლიტიკური სიტუაციაა განხილული. სტატიის ავტორია დანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პერ სთიგ მოლერი.

პუბლიკაციიის დასაწყისში მოკლედაა მიმოხილული კავკასიის უახლესი, მე-20 საუკუნის მოვლენები: თუ როგორ დაკარგეს დამოუკიდებლობა რეგიონის ქვეყნებმა - საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა 1920-21 წლებში, როგორ დაიპყრო რუსეთმა სამივე რესპუბლიკა და საბჭოთა კავშირში შეიყვანა, რა ინტერესები ჰქონდათ რუსეთსა და თურქეთს (ლენინსა და ქემალს) კავკასიაში...

სტატიის ძირითადი ნაწილის შინაარსი ასეთია:

1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში დაწყებული ეროვნული მოძრაობის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, სამივე რესპუბლიკა დამოუკიდებელი გახდა და ისინი ევროპის საბჭოს წევრებად მიიღეს.

პერ სთიგ მოლერი

დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს ასი წლის წინ - 1921 წელს არსებულ ვითარებას: ისევე როგორც მაშინ, ამჟამადაც სამხრეთ კავკასია რუსეთსა და თურქეთს შორის გავლენის სფეროებად გადანაწილების წინაშეა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში დასავლეთის გავლენა მცირდება. მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთთან დაწყებულ ომში აზერბაიჯანმა გაიმარჯვა, რომელსაც თურქეთი ეხმარებოდა. მართალია, რუსეთი დაგვიანებით, მაგრამ მაინც ჩაერია და თავისი ჯარები ყარაბაღში განალაგა. სამაგიეროდ, თურქეთმაც მიიღო დივიდენდები - სამხედრო ბაზა აზერბაიჯანში და სატრანსპორტო კომუნიკაციების (დერეფნის) უფლება ბაქოსაკენ, სომხეთზე ტრანზიტით. ამრიგად, რუსეთმა და თურქეთმა ფაქტიურად 1921 წლის პოზიციები აღიდგინეს - პუტინი და ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში დაბრუნდნენ, დასავლეთი კი წავიდა.

თავისი სამხედრო ყოფნით სომხეთში (გიუმრის სამხედრო ბაზით), აზერბაიჯანში (ყარაბაღის სამშვიდობო ძალებით), უკრაინაში (ყირიმი და დონბასში), საქართველოში (აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში") ვლადიმირ პუტინი ყველა ჩამოთვლილ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს აჩვენებს, რომ მათი მიზნები დასავლეთთან გაერთიანებაზე მხოლოდ ოცნებად რჩება. ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანს, ფაქტობრივად, კი მის ძლიერ მოკავშირეს - თურქეთს მთიანი ყარაბაღის გაკონტროლების ნება მისცა იმ მიზნით, რომ რეჯებ ერდოღანს კიდევ უფრო დაუახლოვდეს და იგი ნატოს ძირის გამოსათხრელად გამოიყენოს. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი აზერბაიჯანში, სირიაში და ლიბიაში მოქმედებით აჩვენებს, რომ იგი მუსლიმანური სამყაროს ძლიერი ლიდერია. ორივე პრეზიდენტს მსგავსი მიზნები აქვთ: რეჯეფ ერდოღანი ოსმალეთის იმპერიის ყოფილ დიდებაზე ოცნებობს, ვლადიმირ პუტინი კი - დიდი რუსეთის იმპერიის ძლიერების აღდგენაზე, - ნათქვამია სტატიაში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