სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Covid 19: რა ვიცით ჩინური წარმოების ვაქცინებზე - რომელი ქვეყნები ცრიან მათი გამოყენებით მოქალაქეებს, რამდენად ეფექტიანი და უსაფრთხოა ეს პრეპარატები?
Covid 19: რა ვიცით ჩინური წარმოების ვაქცინებზე - რომელი ქვეყნები ცრიან მათი გამოყენებით მოქალაქეებს, რამდენად ეფექტიანი და უსაფრთხოა ეს პრეპარატები?

მსოფ­ლი­ოს უკვე აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნა, ზო­გი­ერ­თი დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ, ზოგი დამ­ტკი­ცე­ბას ელო­დე­ბა და ახლა კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის ეტაპს გა­დის. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი უკვე არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო იმ ქვეყ­ნებს შო­რი­საა, სა­დაც აცრა ჯერ არ და­უ­წყი­ათ.

იმ ფონ­ზე, რომ Pfizer-ისა და Astrazeneca-ს ვაქ­ცი­ნე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მი­ვი­ღეთ, დღეს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­საძ­ლო შე­მო­ტა­ნის შე­სა­ხებ. მა­გა­ლი­თად, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო მზად იყო ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მო­სა­ტა­ნად დიდი ხნის წინ, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულს კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, რაც მთავ­რო­ბამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

  • თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა

"ჩვენ მზად ვი­ყა­ვით ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მო­სა­ტა­ნად, მაგ­რამ გახ­სოვთ რა ამ­ბა­ვი ატყდა? - მთავ­რო­ბამ ის­მი­ნა ხალ­ხის და ახლა არ შე­იძ­ლე­ბა ორ­მა­გი სტან­დარ­ტი სა­ქარ­თვე­ლო ან კარ­გი ხა­რის­ხის, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ ვაქ­ცი­ნას უნდა და­ე­ლო­დოს და მო­ვით­მი­ნოთ ორი-სამი კვი­რით გა­და­ვა­დე­ბა, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნა­ზე."

  • ვნა­ხოთ, ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნე­ბია პო­პუ­ლა­რუ­ლი, რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნია და რო­მელ ქვეყ­ნებ­ში იყე­ნე­ბენ მათ

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნე­ბი და­დე­ბი­თი რე­პუ­ტა­ცი­ით ვერ სარ­გებ­ლო­ბენ, თუმ­ცა თა­ვად ჩი­ნეთ­ში ამას "დიპ­ლო­მა­ტი­ის ჩა­ვარ­დნას" აბ­რა­ლე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი და ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მოდ­გე­ნა ამ ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვავ­დე­ბა. ჩი­ნეთ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბა პან­დე­მი­ის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე და­ი­წყო.

ასევე დაგაინტერესებთ
23:08 / 02-03-2021

"ნეთანიაჰუმ "ფაიზერს" ორჯერ მეტი ფასი შესთავაზა... გაუგებრობას უფრო ჰგავს, ჩვენ რატომაც არ მივიღეთ ვაქცინა" - რას წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი?

10:09 / 03-03-2021

"რუსული ვაქცინა, კარგიც რომ აღმოჩნდეს, მაინც უარს იტყვის ალბათ, საქართველო, მაგრამ ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია?" - თენგიზ ცერცვაძე

09:46 / 09-03-2021

"ინექციის ადგილის ტკივილი, დაღლილობა, შემცივნება..." - როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოში და რა გვერდითი მოვლენები ახლავს თან

20:09 / 11-03-2021

შეიცავს თუ არა "ასტრაზენეკას" ვაქცინა ემბრიონალურ უჯრედებს - ბიძინა კულუმბეგოვი სასულიერო პირის განცხადებას პასუხობს

ის იყო მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც 2020 წლის ზა­ფხულ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­უ­ტა­რა მო­ქა­ლა­ქე­თა გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებს. ამ დრო­ის­თვის ჩი­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო 16 სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნა აქვთ, მაგ­რამ პო­პუ­ლა­რუ­ლი Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქ­ცი­ნე­ბია.

