სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ ტესტების რეკორდული რაოდენობა  ჩატარდა - ეპიდსიტუაცია სერიოზულად მშვიდდება" - ამირან გამყრელიძე
"გუშინ ტესტების რეკორდული რაოდენობა  ჩატარდა - ეპიდსიტუაცია სერიოზულად მშვიდდება" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცია მშვიდ­დე­ბა, თუმ­ცა ილუ­ზია არ უნდა შე­იქ­მნას, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია და­მარ­ცხდა.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, დღეს სა­ქარ­თვე­ლო "სე­რი­ო­ზუ­ლი სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გზა­ზეა".

"10-12-ჯე­რაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი ახალ შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ასე­ვე 10-ჯერ შემ­ცი­რე­ბუ­ლია ინ­ცი­დენ­ტო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. შემ­ცი­რე­ბუ­ლია ტეს­ტი­რე­ბი­დან და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლიც და ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დღეს გვაქვს ყვე­ლა­ზე კარ­გი - 1.07, გუ­შინ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და ტეს­ტე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, 35 ათა­სამ­დე ტეს­ტი.

ეპიდსი­ტუ­ა­ცია სე­რი­ო­ზუ­ლად მშვიდ­დე­ბა, თუმ­ცა დამ­შვი­დე­ბუ­ლი სრუ­ლად არაა. სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გზა­ზე ვართ. ილუ­ზია არ უნდა შე­იქ­მნას, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია და­ვა­მარ­ცხეთ“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, გამ­ყრე­ლი­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის და­დას­ტუ­რე­ბი­დან გა­სუ­ლი ერთი წელი შე­ა­ფა­სა. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს „"სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბამ­დე მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გი შე­დე­გი ჰქონ­და და მა­ნამ­დე ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და“.

"მთე­ლი რიგი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბი, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტო­რის მზა­დე­ბა საკ­მა­ოდ ადრე და­ი­წყო. ქვე­ყა­ნას ჰქონ­და საკ­მა­ოდ ად­რე­უ­ლი, დრო­უ­ლი და მულ­ტი­სექ­ტო­რუ­ლი პა­სუ­ხი ამ გა­მოწ­ვე­ვა­ზე. ამან გა­მო­იწ­ვია ის შე­დე­გი, რომ და­ახ­ლო­ე­ბით სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბამ­დე ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პა­რა­მეტ­რე­ბი გვქონ­და და მსოფ­ლი­ოს პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში შევ­დი­ო­დით.

შემ­დეგ შეგ­ვექ­მნა ილუ­ზია, რომ და­ვა­მარ­ცხეთ კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, რე­კო­მენ­და­ცი­ას აღარ იცავ­დნენ, ამას და­ე­მა­ტა დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი - წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ქვე­ყა­ნა­ში დიდი მო­ბი­ლო­ბა იყო, ასე­ვე თვი­თონ არ­ჩევ­ნე­ბი, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში კი მო­ბი­ლო­ბა გაზ­რდი­ლი იყო სხვა­დას­ხვა დიდი შეხ­ვედ­რის და შეკ­რე­ბის ხარ­ჯზე. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მიგ­ვიყ­ვა­ნა იქამ­დე, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი მე­ო­რე ტალ­ღა და და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო ქვე­ყა­ნამ. თუ სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბამ­დე ვი­ყა­ვით პირ­ველ ხუ­თე­ულ ქვე­ყა­ნა­ში, ნო­ემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში, რო­დე­საც პიკ­ზე ვი­ყა­ვით, გა­და­ვი­ნაც­ვლეთ პირ­ველ ად­გილ­ზე, ოღონდ უა­რე­სი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
15

ვაქცინა აღარ გვინდა ხოო? ვაი თქვენს პატრონს

 

rasa
11

როცა ჭირდებოდათ, მაშინ თავის თავს აწერდნენ პანდემიასთან წარმატებას და როცა ხელიდან წავიდა სიტუაცია - ეგ თურმე იმიტომ რომ 'ხალხი აღარ იცავდაო რეკომენდაციებს'. ვაქცინების მხრივ რომ ევროპაში ყველაზე ბოლოს ვართ - ეგეც ხალხის ბრალი ხომ არ არის, ამირან ბატონო? ეგ მუშკეტი არ გაგივარდეთ სადმე

ავტორი:

"გუშინ ტესტების რეკორდული რაოდენობა  ჩატარდა - ეპიდსიტუაცია სერიოზულად მშვიდდება" - ამირან გამყრელიძე

"გუშინ ტესტების რეკორდული რაოდენობა  ჩატარდა - ეპიდსიტუაცია სერიოზულად მშვიდდება" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია მშვიდდება, თუმცა ილუზია არ უნდა შეიქმნას, რომ კორონავირუსული ინფექცია დამარცხდა.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღეს საქართველო "სერიოზული სტაბილიზაციის გზაზეა".

"10-12-ჯერაა შემცირებული ახალ შემთხვევათა რაოდენობა, ასევე 10-ჯერ შემცირებულია ინციდენტობის მაჩვენებელი. შემცირებულია ტესტირებიდან დადებითობის მაჩვენებლიც და ბოლო სამი თვის განმავლობაში დღეს გვაქვს ყველაზე კარგი - 1.07, გუშინ ქვეყანაში ჩატარდა ტესტების რეკორდული რაოდენობა, 35 ათასამდე ტესტი.

ეპიდსიტუაცია სერიოზულად მშვიდდება, თუმცა დამშვიდებული სრულად არაა. სტაბილიზაციის გზაზე ვართ. ილუზია არ უნდა შეიქმნას, რომ კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან გასული ერთი წელი შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს „"სექტემბრის შუა რიცხვებამდე მაქსიმალურად კარგი შედეგი ჰქონდა და მანამდე ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდა“.

"მთელი რიგი ნორმატიული აქტები, მოსამზადებელი სამუშაოები, სამედიცინო სექტორის მზადება საკმაოდ ადრე დაიწყო. ქვეყანას ჰქონდა საკმაოდ ადრეული, დროული და მულტისექტორული პასუხი ამ გამოწვევაზე. ამან გამოიწვია ის შედეგი, რომ დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებამდე ერთ-ერთი საუკეთესო პარამეტრები გვქონდა და მსოფლიოს პირველ ხუთეულში შევდიოდით.

შემდეგ შეგვექმნა ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია, რეკომენდაციას აღარ იცავდნენ, ამას დაემატა დიდი პოლიტიკური პროცესი - წინასაარჩევნოდ ქვეყანაში დიდი მობილობა იყო, ასევე თვითონ არჩევნები, არჩევნების შემდგომ პერიოდში კი მობილობა გაზრდილი იყო სხვადასხვა დიდი შეხვედრის და შეკრების ხარჯზე. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სერიოზული მეორე ტალღა და დაზიანება მიიღო ქვეყანამ. თუ სექტემბრის შუა რიცხვებამდე ვიყავით პირველ ხუთეულ ქვეყანაში, ნოემბრის შუა რიცხვებში, როდესაც პიკზე ვიყავით, გადავინაცვლეთ პირველ ადგილზე, ოღონდ უარესი მაჩვენებლებით“,- განაცხადა გამყრელიძემ.

"ვფიქრობ, მარტის ბოლოდან შეგვეძლება ვაქცინაცია "ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ...შესაძლოა, მანამდე "ფაიზერმაც“ მოგვისწროს" - თამარ გაბუნია

გერმანიაში დასაქმების სურვილი ამ დროისთვის 94 281-მა ადამიანმა გამოთქვა

საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი