მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის 4 მთავარი გზავნილი საქართველოს - რას აცხადებს შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის 4 მთავარი გზავნილი საქართველოს - რას აცხადებს შარლ მიშელი

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რობს. მან უკვე გა­მარ­თა შეხ­ვედ­რა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან სეხ­ვედ­რის შემ­დეგ კი ვრცე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. ვნა­ხოთ შარლ მი­შე­ლის ხუთი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი:

  • ევ­რო­კავ­შირს სურს დარ­ჩეს სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით

"ჩემი დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა აქ ისე­ვე, რო­გორც გუ­შინ­დე­ლი შეხ­ვედ­რა მოლ­დო­ვა­ში და ხვა­ლინ­დე­ლი უკ­რა­ი­ნა­ში, არის პარტნი­ო­რო­ბის მე­სი­ჯი. ევ­რო­კავ­შირს სურს დარ­ჩეს სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით, და­იც­ვას თქვე­ნი სუ­ვე­რე­ნო­ბა, თქვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა. ვი­ცით, რომ რე­გი­ო­ნი არის ძა­ლი­ან კომ­პლექ­სუ­რი. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ იმ ამ­ბი­ცი­ებს, რომ შემ­დეგ რე­ფორ­მე­ბი და კო­ვიდ 19-ის კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც გვი­ტევს აქაც და მთელ მსოფ­ლი­ო­ში, და­ვას­ტა­ბი­ლუ­როთ.

მინ­და, რომ აქ ყოფ­ნით ვი­სარ­გებ­ლო და კი­დევ ერთხელ გა­მო­გი­ცხა­დოთ ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან მე­გობ­რო­ბის მე­სი­ჯი", - გა­ნა­ცხა­და შარ მი­შელ­მა.

  • სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი "ევ­რო­კავ­შირს აშ­ფო­თებს"

"რო­გორც თქვენ იცით, ჩემი ვი­ზი­ტი არის პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე. ეს რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან აშ­ფო­თებს ევ­რო­კავ­შირ­საც და მეც პი­რა­დად. ევ­რო­კავ­ში­რი მო­უ­წო­დებს ყვე­ლა მხა­რეს, რომ ინ­ტენ­სი­უ­რად იმუ­შა­ონ იმა­ზე, რომ მოხ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა. ოპო­ზი­ცი­ა­სა და მთავ­რო­ბას­თან ჩემი შეხ­ვედ­რის დროს პო­ლი­ტი­კურ მხა­რე­ებს პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი მოქ­მე­დე­ბის­კენ მო­ვუ­წო­დებ.

დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მე სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა შევ­ხვდე და მქონ­დეს გულ­წრფე­ლი და ღია სა­უ­ბა­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან. ვიცი, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტე­ბი სა­ჭი­რო­ებს აუ­ცი­ლებ­ლად "ლი­დერ­შიპს“, სა­ჭი­რო­ებს ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა მხა­რის ჩარ­თუ­ლო­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა იმის­თვის, რომ ეს გა­მოწ­ვე­ვა მი­ი­ღოს, კონ­სო­ლი­დი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ბა­ზე­ბის არა მხო­ლოდ იმ კავ­შირ­ში, რო­მე­ლიც ევ­რო­პას­თან აქვს, არა­მედ თა­ვი­სი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ბა­ზე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­აც შედ­გეს, რათა და­ცუ­ლი იყოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სურ­ვი­ლე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს, პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა შე­იქ­მნას, რო­მე­ლიც ღია დე­მოკ­რა­ტი­ით იქ­ნე­ბა გამ­ყა­რე­ბუ­ლი", - ამ­ბობს ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი.

  • ევ­რო­კავ­ში­რი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას

"მინ­და, კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რო ევ­რო­კავ­ში­რის მყა­რი დახ­მა­რე­ბა და მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მთლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, მე მექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დე­მარ­კა­ცი­ის ხა­ზამ­დე მი­ვი­დე, "სამ­ხრეთ ოსე­თის“ ტე­რი­ტო­რი­ას­თან. კი­დევ ერთი შეხ­სე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერ­თი­ა­ნო­ბა, ძი­რი­თად ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ამა­ში შე­გიძ­ლი­ათ ევ­რო­კავ­ში­რის ჩარ­თუ­ლო­ბის იმე­დი გქონ­დეთ“, - აცხა­დებს მი­შე­ლი.

