პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირდაპირ საკვირველია რეაქციები, რომ კითხულობენ, სად იყო პრეზიდენტი" - ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ეხმაურება
"პირდაპირ საკვირველია რეაქციები, რომ კითხულობენ, სად იყო პრეზიდენტი" - ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ეხმაურება

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­ტა­რე­ბულ შეხ­ვედ­რას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც გუ­შინ ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ოპო­ზი­ცი­ი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შედ­გა.

"გუ­შინ ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შელ­თან ნა­ყო­ფი­ე­რი შეხ­ვედ­რა შედ­გა და და­ი­წყო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც დღის ბო­ლოს ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში დაგ­ვირ­გვინ­და.მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტს მისი აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის და მი­ვე­სალ­მო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კონ­სტრუქ­ცი­ულ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

თუმ­ცა, რაც მოხ­და გუ­შინ, ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში, კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი არ არის.ევ­რო­კავ­შირ­მა, უმაღ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის ქვეყ­ნის კრი­ზის­ში და მის გან­მუხ­ტვა­ში ჩარ­თვით, გვაჩ­ვე­ნა, რომ ევ­რო­პა არა თუ გა­სუ­ლია ამ რე­გი­ო­ნი­დან და ამ ქვეყ­ნი­დან, არა­მედ პი­რი­ქით, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა ისე, რო­გორც არას­დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ევ­რო­პი­სათ­ვის.

ამ ფონ­ზე კი, პირ­და­პირ საკ­ვირ­ვე­ლია დღე­ვან­დე­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი, და­წყე­ბუ­ლი იმით, რომ კი­თხუ­ლო­ბენ - სად იყო პრე­ზი­დენ­ტი, დამ­თავ­რე­ბუ­ლი - პი­კე­ტი­რე­ბით, თუ ახა­ლი და­კა­ვე­ბე­ბით.

ნუთუ მარ­თლა არ გვეს­მის, რა მას­შტა­ბის გა­ნა­ცხა­დი გა­კეთ­და გუ­შინ, რა დო­ნის მხარ­და­ჭე­რის გა­მოვ­ლე­ნა იყო, და რომ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვენ­გან პა­სუხს, ანუ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბას ითხოვს. ჩვენ­გან ელი­ან მეტ თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბას, მეტ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბას, მეტ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ მიდ­გო­მას, ანუ ჭეშ­მა­რიტ პატ­რი­ო­ტიზმს" - ამ­ბობს პრე­ზი­დენ­ტი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
43

ეხ, ქალბატონო პრეზიდენტო სად გვაქ ჩვენ პასუხისმგბელობა და პატრიოტიზმი. ვერა და ვერ ჩამოვყალიბდით ერად სამწუხაროდ. პირად ამბიციებისთვის მზად ვართ ქვეყანა უფკრულში გადავჩეხოთ და ჩვენც მივყვეთ უკან.მთავარია ოპონენტს გული ვატკინოთ და ხელი გადავუწიოთ. აბა რატო გვქონდა ისტორიულად დარხეული სულ?! სწორედაც მაგიტომ!

ნინი
194

მე მომწონს, და პატივს ვცემ ჩვენს პირველ ნამდვილ ევროპელ პრეზიდენტს.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"პირდაპირ საკვირველია რეაქციები, რომ კითხულობენ, სად იყო პრეზიდენტი" - ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ეხმაურება

"პირდაპირ საკვირველია რეაქციები, რომ კითხულობენ, სად იყო პრეზიდენტი" - ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით ჩატარებულ შეხვედრას ეხმაურება, რომელიც გუშინ ორბელიანების სასახლეში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შედგა.

"გუშინ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და დაიწყო პროცესი, რომელიც დღის ბოლოს ორბელიანების სასახლეში დაგვირგვინდა.მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მისი აქტიური ჩართულობისთვის და მივესალმო პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების კონსტრუქციულ მონაწილეობას.

თუმცა, რაც მოხდა გუშინ, ორბელიანების სასახლეში, კარგად გააზრებული არ არის.ევროკავშირმა, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის ქვეყნის კრიზისში და მის განმუხტვაში ჩართვით, გვაჩვენა, რომ ევროპა არა თუ გასულია ამ რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისათვის.

ამ ფონზე კი, პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ - სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული - პიკეტირებით, თუ ახალი დაკავებებით.

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს" - ამბობს პრეზიდენტი.

"ივანიშვილი და "ოცნება" ყველანიარად შეეცდებიან პლებისციტის თემა დაბლოკონ, თანაც ოპოზიციის ხელით" - სააკაშვილიც წინააღმდეგია, რას ფიქრობს დანარჩენი ოპოზიცია?

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ზელენსკიმ სააკაშვილი გიორგი ცხაკაიათი ჩაანაცვლა - რა საკადრო ცვლილება შეეხო საქართველოს ექსპრეზიდენტს უკრაინაში