საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვერსალის ზავი იქნება" - რა განცხადებები გააკეთეს მხარეებმა შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე
"მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვერსალის ზავი იქნება" - რა განცხადებები გააკეთეს მხარეებმა შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი წა­რი­მარ­თოს კონ­სტრუქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისე­თი შე­დე­გის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის.

"ჩვენ ვა­პი­რებთ იმას, რომ დი­ა­ლოგ­ში მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი წა­რი­მარ­თოს კონ­სტრუქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში, ვე­სა­უბ­როთ ერ­თმა­ნეთს, გვქონ­დეს დი­ა­ლო­გი და რა თქმა უნდა, მი­ვაღ­წი­ოთ იმ შე­დეგს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის იქ­ნე­ბა სა­სი­კე­თო", - გა­ნა­ცხა­და ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, ოპო­ზი­ცი­ას მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად მო­უ­წევს ისე­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას, რაც აქამ­დე არ უფიქ­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე პლე­ბის­ციტს, მისი თქმით, „სულ რომ ვი­ღაც ობი­ექ­ტუ­რად ფიქ­რობ­დეს, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი იყო, ასეთ სა­კი­თხებ­ზე პლე­ბის­ცი­ტი, რო­გორც წესი, არ ტარ­დე­ბა“.

„ცხე­ლი დღე­ე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გი ის იქ­ნე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ას მო­უ­წი­ოს და მგო­ნია, მო­უ­წევს, ერთი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ნა­ბი­ჯის გად­მოდ­გმა მა­ინც. თუ ერთი ნა­ბი­ჯის გად­მოდ­გმა მო­უ­წევს, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით ამან შე­იძ­ლე­ბა შე­ხე­ბის და გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლე­ბი უფრო მეტი იპო­ვოს, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ერ სხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­დე­გი იმ მო­ლა­პა­რა­კე­ბის, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვაა, შე­იძ­ლე­ბა იყოს პო­ზი­ტი­უ­რი, რად­გან ოპო­ზი­ცი­ას მო­უ­წევს ახლა უკვე რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, ერთი ნა­ბი­ჯის გად­მოდ­გმა მა­ინც, რაც აქამ­დე არც უფიქ­რია“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

„ლე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, "და­ი­წყო მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცე­სი, ვა­დაც გან­სა­ზღვრუ­ლია - ორ კვი­რა­ში უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ორი­ვე მხა­რე, რომ შე­თან­ხმე­ბა მოხ­დეს იმ პი­რო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც ოპო­ზი­ცია აყე­ნებს.

მისი თქმით, ყვე­ლა ძა­ლის­მე­ვა უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რათა ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნოს.

„ყვე­ლა ძა­ლის­ხმე­ვა უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გა­და­იტ­ვირ­თოს, და­ი­ნიშ­ნოს ახა­ლი არჩვე­ნე­ბი, ქვე­ყა­ნა­ში დამ­თავ­რდეს პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა და და­ვი­წყოთ ქვეყ­ნის კრი­ზი­სი­დან გა­მოყ­ვა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დე­რის, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა ფაქ­ტობ­რი­ვად სა­კუ­თარ ხელ­ში აიღო ამ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვა.

რო­გორც სა­მა­დაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ის, რომ ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი ევ­რო­კავ­შირს უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე აჰ­ყავს.

"ჩვენ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სრუ­ლი­ად სხვა სიბ­რტყე­ში გა­დავ­დი­ვართ და შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­კავ­ში­რის ჩარ­თუ­ლო­ბა იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი დო­ნის. ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ზე­წო­ლა იქ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და მყა­რი. მე იმე­დი მაქვს, რომ ეს ზე­წო­ლა შე­დეგს გა­მო­ი­ღებს და ამ ახა­ლი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­ცე­სით მი­ვალთ იმ შე­დე­გამ­დე, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს ამ პო­ლი­ტი­კუ­რი კი­რი­ზი­სი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად სჭირ­დე­ბა. თქვენ იცით ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც ცნო­ბი­ლია, ეს არის პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის - ნიკა მე­ლი­ას და გი­ორ­გი რუ­რუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ახალ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა. ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა ფაქ­ტობ­რი­ვად სა­კუ­თარ ხელ­ში აიღო ამ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვა. ამა­ზე უფრო მა­ღა­ლი დო­ნის ჩარ­თუ­ლო­ბა ევ­რო­პის მხრი­დან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სის და­სა­წყი­სი.

ჩვე­ნი პო­ზი­ცია ცნო­ბი­ლია, თუ არ მოხ­დე­ბა მხა­რე­ე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა, ცხა­დია, ვე­რა­ნა­ი­რი პრო­ცე­სი შე­დეგს ვერ გა­მო­ი­ღებს. ვაგ­რძე­ლებთ მწვა­ვე პრო­ტესტს მი­ტა­ცე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვფიქ­რობ, რომ ჩნდე­ბა სივ­რცე იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა ამ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მო­ვი­დეს ისე, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არ დარ­ჩეს ის სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­საც ამ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გაღ­რმა­ვე­ბა და გამ­წვა­ვე­ბა სურს და ზო­გა­დად, ქვეყ­ნის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია. ასე­თი სა­ხელ­მწი­ფო არის ერ­თა­დერ­თი და მას ჰქვია რუ­სე­თი", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა.

„გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ ლი­დე­რის, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ახლა იწყე­ბა. რო­გორც ჯა­ფა­რი­ძე აცხა­დებს, შეხ­ვედ­რა­ზე ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან გზავ­ნი­ლე­ბი იგი­ვე იქ­ნე­ბა.

"იგი­ვე გზავ­ნი­ლე­ბი იქ­ნე­ბა, რაც აქამ­დე იყო. მაგ მხრივ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ახლა იწყე­ბა, ვნა­ხოთ. ვერ­სა­ლის ზავი იქ­ნე­ბა", - აცხა­დებს ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე.

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რის, და­ვით ბაქ­რა­ძის თქმით კი, შარლ მი­შე­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვამ ჩა­ერ­თოს მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში, არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა შეც­ვა­ლა.

„ასე­თი რან­გის ევ­რო­პე­ლი სტუმ­რის შე­მო­თა­ვა­ზე­ბამ შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ და მის­მა მზად­ყოფ­ნამ, რომ პი­რა­დად ჩა­ერ­თოს ამ დი­ა­ლოგ­ში და აი­ღოს შუ­ა­მავ­ლის ფუნ­ქცია, შექ­მნა ახა­ლი რე­ა­ლო­ბა და შექ­მნა იმის შან­სი, რომ მი­უ­ხე­და­ვად ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბი­სა, რი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პრაქ­ტი­კუ­ლად და­ხუ­რა დი­ა­ლო­გის კარი და პერ­სპექ­ტი­ვა, დღეს ეს შეხ­ვედ­რა შედ­გეს. ამი­ტომ შევ­დი­ვართ ამ შეხ­ვედ­რა­ზე.

პირ­ვე­ლი, რაც იქ­ნე­ბა ჩემი პი­რა­დი პო­ზი­ცია გახ­ლავთ ის, რაც ამ კვი­რა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­ფუ­ჭა, ეს არის ნიკა მე­ლი­ას გა­მოშ­ვე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შე­წყვე­ტა, მათ შო­რის გი­ორ­გი რუ­რუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამის შემ­დეგ და­ვუბ­რუნ­დეთ იმ პო­ლი­ტი­კურ სტა­ტუს-კვოს, რთულს, მაგ­რამ იმ სტა­ტუს-კვოს, როცა ჩვენ დე­კემ­ბერ­ში ვა­ხერ­ხებ­დით პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე სა­უ­ბარს. ეს სტა­ტუს-კვო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ კვი­რა­ში ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბით და­ან­გრია. ამი­ტომ, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხი იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი თემა, რა­საც შემ­დეგ გა­და­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში, უნდა მოყ­ვეს ყვე­ლა სხვა სა­კი­თხი. ბუ­ნებ­რი­ვია რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

შე­კი­თხვა­ზე, რო­დის შე­იძ­ლე­ბა მი­აღ­წი­ონ მხა­რე­ებ­მა შე­თან­ხმე­ბას, ბაქ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე.

„და­მო­კი­დე­ბუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მზად­ყოფ­ნა­ზე და იმა­ზე, რამ­დე­ნად ეს­მით ჩარ­თულ მხა­რე­ებს რამ­დე­ნად მძი­მე და კრი­ზი­სუ­ლი ვი­თა­რე­ბაა ქვე­ყა­ნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ კი­დევ ერთი ლი­დე­რის, გიგა ბო­კე­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცია მზად არის ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის, შარლ მი­შე­ლის ჩარ­თუ­ლო­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რებს შეხ­ვდეს, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, „მმარ­თველ გუნდთან შეხ­ვედ­რის შე­დე­გად პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი სწრა­ფად უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ“.

„ჩვენ სა­ჯა­როდ მო­ვის­მი­ნეთ ეს წი­ნა­და­დე­ბა ჩვე­ნი მა­ღა­ლი რან­გის ევ­რო­პუ­ლი სტუმ­რის­გან. რა თქმა უნდა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ოპო­ზი­ცია მზად არის ამ პრო­ცე­სის სწრა­ფად და­წყე­ბის და დღეს­ვე შე­საძ­ლო შეხ­ვედ­რის­თვის, თუმ­ცა ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლას ეს­მის, რომ ეს პრო­ცე­სი ვერ იქ­ნე­ბა რუ­ტი­ნა, პა­რა­ლე­ლუ­რად პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი ცი­ხე­ში ვერ ის­ხდე­ბი­ან.

შეხ­ვედ­რამ შე­დე­გად უნდა გა­მო­ი­ღოს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სწრა­ფად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და რე­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნი სა­უბ­რის და­წყე­ბა ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­კენ სვლა­ზე.

ევ­რო­კავ­ში­რის ასე­თი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის პირ­და­პი­რი ჩარ­თუ­ლო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის საქ­მე­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და პო­ზი­ტი­უ­რი ამ­ბა­ვია.

მისი სა­ჯა­რო გზავ­ნი­ლე­ბი, რაც მო­ვის­მი­ნეთ, პირ­და­პირ იყო აღ­წე­რა იმ რე­ა­ლო­ბის, რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი უარ­ყოფ­და. პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სია, რაც მან თქვა.

მე­ო­რეა, სა­სა­მარ­თლოს პრობ­ლე­მა და კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბი, რო­მელ­თა გა­და­წყვე­ტის გა­რე­შე სა­უ­ბა­რი ვერ იქ­ნე­ბა გან­მუხ­ტვა­ზე“, - აცხა­დებს გიგა ბო­კე­რია.

ცნო­ბის­თვის, შარლ მი­შე­ლის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში გა­ი­მარ­თე­ბა. შეხ­ვედ­რა 20:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა შარლ მი­შელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას დღეს შეხ­ვედ­რა შეს­თა­ვა­ზა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, "დად­გა დრო, ფა­სი­ლი­ტა­ცი­ი­დან გა­და­ვი­დეთ მე­დი­ა­ცი­ა­ზე". სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კი მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა, ევ­რო­პის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის, შარლ მი­შე­ლის წი­ნა­და­დე­ბას და­თან­ხმდეს და დღეს ოპო­ზი­ცი­ას­თან ერ­თად შეხ­ვედ­რას და­ეს­წროს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მინიშნება
8

ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატია აგებულია კანონის უზენაესობის დაცვასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, ერთადერთი პოლიტიკოსი, ვინც რეალურად აცნობიერებს რა არის ძირითადი პრობლემები, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს ეს არის გიგა ბოკერია.

satana
0

ტაკიმასხრების შოუ!!! რეჟისორი შარლ მიშელი. შეხვედრა ბიძია თომას ქოხში!!! ხარჯები ბედკრული საქართველოსი!!!

ავტორი:

"მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვერსალის ზავი იქნება" - რა განცხადებები გააკეთეს მხარეებმა შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე

"მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვერსალის ზავი იქნება" - რა განცხადებები გააკეთეს მხარეებმა შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე

“ქართული ოცნებისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესები წარიმართოს კონსტრუქციულ რეჟიმში, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია ისეთი შედეგის მიღება, რომელიც სასიკეთო იქნება ქვეყნისთვის.

"ჩვენ ვაპირებთ იმას, რომ დიალოგში მივიღოთ მონაწილეობა. "ქართული ოცნებისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესები წარიმართოს კონსტრუქციულ რეჟიმში, ვესაუბროთ ერთმანეთს, გვქონდეს დიალოგი და რა თქმა უნდა, მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, ოპოზიციას მოლაპარაკებების შედეგად მოუწევს ისეთი ნაბიჯი გადადგას, რაც აქამდე არ უფიქრია.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების თაობაზე პლებისციტს, მისი თქმით, „სულ რომ ვიღაც ობიექტურად ფიქრობდეს, რომ არჩევნებზე სერიოზული ხარვეზები იყო, ასეთ საკითხებზე პლებისციტი, როგორც წესი, არ ტარდება“.

„ცხელი დღეების პოზიტიური შედეგი ის იქნება, რომ შეიძლება ოპოზიციას მოუწიოს და მგონია, მოუწევს, ერთი რაციონალური ნაბიჯის გადმოდგმა მაინც. თუ ერთი ნაბიჯის გადმოდგმა მოუწევს, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ამან შეიძლება შეხების და გადაკვეთის წერტილები უფრო მეტი იპოვოს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, შედეგი იმ მოლაპარაკების, რომელიც ჩვენი მეგობრების ინიციატივაა, შეიძლება იყოს პოზიტიური, რადგან ოპოზიციას მოუწევს ახლა უკვე რაციონალური, ერთი ნაბიჯის გადმოდგმა მაინც, რაც აქამდე არც უფიქრია“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით კი, "დაიწყო მედიაციის პროცესი, ვადაც განსაზღვრულია - ორ კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარე, რომ შეთანხმება მოხდეს იმ პირობებთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიცია აყენებს.

მისი თქმით, ყველა ძალისმევა უნდა იყოს გამოყენებული, რათა ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნოს.

„ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიტვირთოს, დაინიშნოს ახალი არჩვენები, ქვეყანაში დამთავრდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება და დავიწყოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ფაქტობრივად საკუთარ ხელში აიღო ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე აჰყავს.

"ჩვენ მოლაპარაკებების სრულიად სხვა სიბრტყეში გადავდივართ და შესაბამისად, ევროკავშირის ჩართულობა იქნება სრულიად სხვა პოლიტიკური დონის. ევროკავშირის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა იქნება გაცილებით უფრო კოორდინირებული და მყარი. მე იმედი მაქვს, რომ ეს ზეწოლა შედეგს გამოიღებს და ამ ახალი განახლებული პროცესით მივალთ იმ შედეგამდე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ამ პოლიტიკური კირიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება. თქვენ იცით ჩვენი მოთხოვნები და პრიორიტეტები, ეს საზოგადოებისთვისაც ცნობილია, ეს არის პოლიტპატიმრების - ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ფაქტობრივად საკუთარ ხელში აიღო ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ამაზე უფრო მაღალი დონის ჩართულობა ევროპის მხრიდან წარმოუდგენელია. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი.

ჩვენი პოზიცია ცნობილია, თუ არ მოხდება მხარეების პოზიციების დაახლოება, ცხადია, ვერანაირი პროცესი შედეგს ვერ გამოიღებს. ვაგრძელებთ მწვავე პროტესტს მიტაცებული არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ჩნდება სივრცე იმისთვის, რომ ქვეყანა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს ისე, რომ გამარჯვებული არ დარჩეს ის სახელმწიფო, რომელსაც ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება და გამწვავება სურს და ზოგადად, ქვეყნის დესტაბილიზაცია. ასეთი სახელმწიფო არის ერთადერთი და მას ჰქვია რუსეთი", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით კი, მოლაპარაკებები ახლა იწყება. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, შეხვედრაზე ოპოზიციის მხრიდან გზავნილები იგივე იქნება.

"იგივე გზავნილები იქნება, რაც აქამდე იყო. მაგ მხრივ არაფერი შეცვლილა, მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვნახოთ. ვერსალის ზავი იქნება", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით კი, შარლ მიშელის ინიციატივამ ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში, არსებული რეალობა შეცვალა.

