პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაია ციხეს პატიმრობის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს - რას აცხადებს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი?
ბაჩო ახალაია ციხეს პატიმრობის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს - რას აცხადებს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი?

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, მსჯავ­რდე­ბულ ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლის, ად­ვო­კატ ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლა­ია პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სას­ჯე­ლის მოხ­დის ვა­დის ამო­წურ­ვი­დან 4 თვის შემ­დეგ და­ტო­ვებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ნა­და­რე­იშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ახა­ლა­ი­ას სას­ჯე­ლის ვადა 2021 წლის 6 ნო­ემ­ბერს ეწუ­რე­ბა, თუმ­ცა, მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ო­დი არ ჩა­უთ­ვა­ლეს და 9-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლის ათ­ვლა გა­ნა­ჩე­ნი­დან და­ი­წყეს, რაც ად­ვო­კა­ტის თქმით, აბ­სურ­დუ­ლია.

"ბა­ჩოს სა­ბო­ლო­ოდ, 9-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი გა­ნე­სა­ზღვრა, რო­მე­ლიც 2021 წლის 6 ნო­ემ­ბერს ეწუ­რე­ბა, მაგ­რამ მო­სა­მარ­თლის სა­ბო­ლოო გან­ჩი­ნე­ბით, ბაჩო ახა­ლი­ას წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის ვადა არ ჩა­უთ­ვა­ლეს და როცა ბო­ლოს მი­უ­სა­ჯეს, იქი­დან და­უ­წყეს ვა­დის ათ­ვლა. გა­მო­დის, რომ ის სა­პა­ტიმ­როს 2022 წლის მარ­ტში და­ტო­ვებს. ყვე­ლა იუ­რის­ტმა, პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტმაც კი იცის, რომ სას­ჯე­ლის ათ­ვლა ერთი სა­ა­თიც კი რომ იყო პა­ტიმ­რო­ბა­ში, იქი­დან იწყე­ბა. ასე­თი რამ, რაც ახლა ხდე­ბა, არც კი მსმე­ნია, სრუ­ლი აბ­სურ­დია. ადა­მი­ანს 4 თვე ზედ­მე­ტად უწევს სას­ჯე­ლის მიღ­მა ყოფ­ნა სა­პა­ტიმ­რო­ში. ბაჩო 2012 წლის 6 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვეს, ვა­დის ათ­ვლა კი, 2013 წლის პირ­ვე­ლი მარ­ტი­დან და­უ­წყეს. ამ­ნე­ზია არ გვაქვს და ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს, რომ ბა­ჩოს ერთი დღეც არ და­უ­ტო­ვე­ბია სა­პა­ტიმ­რო, პირ­ვე­ლი დღი­დან დღემ­დე ზის, თუმ­ცა, ერთ-ერთი წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი­დან უთ­ვლი­ან ვა­დას, რო­მელ­ზეც გა­ნა­ჩე­ნი დად­გა. გახ­სოვთ ალ­ბათ, ყო­ველ­თვე ახალ-ახალ ბრალს უყუ­ე­ნებ­დნენ და ერთ-ერთი ბრა­ლი­დან აუთ­ვა­ლეს 9 წელი. აღ­ნი­შუ­ლი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ვა­სა­ჩივ­რეთ და სა­სა­მარ­თლომ იგი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ტო­ვა ძა­ლა­ში ისე, რომ არც კი გა­ნი­ხი­ლა. ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოა, მაგ­რამ მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე­ებ­თან სა­ჩივ­რის და­წე­რა არ ღირს. სხვა არა­ფე­რი გვრჩე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვად, რისი გა­კე­თე­ბაც შე­იძ­ლე­ბა“, - აცხა­დებს ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბაჩო ახა­ლა­ი­ას არც კი ჰქო­ნია ოდეს­მე იმის მო­ლო­დი­ნი, რომ მას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ. ნა­და­რე­იშ­ვი­ლის თქმით­ვე, ბაჩო ახა­ლა­ი­ას არას­დროს მი­უ­მარ­თავს შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით პრე­ზი­დენ­ტის­თვის და მას არც ე.წ. უდო შე­ხე­ბია.

"პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ბა­ჩოს მი­მართ იმ­დე­ნი დარ­ღვე­ვა იყო და ისე უსა­მარ­თლოდ იქ­ცე­ოდ­ნენ მის მი­მართ, ახლა რაც ხდე­ბა, ესეც იმ ყვე­ლაფ­რის გაგ­რძე­ლე­ბაა. ერთ დღეს, რომ გა­იღ­ვი­ძოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და ბა­ჩოს სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე კი­დევ რა­ღაც მი­უ­მა­ტოს, არც ეს გა­მიკ­ვირ­დე­ბა. ბაჩო სულ ამ­ბობ­და, ნუ გაქვს ილუ­ზია, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­მიშ­ვებს, სა­ნამ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, მე ვიქ­ნე­ბი ცი­ხე­შიო, სულ ამას ამ­ბობ­და. მისი ეს პროგ­ნო­ზი სამ­წუ­ხა­როდ, გა­მარ­თლდა“, - გა­ნა­ცხა­და ნა­და­რე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს, ბაჩო ახა­ლა­ი­ას 9-წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ე.წ. რუსი ჯა­შუ­შე­ბის საქ­მე­ზე აქვს მის­ჯი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.....
239

ამ პიროვნებაზე (პიროვნებად თუ შეიძლება ჩაითვალოს) ვინმე რომ უსამართლობას ახსენებს, ყველა უნდა დაიჭირო.... კიდევ ის ვინც ამას ამის მხარდამჭერია.

