სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად “დავით აღმაშენებელი“, კვლავ სპეციალურ ფასად გაიყიდება „მთვარის მოტაცებაც“
უკვე დღეიდან  გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად “დავით აღმაშენებელი“, კვლავ სპეციალურ ფასად გაიყიდება „მთვარის მოტაცებაც“

პა­ტა­რო­ბი­სას დე­დას გე­ლათ­ში წა­უყ­ვა­ნია. თურ­მე გა­ო­ცე­ბუ­ლი შეჰ­ყუ­რებ­და ბავ­შვი ტა­ძარს, და­ვი­თის ფრეს­კას. ასე გა­იც­ნო კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ თა­ვი­სი ეპო­პე­ის „და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ მთა­ვა­რი გმი­რი. რო­მანს გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. 1950 წელს და­ბეჭ­დი­ლი მე­სა­მე წიგ­ნის მთე­ლი ტი­რა­ჟი დაწ­ვეს. ეს ის წიგ­ნია, სტა­ლინს ლურჯ-წი­თე­ლი მელ­ნით „შე­ნიშ­ვნე­ბი“ რომ მი­უ­წე­რია, მწე­რალ­თა კავ­შირ­ში კი ავ­ტო­რის წი­ნა­აღ­მდეგ მთე­ლი კამ­პა­ნია წა­რი­მარ­თა.

კ. გამ­სა­ხურ­დი­ას ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნი „და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ (წიგ­ნი პირ­ვე­ლი და მე­ო­რე) გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ კ. გამ­სა­ხურ­დი­ას სე­რი­ის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა და 1-ლი მარ­ტი­დან მკი­თხველს გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად შე­ეძ­ლე­ბა შე­ძე­ნა სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 13.50 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად – 15 ლარი. რო­გორც იცით, უკვე გა­მო­ვი­და სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნი „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“. დიდი მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლამ ვერ შეძ­ლო რო­მა­ნის შე­ძე­ნა, ამი­ტომ მკი­თხველ­თა თხოვ­ნით წიგ­ნი 1-ლი მარ­ტი­დან სე­რი­ის მე­ო­რე რო­მან­თან ერ­თად გა­მო­ვა. ამ­დე­ნად, თუკი შე­ძე­ნა ვერ მო­ას­წა­რით, შე­გიძ­ლი­ათ ახლა სე­რი­ის ორი­ვე წიგ­ნი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად შე­ი­ძი­ნოთ სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად.

რო­გორც კ. გამ­სა­ხურ­დი­ას შე­მოქ­მე­დე­ბის მკვლე­ვა­რი, ლი­ტე­რა­ტო­რი და კრი­ტი­კო­სი სოსო სი­გუა აღ­ნიშ­ნავს, „და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა: „ეს მხო­ლოდ რო­მა­ნი კი არ არის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ბრწყინ­ვა­ლე ეპო­ქის მხატ­ვრუ­ლი ასახ­ვა: თუ რო­გო­რი იყო ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, რო­გორ იბ­რძო­და ქარ­თვე­ლი მეფე, ქარ­თვე­ლი ფე­ო­და­ლი, ქარ­თვე­ლი გლე­ხი სამ­შობ­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი კი ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის არის იდე­ა­ლი, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლი.

კ. გამ­სა­ხურ­დი­ამ თა­ვი­დან კი­ნოს­ცე­ნა­რის წერა და­ი­წყო, და­ამ­ტკი­ცეს კი­დეც, მაგ­რამ სტა­ლი­ნის არ­ჩე­ვა­ნი და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ნაც­ვლად გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე­ზე შე­ჩერ­და. რად­გან მწე­რალს უკვე სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი უკვე მო­ძი­ე­ბუ­ლი და წე­რაც და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და, იდე­ა­ზე ხელი არ აიღო და ტრი­ლო­გი­ის წერა და­ი­წყო. ტრი­ლო­გია ტეტ­რა­ლო­გი­ად იქცა. თუკი თა­ვი­დან ოფი­ცი­ო­ზი ყუ­რა­დღე­ბით ეკი­დე­ბო­და და რო­მა­ნი რუ­სუ­ლა­დაც ითარ­გმნე­ბო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცუდი თვა­ლით შე­ხე­დეს. მე-12 სა­უ­კუ­ნის ქარ­თველ­მა მო­ნარ­ქმა ასე­თი სა­ხელ­მწი­ფო შექ­მნა მა­შინ, როცა, პეტ­რე I მე-18 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში მოღ­ვა­წე­ობ­და - ეს რუ­სე­ბის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი არ იყო. აქე­დან იწყე­ბა არა მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, არა­მედ კო­ლე­გე­ბის, მწერ­ლე­ბის, კრი­ტი­კო­სე­ბის ბრძო­ლა რო­მა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

ამი­ტო­მაც გა­ჭი­ა­ნურ­და რო­მა­ნის დას­რუ­ლე­ბა და მხო­ლოდ 1962 წელს დამ­თავ­რდა, ე. ი. მწე­რალ­მა 22 წელი მო­ან­დო­მა მას­ზე მუ­შა­ო­ბას. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ეს არის არა მხო­ლოდ რო­მა­ნი, არა­მედ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ო­ფე­ობ­რი­ო­ბის, ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის მთე­ლი პა­რო­ნა­მა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა დრო­ის ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი მას დიდი ინ­ტე­რე­სი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით გა­ეც­ნო­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს სოსო სი­გუა.

კ. გამ­სა­ხურ­დი­ას რო­მა­ნე­ბი და ნო­ვე­ლე­ბი დღემ­დე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ქარ­თველ მკი­თხველ­ში. მწერ­ლის 7-ტო­მე­უ­ლი, რო­გორც ფას­და­უ­დე­ბე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა, ძვირ­ფა­სი შე­ნა­ძე­ნია ყვე­ლა თა­ო­ბის მკი­თხვე­ლის­თვის. ამ­დე­ნად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის „შავ­ჩო­ხი­ა­ნი ჭი­რი­სუფ­ლის“, პატ­რი­ო­ტი მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა ახა­ლი გა­მო­ცე­მით მალე და­ი­კა­ვებს ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის წიგ­ნის თა­რო­ებ­ზე ღირ­სე­ულ ად­გილს.

შე­გახ­სე­ნებთ, კ. გამ­სა­ხურ­დი­ას 7-ტო­მე­უ­ლის გა­მო­ცე­მა 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყო და 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. ყო­ვე­ლი ახა­ლი ტომი თვე­ში ერთხელ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. სე­რი­ის მე­ო­რე ტომი „და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ (წიგ­ნი პირ­ვე­ლი და მე­ო­რე) შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ უკვე დღე­ი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 13.50 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად - 15 ლარი. შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ 1-ლი მარ­ტი­დან ასე­ვე შეძ­ლებთ სე­რი­ის პირ­ვე­ლი ტო­მის „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“ შე­ძე­ნას სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად.

მო­ი­კი­თხეთ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

ავტორი:

უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად “დავით აღმაშენებელი“, კვლავ სპეციალურ ფასად გაიყიდება „მთვარის მოტაცებაც“

უკვე დღეიდან  გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად “დავით აღმაშენებელი“, კვლავ სპეციალურ ფასად გაიყიდება „მთვარის მოტაცებაც“

პატარობისას დედას გელათში წაუყვანია. თურმე გაოცებული შეჰყურებდა ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო კონსტანტინე გამსახურდიამ თავისი ეპოპეის „დავით აღმაშენებელი“ მთავარი გმირი. რომანს გამოსვლისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 1950 წელს დაბეჭდილი მესამე წიგნის მთელი ტირაჟი დაწვეს. ეს ის წიგნია, სტალინს ლურჯ-წითელი მელნით „შენიშვნები“ რომ მიუწერია, მწერალთა კავშირში კი ავტორის წინააღმდეგ მთელი კამპანია წარიმართა.