მათ მი­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩი­ნეთს შე­თან­ხმე­ბა და­დე­ბუ­ლი აქვს 20-ზე მეტ ქვე­ყა­ნას­თან. ჩი­ნუ­რი წამ­რო­ე­ბის ვაქ­ცი­ნებს იყე­ნე­ბენ თურ­ქეთ­ში, ბრა­ზი­ლი­ა­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, ჩი­ლე­ში, ფი­ლი­პი­ნებ­ში, სინ­გა­პურ­ში, ასე­ვე სერ­ბეთ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სერ­ბე­თი არის პირ­ვე­ლი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით და­ი­წყო. მთავ­რო­ბამ სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბი­დან 2,6 მი­ლი­ო­ნი დოზა ვაქ­ცი­ნა შე­ი­ძი­ნა და მათი უმე­ტე­სო­ბა ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის იყო.

  • რა ვი­ცით ამ ვაქ­ცი­ნე­ბის შე­სა­ხებ და არის თუ არა სან­დო?

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, Sinovac-ისა და SinoPharm-ის ვაქ­ცი­ნე­ბი, ორი­ვე მათ­გა­ნი ერ­თნა­ი­რი პრინ­ცი­პით მუ­შა­ობს. ერთი ინექ­ცი­ის შემ­დეგ ჩნდე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და ორ­გა­ნიზ­მი მზად­დე­ბა იმის­თვის, რომ შემ­დგომ­ში ებ­რძო­ლოს კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ას.

"მო­დერ­ნა­სა" და "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნე­ბის მსგავ­სად, ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის­თვი­საც მისი ორი დო­ზის მი­ღე­ბაა სა­ჭი­რო, მაგ­რამ ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, "სი­ნო­ვაკ­სა" და "სი­ნო­ფარმს" არ სჭირ­დე­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი შე­ნახ­ვის­თვის. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ამ ვაქ­ცი­ნებს არ სჭირ­დე­ბა ექ­სტრა ყი­ნუ­ლო­ვა­ნი მა­ცივ­რე­ბი, მათი შე­ნახ­ვა ჩვე­უ­ლებ­რივ მა­ცი­ვარ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ყო­ვე­ლი­ვე კი დის­ტრი­ბუ­ცი­ის­თვის უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბელს ხდის.

  • რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნია ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნე­ბი?

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზუს­ტე­ბით ცნო­ბი­ლი არ არის მათი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, რად­გა­ნაც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, ორი­ვე მათ­გან­ზე ჯერ კი­დევ კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

Sinopharm-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათი ვაქ­ცი­ნა 79%-ით ეფექ­ტი­ა­ნია, ხოლო Sinovac-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ ვაქ­ცი­ნას CoronaVac-ს უწო­დე­ბენ, თავ­და­პირ­ვე­ლად ფიქ­რობ­დნენ, რომ ვაქ­ცი­ნა 91%-ით ეფექ­ტი­ა­ნი იყო, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით კვლე­ვებ­მა სხვა შე­დე­გი აჩ­ვე­ნა. ბრა­ზი­ლი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გის მი­ხედ­ვით, ვაქ­ცი­ნა 50,4%-ით ეფექ­ტი­ა­ნია.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია მარ­ტში გა­და­წყვეტს და­ამ­ტკი­ცოს თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი.

გან­ვი­ხი­ლოთ Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქ­ცი­ნე­ბი დე­ტა­ლუ­რად:

  • რა ვი­ცით Sinovac-ის ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ?

რო­გორც BBC წერს, სი­ნო­ვა­კის ვაქ­ცი­ნა კლავს ვირუსს და არ ახ­ლავს სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტი. Moderna-სა და Pfizer-ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ეს ვაქ­ცი­ნა შექ­მნი­ლია ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით და არ იყე­ნებს mRNA-ის. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დროს კო­რო­ნა­ვირუ­სის გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დის ნა­წი­ლი შეჰ­ყავთ ორ­გა­ნიზ­მში და ორ­გა­ნიზ­მში გა­მო­მუ­შავ­დე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლა­დაა სა­ჭი­რო.

