საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს პარლამენტთან აქცია იმ სულისკვეთების საპირისპიროა, რაც გუშინდელ შეხვედრაზე იყო, ეს გაუგებარია" - ალეკო ელისაშვილი
"დღეს პარლამენტთან აქცია იმ სულისკვეთების საპირისპიროა, რაც გუშინდელ შეხვედრაზე იყო, ეს გაუგებარია" - ალეკო ელისაშვილი

დღე­ვან­დე­ლი დღე და აქ­ცია პარ­ლა­მენ­ტთან იმ სუ­ლის­კვე­თე­ბის სა­პი­რის­პი­როა, რაც გუ­შინ­დელ შეხ­ვედ­რა­ზე იყო. ეს არის გულ­და­სა­წყვე­ტი და გა­უ­გე­ბა­რი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა, დე­პუ­ტატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ასე­თი რან­გის ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის ჩა­მოს­ვლამ გა­ჭე­დილ და ჰა­ერ­ში გა­მო­კი­დე­ბულ მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცესს, მე­ხუ­თე რა­უნდს ახა­ლი ბიძ­გი და სტი­მუ­ლი მის­ცა.

"ეს იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მო­ლა­პა­რა­კე­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს, ძა­ლი­ან მძი­მე დღე­შია ქვე­ყა­ნა და იმის ნაც­ვლად, რომ ხალ­ხის რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე ვფიქ­რობ­დეთ, რამ­დე­ნი­მე თვეა ეს ქვე­ყა­ნა სი­ჯი­უ­ტით, უკომ­პრო­მი­სო­ბით და ერ­თმა­ნე­თი­სად­მი შე­ტე­ვით გავ­ჭე­დეთ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, გუ­შინ რა­ზეც შევ­თან­ხმდით და რაც მთა­ვა­რი მო­წო­დე­ბა იყო, დღე­ვან­დე­ლი დღე და აქ­ცია პა­რალ­მენ­ტთან იმ სუ­ლის­კვე­თე­ბის სა­პი­რის­პი­როა. მო­წო­დე­ბა იყო, რომ იქ­ნებ 2-კვი­რი­ან ვა­და­ში მოხ­დეს რე­ა­ლურ შე­თან­ხმე­ბამ­დე მის­ვლა, მაგ­რამ მა­ნამ­დე გუ­შინ­დე­ლი დღის მთა­ვა­რი შე­თან­ხმე­ბა იყო, ორი­ვე მხა­რემ უნდა შე­არ­ბი­ლოს ტონი, მორ­ჩეს მუშ­ტე­ბის ბრა­ხუნს, უნდა მორ­ჩეს პრო­ვო­კა­ცი­ულ ნა­ბი­ჯებს, დღე­ვან­დე­ლი დღე და აქ­ცია პარ­ლა­მენ­ტთან იმ სუ­ლის­კვე­თე­ბის სა­პი­რის­პი­როა, რაც გუ­შინ­დელ შეხ­ვედ­რა­ზე იყო. ეს არის გულ­და­სა­წყვე­ტი და გა­უ­გე­ბა­რი.

გუ­შინ გვკი­თხა მი­შელ­მა, გულ­წრფე­ლად გვსურს თუ არა შე­თან­ხმე­ბა, თუ გულ­წრფე­ლად გვსურს შე­თან­ხმე­ბა და ყვე­ლამ და­ა­დას­ტუ­რა რომ გვინ­და შე­თან­ხმე­ბა, ჰოდა თუ გინ­დათ შე­თან­ხმე­ბა, მო­დით შევ­თან­ხმდეთ რი­ტო­რი­კის შეც­ვლა­ზე, პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა­ზე და ვთქვით, რომ ვთან­ხმდე­ბით, დღეს გა­ვიღ­ვი­ძეთ და არის აქ­ცია. ჯერ ხომ სა­მარ­ცხვი­ნოა, რომ უცხო­ე­ლე­ბის გა­რე­შე ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბა­რი არ შეგ­ვიძ­ლია, კი­დევ კარ­გი, რომ ისე­თი უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბი გვყავს, რომ­ლე­ბიც გვსვა­ვენ და გვა­ლა­პა­რა­კე­ბენ, ისე­დაც ეს სა­მარ­ცხვი­ნო ამ­ბა­ვი გვჭირს და სი­ტყვის და შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვა ქვეყ­ნის­თვის არის ცუდი“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ამას­თან, რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი იყო ის ფაქ­ტი, რომ გუ­შინ­დელ შეხ­ვედ­რას პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში, თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არ ეს­წრე­ბო­და.

"შარლ მი­შელ­მა პა­ტი­ვი სცა ქარ­თულ ინ­სტი­ტუ­ცი­ებს და სა­დღაც რო­მე­ლი­მე სას­ტუმ­რო­ში კი არ შევ­ხვდით, არა­მედ შევ­ხვდით პრე­ზი­დენ­ტის ადა­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში. ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი იყო, რომ პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში მი­ვე­დით და მას­პინ­ძე­ლი იქ არ დაგ­ვხვდა. აზ­რზე არ ვარ სად იყო, ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი და აუხ­სნე­ლია. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც კი მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას იმ შე­ნო­ბა­ში მომ­ხდა­რა, იყო გუ­შინ­დე­ლი სა­ღა­მო და იქ არ იყო, შე­იძ­ლე­ბა სა­ლო­ბი­ე­ში იყო, რო­გორც ხში­რად ხდე­ბა. რომ ყო­ფი­ლი­ყო იქ­ნე­ბო­და სწო­რი“,- გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
27

მართალი ხარ, ალეკო.