კ. გამსახურდიას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული რომანი „დავით აღმაშენებელი“ (წიგნი პირველი და მეორე) გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კ. გამსახურდიას სერიის ფარგლებში გამოიცა და 1-ლი მარტიდან მკითხველს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეეძლება შეძენა სპეციალურ ფასად. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად – 15 ლარი. როგორც იცით, უკვე გამოვიდა სერიის პირველი წიგნი „მთვარის მოტაცება“. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ყველამ ვერ შეძლო რომანის შეძენა, ამიტომ მკითხველთა თხოვნით წიგნი 1-ლი მარტიდან სერიის მეორე რომანთან ერთად გამოვა. ამდენად, თუკი შეძენა ვერ მოასწარით, შეგიძლიათ ახლა სერიის ორივე წიგნი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეიძინოთ სპეციალურ ფასად.

როგორც კ. გამსახურდიას შემოქმედების მკვლევარი, ლიტერატორი და კრიტიკოსი სოსო სიგუა აღნიშნავს, „დავით აღმაშენებელი“ ჩვენი კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა: „ეს მხოლოდ რომანი კი არ არის, არამედ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ეპოქის მხატვრული ასახვა: თუ როგორი იყო ქართული სახელმწიფოებრიობა, როგორ იბრძოდა ქართველი მეფე, ქართველი ფეოდალი, ქართველი გლეხი სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის. დავით აღმაშენებელი კი ყველა ქართველისთვის არის იდეალი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველი.

კ. გამსახურდიამ თავიდან კინოსცენარის წერა დაიწყო, დაამტკიცეს კიდეც, მაგრამ სტალინის არჩევანი დავით აღმაშენებლის ნაცვლად გიორგი სააკაძეზე შეჩერდა. რადგან მწერალს უკვე საჭირო მასალები უკვე მოძიებული და წერაც დაწყებული ჰქონდა, იდეაზე ხელი არ აიღო და ტრილოგიის წერა დაიწყო. ტრილოგია ტეტრალოგიად იქცა. თუკი თავიდან ოფიციოზი ყურადღებით ეკიდებოდა და რომანი რუსულადაც ითარგმნებოდა, მოგვიანებით ცუდი თვალით შეხედეს. მე-12 საუკუნის ქართველმა მონარქმა ასეთი სახელმწიფო შექმნა მაშინ, როცა, პეტრე I მე-18 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა - ეს რუსებისთვის სასიამოვნო ფაქტი არ იყო. აქედან იწყება არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ კოლეგების, მწერლების, კრიტიკოსების ბრძოლა რომანის წინააღმდეგ.

ამიტომაც გაჭიანურდა რომანის დასრულება და მხოლოდ 1962 წელს დამთავრდა, ე. ი. მწერალმა 22 წელი მოანდომა მასზე მუშაობას. როგორც აღვნიშნე, ეს არის არა მხოლოდ რომანი, არამედ ჩვენი სახელმწიოფეობრიობის, ჩვენი ისტორიის მთელი პარონამა. დარწმუნებული ვარ, ყველა დროის ქართველი მკითხველი მას დიდი ინტერესითა და სიყვარულით გაეცნობა“, - აღნიშნავს სოსო სიგუა.

კ. გამსახურდიას რომანები და ნოველები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მკითხველში. მწერლის 7-ტომეული, როგორც ფასდაუდებელი ლიტერატურული შემოქმედება, ძვირფასი შენაძენია ყველა თაობის მკითხველისთვის. ამდენად, ჩვენი ქვეყნის „შავჩოხიანი ჭირისუფლის“, პატრიოტი მწერლის შემოქმედება ახალი გამოცემით მალე დაიკავებს ქართველი მკითხველის წიგნის თაროებზე ღირსეულ ადგილს.

შეგახსენებთ, კ. გამსახურდიას 7-ტომეულის გამოცემა 1-ლი თებერვლიდან დაიწყო და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. სერიის მეორე ტომი „დავით აღმაშენებელი“ (წიგნი პირველი და მეორე) შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15 ლარი. შეგახსენებთ იმასაც, რომ 1-ლი მარტიდან ასევე შეძლებთ სერიის პირველი ტომის „მთვარის მოტაცება“ შეძენას სპეციალურ ფასად.

მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

1-ლი მარტიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად “დავით აღმაშენებელი“ გამოიცემა, კვლავ სპეციალურ ფასად გაიყიდება „მთვარის მოტაცებაც“

გამომცემლობა „პალიტრა L“  100-დღიან საპროტესტო კამპანიას უერთდება

უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეექვსე ტომი