"ეს ვაქ­ცი­ნა შექ­მნი­ლია ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით, ისე­თი­ვე გზით, რო­გო­რიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მა­გა­ლი­თად, ცო­ფის ვაქ­ცი­ნა­ში“, - ამ­ბობს ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ლუო დაჰა.

ვაქ­ცი­ნამ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა. შუ­ა­ლე­დუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, თურ­ქეთ­ში ვაქ­ცი­ნა 91,25%-ით ეფექ­ტი­ა­ნი იყო, ხოლო ინ­დო­ენ­ზი­ა­ში 65,3%-ით. ბრა­ზი­ლი­ე­ლი მკვლე­ვა­რე­ბის თქმით, ვაქ­ცი­ნა 78%-ით ეფექ­ტი­ა­ნი იყო კვლე­ვის სა­წყის ეტაპ­ზე, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 50,4%-ზე და­ე­ცა.

სან პა­უ­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი "სი­ნო­ვა­კის" ვაქ­ცი­ნით

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ბრა­ზი­ლი­ა­ში ამ ვაქ­ცი­ნის კვლე­ვა 2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუფ­ზე და­ი­წყო, ხოლო მას შემ­დეგ, რაც რამ­დე­ნი­მე მო­ხა­ლი­სე გარ­და­იც­ვა­ლა, ვაქ­ცი­ნა­ცია შე­ჩერ­და. მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ სიკ­ვდი­ლის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ვაქ­ცი­ნა არ ყო­ფი­ლა, ამი­ტო­მაც, ცდე­ბი გაგ­რძელ­და და ამ ეტაპ­ზე ბრა­ზი­ლი­ა­ში ამ ვაქ­ცი­ნით მო­სახ­ლე­ო­ბის აცრა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"სი­ნო­ვა­კის" ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა ჩი­ნეთ­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის დროს და­უშ­ვეს ჯერ კი­დევ 2020 წლის ივ­ლის­ში. სექ­ტემ­ბერ­ში მწარ­მო­ებ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ვაქ­ცი­ნას არ ახა­სი­ა­თებს მწვა­ვე გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი. მა­თი­ვე თქმით, კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ გვერ­დი­თი ეფექ­ტი ვლინ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ჩა­ტა­რე­ბულ ადა­მი­ან­თა 5%-ში და ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მცი­რე დის­კომ­ფორ­ტი, დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა.

ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზუს­ტი პა­სუ­ხის გა­ცე­მა კვლე­ვის მე­სა­მე ფა­ზის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­ეძ­ლე­ბათ, ამ ეტაპ­ზე გა­დაჭ­რით ვე­რა­ფერს ამ­ბო­ბენ. "სა­ვა­რა­უ­დოდ, ის ეფექ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნაა“, - აცხა­დე­ბენ Sinovac-ის მეც­ნი­ე­რე­ბი.

  • რა ვი­ცით Sinopharm-ის ვაქ­ცი­ნა­ზე?

"სი­ნო­ფარმ­მა“ 2020 წლის 30 დე­კემ­ბერს გა­მო­ა­ცხა­და, რომ ვაქ­ცი­ნის კვლე­ვის სამ­მა ფა­ზამ აჩ­ვე­ნა, რომ ის 79%-ით ეფექ­ტი­ა­ნია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ვაქ­ცი­ნის შემ­თხვე­ვა­შიც სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა შე­დე­გი არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ არაბ­თა სა­ე­მი­რო­ებ­ში, სა­დაც იან­ვარ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გის მი­ხედ­ვით, ის 86%-ით ეფექ­ტი­ა­ნი იყო. კომ­პა­ნი­ის სპი­კერ­მა აღ­ნიშ­ნულ შე­უ­სა­ბა­მო­ბა­ზე "რო­ი­ტერსთან“ თქვა, რომ დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნა ჯერ კვლავ კვლე­ვის ეტაპ­ზეა, ის ჩი­ნეთ­ში მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო გა­და­უ­დე­ბე­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში.

