საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაცვის მხარე გვეცოდებოდა, ირონიულ მდგომარეობაში იყვნენ და არ იცოდნენ დასკვნით სიტყვაში რა ელაპარაკათ" - შაქარაშვილის საქმის პროკურორი
"დაცვის მხარე გვეცოდებოდა, ირონიულ მდგომარეობაში იყვნენ და არ იცოდნენ დასკვნით სიტყვაში რა ელაპარაკათ" - შაქარაშვილის საქმის პროკურორი

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, და­ვით ყა­ზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლია, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გარ­და, სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­დოს.

ყა­ზა­რაშ­ვი­ლი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ად­ვო­კა­ტე­ბის კო­მენ­ტა­რებს და აღ­ნიშ­ნა, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რეს ად­ვო­კა­ტე­ბი ეცო­დე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან მათ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სათ­ქმე­ლი არა­ფე­რი ჰქონ­დათ, სა­ჯა­როდ კი, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­სა­გო­ნად სა­უბ­რო­ბენ.

"მინ­და, დაც­ვის მხა­რის კო­მენ­ტა­რებს გა­მო­ვეხ­მა­უ­რო, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ გა­კეთ­და. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გვექ­მნე­ბა, რომ დაც­ვის მხა­რემ ვე­რა­ფე­რი გა­ა­კე­თა სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც ვერ და­ა­ჯე­რა თა­ვი­სი ტყუ­ი­ლი და ახლა უკვე მათი კო­მენ­ტა­რე­ბი იქით­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ოჯახს მა­ინც და­ა­ნა­ხონ, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი თით­ქოს, მათ მიერ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გამ­ყარ­და, რაც რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თურ­მე, სა­მარ­თლებ­რი­ვად გაგ­ვა­ნად­გუ­რა და ბრალ­დე­ბის მხა­რე შე­ე­ცო­და. სა­სა­ცი­ლოა, როცა ასეთ კო­მენ­ტა­რებს აკე­თე­ბენ ად­ვო­კა­ტე­ბი სა­ჯა­როდ. პი­რი­ქით, ჩვენ უფრო გვე­ცო­დე­ბო­და დაც­ვის მხა­რე, როცა ირო­ნი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ და არ იცოდ­ნენ რა ელა­პა­რა­კათ დას­კვნით სი­ტყვა­ში.

დღეს, წერ­ტი­ლი და­ეს­მე­ვა დაც­ვის მხა­რის ამ­დაგ­ვარ სა­უბ­რებს, თუნ­დაც, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში. ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რის სა­ფუძ­ველ­ზე აცხა­დე­ბენ ისი­ნი მსგავს რა­მეს. დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო­ზე თვი­თონ დაც­ვის მხა­რე და­ა­დას­ტუ­რებს იმას, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ჩა­ი­დი­ნეს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის იმ ნა­წილს, რომ­ლებ­მაც სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბა არ მის­ცეს და დღეს აპი­რე­ბენ რომ სათ­ქმე­ლი თქვან, ერ­თა­დერ­თი მო­ლო­დი­ნია, ისი­ნიც ისე იც­რუ­ე­ბენ, რო­გორც ვა­სილ მა­ხა­რა­ძემ და ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილ­მა იც­რუა.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნა­ჩენს, ბრალ­დე­ბის მხა­რე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გარ­და სხვა არა­ფერს ელო­დე­ბა, გა­მო­რი­ცხუ­ლია, სა­სა­მარ­თლომ სხვა გა­ნა­ჩე­ნი და­ა­ყე­ნოს იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ წარ­ვად­გი­ნეთ. ამ საქ­მე­ზე გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის მო­ლო­დი­ნი აბ­სურ­დია",- გა­ნა­ცხა­და ყა­ზა­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბას არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედა­ვე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დაცვის მხარე გვეცოდებოდა, ირონიულ მდგომარეობაში იყვნენ და არ იცოდნენ დასკვნით სიტყვაში რა ელაპარაკათ" - შაქარაშვილის საქმის პროკურორი

"დაცვის მხარე გვეცოდებოდა, ირონიულ მდგომარეობაში იყვნენ და არ იცოდნენ დასკვნით სიტყვაში რა ელაპარაკათ" - შაქარაშვილის საქმის პროკურორი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, შეუძლებელია, აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის გარდა, სხვა გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

ყაზარაშვილი ასევე გამოეხმაურა ადვოკატების კომენტარებს და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს ადვოკატები ეცოდებოდა, ვინაიდან მათ სასამართლო პროცესზე სათქმელი არაფერი ჰქონდათ, საჯაროდ კი, ბრალდებულების ოჯახის წევრების გასაგონად საუბრობენ.

"მინდა, დაცვის მხარის კომენტარებს გამოვეხმაურო, რომელიც საჯაროდ გაკეთდა. ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რომ დაცვის მხარემ ვერაფერი გააკეთა სასამართლო დარბაზში, საზოგადოებასაც ვერ დააჯერა თავისი ტყუილი და ახლა უკვე მათი კომენტარები იქითკენაა მიმართული, რომ ბრალდებულების ოჯახს მაინც დაანახონ, რომ გარკვეული პოზიციები თითქოს, მათ მიერ სასამართლო პროცესზე გამყარდა, რაც რეალობას არ შეესაბამება. ვასილ მამულაშვილმა განაცხადა, რომ თურმე, სამართლებრივად გაგვანადგურა და ბრალდების მხარე შეეცოდა. სასაცილოა, როცა ასეთ კომენტარებს აკეთებენ ადვოკატები საჯაროდ. პირიქით, ჩვენ უფრო გვეცოდებოდა დაცვის მხარე, როცა ირონიულ მდგომარეობაში იყვნენ და არ იცოდნენ რა ელაპარაკათ დასკვნით სიტყვაში.

დღეს, წერტილი დაესმევა დაცვის მხარის ამდაგვარ საუბრებს, თუნდაც, საჯარო სივრცეში. ჩემთვის გაუგებარია, რის საფუძველზე აცხადებენ ისინი მსგავს რამეს. დღევანდელ სასამართლოზე თვითონ დაცვის მხარე დაადასტურებს იმას, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა. რაც შეეხება ბრალდებულების იმ ნაწილს, რომლებმაც სასამართლოში ჩვენება არ მისცეს და დღეს აპირებენ რომ სათქმელი თქვან, ერთადერთი მოლოდინია, ისინიც ისე იცრუებენ, როგორც ვასილ მახარაძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა იცრუა.

რაც შეეხება განაჩენს, ბრალდების მხარე გამამტყუნებელი განაჩენის გარდა სხვა არაფერს ელოდება, გამორიცხულია, სასამართლომ სხვა განაჩენი დააყენოს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აბსურდია",- განაცხადა ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

"თუ საქართველოში ყველა ინსტანცია გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ძმა

"საზოგადოებას შეუქმენით განცდა, რომ მართლა მე მოვკალი გიორგი შაქარაშვილი" - როგორ მიმართა მორაგბე არჩილ გაგნიძემ პროკურორებს?

ცოლის წამების ფაქტზე პროკურატურამ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა  - "4-5 საათი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ხელებით და ფეხებით ურტყამდა"