მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღიარეს, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში" - ექსპერტი
"აღიარეს, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში" - ექსპერტი

რაც გუ­შინ მოხ­და ეს არის აღი­ა­რე­ბა გა­ხა­რი­ას სი­მარ­თლი­სა და ე.წ. ქო­რე­ბის სიბ­რიყ­ვის - ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა, რომ მენ­ტა­ლუ­რად თავი ჰქონ­დეს რუ­სეთ­ში და ერთი ად­გი­ლი გა­სათ­ბო­ბად ევ­რო­პა­ში, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დათ­მო­ბა­ზე წავა, ამას იმი­ტომ კი არ გა­ა­კე­თებს, რომ ის მი­დის დათ­მო­ბა­ზე, ის უბ­რა­ლოდ აი­ძუ­ლეს, რომ ეს გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

"ის ფან­ჯა­რა, რო­მე­ლიც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ერთი კვი­რის წინ და­ხუ­რა და გა­ა­ტა­რა წი­თე­ლი ხაზი, ისევ გა­ა­ღო იძუ­ლე­ბით. ეს მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რად­გან ქვე­ყა­ნას ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის კა­ლა­პოტ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. თუმ­ცა ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია, ნდო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, რთუ­ლია და ჩვენ უნდა და­ვე­ლო­დოთ კონ­კრე­ტულ გან­ვი­თა­რე­ბას. რად­გან და­ი­დო მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და­ზე გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა "ოც­ნე­ბის“ მი­სა­მარ­თით, რა­ტომ წა­ვი­და გა­ხა­რია? იმი­ტომ, რომ დღეს და­ი­წყო ის პრო­ცე­სი, რა­ზეც მუდ­მი­ვად სა­უბ­რობ­და გა­ხა­რია. შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­გი­კა მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ დღე­ვან­დელ­მა ელი­ტამ აღი­ა­რა, რომ მათ და­უშ­ვეს შეც­დო­მა და გა­ხა­რია იყო მარ­თა­ლი. გა­დად­გან შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი, გა­ხა­რია დაბ­რუნ­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან, აღი­ა­რონ შეც­დო­მა და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წა­ვი­დეს სახ­ლში, რად­გან გა­ხა­რია აღ­მოჩ­ნდა ერ­თა­დერ­თი გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი "ოც­ნე­ბა­ში“. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რად სწო­რი. რაც გუ­შინ მოხ­და, ეს არის აღი­ა­რე­ბა გა­ხა­რი­ას სი­მარ­თლი­სა და ე.წ. ქო­რე­ბის სიბ­რიყ­ვის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ წავა დათ­მო­ბა­ზე, ამას იმი­ტომ კი არ გა­ა­კე­თებს, რომ ის მი­დის დათ­მო­ბა­ზე, ის უბ­რა­ლოდ აი­ძუ­ლეს, რომ ეს გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ჯო­ბია, ეს ასე ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლად მოხ­დეს და არა დიდი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო რყე­ვე­ბით. ჩვენ ნუ შევ­ხე­დავთ ისე, რომ ევ­რო­კავ­ში­რი მხო­ლოდ ჩვენ­ზე ფიქ­რობს და ზრუ­ნავს, მას აქვს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი. ის ჩვენ მოგ­ვი­აზ­რებს რო­გორც სა­მო­მავ­ლოდ თა­ვის აქ­ტივს და ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან მათ­თვის მთა­ვა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყოს სტა­ბი­ლუ­რო­ბა. მათ იცი­ან, რომ სტა­ბი­ლუ­რო­ბის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლად. მან და­ი­ნა­ხა, რომ ჩვენ­თან არ არ­სე­ბობს არა­ნი­რი დი­ა­ლო­გი და დი­ა­ლო­გის გა­რე­შე კრი­ზი­სის გა­და­ლახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ ის გვა­ი­ძუ­ლებს ჩარ­ჩო­ებ­ში მო­ვექ­ცეთ, გინ­და ჩემს ოჯახ­ში?! მა­შინ მე მაქვს თა­მა­შის წე­სე­ბი. ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა, რომ მენ­ტა­ლუ­რად თავი ჰქონ­დეს რუ­სეთ­ში და ერთი ად­გი­ლი გა­სათ­ბო­ბად ჰქონ­დეს ევ­რო­პა­ში. მი­შე­ლიც ამას ამ­ბობს, რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­დით რა არის თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი“ , - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­კავ­შირს აქვს თა­ვი­სი წე­სე­ბი და თუ ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა, მა­შინ უნდა ითა­მა­შოს მათი წე­სე­ბით.

