სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელით იკავებდნენ მოცურებულ მანქანებს, აღმართზე ასვლაში ეხმარებოდნენ" - მოქალაქე კახეთის საპატრულო პოლიციას მადლობას უხდის
"ხელით იკავებდნენ მოცურებულ მანქანებს, აღმართზე ასვლაში ეხმარებოდნენ" - მოქალაქე კახეთის საპატრულო პოლიციას მადლობას უხდის

მთე­ლი დღეა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თოვს. შე­სა­ბა­მი­სად, გზე­ბის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე შე­ფერ­ხე­ბე­ბია. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბას რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ისე რე­გი­ო­ნებ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს.

რო­გორც ირ­კვე­ვა მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო მოძ­რა­ო­ბა დრო­ის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ში შე­ფერ­ხე­ბუ­ლი იყო კა­ხე­თის რე­გი­ონ­შიც. ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებს და­ვით მო­სი­აშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც თე­ლა­ვი­დან თბი­ლის­ში მგზავ­რობ­და. ის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

"ზო­გა­დად რო­დე­საც საქ­მე უსაფრ­თხო­ე­ბას ეხე­ბა ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტის­ტი ვარ და ასე­ვე კარ­გად ვიცი "შორი გზი­დან მო­უ­ა­რე შინ მშვი­დო­ბით მიდი" და წა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში "გურ­ჯა­ან­ზე". ხმა­მაღ­ლა შე­მიძ­ლია ვთქვა რომ ასე სა­შინ­ლად არას­დროს მიმ­გზავ­რია, და­ახ­ლო­ვე­ბით 3.5 სა­ა­თი ვი­ყა­ვი გზა­ში, და­ძა­ბუ­ლო­ბის­გან 5 კგ- ც და­ვი­კე­ლი - მჭირ­დე­ბო­და.

თოვ­ლი, ნის­ლი, ყი­ნუ­ლი, პიკი იყო სა­გა­რე­ჯოს­თან შე­მო­სავ­ლელ გზა­ზე, ისიც კი გა­მე­ფიქ­რა რომ დავმთავ­რდი. აღ­მარ­თზე მან­ქა­ნე­ბი აქეთ იქეთ სრი­ა­ლებ­დნენ. ზოგი იქეთ, ზო­გიც აქეთ - ნუ მძღოლს ამას არა­ვინ ეკი­თხე­ბო­და , იდგა კო­ლო­ნა, იძუ­ლე­ბით გავ­ჩერ­დი მეც და დაძ­ვრი­სას ორი სრუ­ლი "კრუ­გიც" გა­ვა­კე­თე ღერ­ძუ­ლა ხაზ­ზე , სრი­ალ-სრი­ა­ლით .

იმას კი აღარ ვფიქ­რობ­დი რა­მეს არ და­არ­ტყა, აი მან­ქა­ნებს რომ არ­ჩევ ზო­მე­ბით , რო­მე­ლი გირ­ჩე­ვია, რომ ნაკ­ლე­ბად და­ზი­ან­დე. ამ­დე­ნი მან­ქა­ნებს ორი ეკი­პა­ჟი პატ­რუ­ლი გვპატ­რი­ნობ­და, არ ვიცი რო­მე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ მაგ­რამ მათ­მა მოქ­მე­დე­ბამ გუ­ლიც კი ამი­ჩუ­ყა სა­ში­ნელ ამინ­დში მან­ქა­ნი­დან გად­მო­სუ­ლე­ბი ისე ზრუ­ნავ­დნენ თვი­თე­ულ ავ­ტო­მო­ბილ­ზე: მძღო­ლებს აძ­ლევ­დნენ რჩე­ვებს, ხე­ლით იკა­ვებ­დნენ მო­ცუ­რე­ბულ მან­ქა­ნებს, აღ­მარ­თზე ას­ვლა­ში ხე­ლის მი­წო­ლით ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ... სულ 4 ადა­მი­ა­ნი და უამ­რა­ვი მო­ცუ­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა...

ჩა­მოთ­ვლი­თა­გან არ­ცერ­თი არ მგო­ნია მათი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა. ხო და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ჩემი თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტიქ­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი იყო გა­მე­ფიქ­რა, რამ­ხე­ლა შეც­დო­მაა ხოლ­მე ერთი არას­წო­რის გამო, მთე­ლი მუნ­დი­რის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა.

არ ვიცი ვინ იყ­ვნენ მაგ­რამ ჩემ­გან უდი­დე­სი მად­ლო­ბა ამ ოთხე­ულს .ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia პ.ს. ხვალ უკან უნდა დავ­ბრუნ­დე აუ­ცი­ლებ­ლად და იმე­დია სა­ღა­მოს ისევ შე­მეძ­ლე­ბა რამე დავ­წე­რო ხო, ჩემს ჭი­ჭი­კო­საც მად­ლო­ბა იმე­დე­ბი რომ არ გა­მიც­რუ­ვა" - წერს მო­სი­აშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხო
34

ბიჯოო ჯერ ტარება ისწავლეთ რა!

grisha
0

შე დალოცვილო მანქანა თუ არ გივარგა, საბურავები და თან ტარებაც არ გცოდნია პატრულთან ერთად ღმერთს მადლობა გადაუხადე ცოცხალი რომ ხარ

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ხელით იკავებდნენ მოცურებულ მანქანებს, აღმართზე ასვლაში ეხმარებოდნენ" - მოქალაქე კახეთის საპატრულო პოლიციას მადლობას უხდის

"ხელით იკავებდნენ მოცურებულ მანქანებს, აღმართზე ასვლაში ეხმარებოდნენ" - მოქალაქე კახეთის საპატრულო პოლიციას მადლობას უხდის

მთელი დღეა ქვეყნის მასშტაბით თოვს. შესაბამისად, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებებია. ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს.

როგორც ირკვევა მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობა დროის გარკვეულ მონაკვეთში შეფერხებული იყო კახეთის რეგიონშიც. ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრებს დავით მოსიაშვილი ავრცელებს, რომელიც თელავიდან თბილისში მგზავრობდა. ის საპატრულო პოლიციას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

"ზოგადად როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება ძალიან კომფორტისტი ვარ და ასევე კარგად ვიცი "შორი გზიდან მოუარე შინ მშვიდობით მიდი" და წამოვედი თბილისში "გურჯაანზე". ხმამაღლა შემიძლია ვთქვა რომ ასე საშინლად არასდროს მიმგზავრია, დაახლოვებით 3.5 საათი ვიყავი გზაში, დაძაბულობისგან 5 კგ- ც დავიკელი - მჭირდებოდა.

თოვლი, ნისლი, ყინული, პიკი იყო საგარეჯოსთან შემოსავლელ გზაზე, ისიც კი გამეფიქრა რომ დავმთავრდი. აღმართზე მანქანები აქეთ იქეთ სრიალებდნენ. ზოგი იქეთ, ზოგიც აქეთ - ნუ მძღოლს ამას არავინ ეკითხებოდა , იდგა კოლონა, იძულებით გავჩერდი მეც და დაძვრისას ორი სრული "კრუგიც" გავაკეთე ღერძულა ხაზზე , სრიალ-სრიალით .

იმას კი აღარ ვფიქრობდი რამეს არ დაარტყა, აი მანქანებს რომ არჩევ ზომებით , რომელი გირჩევია, რომ ნაკლებად დაზიანდე. ამდენი მანქანებს ორი ეკიპაჟი პატრული გვპატრინობდა, არ ვიცი რომელი განყოფილების ბიჭები იყვნენ მაგრამ მათმა მოქმედებამ გულიც კი ამიჩუყა საშინელ ამინდში მანქანიდან გადმოსულები ისე ზრუნავდნენ თვითეულ ავტომობილზე: მძღოლებს აძლევდნენ რჩევებს, ხელით იკავებდნენ მოცურებულ მანქანებს, აღმართზე ასვლაში ხელის მიწოლით ეხმარებოდნენ... სულ 4 ადამიანი და უამრავი მოცურებული მანქანა...

ჩამოთვლითაგან არცერთი არ მგონია მათი სამსახურეობრივი მოვალეობა. ხო და მიუხედავად იმისა რომ ჩემი თვითგადარჩენის ინსტიქტი მაქსიმალურად გააქტიურებული იყო გამეფიქრა, რამხელა შეცდომაა ხოლმე ერთი არასწორის გამო, მთელი მუნდირის ლანძღვა-გინება.

არ ვიცი ვინ იყვნენ მაგრამ ჩემგან უდიდესი მადლობა ამ ოთხეულს .შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia პ.ს. ხვალ უკან უნდა დავბრუნდე აუცილებლად და იმედია საღამოს ისევ შემეძლება რამე დავწერო ხო, ჩემს ჭიჭიკოსაც მადლობა იმედები რომ არ გამიცრუვა" - წერს მოსიაშვილი.

"ეს მისი ბოლო ცეკვა საავადმყოფოში... იქედანაც გვამხნევებდა" - რას წერს ნინო შუბლაძე გარდაცვლილი დის შესახებ

კახა კალაძემ საკუთარი თავი გააშარჟა

"ამბავი შემზარავი და თავზარდამცემია..." - რას წერს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გარდაცვლილ კოლეგაზე