მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ვახო სანაიას მხარდაჭერას უცხადებენ და ხელისუფლებას მანიფესტით მიმართავენ
მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ვახო სანაიას მხარდაჭერას უცხადებენ და ხელისუფლებას მანიფესტით მიმართავენ

მე­დი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას" ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ას, მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის ფაქ­ტის გამო მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ და მე­დია გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მო­თხოვ­ნით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მა­ნი­ფეს­ტით მი­მარ­თა­ვენ.

სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა დო­კუ­მენტს ხელი ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ სტუ­დი­ა­ში მო­ა­წე­რეს, რი­თაც აღ­ნიშ­ნეს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დია და­უც­ვე­ლია. ისი­ნი მი­მარ­თა­ვენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ უმაღ­ლე­სი რან­გის პი­რებს, რომ შე­წყვი­ტონ აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კა და სი­ძულ­ვი­ლის წა­ხა­ლი­სე­ბა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ.

„2020 -2021 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ა­გა­რე­მო ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და. გახ­შირ­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე სი­ტყვი­ე­რი თუ ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო არ უზ­რუნ­ველ­ყოფს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი სი­ძულ­ვი­ლის ენით, აგ­რე­სი­ით და ბო­ი­კო­ტით პა­სუ­ხო­ბენ მე­დი­ის კრი­ტი­კულ კი­თხვებს, სა­ხელ­მწი­ფო პრო­პა­გან­დის მან­ქა­ნა კრი­ტი­კულ მე­დი­ას პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტე­ბად ნათ­ლავს და მათ მი­მართ შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბას უწყობს ხელს. პო­ლი­ტი­კუ­რად პო­ლა­რი­ზე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მე­დი­ი­სად­მი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახა­ლი­სებს მო­რიგ თავ­დას­ხმებს. მიმ­დი­ნა­რე­ობს პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მა­უ­წყებ­ლო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლია და ცენ­ზუ­რის და­წე­სე­ბას ცდი­ლობს. ჩვენ, მე­დი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ვუ­წო­დებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ უმაღ­ლე­სი რან­გის პი­რებს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რეს, უზ­რუნ­ველ­ყონ ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თავ­დას­ხმე­ბის სწრა­ფი გა­მო­ძი­ე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა; შე­წყვი­ტონ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­წყე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი;

შე­წყვი­ტონ აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კა და სი­ძულ­ვი­ლის წა­ხა­ლი­სე­ბა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ;

შე­წყვი­ტონ კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის ბო­ი­კო­ტი და აღად­გი­ნონ მე­დი­ას­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის რე­ჟი­მი;

შე­წყვი­ტონ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად.

ვფიქ­რობთ, ამ მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბას, გან­მუხ­ტავს და­ძა­ბუ­ლო­ბას და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს მე­დი­ა­გა­რე­მოს",- ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დუდუ
83

ჯერ თქვენ გაფილტრეთ და მერე ვნახოთ!!!

გიორგი
94
კარიკატურული,ძონძი “ჟურნალისტები” მათსავით კარიკატურულ “ჟურნალისტ” სანაიას მხარს უჭერენ! რეალურად კი არც ერთს საერთოდ არ აქვს იმის წარმოდგენაც კი, თუ რას ნიშნავს ჟურნალისტიკა!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ვახო სანაიას მხარდაჭერას უცხადებენ და ხელისუფლებას მანიფესტით მიმართავენ

მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ვახო სანაიას მხარდაჭერას უცხადებენ და ხელისუფლებას მანიფესტით მიმართავენ

მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიას, მასზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტის გამო მხარდაჭერას უცხადებენ და მედია გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით ხელისუფლებას მანიფესტით მიმართავენ.

სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა დოკუმენტს ხელი ტელეკომპანია „ფორმულას“ სტუდიაში მოაწერეს, რითაც აღნიშნეს ის, რომ საქართველოში მედია დაუცველია. ისინი მიმართავენ პრემიერ-მინისტრსა და გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, რომ შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ.

„2020 -2021 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები, სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს, სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზირებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს. ჩვენ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება; შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები;

შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;

შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობების რეჟიმი;

შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკურად.

ვფიქრობთ, ამ მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას, განმუხტავს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მედიაგარემოს",- ნათქვამია დოკუმენტში.

დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის - რა ხდება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან?

საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი გაკეთდა ბოლო 24 საათში და როგორი ეპიდვითარებაა ქვეყანაში