Tk
12

საქართველოში გამდიდრება თუ გინდა პოლიტიკოსი უნდა გახდე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ბაჩო ახალაია ციხეს პატიმრობის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს - რას აცხადებს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი?

ბაჩო ახალაია ციხეს პატიმრობის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს - რას აცხადებს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი?

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მსჯავრდებულ ბაჩო ახალაიას მეუღლის, ადვოკატ ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ახალაია პენიტენციურ დაწესებულებას სასჯელის მოხდის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ნადარეიშვილი განმარტავს, ახალაიას სასჯელის ვადა 2021 წლის 6 ნოემბერს ეწურება, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს, რაც ადვოკატის თქმით, აბსურდულია.

"ბაჩოს საბოლოოდ, 9-წლიანი სასჯელი განესაზღვრა, რომელიც 2021 წლის 6 ნოემბერს ეწურება, მაგრამ მოსამართლის საბოლოო განჩინებით, ბაჩო ახალიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა არ ჩაუთვალეს და როცა ბოლოს მიუსაჯეს, იქიდან დაუწყეს ვადის ათვლა. გამოდის, რომ ის საპატიმროს 2022 წლის მარტში დატოვებს. ყველა იურისტმა, პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ სასჯელის ათვლა ერთი საათიც კი რომ იყო პატიმრობაში, იქიდან იწყება. ასეთი რამ, რაც ახლა ხდება, არც კი მსმენია, სრული აბსურდია. ადამიანს 4 თვე ზედმეტად უწევს სასჯელის მიღმა ყოფნა საპატიმროში. ბაჩო 2012 წლის 6 ნოემბერს დააკავეს, ვადის ათვლა კი, 2013 წლის პირველი მარტიდან დაუწყეს. ამნეზია არ გვაქვს და ყველას კარგად ახსოვს, რომ ბაჩოს ერთი დღეც არ დაუტოვებია საპატიმრო, პირველი დღიდან დღემდე ზის, თუმცა, ერთ-ერთი წაყენებული ბრალიდან უთვლიან ვადას, რომელზეც განაჩენი დადგა. გახსოვთ ალბათ, ყოველთვე ახალ-ახალ ბრალს უყუენებდნენ და ერთ-ერთი ბრალიდან აუთვალეს 9 წელი. აღნიშული სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ და სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება დატოვა ძალაში ისე, რომ არც კი განიხილა. ერთადერთი საშუალება საკონსტიტუციო სასამართლოა, მაგრამ მანანა კობახიძეებთან საჩივრის დაწერა არ ღირს. სხვა არაფერი გვრჩება სამართლებრივად, რისი გაკეთებაც შეიძლება“, - აცხადებს ნადარეიშვილი.

მისივე განმარტებით, ბაჩო ახალაიას არც კი ჰქონია ოდესმე იმის მოლოდინი, რომ მას გაათავისუფლებდნენ. ნადარეიშვილის თქმითვე, ბაჩო ახალაიას არასდროს მიუმართავს შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის და მას არც ე.წ. უდო შეხებია.

"პირველივე დღიდან ბაჩოს მიმართ იმდენი დარღვევა იყო და ისე უსამართლოდ იქცეოდნენ მის მიმართ, ახლა რაც ხდება, ესეც იმ ყველაფრის გაგრძელებაა. ერთ დღეს, რომ გაიღვიძოს ბიძინა ივანიშვილმა და ბაჩოს სასამართლოს გარეშე კიდევ რაღაც მიუმატოს, არც ეს გამიკვირდება. ბაჩო სულ ამბობდა, ნუ გაქვს ილუზია, რომ ეს ხელისუფლება გამომიშვებს, სანამ ეს ხელისუფლება იქნება, მე ვიქნები ციხეშიო, სულ ამას ამბობდა. მისი ეს პროგნოზი სამწუხაროდ, გამართლდა“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. რუსი ჯაშუშების საქმეზე აქვს მისჯილი.

"რამდენიმე დღის წინ უგინებია და დღეს იარაღით მოკლა ორივე" - რა გახდა წყალტუბოში ორი ძმის მკვლელობის მიზეზი

ხატია დეკანოიძის განცხადებით, რუსთავის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართული ოცნების" აქტივისტმა დაჭრა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი მამაკაცი მოკლეს - არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ძმები არიან