  • "ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ვაქ­ცი­ნა­ზე წვდო­მა ჰქონ­დეს"

"ევ­რო­კავ­ში­რი არის მთა­ვა­რი დო­ნა­ტო­რი "კო­ვაქს პროგ­რა­მის“ და ამის წყა­ლო­ბით, იმე­დი მაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მალე იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნე­ბის დის­ტრი­ბუ­ცია. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ვაქ­ცი­ნის დო­ზებ­ზე წვდო­მა ჰქონ­დეს. რა თქმა უნდა, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად“, - გა­ნა­ცხა­და მი­შელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Sahak
116

Didi mixailo aucileblad bolomde miiyvans kremlis proeqts, kerzod qveyanashi samoqalaqo dapirispirebisa da sayoveltao qaosis suni trialebs.

ნანა
2

სად არის მეხუთე გზავნილი?

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის 4 მთავარი გზავნილი საქართველოს - რას აცხადებს შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის 4 მთავარი გზავნილი საქართველოს - რას აცხადებს შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს სტუმრობს. მან უკვე გამართა შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სეხვედრის შემდეგ კი ვრცელი განცხადება გააკეთა. ვნახოთ შარლ მიშელის ხუთი მთავარი გზავნილი:

  • ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით

"ჩემი დღევანდელი შეხვედრა აქ ისევე, როგორც გუშინდელი შეხვედრა მოლდოვაში და ხვალინდელი უკრაინაში, არის პარტნიორობის მესიჯი. ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენობა, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა. ვიცით, რომ რეგიონი არის ძალიან კომპლექსური. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ამბიციებს, რომ შემდეგ რეფორმები და კოვიდ 19-ის კრიზისი, რომელიც გვიტევს აქაც და მთელ მსოფლიოში, დავასტაბილუროთ.

მინდა, რომ აქ ყოფნით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მხრიდან მეგობრობის მესიჯი", - განაცხადა შარ მიშელმა.

  • საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი "ევროკავშირს აშფოთებს"

"როგორც თქვენ იცით, ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ეს რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. ოპოზიციასა და მთავრობასთან ჩემი შეხვედრის დროს პოლიტიკურ მხარეებს პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ მოვუწოდებ.

დღის მეორე ნახევარში მე საშუალება მექნება შევხვდე და მქონდეს გულწრფელი და ღია საუბარი პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად "ლიდერშიპს“, საჭიროებს ანგაჟირებული ყველა მხარის ჩართულობას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს აქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მიიღოს, კონსოლიდირება მოახდინოს დემოკრატიული ბაზების არა მხოლოდ იმ კავშირში, რომელიც ევროპასთან აქვს, არამედ თავისი დემოკრატიული ბაზების კონსოლიდაციაც შედგეს, რათა დაცული იყოს ადამიანის უფლებები ქვეყანაში იმისთვის, რომ საზოგადოების სურვილები განხორციელდეს, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული", - ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

  • ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

"მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ევროკავშირის მყარი დახმარება და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიების მთლიანობასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში, მე მექნება საშუალება ადმინისტრაციული დემარკაციის ხაზამდე მივიდე, "სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიასთან. კიდევ ერთი შეხსენება საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება. ამაში შეგიძლიათ ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ“, - აცხადებს მიშელი.

  • "ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ვაქცინაზე წვდომა ჰქონდეს"

"ევროკავშირი არის მთავარი დონატორი "კოვაქს პროგრამის“ და ამის წყალობით, იმედი მაქვს, რომ საქართველოში მალე იქნება ვაქცინების დისტრიბუცია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ვაქცინის დოზებზე წვდომა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ერთად“, - განაცხადა მიშელმა.

რა დაგვიბარა შარლ მიშელმა და რა გაიგეს ქართველმა პოლიტიკოსებმა? - "გზა დაულოცეს, გააცილეს და ორივე მხარემ გააგრძელა ის პოლიტიკა, რასაც ამ შეხვედრამდე ატარებდნენ“

"ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც" - როგორ მოხვდა ძიუდოს ნაცვლად ტანვარჯიშზე და რით მოხიბლა მომავალმა მეუღლემ ალეკო ელისაშვილი?

გახარიას კიდევ ერთმა კადრმა დატოვა თანამდებობა - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტიდან წავიდა