პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­იხ­სნა ონ­ლა­ინ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია „კონ­კუ­რენ­ცია და ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გი პრაქ­ტი­კა­ში“. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­გა­ნი­ხი­ლა­ვენ ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის, ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ისმნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თებ­ზე. კონ­ფე­რენ­ცია გახ­სნეს სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ი­სე­როვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძემ.

და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ სე­მე­კი ხელს შე­უ­წყობს ისე­თი ბა­ზა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ისარ­გებ­ლე­ბენ თა­ნას­წო­რი, გამჭვირ­ვა­ლე და არა­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბით.

„ჩვე­ნი მი­ზა­ნია ხელი შე­ვუ­წყოთ ჯან­სა­ღი, კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნას ბა­ზარ­ზე, რაც ერთი მხრივ, ხელს შე­უ­წყობს სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვას, ხოლო მე­ო­რე მხრივ, მომ­ხმა­რე­ბელს მი­ე­ცე­მა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. სე­მეკ­ში შე­იქ­მნა ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც სრუ­ლად გა­ა­კონ­ტრო­ლებს ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს, რაც არის ერ­თგვა­რი გა­რან­ტი იმი­სა, რომ პრო­ცე­სე­ბი წა­რი­მარ­თე­ბა გამჭვირ­ვა­ლედ და ხელი არ შე­ეშ­ლე­ბა კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ფა­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

„2020 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი იქნა ცვლი­ლე­ბე­ბი კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გაძ­ლი­ერ­და კონ­კუ­რენ­ცი­ის აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა, და­იხ­ვე­წა და გას­წორ­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხარ­ვე­ზე­ბი, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კა­ში ფიქ­სირ­დე­ბო­და. კონ­კუ­რენ­ცი­ის კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა არის ეკო­ნო­მი­კის სხვა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ უწყე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვის და გა­და­წყვე­ტის კონ­ტრო­ლის ერ­თი­ან პრინ­ცი­პებ­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. სწო­რედ ეს არის ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი და მთა­ვა­რი გან­ხილ­ვის თემა - რე­გუ­ლი­რე­ბა­დი სექ­ტო­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­მარ­თლებ­რივ ფორ­მატ­ში, ეფექ­ტი­ა­ნად წა­რი­მარ­თოს. მად­ლო­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის და მას­ში ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის ჩვე­ნი კო­ლე­გა უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს,’’ - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძემ შეხ­ვედ­რა­ზე.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით წარ­დგნენ და ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეს სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბირ­ჟის გე­ნე­რა­ლურ­მა­დი­რექ­ტორ­მა, ირი­ნა მი­ლო­რა­ვამ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მის მმარ­თველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, უჩა უჩა­ნე­იშ­ვილ­მა, ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­თა რე­გი­ო­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (ERRA) თავ­მჯდო­მა­რემ და სე­მე­კის წევ­რმა, მაია მე­ლი­ქი­ძემ, ენერ­გე­ტი­კუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა დირკ ბუშ­ლემ, ლი­ე­ტუ­ვას კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რემ, შა­რუ­ნას კე­სე­რა­უს­კას­მა, ავ­სტრი­ის კონ­კუ­რენ­ცი­ის ორ­გა­ნოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა,თე­ო­დორ ტა­ნერ­მა.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კულ ბა­ზარ­ზე მოქ­მე­დი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე ავ­სტრი­ის, უნ­გრე­თის, სა­ბერ­ძნე­თის, ბულ­გა­რე­თის, სლო­ვე­ნი­ის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ე­ბის, კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი­სა და­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი ბირ­ჟის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