პატრიოტი
6

სასწრაფოდ მოაშორეთ ქვეყანას ის ოპოზიციონერები,რომლებსაც უნდათ დესტაბილიზაცია და არეულობა.მე ,უბრალო ადამიანმა მსგავსი რამე რომ ჩავიდინე,მაშინვე დამიჭერენ.რატომ?რითია ჩემზე უკეთესი მელია უგულავა ხაზარაძე ჯაფარიძე ოქრუაშვილი მაქარაშვილი ნათელაშვილი კუპრავა და სხვები.ყველა დამნაშავე ერთნაირად უნდა დაისაჯონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დღეს პარლამენტთან აქცია იმ სულისკვეთების საპირისპიროა, რაც გუშინდელ შეხვედრაზე იყო, ეს გაუგებარია" - ალეკო ელისაშვილი

"დღეს პარლამენტთან აქცია იმ სულისკვეთების საპირისპიროა, რაც გუშინდელ შეხვედრაზე იყო, ეს გაუგებარია" - ალეკო ელისაშვილი

დღევანდელი დღე და აქცია პარლამენტთან იმ სულისკვეთების საპირისპიროა, რაც გუშინდელ შეხვედრაზე იყო. ეს არის გულდასაწყვეტი და გაუგებარი, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი რანგის ევროპელი პოლიტიკოსის ჩამოსვლამ გაჭედილ და ჰაერში გამოკიდებულ მოლაპარაკების პროცესს, მეხუთე რაუნდს ახალი ბიძგი და სტიმული მისცა.

"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, ძალიან მძიმე დღეშია ქვეყანა და იმის ნაცვლად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე ვფიქრობდეთ, რამდენიმე თვეა ეს ქვეყანა სიჯიუტით, უკომპრომისობით და ერთმანეთისადმი შეტევით გავჭედეთ. სიმართლე გითხრათ, გუშინ რაზეც შევთანხმდით და რაც მთავარი მოწოდება იყო, დღევანდელი დღე და აქცია პარალმენტთან იმ სულისკვეთების საპირისპიროა. მოწოდება იყო, რომ იქნებ 2-კვირიან ვადაში მოხდეს რეალურ შეთანხმებამდე მისვლა, მაგრამ მანამდე გუშინდელი დღის მთავარი შეთანხმება იყო, ორივე მხარემ უნდა შეარბილოს ტონი, მორჩეს მუშტების ბრახუნს, უნდა მორჩეს პროვოკაციულ ნაბიჯებს, დღევანდელი დღე და აქცია პარლამენტთან იმ სულისკვეთების საპირისპიროა, რაც გუშინდელ შეხვედრაზე იყო. ეს არის გულდასაწყვეტი და გაუგებარი.

გუშინ გვკითხა მიშელმა, გულწრფელად გვსურს თუ არა შეთანხმება, თუ გულწრფელად გვსურს შეთანხმება და ყველამ დაადასტურა რომ გვინდა შეთანხმება, ჰოდა თუ გინდათ შეთანხმება, მოდით შევთანხმდეთ რიტორიკის შეცვლაზე, პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავის შეკავებაზე და ვთქვით, რომ ვთანხმდებით, დღეს გავიღვიძეთ და არის აქცია. ჯერ ხომ სამარცხვინოა, რომ უცხოელების გარეშე ერთმანეთთან საუბარი არ შეგვიძლია, კიდევ კარგი, რომ ისეთი უცხოელი მეგობრები გვყავს, რომლებიც გვსვავენ და გვალაპარაკებენ, ისედაც ეს სამარცხვინო ამბავი გვჭირს და სიტყვის და შეთანხმების დარღვევა ქვეყნისთვის არის ცუდი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ძალიან უცნაური იყო ის ფაქტი, რომ გუშინდელ შეხვედრას პრეზიდენტის სასახლეში, თავად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა.

"შარლ მიშელმა პატივი სცა ქართულ ინსტიტუციებს და სადღაც რომელიმე სასტუმროში კი არ შევხვდით, არამედ შევხვდით პრეზიდენტის ადამინისტრაციის შენობაში. ძალიან უცნაური იყო, რომ პრეზიდენტის სასახლეში მივედით და მასპინძელი იქ არ დაგვხვდა. აზრზე არ ვარ სად იყო, ძალიან უხერხული და აუხსნელია. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი მისი პრეზიდენტობისას იმ შენობაში მომხდარა, იყო გუშინდელი საღამო და იქ არ იყო, შეიძლება სალობიეში იყო, როგორც ხშირად ხდება. რომ ყოფილიყო იქნებოდა სწორი“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ზილფიმიანი გამოდის ინიციატივით, რომ პატრულის  მანქანებს  "თი პი პი" ეწეროს - "ანუ თავაზიანობა, პროფესიონალიზმი და პატივისცემა"

ფრიდონ ინჯია ინიციატივით გამოდის, რომ მაგისტრალებზე დაშვებული სიჩქარე 130 კმ/სთ-მდე გაიზარდოს

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"