სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ? დაეჭირათ მაინც" - ვინ არის ზუგდიდში, დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდა და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?
"არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ? დაეჭირათ მაინც" - ვინ არის ზუგდიდში, დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდა და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?

ზუგ­დიდ­ში ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოქ­როს ბირ­ჟის და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი თავ­დამ­სხმე­ლი, რო­მე­ლიც ორ­მხრი­ვი სრო­ლის დროს და­ი­ღუ­პა, 25 წლის ბად­რი თუთ­ბე­რი­ძეა.

შსს-ს ცნო­ბით, თუთ­ბე­რი­ძე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ოქ­როს ბირ­ჟა­ზე შე­იჭ­რა და ერთ-ერთ გამ­ყიდ­ველს ოქ­როს ნივ­თე­ბი ია­რა­ღის მუ­ქა­რით გას­ტა­ცა, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

"ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში, გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის არ სჯე­რათ.

"რა­ტომ მოკ­ლეს ბავ­შვი? არ იყო საშ­ვე­ლი, რომ არ მო­ეკ­ლათ? და­ე­ჭი­რათ მა­ინც. გვი­ჭირს ამის და­ჯე­რე­ბა, რომ ეს ჩა­ი­დი­ნა. არა­ფე­რი არ სჭირ­და სა­ი­მი­სოდ. ვი­ღა­ცამ უბიძ­გა ალ­ბათ, თო­რემ ეგ ამას არა­სო­დეს არ გა­ა­კე­თებ­და. ბავ­შვო­ბი­დან ჩვენს თვალ­წინ გა­ი­ზარ­და და არ გვჯე­რა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის" - ამ­ბო­ბენ "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით თა­ნახ­მად, 25 ახალ­გაზ­რდამ დევ­ნის ოპე­რა­ცი­ის დროს პო­ლი­ცი­ე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მომ­ხდა­რი ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტი­დან მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე და­ი­წყეს ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩი­დან მო­შო­რე­ბით, და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ჩამ­დენ­მა პირ­მა, მას შემ­დეგ, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შე­ნიშ­ნა, მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გახ­სნა, რა­საც პო­ლი­ცი­ის მხრი­დან, „პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, უკი­დუ­რე­სი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, სა­პა­სუ­ხო სრო­ლა მოჰ­ყვა, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობ­და მათი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე თავ­დამ­სხმე­ლი - 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პირი პო­ლი­ცი­ის მიერ უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქნა ნა­ნა­ხი, რის შემ­დე­გაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა მა­მა­კა­ცის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნის მიზ­ნით ჩა­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დევ­ნის ოპე­რა­ცი­ი­სას შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
28

და ქალბატონო იარაღით რომ სხვას ემუქრებოდა თავზე ხელი გადაესვათ? დედააა რა ქვეყანააა ვიღაცას გირაოს გადახდა არ უნდა ვიღაცას ეს უნდა ვიღაცას ის. კანონი ამხანაგებო კანონი

?
171

გომელაური მაინც ამაყია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ? დაეჭირათ მაინც" - ვინ არის ზუგდიდში, დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდა და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?

"არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ? დაეჭირათ მაინც" - ვინ არის ზუგდიდში, დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდა და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?

ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ოქროს ბირჟის დაყაჩაღებაში ბრალდებული თავდამსხმელი, რომელიც ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა, 25 წლის ბადრი თუთბერიძეა.

შსს-ს ცნობით, თუთბერიძე ცეცხლსასროლი იარაღით ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"ტვ პირველთან" საუბარში, გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერათ.

"რატომ მოკლეს ბავშვი? არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ? დაეჭირათ მაინც. გვიჭირს ამის დაჯერება, რომ ეს ჩაიდინა. არაფერი არ სჭირდა საიმისოდ. ვიღაცამ უბიძგა ალბათ, თორემ ეგ ამას არასოდეს არ გააკეთებდა. ბავშვობიდან ჩვენს თვალწინ გაიზარდა და არ გვჯერა ამ ინფორმაციის" - ამბობენ "ტვ პირველთან" საუბრისას გარდაცვლილის ახლობლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით თანახმად, 25 ახალგაზრდამ დევნის ოპერაციის დროს პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიდან მალევე, ცხელ კვალზე დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით, საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციის მიერ უგონო მდგომარეობაში იქნა ნანახი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები" - ნათქვამია განცხადებაში.

დევნის ოპერაციისას შსს-ს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება უკვე დაიწყო.

შსს-მ "ტვ პირველის“ ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

"მუხო", "ჯამა", "ლაპუხა" და... - შსს-ს ინფორმაციით, "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს

დაკავებულია "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელი - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?