პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მარინას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თანაც შეძლებული, მაგრამ მისი გული მაინც მე მოვიგე" - ზვიად ციკოლია პირად და შემოქმედებით ცხოვრებაზე
"მარინას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თანაც შეძლებული, მაგრამ მისი გული მაინც მე მოვიგე" - ზვიად ციკოლია პირად და შემოქმედებით ცხოვრებაზე

"ხში­რად მახ­სენ­დე­ბა ერთი ეპი­ზო­დი ჩემი ბავ­შვო­ბი­დან - 1976 წელს ბე­ბი­ამ და ბა­ბუ­ამ პირ­ვე­ლად წა­მიყ­ვა­ნეს მოს­კოვ­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ფე­ნა­ზე. ერთ-ერთ პა­ვი­ლი­ონ­ში ნორჩ ტექ­ნი­კოს­თა ნა­მუ­შევ­რე­ბი იყო და იქ ვნა­ხე პა­ტა­რა ვე­ლო­სი­პე­დის ნა­წი­ლე­ბით აწყო­ბი­ლი მო­ტო­ციკ­ლი. მახ­სოვს, დავ­ჯე­ქი და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი... შემ­დეგ მი­მიყ­ვა­ნეს ნორჩ ტექ­ნი­კოს­თა სად­გურ­ში ნო­დარ ინ­ჯი­ას­თან, ჩემს მას­წავ­ლე­ბელ­თან. ასე და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი..." - მი­ამ­ბობს ზვი­ად ცი­კო­ლია, სამ­რეწ­ვე­ლო და სატ­რან­სპორ­ტო დი­ზა­ი­ნე­რი, ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის სა­ხელ­საც უკავ­შირ­დე­ბა დი­ზა­ი­ნის ოს­კა­რად წო­დე­ბუ­ლი "რედ დო­თის" ჯილ­დო; პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რის, "დიდ­გო­რის", დი­ზა­ი­ნი; პირ­ვე­ლი სა­ა­თი ქარ­თუ­ლი გვა­რით, რო­მელ­საც შვე­ი­ცა­რია აწარ­მო­ებს და სა­ქარ­თვე­ლო­ში აწყო­ბი­ლი პირ­ვე­ლი სა­ა­თი "მა­რი­ნა", რო­მე­ლიც დი­ზა­ი­ნერ­მა მე­უღ­ლეს მი­უ­ძღვნა. ზვი­ად ცი­კო­ლია პი­რად და შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბ­რე­ბა.

- ერთხელ თქვით, ყვე­ლა ბავ­შვო­ბის ნატ­ვრა ამიხ­დაო...

- კი არ ამიხ­და, ავის­რუ­ლე...

- რო­დის აის­რუ­ლეთ პირ­ვე­ლი ოც­ნე­ბა?

- რთუ­ლია გა­სახ­სე­ნებ­ლად... და­გეგ­მი­ლი არ მაქვს, რომ ვთქვათ, ხუთი ოც­ნე­ბა უნდა ავის­რუ­ლო. ახალ-ახა­ლი იდე­ე­ბი სულ მო­დის. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ჩემი მან­ქა­ნა გა­ვა­კე­თო სა­ქარ­თვე­ლო­ში და ესეც ჩემს ოც­ნე­ბებს და­ვა­მა­ტე... ყვე­ლა ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ბავ­შვო­ბის ანა­რეკ­ლია და ეს გან­სა­ზღვრავს მის წარ­მა­ტე­ბა­სა თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას. ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვო­ბი­დან მო­დის. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თავი აკ­ვნი­დან მახ­სოვს. აკ­ვან­ში ქარ­თლის სო­ფელ შერ­თულ­ში მაწ­ვენ­დნენ ხოლ­მე. მახ­სოვს, თავ­ზე რომ და­მად­გე­ბოდ­ნენ მშობ­ლე­ბი და მარ­წევ­დნენ... ხში­რად მახ­სენ­დე­ბა ღრმა ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი რამ­დე­ნი­მე სიზ­მა­რიც.