"რაც შე­ე­ხე­ბა ბრი­უ­სე­ლის ჩარ­თუ­ლო­ბას ამ პრო­ცეს­ში, შე­დე­გი ექ­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბის ვექ­ტო­რად ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იქ­ნე­ბა. ჩვენ უნდა გვეს­მო­დეს ერთი რამ, რომ ჩვენ გა­მო­ვა­ცხა­დეთ ვექ­ტო­რი ევ­რო­კავ­ში­რის­კენ და ევ­რო­კავ­შირს აქვს თა­ვი­სი თა­მა­შის წე­სე­ბი. რო­დე­საც ვი­ღა­ცას ეუბ­ნე­ბი, რომ შენ ოჯახ­ში უნდა ვი­ცხოვ­რო, ის გე­უბ­ნე­ბა, რომ თუ გინ­და, რომ ჩემ­თან იცხოვ­რო სახ­ლში უნდა და­იც­ვა წე­სე­ბი. ის პო­ზი­ცია, რომ შენ ოჯახ­ში მინ­და ცხოვ­რე­ბა და რა­საც მინ­და იმას გა­ვა­კე­თებ და ეს შენი საქ­მე არ არის, რა თქმა უნდა, არა­ლო­გი­კუ­რია. შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბი არის გარ­კვე­უ­ლი ტეს­ტი, რომ მათი მხრი­დან გა­ნა­ცხა­დი ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა­ზე, თუ რე­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნია, მა­შინ უნდა ითა­მა­შონ ამ წე­სე­ბით და თუ ისი­ნი ამას არ გა­ა­კე­თე­ბენ და არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან წე­სებს, მა­შინ გა­მო­დის, რომ ეს არის ყალ­ბი არ­ჩე­ვა­ნი და ისი­ნი უბ­რა­ლოდ გვა­ტყუ­ე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რა გუ­შინ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, გა­ი­მარ­თა. რო­გორც შარლ მი­შელ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წრა­ფოდ უნდა გა­და­იჭ­რას პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი და შეხ­ვედ­რა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა.

მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რომა
13
ამ ქვეყანაში ყველა ექსპერტი როგორაა
უპარტიო
28

ხუხა ქინძია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"აღიარეს, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში" - ექსპერტი

"აღიარეს, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში" - ექსპერტი

რაც გუშინ მოხდა ეს არის აღიარება გახარიას სიმართლისა და ე.წ. ქორების სიბრიყვის - ჩვენ ხელისუფლებას უნდა, რომ მენტალურად თავი ჰქონდეს რუსეთში და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა, ამას იმიტომ კი არ გააკეთებს, რომ ის მიდის დათმობაზე, ის უბრალოდ აიძულეს, რომ ეს გაეკეთებინა.

