სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, გაუწვრთნელნი არიან შვილები, ადამიანებს ბედნიერება აკლიათ" - მიტროპოლიტი შიო
"გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, გაუწვრთნელნი არიან შვილები, ადამიანებს ბედნიერება აკლიათ" - მიტროპოლიტი შიო

ინე­ბოს უფალ­მა, უძღე­ბი შვი­ლის მსგავ­სად, ნამ­დვი­ლად მო­ვი­ნა­ნი­ოთ და ვე­ცა­დოთ, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა შევ­ცვა­ლოთ, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მიტ­რო­პო­ლიტ­მა ისა­უბ­რა დიდი მარ­ხვის წინ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კვი­რის შე­სა­ხებ.

მი­სი­ვე თქმით, ვხე­დავთ, რო­გორ გახ­შირ­და აუ­წყო­ბე­ლი ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­გო­რი გა­უწ­ვრთნელ­ნი არი­ან შვი­ლე­ბი, რო­გორ აკ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნებს ბედ­ნი­ე­რე­ბა.

მე­უ­ფე შიოს გან­ცხა­დე­ბით, ძა­ლი­ან ხში­რად მი­დი­ან ეკ­ლე­სი­ა­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ უღ­მერ­თოდ, ღვთის კა­ნო­ნე­ბის გა­რე­შე იცხოვ­რეს, შე­დე­გად კი და­ენგრათ და გა­უ­კოტ­რდათ ცხოვ­რე­ბა. რო­გორც მე­უ­ფე შიო აღ­ნიშ­ნავს, მათ უნ­დათ გა­მოს­წო­რე­ბა, მაგ­რამ უკვე გვი­ა­ნია და აღარ იცი­ან, რო­გორ გა­მო­ას­წო­რონ ეს ყვე­ლაფ­რი; ხვდე­ბი­ან, რომ მთე­ლი მათი წინა ცხოვ­რე­ბა იყო არას­წო­რი და მცდა­რი. მიტ­რო­პო­ლი­ტის აზ­რით, ამას ვხე­დავთ ეკ­ლე­სი­ა­შიც, სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­შიც.

„დღეს არის დიდი მარ­ხვის წინ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კი­დევ ერთი კვი­რა, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა უძღე­ბი შვი­ლის კვი­რა, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა ეკ­ლე­სი­ა­ში იკი­თხე­ბა უფალ იესო ქრის­ტეს იგა­ვი უძღე­ბი შვი­ლის შე­სა­ხებ. ეს იგა­ვი არის ცოდ­ვის არსზე, ადა­მი­ა­ნის სი­ნა­ნულ­ზე, ღვთის დიდ სიყ­ვა­რულ­სა და მო­წყა­ლე­ბა­ზე.

ერთ კაცს ჰყავ­და ორი ძე. უმ­ცრო­სი შვი­ლი მი­დის მა­მას­თან და ეუბ­ნე­ბა: „მო­მე­ცი ჩემი წილი, რო­მე­ლიც მე­კუთ­ვნის ჩემი სამ­კვიდ­რებ­ლი­დან, ჩვე­ნი ოჯა­ხი­დან და წა­ვალ შენ­გან. მე წინ მაქვს დიდი ცხოვ­რე­ბა“. ჩვე­ნი სი­ტყვე­ბით რომ გან­ვავ­რცოთ, ძე ამ­ბობს: „მე სავ­სე ვარ ჯან-ღო­ნით, შენ შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს იცო­ცხლო, მე კი რო­დემ­დე ვე­ლო­დო, რო­დის მი­ვი­ღებ ჩემს წილს. ამი­ტომ მო­მე­ცი ყვე­ლა­ფე­რი, რაც მე­კუთ­ვნის; თით­ქოს შენ აღარ არ­სე­ბობს, მე წა­ვალ შენ­გან და ჩემს ცხოვ­რე­ბას ავა­წყობ, მივ­ხე­დავ“. და­ახ­ლო­ე­ბით ამას ნიშ­ნავს ის სი­ტყვე­ბი, რო­მელ­საც წარ­მოთ­ქვამს ძე.

მა­მაც უს­რუ­ლებს ამ თხოვ­ნას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­მა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა მა­მა­ზე­ცი­ე­რი, ხოლო - ძე­ებ­ში, შვი­ლებ­ში, ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი, მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა. სა­ხა­რე­ბის ამ იგა­ვი­დან ჩანს, რომ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ის ნი­ჭე­ბი, რო­მელ­თაც ღმერ­თი აძ­ლევს, სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად მო­იხ­მა­როს. მას აქვს იმის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ უარი უთხრას ღმერ­თს, გა­ნუდ­გეს მას, მაგ­რამ იგა­ვი გვას­წავ­ლის, რა ემარ­თე­ბა შემ­დეგ ასეთ ადა­მი­ანს.

მარ­თლაც, შვი­ლი შეკ­რებს თა­ვის ქო­ნე­ბას და მი­დის შო­რე­ულ ქვე­ყა­ნა­ში, და­სა­ლი­ერ­ში. ესეც იგა­ვუ­რი თხრო­ბის ფორ­მაა - „შო­რე­უ­ლი ქვე­ყა­ნა“ ის ად­გი­ლია, სა­დაც ღმერ­თი არ არის. ძე, ნაც­ვლად იმი­სა, რომ გა­ემ­რავ­ლე­ბინ­და, მთელ ქო­ნე­ბას გაფ­ლან­გავს და გა­კოტ­რდე­ბა, ხელი მო­ე­ცა­რე­ბა. ეს იგა­ვი მოგ­ვი­თხრობს, თუ რა ემარ­თე­ბა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ცდი­ლობს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ღვთის გა­რე­შე მო­ა­წყოს, მი­ა­ტო­ვოს ღმერ­თი და იფიქ­როს, რომ თა­ვად, ღვთის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა მო­წყო­ბა. ე.ი. ამ ძეს მო­უნ­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ღვთის გა­რე­შე.