NS

beso
0

არ გვქონდა შუქი, მაგრამ ქვეყანა ზრდიდა წმინდანს. არ გვქონდა შუქი, მაგრამ ლამპის, ჭრაქის შუქზე იზრდებოდა ილია ვეკუა და ვაჟა ფშაველა. არ გვქონდა ელექტრომედია და ელქტროკონფერენცია, მაგრამ ქვეყანას ქონდა წესიერება>>>>>>>>ყველაფერი მიგვიღია ცივლიზაციისაგან, მაგრამ თუ წესიერებას არა აქვს გაგება ვერ მიიღებთ ცხოვრებასა და ეკონომიკაში, ვერც ელექტრომეურნეობის საქმიანობაში საქმიანობის ეფექტიანობას. >>>>>>>>>>>>>>>დიახ ეს მედია და საქპოლიმფრასტრუქტურა დავით ჭიჭინძეს, გიორგი ვაშაძის, დეკანოიძეებისა და სხვათა მსგავსთა სახით, ამ პალიტრანიუსისა, თუ სხვა „წესიერი“ ელექტრო მედიის გადაცემებში ვერ მიიღებს ვერაფერს მსგავსს ამ ქვეყანაზე. საქართველოს კლავს მასწავლებელი, მედია და უფალმონობის ინსტიტუტი. სხვა ყველაფერი გადის ბლეფობასა და მუცლის ინტერესზე. ამას არ/ვერ უშველის პოზიცია-ოპოზიციის მიერ ამ საქმის გაწელვა. ეს ერთ დღეს მოითხოვს ცხვირპირში მირტყმებს, ეს ობიექტურ რეალობად იქცევა, რომლის შედეგად უნდა შეიქმნას(დამკვიდრდეს) ბუნებრივი ამორჩევის პრინციპი ჯერ მედიაში და მერე სასაქონლო ბაზრებზე. >>>>>>>>>>>>>>>>>ქვეყანა ინახავს მუქთახორებს, რომელიც აბრუებს მას და ქმნის მის მოწყვლადობას. ამას აქვს საზღვარი, სადაც ის იცვლება პრინციპების სახით. ქვეყნის ბედი გადის მსოფლმხედველობასა და უნარების ბუნებრივ ამორჩევაზე, რასაც მოყვება ყველა სხვაგან პრინციპების განხორციელება, სტანდარტული ქცევებში ცხოვრება და საქმიანობა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით გაიხსნა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“. მონაწილეებიგანიხილავენ ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, ლიბერალიზაციის პროცესისა და კონკურენციისმნიშვნელობა საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითებზე. კონფერენცია გახსნეს სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ და საქართველოს კონკურენციისეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.

დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში კონკურენციისა და ბაზრის მონიტორინგის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ სემეკი ხელს შეუწყობს ისეთი ბაზარის ჩამოყალიბებას, სადაც მონაწილეები ისარგებლებენ თანასწორი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პრინციპებით.

„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს შექმნას ბაზარზე, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ინვესტიციების მოზიდვას, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებელს მიეცემა არჩევანის გაკეთების საშუალება. სემეკში შეიქმნა ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც სრულად გააკონტროლებს ბაზარზე არსებულ ურთიერთობებს, რაც არის ერთგვარი გარანტი იმისა, რომ პროცესები წარიმართება გამჭვირვალედ და ხელი არ შეეშლება კონკურენტული ფასის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

„2020 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ცვლილებები კონკურენციის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც გაძლიერდა კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა, დაიხვეწა და გასწორდა საკანონმდებლო ხარვეზები, რომელიც პრაქტიკაში ფიქსირდებოდა. კონკურენციის კანონში ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ეკონომიკის სხვა მარეგულირებელ უწყებებთან მიმართებაში საკითხების განხილვის და გადაწყვეტის კონტროლის ერთიან პრინციპებზე ჩამოყალიბება. სწორედ ეს არის ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი და მთავარი განხილვის თემა - რეგულირებადი სექტორების საქმიანობა კონკურენციის სამართლებრივ ფორმატში, ეფექტიანად წარიმართოს. მადლობა კონფერენციის ორგანიზებისთვის და მასში ჩართულობისთვის ჩვენი კოლეგა უწყებების წარმომადგენლებს,’’ - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრაზე.

კონფერენციაზე სიტყვით წარდგნენ და ენერგეტიკის სექტორში კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმადირექტორმა, ირინა მილორავამ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, უჩა უჩანეიშვილმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარემ და სემეკის წევრმა, მაია მელიქიძემ, ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელმა დირკ ბუშლემ, ლიეტუვას კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, შარუნას კესერაუსკასმა, ავსტრიის კონკურენციის ორგანოს გენერალურმა დირექტორმა,თეოდორ ტანერმა.

კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე ავსტრიის, უნგრეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, სლოვენიის მარეგულირებელი კომისიების, კონკურენციის სააგენტოებისა დაენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლები.

NS

"საქართველო აღარ ითვლება დაბალშემოსავლიან ქვეყნად... ამან შეიძლება ცუდი როლი ითამაშა, რადგან ვაქცინა ჯერ დაბალშემოსავლიანებს გადასცეს" - იმნაძე

"თუ მკაცრად არ გაკონტროლდება რეგულაციების დაცვა, ეს აუცილებლად გამოიწვევს ეპიდაფეთქებას აპრილის თვეში" - რა შეიძლება მოჰყვეს შეზღუდვების მასშტაბურ შემსუბუქებას?

GAU-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა