სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ითქვა, რომ ბიჭებს RGD-ს ტიპის ხელყუმბარა აუფეთქდათ, ზოგი ამბობს იპოვესო, ზოგმა თქვა - თან ჰქონდათო" - რა მოხდა გარდაბანში, სადაც აფეთქებას მოზარდი ემსხვერპლა
"ითქვა, რომ ბიჭებს RGD-ს ტიპის ხელყუმბარა აუფეთქდათ, ზოგი ამბობს იპოვესო, ზოგმა თქვა - თან ჰქონდათო" - რა მოხდა გარდაბანში, სადაც აფეთქებას მოზარდი ემსხვერპლა

დღეს გარ­და­ბან­ში, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ორი ძმა და­შავ­და, ერთი მათ­გა­ნი - კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნი­სას გარ­და­იც­ვა­ლა. უმ­ცროს ძმას კი ამ­ჟა­მად ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა."ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ ექი­მის ნონა ასა­თი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, 9 წლის მო­ზარდს კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნის დროს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და, რაც სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მე­ო­რე - 7 წლის ბი­ჭის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი სტა­ბი­ლუ­რია და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

“რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე შემ­თხვე­ვას, იქ ძა­ლი­ან რთუ­ლი შემ­თხვე­ვა იყო. ბავ­შვი შე­მო­ვი­და ისე, რომ პულ­სი და წნე­ვა არ ესინ­ჯე­ბო­და, ჰქონ­და მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა“, - გა­ნა­ცხა­და ნონა ასა­თი­ან­მა.

შსს-მ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 229-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც აფეთ­ქე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ambebi.ge-ს გარ­დაბ­ნის მკვიდ­რი შემ­დეგს უყ­ვე­ბა:

“ბავ­შვე­ბი გაკ­ვე­თი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, და­უ­სახ­ლე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მინ­დორ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მათ RGD-ს ტი­პის ხელ­ყუმ­ბა­რა აუ­ფეთ­ქდათ. არ ვი­ცით, სა­ი­დან აღ­მო­აჩ­ნდათ, ზოგი ამ­ბობს იპო­ვეს, ზოგ­მა თქვა - თან ჰქონ­და­თო. აფეთ­ქე­ბამ უფ­როს ძმას, მუც­ლის არე გა­უფ­ლი­თა, კლი­ნი­კა­ში ცო­ცხალ-მკვდა­რი მი­იყ­ვა­ნეს და ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. უმ­ცრო­სის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე არაა და ექი­მე­ბი გვა­ი­მე­დე­ბენ, რომ გა­დარ­ჩე­ბა. ძმე­ბი ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი არი­ან და გარ­დაბ­ნის მე-3 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლო­ბენ”.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ითქვა, რომ ბიჭებს RGD-ს ტიპის ხელყუმბარა აუფეთქდათ, ზოგი ამბობს იპოვესო, ზოგმა თქვა - თან ჰქონდათო" - რა მოხდა გარდაბანში, სადაც აფეთქებას მოზარდი ემსხვერპლა

"ითქვა, რომ ბიჭებს RGD-ს ტიპის ხელყუმბარა აუფეთქდათ, ზოგი ამბობს იპოვესო, ზოგმა თქვა - თან ჰქონდათო" - რა მოხდა გარდაბანში, სადაც აფეთქებას მოზარდი ემსხვერპლა

დღეს გარდაბანში, აფეთქების შედეგად ორი ძმა დაშავდა, ერთი მათგანი - კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა. უმცროს ძმას კი ამჟამად ოპერაცია უტარდება."ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმის ნონა ასათიანის განცხადებით, 9 წლის მოზარდს კლინიკაში შეყვანის დროს მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. აფეთქების შედეგად დაშავებული მეორე - 7 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“რაც შეეხება მეორე შემთხვევას, იქ ძალიან რთული შემთხვევა იყო. ბავშვი შემოვიდა ისე, რომ პულსი და წნევა არ ესინჯებოდა, ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები, რომლებიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა ნონა ასათიანმა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.

ambebi.ge-ს გარდაბნის მკვიდრი შემდეგს უყვება:

“ბავშვები გაკვეთილების დასრულების შემდეგ, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, მინდორში იმყოფებოდნენ, სადაც აფეთქება მოხდა. როგორც ამბობენ, მათ RGD-ს ტიპის ხელყუმბარა აუფეთქდათ. არ ვიცით, საიდან აღმოაჩნდათ, ზოგი ამბობს იპოვეს, ზოგმა თქვა - თან ჰქონდათო. აფეთქებამ უფროს ძმას, მუცლის არე გაუფლითა, კლინიკაში ცოცხალ-მკვდარი მიიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. უმცროსის მდგომარეობა მძიმე არაა და ექიმები გვაიმედებენ, რომ გადარჩება. ძმები ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან და გარდაბნის მე-3 საჯარო სკოლაში სწავლობენ”.

მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით შიდა ქართლში მასწავლებელი დააკავეს

"მშობელი არასრულწლოვან შვილს მოწყალების მიღებას და დღეში მისთვის 50 ლარის მიტანას აიძულებდა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

"უკვე დაცვის მხარესაც აღარ ეპარება ეჭვი, რომ ხუთივე ბრალდებულმა ჩაიდინა მკვლელობა" - შაქარაშვილის საქმის პროკურორი