სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს რკინიგზამ" სამგზავრო გადაყვანა დღეიდან განაახლა - რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ მგზავრებს?
"საქართველოს რკინიგზამ" სამგზავრო გადაყვანა დღეიდან განაახლა - რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ მგზავრებს?

სამ­თვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ" სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნე­ბი დღე­ი­დან გა­ნა­ახ­ლა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზი­დან" აც­ნო­ბეს, მა­ტა­რებ­ლებ­მა მა­გის­ტრა­ლურ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე მოძ­რა­ო­ბა დღე­ი­დან და­ი­წყეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნია მოძ­რა­ო­ბას შემ­დეგ რე­ი­სებ­ზე აღად­გენს: თბი­ლი­სი-ბა­თუ­მი-თბი­ლი­სი; თბი­ლი­სი-ზუგ­დი­დი-თბი­ლი­სი; თბი­ლი­სი-ოზურ­გე­თი-თბი­ლი­სი; თბი­ლი­სი-ფოთი-თბი­ლი­სი და თბი­ლი­სი-ქუ­თა­ი­სი-თბი­ლი­სი.

"რაც შე­ე­ხე­ბა კო­ვიდ 19-თან და­კავ­ში­რე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს: გამ­ცი­ლებ­ლე­ბი მგზავ­რებს ვა­გო­ნის შე­სას­ვლე­ლებ­ში ჩა­უ­ტა­რე­ბენ თერ­მოსკრი­ნინგს, მა­ტა­რე­ბელ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე კი მათ უნდა გა­ი­ა­რონ დე­ზო­ბა­რი­ე­რი და ხე­ლე­ბი და­ი­მუ­შა­ონ სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით. ხე­ლის დის­პენ­სე­რე­ბი ყვე­ლა ვა­გონ­ში იქ­ნე­ბა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მგზავ­რებ­მა წი­ნას­წარ იცოდ­ნენ, რომ ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­ცხად­დნენ გა­სამ­გზავ­რებ­ლად. პირ­ბა­დის გა­რე­შე მგზავ­რე­ბი არ და­იშ­ვე­ბი­ან და მგზავ­რო­ბის პრო­ცეს­ში მათ არ აქვთ პირ­ბა­დის მოხ­სნის უფ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა მგზავ­რებს ყვე­ლა ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

"საქართველოს რკინიგზამ" სამგზავრო გადაყვანა დღეიდან განაახლა - რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ მგზავრებს?

"საქართველოს რკინიგზამ" სამგზავრო გადაყვანა დღეიდან განაახლა - რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ მგზავრებს?

სამთვიანი პაუზის შემდეგ "საქართველოს რკინიგზამ" სამგზავრო გადაყვანები დღეიდან განაახლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ "საქართველოს რკინიგზიდან" აცნობეს, მატარებლებმა მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობა დღეიდან დაიწყეს.

მათი ინფორმაციით, კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგენს: თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისი.

"რაც შეეხება კოვიდ 19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

6 შეზღუდვა, რომელიც ორშაბათიდან მოიხსნება

373 ახალი ინფიცირებული და 14 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება 24 საათში და როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით?

რეგიონიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ ღამე კარვებში გაათენა - რა ვითარებაა პარლამენტთან