2020 წლის დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში პე­რუ­ში სი­ნო­ფარ­მით ვაქ­ცი­ნა­ცია მას შემ­დეგ შე­ა­ჩე­რეს, რაც მო­ხა­ლი­სეს "სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტი" გა­მო­უვ­ლინ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი კვლავ გა­აგ­რძე­ლეს.

რო­გორც BBC წერს, კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის დროს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. მა­გა­ლი­თად, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მაც შე­ა­ჩე­რა კვლე­ვე­ბი ოქსფორ­დის ვაქ­ცი­ნა­ზე მას შემ­დეგ, რაც ერთ-ერთ მო­ხა­ლი­სეს "სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბი" გა­მო­უვ­ლინ­და. ხოლო კვლე­ვე­ბი გა­ნახ­ლდა მას შემ­დეგ, რაც ყო­ვე­ლი­ვეს მი­ზე­ზად ვაქ­ცი­ნა გა­მო­ი­რი­ცხა.

ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ჩი­ნე­თი კო­რო­ნა­ვირუ­სის მარ­თვის კუ­თხით ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნაა. მა­გა­ლი­თად, ბოლო 24 სა­ათ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, იქ კო­რო­ნა­ვირუ­სის მხო­ლოდ 10 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, Bloomberg-ის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია 108 ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამ დრო­ის­თვის უკვე 265-მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი აიც­რა.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ვაქ­ცი­ნა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 6-მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ანს უტარ­დე­ბა, ამ ტემ­პით კი, პლა­ნე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბის 75%-ის ვაქ­ცი­ნა­ცი­ას 5 წელი დას­ჭირ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე მეტი - 78 მი­ლი­ო­ნი ვაქ­ცი­ნა აშშ-ში გა­კეთ­და, მას ჩი­ნე­თი მოჰ­ყვე­ბა 52 მი­ლი­ო­ნი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლით. ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ტემ­პით მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია ის­რა­ელ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც უკვე 8.2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი აიც­რა, რაც ყო­ველ 100 ადა­მი­ან­ზე 91 ვაქ­ცი­ნი­რე­ბულს ნიშ­ნავს.

ის­რა­ე­ლის შემ­დეგ პრო­ცენ­ტუ­ლად ყვე­ლა­ზე მეტი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში, აშშ-ში, ჩი­ლე­ში, მა­რო­კო­სა და თურ­ქეთ­შია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სფინქსი
18

ნუღარ შემოვიტანთ ამ ლოგიკით რუსულ ხორბალს და უამრავ პროდუქტს. ჩავკეთოთ საზღვრები რუსეთთან. ვაქცინის პოლიტიზირება რა საჭიროა ვერ გავიგე ?

beso
6

ra ver gaiges amdens xans? esTqvenTvis!

 

