მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბურჯანაძის მუქარა კრიტიკოსებს - "ენა გააჩუმეთ! პოლიტიკურად ამოგაძრობთ ენას, არაპირდაპირი გაგებით ცხადია, დაგადუმებთ ერთხელ და სამუდამოდ!"
ბურჯანაძის მუქარა კრიტიკოსებს - "ენა გააჩუმეთ! პოლიტიკურად ამოგაძრობთ ენას, არაპირდაპირი გაგებით ცხადია, დაგადუმებთ ერთხელ და სამუდამოდ!"

გა­მიფრ­თხი­ლე­ბი­ხართ, ენა გა­ა­ჩუ­მეთ! პო­ლი­ტი­კუ­რად ამო­გაძ­რობთ ენას, არა­პირ­და­პი­რი გა­გე­ბით ცხა­დია, და­გა­დუ­მებთ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ! - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კრი­ტი­კის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ­ლე­ბიც მას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, 26 მა­ისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ახ­სე­ნე­ბენ.

რო­გორც ბურ­ჯა­ნა­ძემ გან­მარ­ტა, მას არას­დროს უღა­ლა­ტია სა­კუ­თა­რი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის­თვის, მათ შო­რის 26 მა­ისს.

„არას­დროს მი­ვაჭ­რია, არას­დროს ფულ­ზე არ გა­მი­ყი­დია ჩემი და ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი. არას­დროს მი­ღა­ლა­ტია ჩემი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის­თვის, მათ შო­რის 26 მა­ისს იმი­ტომ, რომ ხალ­ხის მო­თხოვ­ნა იყო, ბო­ლომ­დე ვმდგა­რი­ყა­ვით და ბო­ლომ­დე ვი­დე­ქი. არას­დროს ვა­პი­რებ ვი­ვაჭ­რო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბით, ვი­საც ჩემი სჯე­რა. ნუ მო­მა­ყო­ლებთ ჩემს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ან სა­ო­პო­ზი­ციო კა­ბი­ნეტ­ში ვინ, რამ­დენს, ვის­გან ითხოვ­და. ვინ რო­გორ ვაჭ­რობ­და, ვინ, რა თან­ხებ­ზე სა­უბ­რობ­და და ვინ, რაში ყიდ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სებს, რო­მელ­თა გუ­ლის აჩუ­ყე­ბას ახლა ცდი­ლო­ბენ. გა­მიფრ­თხი­ლე­ბი­ხართ, ენა გა­ჩუ­მეთ! პო­ლი­ტი­კუ­რად ამო­გაძ­რობთ ენას, არა­პირ­და­პი­რი გა­გე­ბით ცხა­დია, და­გა­დუ­მებთ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ!“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მისი თქმით, 26 მა­ისს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან შე­და­რე­ბა ბევ­რი ფაქ­ტო­რის გამო არ შე­იძ­ლე­ბა.

„26 მა­ი­სის და გუ­შინ­დე­ლი დღის შე­და­რე­ბა ბევ­რი ფაქ­ტო­რის გამო არ შე­იძ­ლე­ბა, მით უფრო იმი­ტომ, რომ შე­ნო­ბა­ში მსხვერ­პლის რის­კი და ალ­ბა­თო­ბა 100-ჯერ უფრო მე­ტია, ვიდ­რე რუს­თა­ველ­ზე იყო. რუს­თა­ველ­ზე ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და იმას, რომ შე­საძ­ლოა, მსხვერ­პლი ყო­ფი­ლი­ყო. არა­ვინ მი­ვიჩ­ნევ­დით, რომ იქ სი­ცო­ცხლის­თვის საფრ­თხე იყო. რო­გორც წესი ღია სივ­რცე­ში და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზე არ არის ხოლ­მე ასე­თი რამ. რაც შე­ე­ხე­ბა შე­ნო­ბა­ში და­გეგ­მილ აქ­ცი­ას, ნა­თე­ლი იყო, რომ თუ იქ­ნე­ბო­და წი­ნაღ­მდე­გო­ბა, გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და მსხვერ­პლი“, -გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 144 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
---
129

ვის დაადუმებ შე ნაცქათამა შენა!

