მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობელი არასრულწლოვან შვილს მოწყალების მიღებას და დღეში მისთვის 50 ლარის მიტანას აიძულებდა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა
"მშობელი არასრულწლოვან შვილს მოწყალების მიღებას და დღეში მისთვის 50 ლარის მიტანას აიძულებდა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ არას­რულ­წლოვ­ნის შრო­მი­თი ტრე­ფი­კინ­გის ფაქ­ტზე პ.მ-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ პ.მ-მ სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, შე­ი­მუ­შა­ვა არას­რულ­წლოვ­ნის შრო­მი­თი ტრე­ფი­კინ­გის გეგ­მა და 2009 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.მ,-ს სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ მის­თვის ყო­ველ დღე 50 ლა­რის მი­ტა­ნა და­უ­წე­სა.

"ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მიზ­ნით, მას­ზე მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და სხვაგ­ვა­რად და­მო­კი­დე­ბულ არას­რულ­წლო­ვან შვილს, 2009 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.მ,-ს 2015 წლი­დან 2021 წლის იან­ვრის ჩათ­ვლით უწევ­და შრო­მით ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას. პ.მ. ნ.მ-ს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბით, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლით, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით აი­ძუ­ლებ­და თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა ქუ­ჩებ­ში, დღის სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვეთ­ში მო­წყა­ლე­ბის მი­ღე­ბის თხოვ­ნას და სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბის გა­ყიდ­ვას. ამას­თან, სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ და­უ­წე­სა მის­თვის ყო­ველ დღე 50 ლა­რის მი­ტა­ნა, მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნ.მ-ზე ძა­ლა­დობ­და ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ემუქ­რე­ბო­და ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და აი­ძუ­ლებ­და ან­ტი­სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბის (მო­წყა­ლე­ბის მი­ღე­ბის) გაგ­რძე­ლე­ბას.

არას­რულ­წლოვ­ნის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით შეგ­რო­ვე­ბულ თან­ხებს კი თა­ვად ისა­კუთ­რებ­და და გან­კარ­გავ­და თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ. პ.მ-ს მიერ ნ.მ-ს ან­ტი­სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ქმე­დე­ბა­ში ჩაბ­მით, შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, ზი­ან­დე­ბო­და არას­რულ­წლოვ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა, ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბა. ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, პ.მ-მ აღი­ა­რა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი და თავი დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, პ.მ-ს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე სე­კუნ­და მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლის "ბ“ და „ე“ ქვე­პუნ­ქტე­ბით არას­რულ­წლოვ­ნით ვაჭ­რო­ბა (ტრე­ფი­კინ­გი), არას­რულ­წლოვ­ნის გა­და­ბი­რე­ბა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მიზ­ნით, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით მას­ზე მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და სხვაგ­ვა­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი იძუ­ლე­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით და ასე­თი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 14-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ბრალ­დე­ბულს სხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­კუ­რა­ტუ­რა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის თა­რი­ღის გან­სა­ზღვრის შე­სა­ხებ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ტრე­ფი­კი­ო­რე­ბის მი­მართ მკაცრ სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კას ატა­რებს. შრო­მი­თი ტრე­ფი­კინ­გის ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და აღ­კვე­თის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შექ­მნი­ლია შრო­მი­თი ტრე­ფი­კინ­გის ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნის, პრე­ვენ­ცი­ი­სა და აღ­კვე­თის სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა ტრე­ფი­კინგთან ეფექ­ტი­ა­ნად ბრძო­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკა
0

ნეტავ მეტროში ჩაიხედეთ რა ხდება თაობები იზრდება ამ საქმიანობით,,,ხედავს ვინმე???

ავტორი:

"მშობელი არასრულწლოვან შვილს მოწყალების მიღებას და დღეში მისთვის 50 ლარის მიტანას აიძულებდა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

"მშობელი არასრულწლოვან შვილს მოწყალების მიღებას და დღეში მისთვის 50 ლარის მიტანას აიძულებდა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე პ.მ-ს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პ.მ-მ სარგებლის მიღების მიზნით, შეიმუშავა არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის გეგმა და 2009 წელს დაბადებულ ნ.მ,-ს სავალდებულოდ მისთვის ყოველ დღე 50 ლარის მიტანა დაუწესა.

"ექსპლუატაციის მიზნით, მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულ არასრულწლოვან შვილს, 2009 წელს დაბადებულ ნ.მ,-ს 2015 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით უწევდა შრომით ექსპლუატაციას. პ.მ. ნ.მ-ს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, დღის სხვადასხვა მონაკვეთში მოწყალების მიღების თხოვნას და სხვადასხვა ნივთების გაყიდვას. ამასთან, სავალდებულოდ დაუწესა მისთვის ყოველ დღე 50 ლარის მიტანა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ნ.მ-ზე ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ემუქრებოდა ძალადობის გამოყენებით და აიძულებდა ანტისაზოგადოებრივი ქმედების (მოწყალების მიღების) გაგრძელებას.

არასრულწლოვნის მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს კი თავად ისაკუთრებდა და განკარგავდა თავისი შეხედულებისამებრ. პ.მ-ს მიერ ნ.მ-ს ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმით, შრომითი ექსპლუატაციის განხორციელების შედეგად, ზიანდებოდა არასრულწლოვნის ჯანმრთელობა, ფიზიკური და სულიერი განვითარება. ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობის შემდეგ, პ.მ-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული და თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პ.მ-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), არასრულწლოვნის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ჩადენილი იძულებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბრალდებულს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში შეფარდებული აქვს პატიმრობა. შესაბამისად, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ.

საქართველოს პროკურატურა ტრეფიკიორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შექმნილია შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა ტრეფიკინგთან ეფექტიანად ბრძოლის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"თუ საქართველოში ყველა ინსტანცია გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ძმა

"საზოგადოებას შეუქმენით განცდა, რომ მართლა მე მოვკალი გიორგი შაქარაშვილი" - როგორ მიმართა მორაგბე არჩილ გაგნიძემ პროკურორებს?

ცოლის წამების ფაქტზე პროკურატურამ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა  - "4-5 საათი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ხელებით და ფეხებით ურტყამდა"