მე ვენდობი ჩემს ვაქცინას, ჩემს კონვეირს, ნამდვილს და არა მისგან აღებულ მიბაძვას (ყველა ეს ტექნოლოგია მიბაძვაა იმისა, რასაც სხეული აკეთებს). ჩემი სხეული სწრაფად აღმოაჩენს მტერს (რომელმა ვირუსის შტამმა მოკლა ყველა?), თქვენთან რა ხდება? რა მნიშვნელობა აქვს რა მოგკლავს, ვირუსი თუ სხვა ანალოგიური(დიაბეტური ანგიოპატია, ენდოთელიუმის ანთება, ჰიპერტონია, თუ სხვა, მაგ. კოვიდი. ყველა ეს ერთსა და სურათს ქმნის სხეულში). ეს სხეული ვისია, თურქული სერიალების? ერთი წელი სრულიად საკმარისია რომ თვენზე ცალსახა წარმოდგენა მომცემოდა. ერთი წელი ვწერე ღიად და ცალსახად ღიად და არაფერი არ განიხილეთ და საერთოდ რაზე ფოსტავთ, ან რა ჟურნალისტიკა ხართ, ან საერთოდ რა გიდევთ თავში? გაუმარჯოს ხასიდებს, გაგანია კოვიდში სინაგოგაში „ხასიდსკი ნიგუნის“ უმაღლეს კაიფში რომ ატარებენ(7500 კაცი) დროს და ცალსახად იმ გაგებაში არიან, რასაც მთელი წელი ვწერდი. ისინი დგანან ამ ბიოლოგიისა და ფარმაკოლოგიის უკან, რადგან მათი რელიგია, მსოფლმხედველობა არის დაკვირვებისა და აზროვნების რელიგია. ყველაფერი ეს შეიცან თავი შენით იწყება. შენ ორივე გაქვს ძველი და ახალი აღთქმა (ადამიანის გაგება), მაგრამ ხარ უწესო და ზარმაცი(ცოდვაში), ჩურჩინობ და აიფონზე საუბრობ, უყურებ სერიალებს და თამაშობ არასტანდარტულ თამაშებს. ერთი თქვენი კარგიც!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

Covid 19: რა ვიცით ჩინური წარმოების ვაქცინებზე - რომელი ქვეყნები ცრიან მათი გამოყენებით მოქალაქეებს, რამდენად ეფექტიანი და უსაფრთხოა ეს პრეპარატები?

Covid 19: რა ვიცით ჩინური წარმოების ვაქცინებზე - რომელი ქვეყნები ცრიან მათი გამოყენებით მოქალაქეებს, რამდენად ეფექტიანი და უსაფრთხოა ეს პრეპარატები?

მსოფლიოს უკვე აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა, ზოგიერთი დამტკიცებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ზოგი დამტკიცებას ელოდება და ახლა კლინიკური კვლევების ეტაპს გადის. ვაქცინაციის პროცესი უკვე არაერთ ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც აცრა ჯერ არ დაუწყიათ.

იმ ფონზე, რომ Pfizer-ისა და Astrazeneca-ს ვაქცინები ჯერჯერობით ვერ მივიღეთ, დღეს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები საუბრობენ ჩინური ვაქცინის შესაძლო შემოტანის შესახებ. მაგალითად, ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველო მზად იყო ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, თუმცა აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა, რაც მთავრობამ გაითვალისწინა.

  • თენგიზ ცერცვაძის განცხადება

"ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? - მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი საქართველო ან კარგი ხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინას უნდა დაელოდოს და მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე."

  • ვნახოთ, ჩინური წარმოების რომელი ვაქცინებია პოპულარული, რამდენად ეფექტიანია და რომელ ქვეყნებში იყენებენ მათ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინები დადებითი რეპუტაციით ვერ სარგებლობენ, თუმცა თავად ჩინეთში ამას "დიპლომატიის ჩავარდნას" აბრალებენ და აცხადებენ, რომ რეალური სურათი და ადამიანების წარმოდგენა ამ ვაქცინებთან დაკავშირებით განსხვავდება. ჩინეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მუშაობა პანდემიის საწყის ეტაპზევე დაიწყო.

ის იყო მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელმაც 2020 წლის ზაფხულში ვაქცინაცია ჩაუტარა მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს. ამ დროისთვის ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო 16 სხვადასხვა ვაქცინა აქვთ, მაგრამ პოპულარული Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინებია.

მათ მიწოდებასთან დაკავშირებით ჩინეთს შეთანხმება დადებული აქვს 20-ზე მეტ ქვეყანასთან. ჩინური წამროების ვაქცინებს იყენებენ თურქეთში, ბრაზილიაში, აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ინდონეზიაში, ჩილეში, ფილიპინებში, სინგაპურში, ასევე სერბეთში. აღსანიშნავია, რომ სერბეთი არის პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით დაიწყო. მთავრობამ სხვადასხვა წყაროებიდან 2,6 მილიონი დოზა ვაქცინა შეიძინა და მათი უმეტესობა ჩინური წარმოების იყო.

