სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„საპარტნიორო ფონდმა“ და „ბორჯომი ლიკანმა“ კოვიდგადატანილი პირების სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა
„საპარტნიორო ფონდმა“ და „ბორჯომი ლიკანმა“ კოვიდგადატანილი პირების სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

„სა­პარტნი­ო­რო ფონდმა“ და მის­მა შვი­ლო­ბილ­მა კომ­პა­ნია „ბორ­ჯო­მი ლი­კა­ნი ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნალ­მა“ პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტთა სა­რე­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ, დარ­გის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა. სას­ტუმ­რო „ბორ­ჯო­მი ლი­კან­ში“ გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე „ბორ­ჯო­მი ლი­კა­ნის“ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრმა კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი პი­რე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბი წა­რად­გი­ნა.

შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვით „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ მი­მარ­თეს. ღო­ნის­ძი­ე­ბას „და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე, „ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსის და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, აჭა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტი ნინო ნი­ჟა­რა­ძე, პრო­ფი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხელ­ძღვა­ნე­ლე­ბი, დარ­გის სხვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, ასე­ვე, ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბი­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ. შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პოს­ტკო­ვი­დუ­რი პე­რი­ო­დის გა­მოწ­ვე­ვებ­სა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­რე­აბ­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ვრცლად ისა­უბ­რეს.

„სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რომ ის დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მის კუ­თხით გა­აჩ­ნია, მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პოს­ტკო­ვი­დუ­რი პე­რი­ო­დის გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­საძ­ლე­ვად. ამი­ტომ მო­ვიწ­ვი­ეთ ამ დარ­გის მე­დი­ცი­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, იმ კლი­ნი­კე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, სა­დაც კო­ვიდ­და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი მკურ­ნა­ლო­ბენ და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­მოგ­ვი­ვი­და. ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, სას­ტუმ­რო „ბორ­ჯო­მი-ლი­კა­ნი“ თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო პო­ტენ­ცი­ა­ლით იყოს ერთ-ერთი პი­ლოტპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში პოს­ტკო­ვი­დის პე­რი­ოდ­ში სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად“, გა­ნა­ცხა­და და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

„ბოლო პე­რი­ოდ­ში პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მად იქცა. კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ხში­რად დაღ­ლი­ლო­ბას, სი­სუს­ტეს, უძი­ლო­ბას და მრა­ვალ სხვა გარ­თუ­ლე­ბას და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბის შემ­დე­გაც უჩი­ვი­ან, სწო­რედ ამი­ტომ „ბორ­ჯო­მი ლი­კა­ნის“თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი მათ სთა­ვა­ზობთ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მედ­პერ­სო­ნა­ლის მიერ შერ­ჩე­ულ სამ­კურ­ნა­ლო და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ პრო­ცე­დუ­რებს, ამას ემა­ტე­ბა ლი­კა­ნის უნი­კა­ლუ­რი კლი­მა­ტი, წიწ­ვო­ვა­ნი ტყე­ე­ბის გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ჰა­ე­რი, ჟანგბა­დის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა, ვულ­კა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის მი­ნე­რალ­თა უნი­კა­ლუ­რი კომ­პლექ­სის სამ­კურ­ნა­ლო წყა­ლი, რაც სა­ერ­თო ჯამ­ში, ვირუს­გა­და­ტა­ნილ ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, მოკ­ლე დრო­ში აღიდ­გი­ნონ ძა­ლე­ბი“, აღ­ნიშ­ნა სას­ტუმ­რო „ლი­კა­ნი ბორ­ჯო­მის“ დი­რექ­ტორ­მა კობა აბუ­ლა­ძემ.

„ბორ­ჯო­მი“ ლი­კა­ნი­სა და „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს და და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა

და ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

„საპარტნიორო ფონდმა“ და „ბორჯომი ლიკანმა“ კოვიდგადატანილი პირების სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

„საპარტნიორო ფონდმა“ და „ბორჯომი ლიკანმა“ კოვიდგადატანილი პირების სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

„საპარტნიორო ფონდმა“ და მისმა შვილობილმა კომპანია „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა“ პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა სარებილიტაციო პროგრამების შესახებ, დარგის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გამართა. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გამართულ შეხვედრაზე „ბორჯომი ლიკანის“ სამედიცინო ცენტრმა კოვიდგადატანილი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებული უნიკალური სარეაბილიტაციო პროგრამები წარადგინა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მიმართეს. ღონისძიებას „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, „ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტი ნინო ნიჟარაძე, პროფილური სამედიცინო დაწესებულებების ხელძღვანელები, დარგის სხვა პროფესიონალები, ასევე, ადგილობრივი მთავრობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა პოსტკოვიდური პერიოდის გამოწვევებსა და ამ მიმართულებით, სარეაბლიტაციო პროგრამების მნიშვნელობის შესახებ ვრცლად ისაუბრეს.

„საპარტნიორო ფონდის ინიციატივაა, რომ ის დიდი პოტენციალი, რომელიც საქართველოს კურორტების განვითარებისა და სამედიცინო ტურიზმის კუთხით გააჩნია, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული პოსტკოვიდური პერიოდის გამოწვევების დასაძლევად. ამიტომ მოვიწვიეთ ამ დარგის მედიცინის სპეციალისტები, მთავრობის წარმომადგენლები, იმ კლინიკების ხელმძღვანელები, სადაც კოვიდდაავადებული პაციენტები მკურნალობენ და ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა გამოგვივიდა. ჩვენი ინიციატივაა, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ თავისი უნიკალური სამედიცინო პოტენციალით იყოს ერთ-ერთი პილოტპროექტი საქართველოში პოსტკოვიდის პერიოდში სამედიცინო ტურიზმის განსავითარებლად“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

„ბოლო პერიოდში პოსტკოვიდური სინდრომი სერიოზულ პრობლემად იქცა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები ხშირად დაღლილობას, სისუსტეს, უძილობას და მრავალ სხვა გართულებას დაავადების დამარცხების შემდეგაც უჩივიან, სწორედ ამიტომ „ბორჯომი ლიკანის“თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი მათ სთავაზობთ კვალიფიციური მედპერსონალის მიერ შერჩეულ სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ამას ემატება ლიკანის უნიკალური კლიმატი, წიწვოვანი ტყეების გამაჯანსაღებელი ჰაერი, ჟანგბადის მაღალი შემცველობა, ვულკანური წარმოშობის მინერალთა უნიკალური კომპლექსის სამკურნალო წყალი, რაც საერთო ჯამში, ვირუსგადატანილ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში აღიდგინონ ძალები“, აღნიშნა სასტუმრო „ლიკანი ბორჯომის“ დირექტორმა კობა აბულაძემ.

„ბორჯომი“ ლიკანისა და „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სამედიცინო ცენტრი დაათვალიერებინეს და დაგეგმილი ღონისძიებებისა

და ბალნეოლოგიური კურორტის შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

NS

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

"ვფიქრობ, მარტის ბოლოდან შეგვეძლება ვაქცინაცია "ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ...შესაძლოა, მანამდე "ფაიზერმაც“ მოგვისწროს" - თამარ გაბუნია

გერმანიაში დასაქმების სურვილი ამ დროისთვის 94 281-მა ადამიანმა გამოთქვა