რა­ტომ გა­ნაბ­ნია შვილ­მა ქო­ნე­ბა? რო­გორც სა­ხა­რე­ბა გვას­წავ­ლის, იგი „არაწ­მინ­დე­ბით ცხოვ­რობ­და“. ამას ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­სა და ეკ­ლე­სი­ა­შიც ხში­რად ვხე­დავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით - ჩვენ, მო­ძღვრე­ბი.

ძა­ლი­ან ხში­რად მო­დი­ან ეკ­ლე­სი­ა­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ უღ­მერ­თოდ, ღვთის კა­ნო­ნე­ბის გა­რე­შე იცხოვ­რეს, შე­დე­გად კი და­ენგრათ და გა­უ­კოტ­რდათ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. მათ უნ­დათ გა­მოს­წო­რე­ბა, მაგ­რამ უკვე გვი­ა­ნია და აღარ იცი­ან, რო­გორ გა­მო­ას­წო­რონ ეს ყვე­ლაფ­რი; ხვდე­ბი­ან, რომ მთე­ლი მათი წინა ცხოვ­რე­ბა იყო არას­წო­რი და მცდა­რი. ჩვენ ამას ვხე­დავთ ეკ­ლე­სი­ა­შიც, სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­შიც, ვხე­დავთ, რო­გორ გახ­შირ­და აუ­წყო­ბე­ლი ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­გო­რი გა­უწ­ვრთნელ­ნი არი­ან შვი­ლე­ბი, რო­გორ აკ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნებს ბედ­ნი­ე­რე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ ამ მი­ზე­ზის გამო ხდე­ბა.

სა­ხა­რე­ბა მოგ­ვი­თხრობს: შემ­დეგ ისე გა­უ­ჭირ­და შვილს, რომ უცხო ქვე­ყა­ნა­ში მო­ჯა­მა­გი­რედ, ღო­რე­ბის მწყემ­სად და­უდ­გა ერთ ად­გი­ლობ­რივ კაცს. ისე­თი შიმ­ში­ლი ჩა­მო­ვარ­და იმ ქვე­ყა­ნა­ში, რომ ძე ნატ­რობ­და, ღო­რე­ბის საჭ­მე­ლი მა­ინც ეჭა­მა, მაგ­რამ ამა­საც არ აძ­ლევ­დნენ, რად­გან ესეც ფული ღირ­და ამ შო­რე­ულ ქვე­ყა­ნა­ში“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

მიტ­რო­პო­ლი­ტის თქმით, რაც უფრო იკ­მა­ყო­ფი­ლებს ადა­მი­ა­ნი ამ ვნე­ბებს, მით მე­ტად გა­უ­მა­ძღა­რი ხდე­ბი­ან ისი­ნი.

„ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, რა ქვე­ყა­ნაა ეს „შო­რე­უ­ლი ქვე­ყა­ნა“? ვი­მე­ო­რებ, ეს არის ღვთის­გან მო­შო­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, ანუ ჯო­ჯო­ხე­თი, თუ გნე­ბავთ, ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­შიც ვარ­დე­ბა, სა­კუ­თარ თავს იდ­გებს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ღმერ­თს უარს ეტყვის და შორ­დე­ბა. ღო­რე­ბი, რო­მელ­თაც ძე მწყემ­სავ­და, ადა­მი­ა­ნის ვნე­ბე­ბია. ამ ვნე­ბებს ადა­მი­ა­ნი მწყემ­სავს და კვე­ბავს“

რა­ტომ არის ეს ვნე­ბე­ბი ღო­რებს შე­და­რე­ბუ­ლი? იმი­ტომ, რომ ვნე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა - მრის­ხა­ნე­ბა, სიძ­ვა, ნაყ­რო­ვა­ნე­ბა, სევ­და, მო­წყი­ნე­ბა, ვერ­ცხლის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და სხვა - გა­უ­მა­ძღრე­ბი არი­ან. ადა­მი­ანს ჰგო­ნია, რომ უნდა და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს ეს ვნე­ბე­ბი, რათა თით­ქოს და­ი­ო­კოს ისი­ნი, მაგ­რამ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ვნე­ბე­ბი არა­სო­დეს კმა­ყო­ფილ­დე­ბი­ან. რაც უფრო იკ­მა­ყო­ფი­ლებს ადა­მი­ა­ნი ამ ვნე­ბებს, მით მე­ტად გა­უ­მა­ძღა­რი ხდე­ბი­ან ისი­ნი. სწო­რედ ამი­ტომ არის ღორს შე­და­რე­ბუ­ლი ვნე­ბა. ვნე­ბე­ბის და­მარ­ცხე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა არის ამ ვნე­ბებ­თან ბრძო­ლა.

ვნე­ბა­თა შო­რის უპირ­ვე­ლე­სი არის ამ­პარ­ტავ­ნე­ბა; ყვე­ლა ვნე­ბა მის­გან მომ­დი­ნა­რე­ობს. მარ­თლაც, ამ­პარ­ტავ­ნე­ბაა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გა­და­წყვეტს, რომ მას შე­უძ­ლია ღმერ­თის გა­რე­შე წარ­მარ­თოს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა, წარ­მარ­თოს თა­ვი­სი ოჯა­ხი, თა­ვი­სი სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო ცხოვ­რე­ბა, რად­გან რაც უნდა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი იყოს ადა­მი­ა­ნი, თუ მას აქვს ასე­თი კად­ნი­ე­რე­ბა და ამ­პარ­ტავ­ნე­ბა, ის მა­ინც სი­სუ­ლე­ლემ­დე მი­დის. ასე­თი ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვი­ცით; შე­იძ­ლე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი იყოს, მაგ­რამ უბ­რა­ლო ხალ­ხიც კი ხე­დავს, რო­გო­რი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი ემარ­თე­ბა მრა­ვალ მათ­განს. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ მი­ზე­ზი არის ერთი - ისი­ნი უარს ამ­ბო­ბენ ღმერ­თზე. რა თქმა უნდა, ეს არის სი­სუ­ლე­ლის ნი­შა­ნი და არა­ლო­გი­კუ­რი საქ­ცი­ე­ლი, რად­გან ღმერ­თის შექ­მნი­ლია ცხოვ­რე­ბაც, ოჯა­ხიც, ყვე­ლა­ფე­რი.

იგავ­ში ხომ გარ­კვე­ვით წე­რია სი­ტყვე­ბი, რო­მელ­თაც ძე ამ­ბობს: „რაც მე მე­კუთ­ვნის“, ანუ ყვე­ლა ნიჭი, რაც მა­მის - ღმერ­თის არის. ადა­მი­ა­ნი როცა იფიქ­რებს, რომ ეს მი­სია, მისი კუთ­ვნი­ლე­ბაა, თა­ვად, და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­უძ­ლია გან­კარ­გოს ის, რა თქმა უნდა, ამ სი­სუ­ლე­ლემ­დე მი­დის და, სა­ბო­ლო­ოდ, სრუ­ლი­ად მარ­ცხდე­ბა.

ძეს შო­რე­ულ ქვე­ყა­ნა­ში ღო­რე­ბის საჭ­მე­ლიც კი ენატ­რე­ბა. სა­ხა­რე­ბა გვი­ამ­ბობს: ამ ვი­თა­რე­ბას, ასეთ დიდ გა­ჭირ­ვე­ბას, რომ ეჯა­ხე­ბა, იგი გონს მო­დის.

რას ნიშ­ნავს ეს? მა­ნამ­დე არ იყო გონ­ზე? - ძე ხვდე­ბა, რომ ის მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მას აქამ­დე ჰქონ­და, უაზ­რო, არას­წო­რი იყო და გონს მო­დის, ანუ სი­ნა­ნულ­ში ვარ­დე­ბა, ინა­ნი­ებს თა­ვის სუ­ლე­ლურ მიზ­ნებს, რო­მელ­თა გა­მოც მან მა­მის სახ­ლი და­ტო­ვა, ახ­სენ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და ამ­ბობს:

„მე აქ შიმ­ში­ლით ვკვდე­ბი, მა­მა­ჩე­მის სახ­ლში კი მო­ჯა­მა­გი­რე­ებ­საც თავ­ზე საყ­რე­ლად აქვთ პური და საჭ­მე­ლი. მოდი, დავ­ბრუნ­დე­ბი მა­მა­ჩე­მის სახ­ლში, მი­ვალ მას­თან და ვე­ტყვი: - მამა, მო­ვე­დი შენ­თან. მე არ ვარ ღირ­სი, შენი შვი­ლი მე­წო­დოს; მი­მი­ღე, რო­გორც ერთი მო­ჯა­მა­გი­რე“.

ასე რომ, ეს კაცი გონს მო­დის, მაგ­რამ აქაც გრძელ­დე­ბა იგა­ვუ­რი თხრო­ბა: არ არის საკ­მა­რი­სი მარ­ტო გონს მოს­ვლა ადა­მი­ა­ნი­სა, გონს მოს­ვლას­თან ერ­თად, შემ­დეგ სა­ჭი­როა ქმე­დე­ბაც, ანუ მა­მას­თან მის­ვლა, ისე, რო­გორც ძემ გა­და­წყვი­ტა წას­ვლა და თა­ვის და­ნე­ბე­ბა იმ ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის, რომ­ლი­თაც შო­რე­ულ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ­და, მა­მას­თან მის­ვლა და იმის თქმა, რაც სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია: „ღირ­სი არ ვარ“.

ასე­თი­ვე სი­ტყვე­ბი მო­ვის­მი­ნეთ წინა კვი­რას წა­კი­თხუ­ლი სა­ხა­რე­ბი­დან „მეზ­ვე­რი­სა და ფა­რის­ვე­ლის იგავ­ში“, როცა მეზ­ვე­რე ამ­ბობს: „ღირ­სი არ ვარ, ზე­ცა­ში ავი­ხე­დო“. აქაც იმა­ვეს ვკი­თხუ­ლობთ, გრძელ­დე­ბა მომ­ზა­დე­ბა დიდი მარ­ხვის­თვის, რომ „ღირ­სი არ ვარ, შენი შვი­ლი მე­წო­დოს“ და ძე გონს მო­დის.

რამ მო­იყ­ვა­ნა იგი გონს? - დიდ­მა გა­სა­ჭირ­მა და გან­საც­დელ­მა. ერთი მხრივ, ცუ­დია გა­სა­ჭი­რი, გან­საც­დე­ლი, შიმ­ში­ლი, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, ჩვენ ვხე­დავთ, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­წინ­და­რი გონს მოს­ვლი­სა, ადა­მი­ა­ნი ხე­დავს, რა და­კარ­გა, რა არის ნამ­დვი­ლი ფა­სე­უ­ლო­ბა, საით უნდა წა­ვი­დეს, სად არის ის სი­ცო­ცხლე, ძე იწყებს მარ­თე­ბულ აზ­როვ­ნე­ბას და ფიქ­რობს, რომ ღირ­სი არ არის, ღვთის შვი­ლი ეწო­დოს. იგი გა­მოს­წორ­და, ანუ გა­ცო­ცხლდა ადა­მი­ა­ნი. თქვენ ხომ კარ­გად გეს­მით - ის მარ­ტო საჭ­მლის­თვის კი არ მი­დის მა­მას­თან, არა­მედ იგა­ვი გვი­ამ­ბობს სი­ნა­ნუ­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ყვე­ლა­ფერს.

და აი, ნა­ხეთ, რო­გორ ეგე­ბე­ბა მას მამა! რო­გო­რი მო­სიყ­ვა­რუ­ლეა ღმერ­თი ყვე­ლა ცოდ­ვი­ლი, ყვე­ლა და­ცე­მუ­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ! ძე რომ ბრუნ­დე­ბა, მამა და­ი­ნა­ხავს მას თა­ვი­სი ეზო­დან, იც­ნობს და პირ­ვე­ლი გა­იქ­ცე­ვა შვი­ლის შე­სა­გე­ბებ­ლად; არ ელო­დე­ბა, რომ ის მოვა შინ, არა­მედ თა­ვად გარ­ბის პირ­ვე­ლი, მო­ეხ­ვე­ვა, გულ­ში ჩაკ­რავს, ეფე­რე­ბა, კოც­ნის, ძე კი იმე­ო­რებს სი­ტყვებს: „მამა, მე არ ვარ ღირ­სი, შენი შვი­ლი მე­წო­დოს, მი­მი­ღე ერთ-ერთ შენს რი­გით მო­ჯა­მა­გი­რედ“.

რა თქმა უნდა, მა­მას არ შე­უძ­ლია, მო­ჯა­მა­გი­რედ მი­ი­ღოს იგი, რად­გან მისი შვი­ლია, რაც უნდა და­ცე­მუ­ლი და ცოდ­ვი­ლი იყოს ადა­მი­ა­ნი, მას­ში მა­ინც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია ღვთის ხა­ტე­ბა, ღვთის შვი­ლე­ბა, რო­გორც მო­ცე­მუ­ლო­ბა, რო­გორც იმე­დი გა­დარ­ჩე­ნი­სა, სი­ნა­ნუ­ლი­სა და აღ­დგი­ნე­ბი­სა. ასე რომ, მა­მას - ღმერ­თს - არ შე­უძ­ლია შენ მო­ჯა­მა­გი­რედ და­გა­ყე­ნოს.

აი, ასეთ სა­ო­ცარ იგავს ვკი­თხუ­ლობთ სა­ხა­რე­ბა­ში. შემ­დეგ მამა ამ­ბობს: „გა­მო­ი­ტა­ნეთ სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი და ჩა­აც­ვით მას“, ანუ სა­უ­კე­თე­სო სა­მო­სე­ლი, რად­გან და­ძონ­ძი­ლი და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ბრუნ­დე­ბა შვი­ლი. „გა­უ­კე­თეთ მას ბე­ჭე­დი ხელ­ზე“ - თქვენ იცით, ძვე­ლად არ იყო პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი, ბე­ჭე­დი, ბეჭ­დის დაბ­რუ­ნე­ბა იყო ნი­შა­ნი ამ შვი­ლო­ბის ღირ­სე­ბი­სა. „ჩა­აც­ვით ფეხ­საც­მე­ლი და და­კა­ლით „ჭა­მე­ბუ­ლი“ - ნა­სუ­ქი ხბო, მოზ­ვე­რი, რომ გავ­მარ­თოთ ნა­დი­მი“, - ამ­ბობს მამა.

მარ­თლაც, მამა მარ­თავს ნა­დიმს. აქ ხა­ტოვ­ნად არის გად­მო­ცე­მუ­ლი ღვთი­სა და მო­ნა­ნუ­ლი ცოდ­ვი­ლის შეხ­ვედ­რის სი­ხა­რუ­ლი. სა­ხა­რე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ უფალს სი­ხა­რუ­ლის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად არა­ერ­თგზის გა­მო­უ­ყე­ნე­ბია ნა­დი­მის მა­გა­ლი­თი და აქაც ამ­ბობს, რომ შვი­ლის შე­სახ­ვედ­რად მა­მამ ნა­დი­მი გა­მარ­თა“, - აღ­ნიშ­ნა მან.

მიტ­რო­პო­ლიტ­მა მრევლს მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ ჩვენც ცოდ­ვი­ლე­ბი, სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი უძღე­ბი შვი­ლე­ბი ვართ, „ამი­ტომ ინე­ბოს უფალ­მა, ამ გან­წყო­ბით და­ვი­წყოთ დიდ­მარ­ხვა“.

„ამ­რი­გად, ასე­თი სა­ო­ცა­რი იგა­ვია დღეს სა­ხა­რე­ბა­ში მო­თხრო­ბი­ლი. ეს არის იგა­ვი სი­ნა­ნულ­ზე - რა არის ჭეშ­მა­რი­ტი გზა ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნის­თვის, თუ ადა­მი­ანს უნდა, რა თქმა უნდა. არა­ვინ აძა­ლებ­და უძღებ შვილს, როცა ის მა­მი­სე­უ­ლი სახ­ლი­დან მი­დი­ო­და, მაგ­რამ არც არა­ვინ იჭერ­და, არა­ვინ უთხრა, არ წა­სუ­ლი­ყო. რო­დე­საც გა­უ­ჭირ­და და შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო, ასე­ვე არა­ვინ და­ა­ძა­ლა, დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო მა­მის სახ­ლში. ეს ყვე­ლა­ფე­რი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი იყო. ეს ად­გი­ლიც ამას გუ­ლის­ხმობს: ვი­საც უნდა, მის­თვის არის ეს ყვე­ლა­ფე­რი და ეს ნა­დი­მი გამ­ზა­დე­ბუ­ლი.

ამ­რი­გად, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, დღე­ვან­დე­ლი სა­ხა­რე­ბი­დან ჩანს, თუ რა არის მთა­ვა­რი აზრი ცხოვ­რე­ბი­სა. სწო­რედ ეს არის აზრი, რომ მოხ­დეს შეხ­ვედ­რა მო­ნა­ნუ­ლი ცოდ­ვი­ლი­სა და უფ­ლი­სა, ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა მა­მას­თან ისე, რომ ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა მუდ­მი­ვად გაგ­რძელ­დეს მამა ღმერ­თთან, ჩვენს უფალ იესო ქრის­ტეს­თან ერ­თად; წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბაც უაზ­რო­ბა იქ­ნე­ბა, რო­გო­რი უაზ­როც იყო უძღე­ბი შვი­ლის მთე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა.

გი­ლო­ცავთ კი­დევ ერთხელ დღე­ვან­დელ დღეს, გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას, შეგ­ვე­წი­ოს მისი მად­ლი და ლოც­ვა ჩვენ და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს.

დღეს ჩვენც ცოდ­ვი­ლე­ბი, სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი უძღე­ბი შვი­ლე­ბი ვართ, ამი­ტომ ინე­ბოს უფალ­მა, ამ გან­წყო­ბით და­ვი­წყოთ დიდ­მარ­ხვა, ნამ­დვი­ლად მო­ვი­ნა­ნი­ოთ და ვე­ცა­დოთ, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა შევ­ცვა­ლოთ, მო­ვი­ნა­ნი­ოთ, რომ ისე არ ვცხოვ­რობ­დით, რო­გორც ღმერ­თის შვილს უნდა ეცხოვ­რა სი­ნამ­დვი­ლე­ში. მხო­ლოდ ის არ მო­ვი­ნა­ნი­ოთ, რომ რა­ღაც არ ვჭა­მეთ, ან ზედ­მე­ტი ვჭა­მეთ, ან სა­დღაც არას­წო­რად დავ­დე­ქით და რა­ღაც სა­თა­ნა­დოდ ვერ წა­ვი­კი­თხეთ, ჩვენ თით­ქოს კო­ღოს ვწუ­რავთ, პიტ­ნაკს და ცე­რე­ცოს ვწო­ნით და ვით­ვლით, ამ დროს კი არ ვამ­ბობთ მთა­ვარს, რომ „ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბით, აზ­როვ­ნე­ბით არ ვარ შვი­ლი, ამი­ტომ არ ვარ ღირ­სი, შვი­ლი მე­წო­დოს და მი­მი­ღე, რო­გორც ერთ-ერთი რი­გი­თი მონა და მსა­ხუ­რი“. ეს არის სა­წინ­და­რი, რომ უფა­ლი დაგ­ვიბ­რუ­ნებს შვი­ლო­ბის ღირ­სე­ბას.

ამ­რი­გად, უძღე­ბი შვი­ლის იგავ­ში ჩანს, თუ რა არის სათ­ნო მა­მა­ზე­ცი­ე­რის­თვის, რა უნდა მას ჩვენ­გან, რა უნდა ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ სათ­ნო-ვე­ყოთ უფალ­სა ჩვენ­სა - მა­მა­სა და ძესა და სულ­სა წმინ­და­სა, რომ­ლი­სა არს დი­დე­ბა, პა­ტი­ვი და თაყ­ვა­ნის­ცე­მა უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ!“, - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
me
67

ამ სტატიიდან გამომდინარე, ე.ი. მთავრობა კარგად იქცევა რომ გვაშიმშილებს. იქნებ გონს მოვეგოთ)))

vova
51

აუწყობელი ოჯახები მოდაშია მეუფეო. რა პრობლემაა როცა გვირაბი გაყვანილია შესვლაც ადვილია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, გაუწვრთნელნი არიან შვილები, ადამიანებს ბედნიერება აკლიათ" - მიტროპოლიტი შიო

"გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, გაუწვრთნელნი არიან შვილები, ადამიანებს ბედნიერება აკლიათ" - მიტროპოლიტი შიო

ინებოს უფალმა, უძღები შვილის მსგავსად, ნამდვილად მოვინანიოთ და ვეცადოთ, ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტმა ისაუბრა დიდი მარხვის წინ მოსამზადებელი კვირის შესახებ.

მისივე თქმით, ვხედავთ, როგორ გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, როგორი გაუწვრთნელნი არიან შვილები, როგორ აკლიათ ადამიანებს ბედნიერება.

მეუფე შიოს განცხადებით, ძალიან ხშირად მიდიან ეკლესიაში მეტ-ნაკლებად ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ უღმერთოდ, ღვთის კანონების გარეშე იცხოვრეს, შედეგად კი დაენგრათ და გაუკოტრდათ ცხოვრება. როგორც მეუფე შიო აღნიშნავს, მათ უნდათ გამოსწორება, მაგრამ უკვე გვიანია და აღარ იციან, როგორ გამოასწორონ ეს ყველაფრი; ხვდებიან, რომ მთელი მათი წინა ცხოვრება იყო არასწორი და მცდარი. მიტროპოლიტის აზრით, ამას ვხედავთ ეკლესიაშიც, საერთოდ, ცხოვრებაშიც.