  • რა ვიცით ამ ვაქცინების შესახებ და არის თუ არა სანდო?

BBC-ის ინფორმაციით, Sinovac-ისა და SinoPharm-ის ვაქცინები, ორივე მათგანი ერთნაირი პრინციპით მუშაობს. ერთი ინექციის შემდეგ ჩნდება ანტისხეულები და ორგანიზმი მზადდება იმისთვის, რომ შემდგომში ებრძოლოს კორონავირუსის ინფექციას.

"მოდერნასა" და "ფაიზერის" ვაქცინების მსგავსად, ჩინური წარმოების ვაქცინის ეფექტიანობისთვისაც მისი ორი დოზის მიღებაა საჭირო, მაგრამ ზემოთ ხსენებული ვაქცინებისგან განსხვავებით, "სინოვაკსა" და "სინოფარმს" არ სჭირდებათ განსაკუთრებული პირობები შენახვისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ვაქცინებს არ სჭირდება ექსტრა ყინულოვანი მაცივრები, მათი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი. ყოველივე კი დისტრიბუციისთვის უფრო მოსახერხებელს ხდის.

  • რამდენად ეფექტიანია ჩინური წარმოების ვაქცინები?

BBC-ის ინფორმაციით, დაზუსტებით ცნობილი არ არის მათი ეფექტიანობა, რადგანაც სხვადასხვა ქვეყნებში ვაქცინაციის პარალელურად, ორივე მათგანზე ჯერ კიდევ კვლევა მიმდინარეობს.

Sinopharm-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა 79%-ით ეფექტიანია, ხოლო Sinovac-ის წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ ვაქცინას CoronaVac-ს უწოდებენ, თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ვაქცინა 91%-ით ეფექტიანი იყო, მაგრამ მოგვიანებით კვლევებმა სხვა შედეგი აჩვენა. ბრაზილიიდან მიღებული შედეგის მიხედვით, ვაქცინა 50,4%-ით ეფექტიანია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მარტში გადაწყვეტს დაამტკიცოს თუ არა აღნიშნული ვაქცინები.

განვიხილოთ Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინები დეტალურად:

  • რა ვიცით Sinovac-ის ვაქცინის შესახებ?

როგორც BBC წერს, სინოვაკის ვაქცინა კლავს ვირუსს და არ ახლავს სერიოზული გვერდითი ეფექტი. Moderna-სა და Pfizer-ისგან განსხვავებით, ეს ვაქცინა შექმნილია ტრადიციული მეთოდით და არ იყენებს mRNA-ის. ვაქცინაციის დროს კორონავირუსის გენეტიკური კოდის ნაწილი შეჰყავთ ორგანიზმში და ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები, რომელიც ვირუსთან საბრძოლველადაა საჭირო.

"ეს ვაქცინა შექმნილია ტრადიციული მეთოდით, ისეთივე გზით, როგორიც გამოიყენება მაგალითად, ცოფის ვაქცინაში“, - ამბობს ასოცირებული პროფესორი ლუო დაჰა.

ვაქცინამ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი ეფექტიანობა აჩვენა. შუალედური მონაცემების მიხედვით, თურქეთში ვაქცინა 91,25%-ით ეფექტიანი იყო, ხოლო ინდოენზიაში 65,3%-ით. ბრაზილიელი მკვლევარების თქმით, ვაქცინა 78%-ით ეფექტიანი იყო კვლევის საწყის ეტაპზე, თუმცა მოგვიანებით, ეს მაჩვენებელი 50,4%-ზე დაეცა.

სან პაულოს ოფიციალური პირები "სინოვაკის" ვაქცინით

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრაზილიაში ამ ვაქცინის კვლევა 2020 წლის ნოემბერში მოხალისეთა ჯგუფზე დაიწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც რამდენიმე მოხალისე გარდაიცვალა, ვაქცინაცია შეჩერდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ვაქცინა არ ყოფილა, ამიტომაც, ცდები გაგრძელდა და ამ ეტაპზე ბრაზილიაში ამ ვაქცინით მოსახლეობის აცრა აქტიურად მიმდინარეობს.

