პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დადგა დრო 10-წლიანი აქტიური სამსახურის შემდეგ დაგემშვიდობოთ" - კახა ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა
"დადგა დრო 10-წლიანი აქტიური სამსახურის შემდეგ დაგემშვიდობოთ" - კახა ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, კახა ქე­მოკ­ლი­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

ამის შე­სა­ხებ ქე­მოკ­ლი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის, ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად სჭირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია, რად­გან წინ ბევ­რი რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა!

"დად­გა დრო რო­დე­საც ზუს­ტად 10-წლი­ა­ნი აქ­ტი­უ­რი, უზო­მოდ დი­ნა­მი­უ­რი და გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ უნდა და­გემ­შვი­დო­ბოთ, რო­გორც სა­ჯა­რო მო­ხე­ლე და ყო­ფი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ოფი­ცე­რი. სულ ვფიქ­რობ­დი რა უნდა და­მე­წე­რა, რო­დე­საც ეს დღე დად­გე­ბო­და. მინ­და, გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმ ჭკვი­ან, საქ­მე­ზე და ქვე­ყა­ნა­ზე შეყ­ვა­რე­ბულ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, ქალ­ბა­ტო­ნებს და ბა­ტო­ნებს, ღირ­სე­ულ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­სა და ოფიც­რებს, რომ­ლე­ბიც დღის და ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობ­დნენ სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის, მისი შიდა და გარე მტრე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბი­სა და ქვეყ­ნის სამ­შვი­დო­ბო­ზე გაყ­ვა­ნის სუ­ლის­კვე­თე­ბით. ბევ­რი მათ­გა­ნი მუ­შა­ობ­და ისე, რომ არ ელო­და, არც ითხოვ­და აღი­ა­რე­ბას ან გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ფა­სე­ბას. ბევ­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად (რაც ყო­ველ­თვის ორ­გა­ნუ­ლია ამ სფე­რო­ში) არ ჰკარ­გავ­დნენ ენ­თუ­ზი­აზმს და არ იმ­ჩნევ­დნენ დაღ­ლა­სა და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ყო­ფით სირ­თუ­ლე­ებს, ღირ­სე­უ­ლად იტან­დნენ და­უმ­სა­ხუ­რე­ბელ მე­დია, თუ შიდა სტრუქ­ტუ­რულ (ხან­და­ხან სუს­ხი­ან პო­ლიტ-ან­გა­ჟი­რე­ბულ) კრი­ტი­კას და აგ­რძე­ლებ­დნენ შრო­მას ისე, რომ ეს საქ­მეს არ შეს­ტყო­ბო­და.

მად­ლო­ბა, იმ ადა­მი­ა­ნებს ვინც თავ­და­უ­ზო­გა­ვი (ზოგ­ჯერ სი­ცო­ცხლის­თვის სა­რის­კო) შრო­მის ფა­სად, მუდ­მი­ვად უწევ­დათ ოჯა­ხის­თვის, შვი­ლე­ბის­თვის, ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის­თვის ყუ­რა­დღე­ბის მოკ­ლე­ბა; ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­დნენ ეს­წავ­ლათ სხვის, თუ სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე, რათა მო­მა­ვალ­ში სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და მისი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის­თვის აე­რი­დე­ბი­ნათ მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე სი­ა­რუ­ლი და პროგ­რე­სის­თვის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ბა­რი­ე­რე­ბი! გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა იმ ხალ­ხს, ვის­გა­ნაც გა­ვი­აზ­რე „ში­შის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ იდეა; ვინც ჩა­მი­ნერ­გა მრწამ­სი, რომ ამ სფე­რო­ში (ისე­ვე რო­გორც ცხოვ­რე­ბა­ში) ორი რამ არის მთა­ვა­რი: ღირ­სე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა!