„დღეს არის დიდი მარხვის წინ მოსამზადებელი კიდევ ერთი კვირა, რომელსაც ეწოდება უძღები შვილის კვირა, ვინაიდან ყველა ეკლესიაში იკითხება უფალ იესო ქრისტეს იგავი უძღები შვილის შესახებ. ეს იგავი არის ცოდვის არსზე, ადამიანის სინანულზე, ღვთის დიდ სიყვარულსა და მოწყალებაზე.

ერთ კაცს ჰყავდა ორი ძე. უმცროსი შვილი მიდის მამასთან და ეუბნება: „მომეცი ჩემი წილი, რომელიც მეკუთვნის ჩემი სამკვიდრებლიდან, ჩვენი ოჯახიდან და წავალ შენგან. მე წინ მაქვს დიდი ცხოვრება“. ჩვენი სიტყვებით რომ განვავრცოთ, ძე ამბობს: „მე სავსე ვარ ჯან-ღონით, შენ შეიძლება დიდხანს იცოცხლო, მე კი როდემდე ველოდო, როდის მივიღებ ჩემს წილს. ამიტომ მომეცი ყველაფერი, რაც მეკუთვნის; თითქოს შენ აღარ არსებობს, მე წავალ შენგან და ჩემს ცხოვრებას ავაწყობ, მივხედავ“. დაახლოებით ამას ნიშნავს ის სიტყვები, რომელსაც წარმოთქვამს ძე.

მამაც უსრულებს ამ თხოვნას. მოგეხსენებათ, მამაში იგულისხმება მამაზეციერი, ხოლო - ძეებში, შვილებში, ყოველი ჩვენგანი, მთელი კაცობრიობა. სახარების ამ იგავიდან ჩანს, რომ ადამიანს შეუძლია ის ნიჭები, რომელთაც ღმერთი აძლევს, სხვადასხვაგვარად მოიხმაროს. მას აქვს იმის თავისუფლება, რომ უარი უთხრას ღმერთს, განუდგეს მას, მაგრამ იგავი გვასწავლის, რა ემართება შემდეგ ასეთ ადამიანს.

მართლაც, შვილი შეკრებს თავის ქონებას და მიდის შორეულ ქვეყანაში, დასალიერში. ესეც იგავური თხრობის ფორმაა - „შორეული ქვეყანა“ ის ადგილია, სადაც ღმერთი არ არის. ძე, ნაცვლად იმისა, რომ გაემრავლებინდა, მთელ ქონებას გაფლანგავს და გაკოტრდება, ხელი მოეცარება. ეს იგავი მოგვითხრობს, თუ რა ემართება ადამიანს, რომელიც ცდილობს თავისი ცხოვრება ღვთის გარეშე მოაწყოს, მიატოვოს ღმერთი და იფიქროს, რომ თავად, ღვთისგან დამოუკიდებლად შეუძლია საკუთარი ცხოვრება მოწყობა. ე.ი. ამ ძეს მოუნდა დამოუკიდებლობა ღვთის გარეშე.

რატომ განაბნია შვილმა ქონება? როგორც სახარება გვასწავლის, იგი „არაწმინდებით ცხოვრობდა“. ამას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკლესიაშიც ხშირად ვხედავთ, განსაკუთრებით - ჩვენ, მოძღვრები.

ძალიან ხშირად მოდიან ეკლესიაში მეტ-ნაკლებად ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ უღმერთოდ, ღვთის კანონების გარეშე იცხოვრეს, შედეგად კი დაენგრათ და გაუკოტრდათ მთელი ცხოვრება. მათ უნდათ გამოსწორება, მაგრამ უკვე გვიანია და აღარ იციან, როგორ გამოასწორონ ეს ყველაფრი; ხვდებიან, რომ მთელი მათი წინა ცხოვრება იყო არასწორი და მცდარი. ჩვენ ამას ვხედავთ ეკლესიაშიც, საერთოდ, ცხოვრებაშიც, ვხედავთ, როგორ გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, როგორი გაუწვრთნელნი არიან შვილები, როგორ აკლიათ ადამიანებს ბედნიერება და ეს ყველაფერი სწორედ ამ მიზეზის გამო ხდება.

სახარება მოგვითხრობს: შემდეგ ისე გაუჭირდა შვილს, რომ უცხო ქვეყანაში მოჯამაგირედ, ღორების მწყემსად დაუდგა ერთ ადგილობრივ კაცს. ისეთი შიმშილი ჩამოვარდა იმ ქვეყანაში, რომ ძე ნატრობდა, ღორების საჭმელი მაინც ეჭამა, მაგრამ ამასაც არ აძლევდნენ, რადგან ესეც ფული ღირდა ამ შორეულ ქვეყანაში“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

მიტროპოლიტის თქმით, რაც უფრო იკმაყოფილებს ადამიანი ამ ვნებებს, მით მეტად გაუმაძღარი ხდებიან ისინი.

„ძვირფასო ძმებო და დებო, რა ქვეყანაა ეს „შორეული ქვეყანა“? ვიმეორებ, ეს არის ღვთისგან მოშორებული ქვეყანა, ანუ ჯოჯოხეთი, თუ გნებავთ, ის მდგომარეობა, რომელშიც ვარდება, საკუთარ თავს იდგებს ადამიანი, რომელიც ღმერთს უარს ეტყვის და შორდება. ღორები, რომელთაც ძე მწყემსავდა, ადამიანის ვნებებია. ამ ვნებებს ადამიანი მწყემსავს და კვებავს“

რატომ არის ეს ვნებები ღორებს შედარებული? იმიტომ, რომ ვნებები, როგორებიცაა - მრისხანება, სიძვა, ნაყროვანება, სევდა, მოწყინება, ვერცხლისმოყვარეობა და სხვა - გაუმაძღრები არიან. ადამიანს ჰგონია, რომ უნდა დაიკმაყოფილოს ეს ვნებები, რათა თითქოს დაიოკოს ისინი, მაგრამ, სინამდვილეში, ვნებები არასოდეს კმაყოფილდებიან. რაც უფრო იკმაყოფილებს ადამიანი ამ ვნებებს, მით მეტად გაუმაძღარი ხდებიან ისინი. სწორედ ამიტომ არის ღორს შედარებული ვნება. ვნებების დამარცხების ერთადერთი გზა არის ამ ვნებებთან ბრძოლა.

ვნებათა შორის უპირველესი არის ამპარტავნება; ყველა ვნება მისგან მომდინარეობს. მართლაც, ამპარტავნებაა, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ მას შეუძლია ღმერთის გარეშე წარმართოს თავისი ცხოვრება, წარმართოს თავისი ოჯახი, თავისი სახელმწიფო და საზოგადო ცხოვრება, რადგან რაც უნდა ინტელექტუალური იყოს ადამიანი, თუ მას აქვს ასეთი კადნიერება და ამპარტავნება, ის მაინც სისულელემდე მიდის. ასეთი ბევრი ადამიანი ვიცით; შეიძლება ინტელექტუალური იყოს, მაგრამ უბრალო ხალხიც კი ხედავს, როგორი სისულელეები ემართება მრავალ მათგანს. რატომ? იმიტომ, რომ მიზეზი არის ერთი - ისინი უარს ამბობენ ღმერთზე. რა თქმა უნდა, ეს არის სისულელის ნიშანი და არალოგიკური საქციელი, რადგან ღმერთის შექმნილია ცხოვრებაც, ოჯახიც, ყველაფერი.

იგავში ხომ გარკვევით წერია სიტყვები, რომელთაც ძე ამბობს: „რაც მე მეკუთვნის“, ანუ ყველა ნიჭი, რაც მამის - ღმერთის არის. ადამიანი როცა იფიქრებს, რომ ეს მისია, მისი კუთვნილებაა, თავად, დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს ის, რა თქმა უნდა, ამ სისულელემდე მიდის და, საბოლოოდ, სრულიად მარცხდება.

ძეს შორეულ ქვეყანაში ღორების საჭმელიც კი ენატრება. სახარება გვიამბობს: ამ ვითარებას, ასეთ დიდ გაჭირვებას, რომ ეჯახება, იგი გონს მოდის.

რას ნიშნავს ეს? მანამდე არ იყო გონზე? - ძე ხვდება, რომ ის მიზნები, რომლებიც მას აქამდე ჰქონდა, უაზრო, არასწორი იყო და გონს მოდის, ანუ სინანულში ვარდება, ინანიებს თავის სულელურ მიზნებს, რომელთა გამოც მან მამის სახლი დატოვა, ახსენდება ყველაფერი და ამბობს:

„მე აქ შიმშილით ვკვდები, მამაჩემის სახლში კი მოჯამაგირეებსაც თავზე საყრელად აქვთ პური და საჭმელი. მოდი, დავბრუნდები მამაჩემის სახლში, მივალ მასთან და ვეტყვი: - მამა, მოვედი შენთან. მე არ ვარ ღირსი, შენი შვილი მეწოდოს; მიმიღე, როგორც ერთი მოჯამაგირე“.

ასე რომ, ეს კაცი გონს მოდის, მაგრამ აქაც გრძელდება იგავური თხრობა: არ არის საკმარისი მარტო გონს მოსვლა ადამიანისა, გონს მოსვლასთან ერთად, შემდეგ საჭიროა ქმედებაც, ანუ მამასთან მისვლა, ისე, როგორც ძემ გადაწყვიტა წასვლა და თავის დანებება იმ ცხოვრებისათვის, რომლითაც შორეულ ქვეყანაში ცხოვრობდა, მამასთან მისვლა და იმის თქმა, რაც სახარებაში წერია: „ღირსი არ ვარ“.

ასეთივე სიტყვები მოვისმინეთ წინა კვირას წაკითხული სახარებიდან „მეზვერისა და ფარისველის იგავში“, როცა მეზვერე ამბობს: „ღირსი არ ვარ, ზეცაში ავიხედო“. აქაც იმავეს ვკითხულობთ, გრძელდება მომზადება დიდი მარხვისთვის, რომ „ღირსი არ ვარ, შენი შვილი მეწოდოს“ და ძე გონს მოდის.

რამ მოიყვანა იგი გონს? - დიდმა გასაჭირმა და განსაცდელმა. ერთი მხრივ, ცუდია გასაჭირი, განსაცდელი, შიმშილი, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეიძლება გახდეს საწინდარი გონს მოსვლისა, ადამიანი ხედავს, რა დაკარგა, რა არის ნამდვილი ფასეულობა, საით უნდა წავიდეს, სად არის ის სიცოცხლე, ძე იწყებს მართებულ აზროვნებას და ფიქრობს, რომ ღირსი არ არის, ღვთის შვილი ეწოდოს. იგი გამოსწორდა, ანუ გაცოცხლდა ადამიანი. თქვენ ხომ კარგად გესმით - ის მარტო საჭმლისთვის კი არ მიდის მამასთან, არამედ იგავი გვიამბობს სინანულის შესახებ, რომელიც გულისხმობს ყველაფერს.

