მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებენ
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებენ

ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნილ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სამი ქვეყ­ნის სა­გა­რეო უწყე­ბა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა რის­კის ქვეშ აყე­ნებს მმარ­თველ პარ­ტი­ა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის დი­ა­ლო­გის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

„ჩვენ, ეს­ტო­ნე­თის, ლატ­ვი­ი­სა და ლი­ე­ტუ­ვას სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი სე­რი­ო­ზულ შეშ­ფო­თე­ბას გა­მოვ­ხა­ტავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას მო­ვუ­წო­დებთ, იმოქ­მე­დონ თავ­შე­კა­ვე­ბით, მო­ახ­დი­ნონ სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცია და მო­ძებ­ნონ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სებ­შია. ჩვენ ხაზს ვუს­ვამთ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის კრი­ტი­კულ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის გა­და­საჭ­რე­ლად.

ჩვენ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ ნიკა მე­ლი­ას, მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რის და­კა­ვე­ბით. ეს რის­კის ქვეშ აყე­ნებს მმარ­თველ პარ­ტი­ა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის დი­ა­ლო­გის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ჩვენ გვჯე­რა სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მო­მავ­ლის.

ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის არ­ჩე­ვანს, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი და­უ­კავ­ში­რონ დე­მოკ­რა­ტი­ულ ტრან­სატ­ლან­ტი­კურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მი­მარ­თონ ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ. ჩვენ ხაზს ვუს­ვამთ პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ამ ამ­ბი­ცი­უ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად“, - ნათ­ქვა­მია ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბიძინას ბოტი
47

მოდი რა თქვენ ქვეყნებს მიხედეთ ჩვენ თავი დაგვანებეთ ძაან კარგად ვცხოვრობთ საქართველოში ყველაფერი გვაქვს რაც გვინდა 

ალ
119

მგონი ბატონი ბიძინი ისევ გახარიას დააბრუნებს. ამან არ გაამართლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებენ

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებენ

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, სამი ქვეყნის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ ნიკა მელიას დაკავება რისკის ქვეშ აყენებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას.

„ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ, იმოქმედონ თავშეკავებით, მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია და მოძებნონ კონსტრუქციული გამოსავალი, რაც საქართველოსა და მის ყველა მოქალაქის ინტერესებშია. ჩვენ ხაზს ვუსვამთ კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური დიალოგის კრიტიკულ მნიშვნელობას არსებული კრიზისის გადასაჭრელად.

ჩვენ შეშფოთებული ვართ ნიკა მელიას, მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავებით. ეს რისკის ქვეშ აყენებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას.

ჩვენ გვჯერა საქართველოს, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მომავლის.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, საკუთარი ქვეყნის მომავალი დაუკავშირონ დემოკრატიულ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას და მიმართონ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკის ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმო-ს დირექტორს შორის ვაქცინაციის თაობაზე სატელეფონო საუბარი გაიმართა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობა?

"გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა 70%-ს სურს, რომ დავბრუნდე" - მიხეილ სააკაშვილი