პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა მელიას მხარდამჭერი აქციისთვის პარლამენტის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს - აქციაზე მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან
ნიკა მელიას მხარდამჭერი აქციისთვის პარლამენტის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს - აქციაზე მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან

თბი­ლის­ში, პარ­ლა­მენ­ტთან ნიკა მე­ლი­ას მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცი­ის­თვის მზა­დე­ბა დი­ლი­დან და­ი­წყო. ამ დრო­ის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის წინ სცე­ნის მონ­ტა­ჟი მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცია პარ­ლა­მენ­ტთან 15:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა, თუმ­ცა მა­ნამ­დე 13:00 სა­ათ­ზე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მი­მარ­თუ­ლე­ბით საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბას სა­ხელ­წო­დე­ბით: „მსვლე­ლო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ მო­ა­წყო­ბენ.

15:00 სა­ათ­ზე პარ­ლა­მენ­ტთან შეკ­რე­ბი­ლებს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი მი­მარ­თა­ვენ. პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გარ­და ოპო­ზი­ცია სა­კუ­თარ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­საც გა­აჟ­ღე­რებს. და­გეგ­მი­ლია და­მა­ტე­ბი­თი კარ­ვე­ბის გაშ­ლაც. ამას­თან, მო­მი­ტინ­გე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტი­დან მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან გა­და­ნაც­ვლე­ბას და სა­კუ­თა­რი პრო­ტეს­ტის და­ფიქ­სი­რე­ბა­საც გეგ­მა­ვენ.

აქ­ცი­ა­ზე მხარ­დამ­ჭე­რებს რე­გი­ო­ნე­ბი­და­ნაც ელო­დე­ბი­ან, თუმ­ცა რო­გორც ოპო­ზი­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის, მათ შო­რის ტრან­სპორტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო, რე­გი­ო­ნე­ბი­დან მხარ­დამ­ჭერ­თა მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ჩა­მო­ვა და არ მოხ­დე­ბა მათი სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიჯი ალფაიძე
72

როდის აქეთ დაიწყეთ კოვიდსიტუაციების გათვალისწინება ჰა?

ვაი ამათ პატრონს!
107

ბევრი ცოცხი, ბევრი ჯაჭვი, ბევრი ნაგვის ურნა, ბევრი შეშა და სოფელიც აშენდება; მიშა გზაშია დაელოდეთ ისე არ დაიშალოთ

ავტორი:

ნიკა მელიას მხარდამჭერი აქციისთვის პარლამენტის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს - აქციაზე მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან

ნიკა მელიას მხარდამჭერი აქციისთვის პარლამენტის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს - აქციაზე მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან

თბილისში, პარლამენტთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქციისთვის მზადება დილიდან დაიწყო. ამ დროისთვის, პარლამენტის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე დაიწყება, თუმცა მანამდე 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ.

15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. დაგეგმილია დამატებითი კარვების გაშლაც. ამასთან, მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის დაფიქსირებასაც გეგმავენ.

აქციაზე მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან, თუმცა როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით დაწესებული რეგულაციების, მათ შორის ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, რეგიონებიდან მხარდამჭერთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი ჩამოვა და არ მოხდება მათი სრული მობილიზაცია.

რა მოლოდინია ნატო-ს სამიტისგან, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

"ყველა ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს, ველით, რომ ეს სათანადოდ იქნება დაფასებული" - ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამიტზე

"სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად - საქართველოსთვის“ - რას წერს გიორგი გახარია ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