მინ­და გულ­წრფე­ლად ვთქვა, 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და პა­ტი­ვი (ალ­ბათ უიშ­ვი­ა­თე­სი), რომ მე­მუ­შა­ვა გან­სა­კუთ­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან, ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან და ლი­დე­რებ­თან (რო­გორც წინა, ისე ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში). ვფიქ­რობ, ეს 10 წელი იყო, ღი­რე­ბუ­ლი იმი­თაც, რომ ჩემს თვალ­წინ გა­ი­ზარ­და ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის და გულ­წრფე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბის ისე­თი თა­ო­ბა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის მყა­რი საყ­რდე­ნი!

არ შე­მიძ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა არ გა­და­ვუ­ხა­დო ყო­ფილ პრე­მი­ერ გა­ხა­რი­ას! ადა­მი­ანს, რო­მელ­საც, არ და­გი­მა­ლავთ ეჭ­ვის თვა­ლი­თაც კი (პრო­ფე­სი­უ­ლი ჩვე­ვე­ბი­დან და ინ­სტიქ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვუ­ყუ­რებ­დი და­სა­წყის­ში. მად­ლო­ბა გა­ხა­რი­ას, იმის­თვის, რომ იყო თავ­და­უ­ზო­გა­ვი (ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ფი­ზი­კუ­რად ამო­უხ­სნე­ლი) შრო­მის, სა­ოც­რად სწრა­ფი ფიქ­რის უნა­რის, სწო­რი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი და ბევ­რი­სათ­ვის სა­მა­გა­ლი­თო ლი­დე­რი. იყო ში­ნა­არ­სობ­რი­ვად მე­რი­ტოკ­რა­ტი­ის რწმე­ნით გამ­სჭვა­ლუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი; ქრო­ნიზ­მის, ნე­პო­ტიზ­მის, ზედ­მე­ტი ბი­უ­როკ­რა­ტი­ის მტე­რი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე ამ­ღე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­ნე­ჯე­რი. მად­ლო­ბა მას, იმის­თვის, რომ მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის სა­და­რა­ჯო­ზე და მემ­სა­ხუ­რა ჩემი ქვეყ­ნი­სათ­ვის.

და­სას­რულს, მინ­და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ საქ­მე­ში, გულ­წრფე­ლად წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო ახალ პრე­მი­ერს. სა­ქარ­თვე­ლოს, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის, ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის და ა.შ. მი­უ­ხე­და­ვად სჭირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია, რად­გან წინ ბევ­რი რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა! ამ ქვეყ­ნის ძალა არის მხო­ლოდ ერ­თო­ბა­ში! მე დრო­ე­ბით გემ­შვი­დო­ბე­ბით. ჩვენ კვლავ შევ­ხვდე­ბით!“, - წერს ქე­მოკ­ლი­ძე.

ცნო­ბის­თვის, კახა ქე­მოკ­ლი­ძე მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად 20 დღის წინ, 4 თე­ბერ­ვალს და­ი­ნიშ­ნა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Solomoni
5

Kakha vamakob shenit.

ლერი სუბელიანი
7

რატო დაგვტოვე რატო წახვედი ესე უმეცრად შვილო, ვიცი არ გინდოდა და მოგვეცი სიგნალი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დადგა დრო 10-წლიანი აქტიური სამსახურის შემდეგ დაგემშვიდობოთ" - კახა ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა

"დადგა დრო 10-წლიანი აქტიური სამსახურის შემდეგ დაგემშვიდობოთ" - კახა ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ქემოკლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის მიუხედავად სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა!

"დადგა დრო როდესაც ზუსტად 10-წლიანი აქტიური, უზომოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე სამსახურის შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ, როგორც საჯარო მოხელე და ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი. სულ ვფიქრობდი რა უნდა დამეწერა, როდესაც ეს დღე დადგებოდა. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო იმ ჭკვიან, საქმეზე და ქვეყანაზე შეყვარებულ პროფესიონალებს, ქალბატონებს და ბატონებს, ღირსეულ საჯარო მოხელეებსა და ოფიცრებს, რომლებიც დღის და ღამის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ სახელმწიფო ინტერესების დაცვის, მისი შიდა და გარე მტრების განეიტრალებისა და ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის სულისკვეთებით. ბევრი მათგანი მუშაობდა ისე, რომ არ ელოდა, არც ითხოვდა აღიარებას ან განსაკუთრებულ დაფასებას. ბევრი იმედგაცრუების მიუხედავად (რაც ყოველთვის ორგანულია ამ სფეროში) არ ჰკარგავდნენ ენთუზიაზმს და არ იმჩნევდნენ დაღლასა და ცხოვრებისეულ ყოფით სირთულეებს, ღირსეულად იტანდნენ დაუმსახურებელ მედია, თუ შიდა სტრუქტურულ (ხანდახან სუსხიან პოლიტ-ანგაჟირებულ) კრიტიკას და აგრძელებდნენ შრომას ისე, რომ ეს საქმეს არ შესტყობოდა.

მადლობა, იმ ადამიანებს ვინც თავდაუზოგავი (ზოგჯერ სიცოცხლისთვის სარისკო) შრომის ფასად, მუდმივად უწევდათ ოჯახისთვის, შვილებისთვის, ახლობლებისა და მეგობრებისთვის ყურადღების მოკლება; ყოველთვის ცდილობდნენ ესწავლათ სხვის, თუ საკუთარ შეცდომებზე, რათა მომავალში სახელმწიფოსთვის და მისი ინსტიტუციებისთვის აერიდებინათ მოჯადოებულ წრეზე სიარული და პროგრესისთვის შემაფერხებელი ბარიერები! განსაკუთრებული მადლობა იმ ხალხს, ვისგანაც გავიაზრე „შიშისგან თავისუფლების“ იდეა; ვინც ჩამინერგა მრწამსი, რომ ამ სფეროში (ისევე როგორც ცხოვრებაში) ორი რამ არის მთავარი: ღირსება და სახელმწიფო ინტერესების ერთგულება!

მინდა გულწრფელად ვთქვა, 10 წლის განმავლობაში მქონდა პატივი (ალბათ უიშვიათესი), რომ მემუშავა განსაკუთრებულ ადამიანებთან, ხელმძღვანელებთან და ლიდერებთან (როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში). ვფიქრობ, ეს 10 წელი იყო, ღირებული იმითაც, რომ ჩემს თვალწინ გაიზარდა ახალგაზრდა პროფესიონალების და გულწრფელი პატრიოტების ისეთი თაობა, რომელიც მომავალში იქნება ქვეყნისთვის მყარი საყრდენი!

არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას! ადამიანს, რომელსაც, არ დაგიმალავთ ეჭვის თვალითაც კი (პროფესიული ჩვევებიდან და ინსტიქტებიდან გამომდინარე ვუყურებდი დასაწყისში. მადლობა გახარიას, იმისთვის, რომ იყო თავდაუზოგავი (ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად ამოუხსნელი) შრომის, საოცრად სწრაფი ფიქრის უნარის, სწორი სახელმწიფოებრივი ფასეულობების და ღირებულებების მატარებელი და ბევრისათვის სამაგალითო ლიდერი. იყო შინაარსობრივად მერიტოკრატიის რწმენით გამსჭვალული ხელმძღვანელი; ქრონიზმის, ნეპოტიზმის, ზედმეტი ბიუროკრატიის მტერი და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღები თანამედროვე მენეჯერი. მადლობა მას, იმისთვის, რომ მომცა საშუალება ვყოფილიყავი სახელმწიფო ინტერესების დაცვის სადარაჯოზე და მემსახურა ჩემი ქვეყნისათვის.

დასასრულს, მინდა სახელმწიფოებრივ საქმეში, გულწრფელად წარმატება ვუსურვო ახალ პრემიერს. საქართველოს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის და ა.შ. მიუხედავად სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა! ამ ქვეყნის ძალა არის მხოლოდ ერთობაში! მე დროებით გემშვიდობებით. ჩვენ კვლავ შევხვდებით!“, - წერს ქემოკლიძე.

ცნობისთვის, კახა ქემოკლიძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 20 დღის წინ, 4 თებერვალს დაინიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმო-ს დირექტორს შორის ვაქცინაციის თაობაზე სატელეფონო საუბარი გაიმართა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობა?

"გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა 70%-ს სურს, რომ დავბრუნდე" - მიხეილ სააკაშვილი

მთავრობის ადმინისტრაცია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა