პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპოზიციამ დაგეგმილი საპროტესტო აქციები გადადო
ოპოზიციამ დაგეგმილი საპროტესტო აქციები გადადო

ოპო­ზი­ცი­ამ დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, და­გეგ­მი­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი დრო­ე­ბით გა­და­ი­დოს. ამის შე­სა­ხებ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ერთ-ერ­თმა წევ­რმა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ას არ სურს, რომ აქ­ცი­ე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლის სა­ბა­ბი გახ­დეს.

„იმის­თვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­მა­ტე­ბი­თი სა­ფუძ­ვე­ლი და მი­ზე­ზი არ მივ­ცეთ, რომ უარი თქვას მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე ან მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჩა­შა­ლოს, ოპო­ზი­ცი­ამ გა­დავ­წყვი­ტეთ და­გეგ­მი­ლი აქ­ცი­ე­ბი დრო­ე­ბით გა­დავ­დოთ, ვიდ­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სის ვადა არ დას­რულ­დე­ბა, რაც 16 მარ­ტამ­დეა გან­სა­ზღვრუ­ლი. ვი­ცით, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ სპე­ცი­ფი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა აქვს, რად­გან თავ­მჯდო­მა­რეა და­ჭე­რი­ლი და შე­უძ­ლი­ათ აქ­ცი­ე­ბი ჩა­ა­ტა­რონ იმ პი­რო­ბით, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბას­თან და პო­ლი­ცი­ას­თან არ მო­ვიდ­ნენ შე­ხე­ბა­ში. ხვა­ლინ­დე­ლი აქ­ცია იქ­ნე­ბა, ამის შემ­დეგ რა აქ­ცი­ე­ბიც იყო და­გეგ­მი­ლი, გა­და­ი­დო.13 მარ­ტის აქ­ცია, სა­ვა­რა­უ­დოდ, 20 რი­ცხვში გა­და­ი­დო. ვე­ლო­დე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გებს“, - გა­ნა­ცხა­და „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ წევ­რმა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 13 მარტს ოპო­ზი­ცია ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან აქ­ცი­ას გეგ­მავ­და, რო­მე­ლიც გა­და­დე­ბუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ხვა­ლინ­დელ დღეს, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის, თინა ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცია, ხვალ 13:00 სა­ათ­ზე, რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან რუს­თა­ვის ცი­ხის­კენ, სა­დაც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია იმ­ყო­ფე­ბა, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით მსვლე­ლო­ბას გა­მარ­თავს.

რო­გორც ბო­კუ­ჩა­ვა აცხა­დებს, ოპო­ზი­ცი­ამ აქ­ცი­ე­ბის ფორ­მის მო­დი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

„ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ოპო­ზი­ცი­ამ ერ­თობ­ლი­ვად იმოქ­მე­დოს, მათ შო­რის, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სას.

ჩვენ, გუ­შინ­დელ შეხ­ვედ­რა­ზე, ისე­ვე რო­გორც დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­ში, გან­ვი­ხი­ლეთ და გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მოხ­დეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფორ­მის მო­დი­ფი­კა­ცია, იმის­თვის, რომ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და ივა­ნიშ­ვილ­მა არ გა­მო­ი­ყე­ნონ საპ­რო­ტეს­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის ჩაშ­ლის სა­ბა­ბად, რომ­ლის ინი­ცი­რე­ბაც მო­ახ­დი­ნა პი­რა­დი მე­დი­ა­ტო­რო­ბით პრე­ზი­დენტ მი­შელ­მა.

ხვა­ლინ­დე­ლი აქ­ცია, რო­მე­ლიც უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო კან­ცე­ლა­რი­ას­თან პი­კე­ტის ფორ­მით, შე­იც­ვა­ლა და ეს იქ­ნე­ბა მსვლე­ლო­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით, რო­მე­ლიც და­ი­წყე­ბა რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე 13:00 სა­ათ­ზე და წავა რუს­თა­ვის­კენ, სა­დაც არის პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ნიკა მე­ლია. 13 მარ­ტის აქ­ცია გა­დავ­დეთ 20 მარ­ტის­თვის“, - აცხა­დებს თინა ბო­კუ­ჩა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
356

ე.წ. ოპოზიციავ ვერ გაიგეთ, რომ ხალხს თქვენ არ უნდიხრთ, მორჩით ტინგიცობას, ნუ სცდით ხალხის მოთმინებას.

lasha
69

 ))

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ოპოზიციამ დაგეგმილი საპროტესტო აქციები გადადო

ოპოზიციამ დაგეგმილი საპროტესტო აქციები გადადო

ოპოზიციამ დღევანდელ შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიდრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, დაგეგმილი საპროტესტო აქციები დროებით გადაიდოს. ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ სურს, რომ აქციები მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბი გახდეს.

„იმისთვის, რომ ხელისუფლებას დამატებითი საფუძველი და მიზეზი არ მივცეთ, რომ უარი თქვას მოლაპარაკებაზე ან მოლაპარაკება ჩაშალოს, ოპოზიციამ გადავწყვიტეთ დაგეგმილი აქციები დროებით გადავდოთ, ვიდრე მოლაპარაკების პროცესის ვადა არ დასრულდება, რაც 16 მარტამდეა განსაზღვრული. ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სპეციფიკური ვითარება აქვს, რადგან თავმჯდომარეა დაჭერილი და შეუძლიათ აქციები ჩაატარონ იმ პირობით, რომ ადმინისტრაციულ შენობასთან და პოლიციასთან არ მოვიდნენ შეხებაში. ხვალინდელი აქცია იქნება, ამის შემდეგ რა აქციებიც იყო დაგეგმილი, გადაიდო.13 მარტის აქცია, სავარაუდოდ, 20 რიცხვში გადაიდო. ველოდებით, მოლაპარაკების შედეგებს“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

აღსანიშნავია, რომ 13 მარტს ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, რომელიც გადადებულია.

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიცია, ხვალ 13:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება, ავტომობილებით მსვლელობას გამართავს.

როგორც ბოკუჩავა აცხადებს, ოპოზიციამ აქციების ფორმის მოდიფიკაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს, მათ შორის, საპროტესტო აქციების ორგანიზებისას.

ჩვენ, გუშინდელ შეხვედრაზე, ისევე როგორც დღევანდელ შეხვედრაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, იმისთვის, რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკების ჩაშლის საბაბად, რომლის ინიცირებაც მოახდინა პირადი მედიატორობით პრეზიდენტ მიშელმა.

ხვალინდელი აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან პიკეტის ფორმით, შეიცვალა და ეს იქნება მსვლელობა ავტომობილებით, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე 13:00 საათზე და წავა რუსთავისკენ, სადაც არის პოლიტპატიმარი ნიკა მელია. 13 მარტის აქცია გადავდეთ 20 მარტისთვის“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

"არ შეიძლება პლებისციტზე დათანხმება - მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გამოვა, მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს" - სააკაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"პირბადის ტარება აუცილებელია - უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ვითარება გაუარესდება, იძულებული გავხდებით გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ" - პრემიერი