"ის ფანჯარა, რომელიც ღარიბაშვილმა ერთი კვირის წინ დახურა და გაატარა წითელი ხაზი, ისევ გააღო იძულებით. ეს მისასალმებელია, რადგან ქვეყანას ნამდვილად სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და ნორმალური განვითარების კალაპოტში დაბრუნება. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, ნდობა, სამწუხაროდ, რთულია და ჩვენ უნდა დაველოდოთ კონკრეტულ განვითარებას. რადგან დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე გარკვეული საკითხები, კითხვები ჩნდება "ოცნების“ მისამართით, რატომ წავიდა გახარია? იმიტომ, რომ დღეს დაიწყო ის პროცესი, რაზეც მუდმივად საუბრობდა გახარია. შესაბამისად, პოლიტიკური ლოგიკა მეტყველებს იმაზე, რომ დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ მათ დაუშვეს შეცდომა და გახარია იყო მართალი. გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, აღიარონ შეცდომა და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში, რადგან გახარია აღმოჩნდა ერთადერთი გონიერი ადამიანი "ოცნებაში“. ეს არის პოლიტიკურად სწორი. რაც გუშინ მოხდა, ეს არის აღიარება გახარიას სიმართლისა და ე.წ. ქორების სიბრიყვის. ხელისუფლება თუ წავა დათმობაზე, ამას იმიტომ კი არ გააკეთებს, რომ ის მიდის დათმობაზე, ის უბრალოდ აიძულეს, რომ ეს გაეკეთებინა. ჯობია, ეს ასე ცივილიზებულად მოხდეს და არა დიდი სახელისუფლებო რყევებით. ჩვენ ნუ შევხედავთ ისე, რომ ევროკავშირი მხოლოდ ჩვენზე ფიქრობს და ზრუნავს, მას აქვს თავისი ინტერესები. ის ჩვენ მოგვიაზრებს როგორც სამომავლოდ თავის აქტივს და ამ გადმოსახედიდან მათთვის მთავარია, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა. მათ იციან, რომ სტაბილურობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ცივილიზებულად. მან დაინახა, რომ ჩვენთან არ არსებობს არანირი დიალოგი და დიალოგის გარეშე კრიზისის გადალახვა შეუძლებელია. ამიტომ ის გვაიძულებს ჩარჩოებში მოვექცეთ, გინდა ჩემს ოჯახში?! მაშინ მე მაქვს თამაშის წესები. ჩვენ ხელისუფლებას უნდა, რომ მენტალურად თავი ჰქონდეს რუსეთში და ერთი ადგილი გასათბობად ჰქონდეს ევროპაში. მიშელიც ამას ამბობს, რომ ჩამოყალიბდით რა არის თქვენი არჩევანი“ , - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს თავისი წესები და თუ ჩვენ ხელისუფლებას უნდა ევროკავშირში შესვლა, მაშინ უნდა ითამაშოს მათი წესებით.

"რაც შეეხება ბრიუსელის ჩართულობას ამ პროცესში, შედეგი ექნება იმ შემთხვევაში თუ ჩვენი განვითარების ვექტორად ევროკავშირთან ურთიერთობა იქნება. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ ვექტორი ევროკავშირისკენ და ევროკავშირს აქვს თავისი თამაშის წესები. როდესაც ვიღაცას ეუბნები, რომ შენ ოჯახში უნდა ვიცხოვრო, ის გეუბნება, რომ თუ გინდა, რომ ჩემთან იცხოვრო სახლში უნდა დაიცვა წესები. ის პოზიცია, რომ შენ ოჯახში მინდა ცხოვრება და რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ეს შენი საქმე არ არის, რა თქმა უნდა, არალოგიკურია. შესაბამისად, ხელისუფლების ქმედებები არის გარკვეული ტესტი, რომ მათი მხრიდან განაცხადი ევროკავშირში შესვლაზე, თუ რეალური არჩევანია, მაშინ უნდა ითამაშონ ამ წესებით და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ და არ დაექვემდებარებიან წესებს, მაშინ გამოდის, რომ ეს არის ყალბი არჩევანი და ისინი უბრალოდ გვატყუებენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, გაიმართა. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, საქართველოში სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი და შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

"რადიკალიზმი ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას" - როგორ აფასებს გახარია ჩაშლილ მოლაპარაკებებს?

"დღეს, პატივს მივაგებთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხსოვნას" - რას წერს გიორგი გახარია

"ხელისუფლება იძახდა, - რაც არ უნდა იყოს, მე ამ დოკუმენტს ხელს ვაწერო, ოპოზიციამ თავი შეიკავა რურუას "ქეისის" გამო" - მოლაპარაკების რა დეტალებზე საუბრობს ვახტანგ მეგრელიშვილი