პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევაა" - ექსპერტი
"დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევაა" - ექსპერტი

და­სავ­ლე­თი არ გა­დაყ­ლა­პავს მე­ლი­ას და­ჭე­რას, ეს არის ფაქ­ტობ­რი­ვად სა­ხის ახე­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" და იგი­ვე და­სავ­ლე­თის­თვის, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი ხანი შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად თა­ნამ­შრომ­ლობ­და "ოც­ნე­ბას­თან", - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ლა­გა­ზი­ძემ აღ­ნიშ­ნა, თუკი ახლა ეს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ შერ­ჩა, მაქ­სი­მუმ ერთ წე­ლი­წად­ში, შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი გახ­დეს ძა­ლი­ან მძი­მე ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის მსხვერ­პლი, გა­ნურ­ჩევ­ლად პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა.

"და­სავ­ლე­თი არ გა­დაყ­ლა­პავს მე­ლი­ას და­ჭე­რას, აქ ხომ მე­ლი­ა­ში არ არის კონ­კრე­ტუ­ლად საქ­მე, ეს არის ფაქ­ტობ­რი­ვად სა­ხის ახე­ვა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ და იგი­ვე და­სავ­ლე­თის­თვის, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი ხანი შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად თა­ნამ­შრომ­ლობ­და „ოც­ნე­ბას­თან“. ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ამ რე­გი­ონ­ში დე­მოკ­რა­ტი­ის ბოლო საყ­რდე­ნად იყო ცნო­ბი­ლი, ამ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შტურ­მით იღებს მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის შტა­ბ­ბი­ნას. და­სავ­ლე­თი ძა­ლი­ან კარ­გად ხე­დავს, ამას რა შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვეს. ამის შემ­დეგ თუ რე­აქ­ცია არ იქ­ნე­ბა სა­თა­ნა­დო, სხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს მიდ­გე­ბი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად მიდ­გე­ბი­ან თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ას და მერე ეს წავა დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით, რო­გორც იყო „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დროს. ესე­ნი ახალს არა­ფერს აკე­თე­ბენ.

გა­სა­გე­ბია პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ავ­ხორ­ცუ­ლი ვნე­ბე­ბი, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიკ­ვირს და მტკი­ვა, ვინც აღ­ტა­ცე­ბის ყი­ჟი­ნით ხვდე­ბა „ოც­ნე­ბის“ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მათ მინ­და შე­ვახ­სე­ნო, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი რომ იყ­ვნენ საჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ჭე­რე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და ძა­ლი­ან ბევ­რს არ ეგო­ნა, რომ ეს და­ჭე­რა, ტე­რო­რი, უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვა, ბიზ­ნე­სე­ბის წარ­თმე­ვა მათ კარ­თა­ნაც ჩა­ი­მუხ­ლავ­და, სე­ირს უყუ­რებ­დნენ ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბით და ხომ აღ­მოჩ­ნდა ისე, რომ ამ ტე­რო­რის მსხვერ­პლი ლა­მის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გახ­და.

არ დარ­ჩე­ნი­ლა ჯი­ხუ­რის მფლო­ბე­ლი, რომ არ შე­ხე­ბო­და ეს ხელი. პი­რო­ბას გაძ­ლევთ, თუკი ახლა ეს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შერ­ჩა, მაქ­სი­მუმ ერთ წე­ლი­წად­ში, შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი გახ­დეს ძა­ლი­ან მძი­მე ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის მსხვერ­პლი, გა­ნურ­ჩევ­ლად პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა და ვინ ვის მის­ცა ხმა“, - გა­ნა­ცხა­და ლა­გა­ზი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახელა
45

ჰქვია ახლა ამას ობიექტური ექსპერტი?როგორ შეიძლება ერთმანეთთან ნაციონალების სადისტური მმართველობის და ოცნების ხელისუფლების საქმიანობის შედარება?როგორ გამოაჩინა ყველამ თავისი ნამდვილი სახე.

12345678
40

ქალბატონი ექსპერტი მელიას დაკავებას უძახის "შტურმს". "ნაციონალების" აქციებს რუსთაველზე და მრავალ სხვაგან რა სახელს არქმევს? არა ხართ ობიექტური "ექსპერტო"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევაა" - ექსპერტი

"დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევაა" - ექსპერტი

დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევა "ქართული ოცნებისთვის" და იგივე დასავლეთისთვის, რომელიც ამდენი ხანი შეხმატკბილებულად თანამშრომლობდა "ოცნებასთან", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, თუკი ახლა ეს „ქართულ ოცნებას“ შერჩა, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს ძალიან მძიმე ავტორიტარიზმის მსხვერპლი, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა.

"დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, აქ ხომ მელიაში არ არის კონკრეტულად საქმე, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევა „ქართული ოცნებისთვის“ და იგივე დასავლეთისთვის, რომელიც ამდენი ხანი შეხმატკბილებულად თანამშრომლობდა „ოცნებასთან“. ქვეყანა, რომელიც ამ რეგიონში დემოკრატიის ბოლო საყრდენად იყო ცნობილი, ამ ქვეყნის ხელისუფლება შტურმით იღებს მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბბინას. დასავლეთი ძალიან კარგად ხედავს, ამას რა შეიძლება მოყვეს. ამის შემდეგ თუ რეაქცია არ იქნება სათანადო, სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიდგებიან, აუცილებლად მიდგებიან თავისუფალ მედიას და მერე ეს წავა დომინოს პრინციპით, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ესენი ახალს არაფერს აკეთებენ.

გასაგებია პოლიტიკოსების ავხორცული ვნებები, მაგრამ საზოგადოების მიკვირს და მტკივა, ვინც აღტაცების ყიჟინით ხვდება „ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას. მათ მინდა შევახსენო, ძალიან ბედნიერები რომ იყვნენ საჩვენებელი დაჭერებით "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ძალიან ბევრს არ ეგონა, რომ ეს დაჭერა, ტერორი, უფლებების შეზღუდვა, ბიზნესების წართმევა მათ კართანაც ჩაიმუხლავდა, სეირს უყურებდნენ ტელევიზორებით და ხომ აღმოჩნდა ისე, რომ ამ ტერორის მსხვერპლი ლამის მთელი საქართველო გახდა.

არ დარჩენილა ჯიხურის მფლობელი, რომ არ შეხებოდა ეს ხელი. პირობას გაძლევთ, თუკი ახლა ეს "ქართულ ოცნებას" შერჩა, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს ძალიან მძიმე ავტორიტარიზმის მსხვერპლი, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და ვინ ვის მისცა ხმა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

"თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი... ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ივანიშვილის შექმნილი მოძრაობის მხარდამჭერი"  - რას წერს ლაშა ნაცვლიშვილი "პოსტვიდან" წასვლაზე?

"რუსები ბიძინას ეუბნებიან, რომ დაულაგებენ ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ მან უნდა დანიშნოს ძალოვანი მინისტრი, როგორც გახარია იყო" - მიხეილ სააკაშვილი

"ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს!" - სალომე ზურაბიშვილი ვაქცინაზე