და აი, ნახეთ, როგორ ეგებება მას მამა! როგორი მოსიყვარულეა ღმერთი ყველა ცოდვილი, ყველა დაცემული ადამიანის მიმართ! ძე რომ ბრუნდება, მამა დაინახავს მას თავისი ეზოდან, იცნობს და პირველი გაიქცევა შვილის შესაგებებლად; არ ელოდება, რომ ის მოვა შინ, არამედ თავად გარბის პირველი, მოეხვევა, გულში ჩაკრავს, ეფერება, კოცნის, ძე კი იმეორებს სიტყვებს: „მამა, მე არ ვარ ღირსი, შენი შვილი მეწოდოს, მიმიღე ერთ-ერთ შენს რიგით მოჯამაგირედ“.

რა თქმა უნდა, მამას არ შეუძლია, მოჯამაგირედ მიიღოს იგი, რადგან მისი შვილია, რაც უნდა დაცემული და ცოდვილი იყოს ადამიანი, მასში მაინც შენარჩუნებულია ღვთის ხატება, ღვთის შვილება, როგორც მოცემულობა, როგორც იმედი გადარჩენისა, სინანულისა და აღდგინებისა. ასე რომ, მამას - ღმერთს - არ შეუძლია შენ მოჯამაგირედ დაგაყენოს.

აი, ასეთ საოცარ იგავს ვკითხულობთ სახარებაში. შემდეგ მამა ამბობს: „გამოიტანეთ სამოსელი პირველი და ჩააცვით მას“, ანუ საუკეთესო სამოსელი, რადგან დაძონძილი და გაუბედურებული ბრუნდება შვილი. „გაუკეთეთ მას ბეჭედი ხელზე“ - თქვენ იცით, ძველად არ იყო პირადობის მოწმობები, ბეჭედი, ბეჭდის დაბრუნება იყო ნიშანი ამ შვილობის ღირსებისა. „ჩააცვით ფეხსაცმელი და დაკალით „ჭამებული“ - ნასუქი ხბო, მოზვერი, რომ გავმართოთ ნადიმი“, - ამბობს მამა.

მართლაც, მამა მართავს ნადიმს. აქ ხატოვნად არის გადმოცემული ღვთისა და მონანული ცოდვილის შეხვედრის სიხარული. სახარებაში ვკითხულობთ, რომ უფალს სიხარულის გამოსახატავად არაერთგზის გამოუყენებია ნადიმის მაგალითი და აქაც ამბობს, რომ შვილის შესახვედრად მამამ ნადიმი გამართა“, - აღნიშნა მან.

მიტროპოლიტმა მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ ჩვენც ცოდვილები, სახარებისეული უძღები შვილები ვართ, „ამიტომ ინებოს უფალმა, ამ განწყობით დავიწყოთ დიდმარხვა“.

„ამრიგად, ასეთი საოცარი იგავია დღეს სახარებაში მოთხრობილი. ეს არის იგავი სინანულზე - რა არის ჭეშმარიტი გზა ადამიანის გადარჩენისთვის, თუ ადამიანს უნდა, რა თქმა უნდა. არავინ აძალებდა უძღებ შვილს, როცა ის მამისეული სახლიდან მიდიოდა, მაგრამ არც არავინ იჭერდა, არავინ უთხრა, არ წასულიყო. როდესაც გაუჭირდა და შიმშილობა დაიწყო, ასევე არავინ დააძალა, დაბრუნებულიყო მამის სახლში. ეს ყველაფერი ნებაყოფლობითი იყო. ეს ადგილიც ამას გულისხმობს: ვისაც უნდა, მისთვის არის ეს ყველაფერი და ეს ნადიმი გამზადებული.

ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი სახარებიდან ჩანს, თუ რა არის მთავარი აზრი ცხოვრებისა. სწორედ ეს არის აზრი, რომ მოხდეს შეხვედრა მონანული ცოდვილისა და უფლისა, ჩვენი შეხვედრა მამასთან ისე, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენი ცხოვრება მუდმივად გაგრძელდეს მამა ღმერთთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან ერთად; წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ცხოვრებაც უაზრობა იქნება, როგორი უაზროც იყო უძღები შვილის მთელი საქმიანობა.

გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

დღეს ჩვენც ცოდვილები, სახარებისეული უძღები შვილები ვართ, ამიტომ ინებოს უფალმა, ამ განწყობით დავიწყოთ დიდმარხვა, ნამდვილად მოვინანიოთ და ვეცადოთ, ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ, მოვინანიოთ, რომ ისე არ ვცხოვრობდით, როგორც ღმერთის შვილს უნდა ეცხოვრა სინამდვილეში. მხოლოდ ის არ მოვინანიოთ, რომ რაღაც არ ვჭამეთ, ან ზედმეტი ვჭამეთ, ან სადღაც არასწორად დავდექით და რაღაც სათანადოდ ვერ წავიკითხეთ, ჩვენ თითქოს კოღოს ვწურავთ, პიტნაკს და ცერეცოს ვწონით და ვითვლით, ამ დროს კი არ ვამბობთ მთავარს, რომ „ჩვენი ცხოვრებით, აზროვნებით არ ვარ შვილი, ამიტომ არ ვარ ღირსი, შვილი მეწოდოს და მიმიღე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მონა და მსახური“. ეს არის საწინდარი, რომ უფალი დაგვიბრუნებს შვილობის ღირსებას.

ამრიგად, უძღები შვილის იგავში ჩანს, თუ რა არის სათნო მამაზეციერისთვის, რა უნდა მას ჩვენგან, რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო-ვეყოთ უფალსა ჩვენსა - მამასა და ძესა და სულსა წმინდასა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.