„ასეთი რანგის ევროპელი სტუმრის შემოთავაზებამ შეხვედრის შესახებ და მისმა მზადყოფნამ, რომ პირადად ჩაერთოს ამ დიალოგში და აიღოს შუამავლის ფუნქცია, შექმნა ახალი რეალობა და შექმნა იმის შანსი, რომ მიუხედავად ნიკა მელიას დაკავებისა, რითაც ხელისუფლებამ პრაქტიკულად დახურა დიალოგის კარი და პერსპექტივა, დღეს ეს შეხვედრა შედგეს. ამიტომ შევდივართ ამ შეხვედრაზე.

პირველი, რაც იქნება ჩემი პირადი პოზიცია გახლავთ ის, რაც ამ კვირაში ხელისუფლებამ გააფუჭა, ეს არის ნიკა მელიას გამოშვება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლება. ამის შემდეგ დავუბრუნდეთ იმ პოლიტიკურ სტატუს-კვოს, რთულს, მაგრამ იმ სტატუს-კვოს, როცა ჩვენ დეკემბერში ვახერხებდით პოლიტიკურ თემებზე საუბარს. ეს სტატუს-კვო ხელისუფლებამ ამ კვირაში ნიკა მელიას დაპატიმრებით დაანგრია. ამიტომ, პოლიტპატიმრების საკითხი იქნება პირველი თემა, რასაც შემდეგ გადაწყვეტის შემთხვევაში, უნდა მოყვეს ყველა სხვა საკითხი. ბუნებრივია რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა ბაქრაძემ.

შეკითხვაზე, როდის შეიძლება მიაღწიონ მხარეებმა შეთანხმებას, ბაქრაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული დამოკიდებულია ხელისუფლებაზე.

„დამოკიდებულია ხელისუფლების მზადყოფნაზე და იმაზე, რამდენად ესმით ჩართულ მხარეებს რამდენად მძიმე და კრიზისული ვითარებაა ქვეყანაში“, - განაცხადა ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია მზად არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით ხელისუფლების წევრებს შეხვდეს, თუმცა, მისივე თქმით, „მმართველ გუნდთან შეხვედრის შედეგად პოლიტპატიმრები სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ“.

„ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ ეს წინადადება ჩვენი მაღალი რანგის ევროპული სტუმრისგან. რა თქმა უნდა, დემოკრატიული ოპოზიცია მზად არის ამ პროცესის სწრაფად დაწყების და დღესვე შესაძლო შეხვედრისთვის, თუმცა ბუნებრივია, ყველას ესმის, რომ ეს პროცესი ვერ იქნება რუტინა, პარალელურად პოლიტპატიმრები ციხეში ვერ ისხდებიან.

შეხვედრამ შედეგად უნდა გამოიღოს პოლიტპატიმრების სწრაფად გათავისუფლება და რეალური საქმიანი საუბრის დაწყება ვადამდელი არჩევნებისკენ სვლაზე.

ევროკავშირის ასეთი მაღალი თანამდებობის პირის პირდაპირი ჩართულობა პოლიტიკური კრიზისის საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ამბავია.

მისი საჯარო გზავნილები, რაც მოვისმინეთ, პირდაპირ იყო აღწერა იმ რეალობის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი უარყოფდა. პოლიტიკური კრიზისია, რაც მან თქვა.

მეორეა, სასამართლოს პრობლემა და კონკრეტული საქმეები, რომელთა გადაწყვეტის გარეშე საუბარი ვერ იქნება განმუხტვაზე“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის ორბელიანების სასახლეში გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრა შესთავაზა. როგორც მან აღნიშნა, "დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე". საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი მზადყოფნა გამოთქვა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს.

"ვიდრე დასავლეთი არ დაადგა თავზე, ისე ვერ მივიდნენ სალაპარაკოდ - სამარცხვინოა" - როგორ აფასებენ შარლ მიშელის მიერ მედიატორის დანიშვნის ფაქტს

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას" - ნათია თურნავა "ნამახვანჰესზე"

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"