"სინოვაკის" ვაქცინის გამოყენება ჩინეთში გადაუდებელი აუცილებლობის დროს დაუშვეს ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში. სექტემბერში მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ ვაქცინას არ ახასიათებს მწვავე გვერდითი მოვლენები. მათივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ გვერდითი ეფექტი ვლინდება ვაქცინაჩატარებულ ადამიანთა 5%-ში და ეს შეიძლება იყოს მცირე დისკომფორტი, დაღლილობის შეგრძნება.

ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ზუსტი პასუხის გაცემა კვლევის მესამე ფაზის დასრულების შემდეგ შეეძლებათ, ამ ეტაპზე გადაჭრით ვერაფერს ამბობენ. "სავარაუდოდ, ის ეფექტიანი ვაქცინაა“, - აცხადებენ Sinovac-ის მეცნიერები.

  • რა ვიცით Sinopharm-ის ვაქცინაზე?

"სინოფარმმა“ 2020 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ვაქცინის კვლევის სამმა ფაზამ აჩვენა, რომ ის 79%-ით ეფექტიანია. აღსანიშნავია, რომ ამ ვაქცინის შემთხვევაშიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა შედეგი არსებობს. მაგალითად, ვაქცინის გამოყენება დაუშვეს გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, სადაც იანვარში განაცხადეს, რომ შუალედური შედეგის მიხედვით, ის 86%-ით ეფექტიანი იყო. კომპანიის სპიკერმა აღნიშნულ შეუსაბამობაზე "როიტერსთან“ თქვა, რომ დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ჯერ კვლავ კვლევის ეტაპზეა, ის ჩინეთში მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო გადაუდებელი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში.

2020 წლის დეკემბრის დასაწყისში პერუში სინოფარმით ვაქცინაცია მას შემდეგ შეაჩერეს, რაც მოხალისეს "სერიოზული გვერდითი ეფექტი" გამოუვლინდა, მოგვიანებით კი, ვაქცინაციის პროცესი კვლავ გააგრძელეს.

როგორც BBC წერს, კლინიკური კვლევების დროს ვაქცინაციის შეჩერება ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმაც შეაჩერა კვლევები ოქსფორდის ვაქცინაზე მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მოხალისეს "საეჭვო სიმპტომები" გამოუვლინდა. ხოლო კვლევები განახლდა მას შემდეგ, რაც ყოველივეს მიზეზად ვაქცინა გამოირიცხა.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთი კორონავირუსის მართვის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. მაგალითად, ბოლო 24 საათში ოფიციალური ცნობით, იქ კორონავირუსის მხოლოდ 10 შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობას, Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 108 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 265-მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

როგორც გამოცემა წერს, ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6-მილიონამდე ადამიანს უტარდება, ამ ტემპით კი, პლანეტის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას 5 წელი დასჭირდება. ყველაზე მეტი - 78 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა, მას ჩინეთი მოჰყვება 52 მილიონი ვაქცინირებულით. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 8.2 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 91 ვაქცინირებულს ნიშნავს.

ისრაელის შემდეგ პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში, ჩილეში, მაროკოსა და თურქეთშია.

"არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ პრობლემები გამოიწვია" - სად და რატომ შეაჩერეს AstraZeneca-ს გამოყენება და რომელ ქვეყნებში ცრიან ამ ვაქცინით კვლავაც?

როგორი ხმები ისმის მარსზე? - მოუსმინეთ პირველ აუდიოჩანაწერს, რომელიც Perseverance-მა პლანეტიდან გამოგზავნა

"ჩვენ არ ვართ რასისტების ოჯახი...ვაპირებ ჩემს ძმას დაველაპარაკო" - პრინც უილიამის პირველი კომენტარი ჰარისა და მეგანის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