სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყურადღების მოდუნება დაუშვებელია" - მთავრობის ადმინისტრაცია, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, პრემიერის განცხადებას ავრცელებს
"ყურადღების მოდუნება დაუშვებელია" - მთავრობის ადმინისტრაცია, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, პრემიერის განცხადებას ავრცელებს

ჩვე­ნი გუნ­დის დრო­ულ­მა რე­ა­გი­რე­ბამ, ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი­სა და ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან გა­მო­ჩე­ნილ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბამ მოგ­ვცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გავმკლა­ვე­ბო­დით ვირუსს რო­გორც გა­ზა­ფხულ­ზე, პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში, ისე მე­ო­რე ტალ­ღის დროს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აცხა­დებს.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის შე­ფა­სე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა, ბრძო­ლა ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა და ყუ­რა­დღე­ბის მო­დუ­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

„ერთი წელი გა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბი­დან. ეს ერთი წე­ლია, მთე­ლი მსოფ­ლიო სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ, რთულ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რობს. უმ­ძი­მე­სი დარ­ტყმის ქვეშ აღ­მოჩ­ნდნენ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბი. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლო აღ­მოჩ­ნდა. პან­დე­მია შე­ე­ხო ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს.

წე­ლი­წა­დია, რაც ჩვენ ამ ომში ვართ უხი­ლავ მტერ­თან. ჩვე­ნი გუნ­დის დრო­ულ­მა რე­ა­გი­რე­ბამ, ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი­სა და ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან გა­მო­ჩე­ნილ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბამ მოგ­ვცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გავმკლა­ვე­ბო­დით ვირუსს რო­გორც გა­ზა­ფხულ­ზე, პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში, ისე მე­ო­რე ტალ­ღის დროს. იყო ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, მოკ­ლე დრო­ში ჩვენ დაგ­ვჭირ­და პან­დე­მი­ის მარ­თვის რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლა და უნდა ით­ქვას, რომ ამ გა­მოწ­ვე­ვებს ეფექ­ტი­ა­ნად ვუ­პა­სუ­ხეთ.

მარ­თა­ლია, მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნის დე­ფი­ციტ­მა გა­არ­თუ­ლა ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბა, მაგ­რამ, მერ­წმუ­ნეთ, ჩვე­ნი მთავ­რო­ბა, თი­თო­ე­უ­ლი უწყე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ ქვე­ყა­ნამ პირ­ვე­ლი დო­ზე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მი­ი­ღოს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა ნამ­დვი­ლად იძ­ლე­ვა ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა შე­ვამ­სუ­ბუ­ქეთ, ბრძო­ლა ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა. ჩვენ ვსწავ­ლობთ ვირუს­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას. მჯე­რა, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად ეს­მის, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია ყუ­რა­დღე­ბის მო­დუ­ნე­ბა და და­წე­სე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით ჩვენ შევ­ძლებთ, სა­ბო­ლო­ოდ დავძლი­ოთ ეს გა­მოწ­ვე­ვა“, - აცხა­დებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირა
0

(გამკლავება) ??????? მომეწონა>>>>>>>>>>>>>

ნანა
8

ჩემი მტერი ენდოს შენისთანებს,უვარგისები და მატყუარები ხართ.სადაა შეპირებული ვაქცინა და კაი ცხოვრება.

ავტორი:

"ყურადღების მოდუნება დაუშვებელია" - მთავრობის ადმინისტრაცია, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, პრემიერის განცხადებას ავრცელებს

"ყურადღების მოდუნება დაუშვებელია" - მთავრობის ადმინისტრაცია, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, პრემიერის განცხადებას ავრცელებს

ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ყურადღების მოდუნება დაუშვებელია.

„ერთი წელი გავიდა საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან. ეს ერთი წელია, მთელი მსოფლიო სრულიად განსხვავებულ, რთულ რეჟიმში ცხოვრობს. უმძიმესი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა. პანდემია შეეხო ყველას და ყველაფერს.

წელიწადია, რაც ჩვენ ამ ომში ვართ უხილავ მტერთან. ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს. იყო ძალიან სერიოზული გამოწვევები, მოკლე დროში ჩვენ დაგვჭირდა პანდემიის მართვის რეჟიმზე გადასვლა და უნდა ითქვას, რომ ამ გამოწვევებს ეფექტიანად ვუპასუხეთ.

მართალია, მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენი მთავრობა, თითოეული უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და რეგულაციების უმეტესობა შევამსუბუქეთ, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ ვსწავლობთ ვირუსთან თანაცხოვრებას. მჯერა, ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ დაუშვებელია ყურადღების მოდუნება და დაწესებული რეკომენდაციების უგულებელყოფა.

დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, საბოლოოდ დავძლიოთ ეს გამოწვევა“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"გული მწყდება, მთელი საქართველო, მსოფლიო ლაპარაკობდა და ვაშაძეს ხმა არ ამოუღია" - მელია

"ამბობენ, რომ მზად არიან სასამართლოს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართონ, სერიოზულად არც აღმიქვამს, გამეცინა" - მელიას პასუხი პროკურატურას

"სანდრო მაკლია, ჩემებს უთქვიათ, რომ მივლინებაში ვარ... როგორ აუხსნიან, რატომ არ ვრეკავ" - ნიკა მელიას ინტერვიუ ციხიდან

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"