ამანაც მუქარა არ დაიწყო!

ტიოტია ნინო
108

მუქარაზეც გადავიდა უკვე ტიპური ნაციონალი-ეს ავადმყოფობა არ იკურნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ბურჯანაძის მუქარა კრიტიკოსებს - "ენა გააჩუმეთ! პოლიტიკურად ამოგაძრობთ ენას, არაპირდაპირი გაგებით ცხადია, დაგადუმებთ ერთხელ და სამუდამოდ!"

ბურჯანაძის მუქარა კრიტიკოსებს - "ენა გააჩუმეთ! პოლიტიკურად ამოგაძრობთ ენას, არაპირდაპირი გაგებით ცხადია, დაგადუმებთ ერთხელ და სამუდამოდ!"

გამიფრთხილებიხართ, ენა გააჩუმეთ! პოლიტიკურად ამოგაძრობთ ენას, არაპირდაპირი გაგებით ცხადია, დაგადუმებთ ერთხელ და სამუდამოდ! - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ იმ ადამიანების კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს ახსენებენ.

როგორც ბურჯანაძემ განმარტა, მას არასდროს უღალატია საკუთარი თანამოაზრეებისთვის, მათ შორის 26 მაისს.

„არასდროს მივაჭრია, არასდროს ფულზე არ გამიყიდია ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ინტერესები. არასდროს მიღალატია ჩემი თანამოაზრეებისთვის, მათ შორის 26 მაისს იმიტომ, რომ ხალხის მოთხოვნა იყო, ბოლომდე ვმდგარიყავით და ბოლომდე ვიდექი. არასდროს ვაპირებ ვივაჭრო იმ ადამიანების ინტერესებით, ვისაც ჩემი სჯერა. ნუ მომაყოლებთ ჩემს სახელისუფლებო ან საოპოზიციო კაბინეტში ვინ, რამდენს, ვისგან ითხოვდა. ვინ როგორ ვაჭრობდა, ვინ, რა თანხებზე საუბრობდა და ვინ, რაში ყიდდა იმ ადამიანების ინტერესებს, რომელთა გულის აჩუყებას ახლა ცდილობენ. გამიფრთხილებიხართ, ენა გაჩუმეთ! პოლიტიკურად ამოგაძრობთ ენას, არაპირდაპირი გაგებით ცხადია, დაგადუმებთ ერთხელ და სამუდამოდ!“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, 26 მაისს განვითარებული მოვლენების და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ერთმანეთთან შედარება ბევრი ფაქტორის გამო არ შეიძლება.

„26 მაისის და გუშინდელი დღის შედარება ბევრი ფაქტორის გამო არ შეიძლება, მით უფრო იმიტომ, რომ შენობაში მსხვერპლის რისკი და ალბათობა 100-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე რუსთაველზე იყო. რუსთაველზე ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ შესაძლოა, მსხვერპლი ყოფილიყო. არავინ მივიჩნევდით, რომ იქ სიცოცხლისთვის საფრთხე იყო. როგორც წესი ღია სივრცეში დაგეგმილ აქციაზე არ არის ხოლმე ასეთი რამ. რაც შეეხება შენობაში დაგეგმილ აქციას, ნათელი იყო, რომ თუ იქნებოდა წინაღმდეგობა, გარდაუვალი იქნებოდა მსხვერპლი“, -განაცხადა ბურჯანაძემ.

"ხვალ უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ" - რას წერს ჯაფარიძე "ფეისბუქზე"?

"მონური დამოკიდებულება, რომ თურმე ევროპელებთან შედავება არ შეიძლება, სამარცხვინოა... ხელმოწერაზე ბატონი მიშელი თითქოს პატაკს იბარებდა" - ბურჯანაძე

"თუ ეს იქნება უკიდურესად აუცილებელი პრობლემის მოსაგვარებლად, მზად ვარ პარლამენტში და ბევრ სხვა შენობაში მივიდე" - დავით უსუფაშვილი