- გჯე­რათ სიზ­მრე­ბის?

- მჯე­რა და მიხ­დე­ბა კი­დეც. საკ­მა­რი­სია, რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი და­მე­სიზ­მროს, გან­სა­კუთ­რე­ბით - პუ­ტი­ნი, რომ ვიცი, ის დღე კონ­ფლიქ­ტუ­რი მექ­ნე­ბა.

ფოტო: გუ­რამ წი­ბა­ხაშ­ვი­ლი

მა­რი­ნა და­მე­სიზ­მრა ბავ­შვო­ბა­ში - ჩემს ქუ­ჩა­ზე მო­დი­ო­და ჩემ­ზე უფ­რო­სი გოგო. ის ად­გი­ლიც ზუს­ტად მახ­სოვს - მა­შინ გლ­და­ნის ქუჩა ერ­ქვა, ახლა ქურ­დი­ა­ნის ქუ­ჩაა. ქუ­ჩას მო­უყ­ვე­ბო­და გო­გო­ნა მწვა­ნე თვა­ლე­ბით და ეს იყო მა­რი­ნა.

- რომ გა­ი­ცა­ნით, ალ­ბათ, სიზ­მა­რიც გა­გახ­სენ­დათ...

- დიახ, ზუს­ტად ის გო­გო­ნა იყო, რო­მე­ლიც და­მე­სიზ­მრა.

- რო­გორ გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი?

- Veni, Vidi, Vici - აი, ზუს­ტად ასე იყო. "ეარ ჯორ­ჯი­ა­ში" შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს და მო­მე­წო­ნა, თუმ­ცა ვი­ფიქ­რე, ამას ახლა რა შე­ა­ბამს, ალ­ბათ, გა­რეთ ხუთი "მერ­სე­დე­სი" ელო­დე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ მა­ინც შე­უ­პოვ­რო­ბა გა­მო­ვი­ჩი­ნე - ასე­თი ვარ, თუ რა­ღაც ჩა­ვი­ფიქ­რე, შანსს ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვებ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­რი­ნას ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და, თა­ნაც შეძ­ლე­ბუ­ლი, მისი გული მა­ინც მე მო­ვი­გე.

- სა­ა­თი "მა­რი­ნა" რო­გორ შე­იქ­მნა?

- ეს არის ჩემი პირ­ვე­ლი და­ი­ვე­რი სა­ა­თი. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, რო­დე­საც ცი­ფერბლატ­ზე წარ­წე­რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მი­ვუტ­რი­ალ­დი მა­რი­ნას და ვუ­თხა­რი, ამ სა­ათს "მა­რი­ნა" უნდა და­ვარ­ქვა-მეთ­ქი. ძა­ლი­ან თბი­ლად მა­კო­ცა... ეს ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ფე­რე­ბია. ჩემი და მა­რი­ნას გე­მოვ­ნე­ბა 99,9%-ით ემ­თხვე­ვა.

- ადრე თქვით, ჩემი სა­ა­თი ჯერ ადა­მი­ა­ნის მო­თხოვ­ნებს უნდა პა­სუ­ხობ­დეს, ეს­თე­ტი­კურ მხა­რე­ზე მერე ვფიქ­რო­ბო...

- დიახ, "მა­რი­ნაც" ასე შევ­ქმე­ნი. სულ მინ­დო­და, რა­ღაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რაც მა­რი­ნას­თან იქ­ნე­ბო­და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი და­ი­ვე­რის სა­ათ­ზე. ის 200 მეტრ სიღ­რმემ­დე წყალ­გამ­ძლეა. ეს არის პირ­ვე­ლი სა­ა­თი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში აე­წყო. მე­ქა­ნიზ­მი ია­პო­ნუ­რი აქვს და შვე­ი­ცა­რი­ულ მე­ქა­ნიზ­მზე ნაკ­ლე­ბი კი არა, შე­იძ­ლე­ბა მე­ტიც იყოს. გა­მორ­ჩე­უ­ლია სი­ზუს­ტი­თა და მე­ქა­ნიზ­მით. ხა­რისხს ჩემ­თვის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს...

ვცხოვ­რობ დღე­ვან­დე­ლი დღით და ვარ რე­ა­ლის­ტი. მქო­ნია მო­მენ­ტე­ბი, როცა მო­მავ­ლის მო­ლო­დინ­ში აწ­მყო და­მი­კარ­გავს და იგი­ვე შეც­დო­მე­ბი რომ არ გა­ვი­მე­ო­რო, ვცდი­ლობ, აწ­მყო­თი ვი­ცხოვ­რო, რად­გან არა­ვინ იცის, ხვალ რა იქ­ნე­ბა, ვის რა ელის. დღეს შევ­ქმე­ნი სა­ა­თი "მა­რი­ნა", ხვალ თუ მექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი შევ­ქმნა, შევ­ქმნი და იმა­საც "მა­რი­ნას" და­ვარ­ქმევ. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცე­ბი თა­ვი­სით ეწყო­ბა, "ტეტ­რი­სი­ვით" არის. "ტეტ­რი­სი" ჩემი საყ­ვა­რე­ლი თა­მა­შია - ყვე­ლა­ფე­რი ისე ზუს­ტად უნდა და­ა­ლა­გო, რო­გორც ცხოვ­რე­ბა­ში, ისე უნდა აა­წყო, რომ სა­ა­თის მე­ქა­ნიზ­მი­ვით მუ­შა­ობ­დეს... ჩემი კომ­პა­ნია წარ­მა­ტე­ბუ­ლი მხო­ლოდ იმი­ტომ კი არ არის, რომ მეგ­რუ­ლი გვა­რი აქვს, ან ქარ­თუ­ლი ლოგო - მე­ნე­ჯმენ­ტია გა­მარ­თუ­ლი, მიდ­გო­მა - სხვა­ნა­ი­რად და­ნა­ხუ­ლი და ეს ბევრ კომ­პა­ნი­ას შე­შურ­დე­ბა. ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებს სამ­სა­ხურ­ში მოს­ვლა უხა­რი­ათ.

- რა არის თქვენს მე­ნე­ჯმენ­ტსა და მიდ­გო­მებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი?

- ეს არის ზვი­ად ცი­კო­ლი­ას მო­დე­ლი და ასე­თი ცოტა მე­გუ­ლე­ბა. ჩემ­თან მუ­შა­ო­ბენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, ჩემი კომ­პა­ნია წარ­მა­ტე­ბუ­ლია იმი­ტომ, რომ მა­გა­რი გუნ­დის შეკ­ვრა მო­ვა­ხერ­ხე.

- ასე­თი გუნ­დი რომ არ გყავ­დეთ, მაგ­რამ იმა­ვე პრო­დუქ­ცი­ას უშ­ვებ­დეთ, ცი­კო­ლია წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და?

- გუნ­დი რომ არ მყავ­დეს, კომ­პა­ნია ვერ გა­იზ­რდე­ბო­და და ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბო­და. ყვე­ლა­ფერს მე ვერ მო­ვე­რე­ო­დი. დი­ზა­ი­ნი, უცხო­ე­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბის შე­თან­ხმე­ბა, ლო­გის­ტი­კა, სა­ბა­ჟო, ბუ­ღალ­ტე­რია, კლი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა - ამ ყვე­ლა­ფერს მხო­ლოდ მე რო­გორ შევ­ძლებ­დი?! ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის­თვის მთა­ვა­რი კლი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაა. ჩვენ გვიყ­ვარს ჩვე­ნი ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. ბევ­რი კომ­პა­ნი­ის­თვის მთა­ვა­რია ფული, ჩვენ ასე არ ვართ! ჩვენ არ ვქმნით მხო­ლოდ სა­ათს, ან სამ­კა­ულს, ან სუ­ვე­ნირს.

ყვე­ლა­ფერ­ში, რა­საც ვა­კე­თებ, ჩემი გუ­ლის ნა­წი­ლია ჩა­დე­ბუ­ლი, რად­გან ვა­კე­თებ იმას, რა­ზეც ვფიქ­რობ და რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს... თქვენ რომ ახლა ჩემი სა­ა­თი გამ­შვე­ნებთ, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ჩემი გუ­ლის ნა­წი­ლი გი­კე­თი­ათ. მე არ ვა­კე­თებ მხო­ლოდ იმას, რაც კო­მერ­ცი­უ­ლად მომ­გე­ბი­ა­ნია. ყო­ფი­ლა წამ­გე­ბი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბიც, მაგ­რამ მა­ინც გა­მი­კე­თე­ბია, რად­გან მსი­ა­მოვ­ნებს და მი­ხა­რია... ჩემ­თვის წი­ნა­ღო­ბა არას­დროს არის ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ ეტაპ­ზე რა­ღაც სი­ახ­ლეს შეჩ­ვე­უ­ლი არ არის. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

შაკო
2

წარმატებები ყველა ნიჭიერ და სასახელო ქართველს!

ავტორი:

"მარინას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თანაც შეძლებული, მაგრამ მისი გული მაინც მე მოვიგე" - ზვიად ციკოლია პირად და შემოქმედებით ცხოვრებაზე

"მარინას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თანაც შეძლებული, მაგრამ მისი გული მაინც მე მოვიგე" - ზვიად ციკოლია პირად და შემოქმედებით ცხოვრებაზე

"ხშირად მახსენდება ერთი ეპიზოდი ჩემი ბავშვობიდან - 1976 წელს ბებიამ და ბაბუამ პირველად წამიყვანეს მოსკოვში ტექნოლოგიების გამოფენაზე. ერთ-ერთ პავილიონში ნორჩ ტექნიკოსთა ნამუშევრები იყო და იქ ვნახე პატარა ველოსიპედის ნაწილებით აწყობილი მოტოციკლი. მახსოვს, დავჯექი და ძალიან ბედნიერი ვიყავი... შემდეგ მიმიყვანეს ნორჩ ტექნიკოსთა სადგურში ნოდარ ინჯიასთან, ჩემს მასწავლებელთან. ასე დაიწყო ყველაფერი..." - მიამბობს ზვიად ციკოლია, სამრეწველო და სატრანსპორტო დიზაინერი, ადამიანი, რომლის სახელსაც უკავშირდება დიზაინის ოსკარად წოდებული "რედ დოთის" ჯილდო; პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორის, "დიდგორის", დიზაინი; პირველი საათი ქართული გვარით, რომელსაც შვეიცარია აწარმოებს და საქართველოში აწყობილი პირველი საათი "მარინა", რომელიც დიზაინერმა მეუღლეს მიუძღვნა. ზვიად ციკოლია პირად და შემოქმედებით ცხოვრებაზე "კვირის პალიტრას" ესაუბრება.

- ერთხელ თქვით, ყველა ბავშვობის ნატვრა ამიხდაო...

- კი არ ამიხდა, ავისრულე...

- როდის აისრულეთ პირველი ოცნება?

- რთულია გასახსენებლად... დაგეგმილი არ მაქვს, რომ ვთქვათ, ხუთი ოცნება უნდა ავისრულო. ახალ-ახალი იდეები სულ მოდის. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე, რომ ჩემი მანქანა გავაკეთო საქართველოში და ესეც ჩემს ოცნებებს დავამატე... ყველა ზრდასრული ადამიანი თავისი ბავშვობის ანარეკლია და ეს განსაზღვრავს მის წარმატებასა თუ წარუმატებლობას. ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. გაგიკვირდებათ, მაგრამ საკუთარი თავი აკვნიდან მახსოვს. აკვანში ქართლის სოფელ შერთულში მაწვენდნენ ხოლმე. მახსოვს, თავზე რომ დამადგებოდნენ მშობლები და მარწევდნენ... ხშირად მახსენდება ღრმა ბავშვობის დროინდელი რამდენიმე სიზმარიც.

- გჯერათ სიზმრების?

- მჯერა და მიხდება კიდეც. საკმარისია, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი დამესიზმროს, განსაკუთრებით - პუტინი, რომ ვიცი, ის დღე კონფლიქტური მექნება.

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

მარინა დამესიზმრა ბავშვობაში - ჩემს ქუჩაზე მოდიოდა ჩემზე უფროსი გოგო. ის ადგილიც ზუსტად მახსოვს - მაშინ გლდანის ქუჩა ერქვა, ახლა ქურდიანის ქუჩაა. ქუჩას მოუყვებოდა გოგონა მწვანე თვალებით და ეს იყო მარინა.

- რომ გაიცანით, ალბათ, სიზმარიც გაგახსენდათ...

- დიახ, ზუსტად ის გოგონა იყო, რომელიც დამესიზმრა.

- როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- Veni, Vidi, Vici - აი, ზუსტად ასე იყო. "ეარ ჯორჯიაში" შევხვდით ერთმანეთს და მომეწონა, თუმცა ვიფიქრე, ამას ახლა რა შეაბამს, ალბათ, გარეთ ხუთი "მერსედესი" ელოდება-მეთქი, მაგრამ მაინც შეუპოვრობა გამოვიჩინე - ასეთი ვარ, თუ რაღაც ჩავიფიქრე, შანსს ხელიდან არ გავუშვებ. მიუხედავად იმისა, რომ მარინას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თანაც შეძლებული, მისი გული მაინც მე მოვიგე.

- საათი "მარინა" როგორ შეიქმნა?

- ეს არის ჩემი პირველი დაივერი საათი. მუშაობის პროცესში, როდესაც ციფერბლატზე წარწერა უნდა გამეკეთებინა, მივუტრიალდი მარინას და ვუთხარი, ამ საათს "მარინა" უნდა დავარქვა-მეთქი. ძალიან თბილად მაკოცა... ეს ჩვენი საყვარელი ფერებია. ჩემი და მარინას გემოვნება 99,9%-ით ემთხვევა.

- ადრე თქვით, ჩემი საათი ჯერ ადამიანის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს, ესთეტიკურ მხარეზე მერე ვფიქრობო...

- დიახ, "მარინაც" ასე შევქმენი. სულ მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა, რაც მარინასთან იქნებოდა დაკავშირებული. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი დაივერის საათზე. ის 200 მეტრ სიღრმემდე წყალგამძლეა. ეს არის პირველი საათი, რომელიც საქართველოში აეწყო. მექანიზმი იაპონური აქვს და შვეიცარიულ მექანიზმზე ნაკლები კი არა, შეიძლება მეტიც იყოს. გამორჩეულია სიზუსტითა და მექანიზმით. ხარისხს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს...

ვცხოვრობ დღევანდელი დღით და ვარ რეალისტი. მქონია მომენტები, როცა მომავლის მოლოდინში აწმყო დამიკარგავს და იგივე შეცდომები რომ არ გავიმეორო, ვცდილობ, აწმყოთი ვიცხოვრო, რადგან არავინ იცის, ხვალ რა იქნება, ვის რა ელის. დღეს შევქმენი საათი "მარინა", ხვალ თუ მექნება საშუალება, კოსმოსური ხომალდი შევქმნა, შევქმნი და იმასაც "მარინას" დავარქმევ. ჩემს ცხოვრებაში რაღაცები თავისით ეწყობა, "ტეტრისივით" არის. "ტეტრისი" ჩემი საყვარელი თამაშია - ყველაფერი ისე ზუსტად უნდა დაალაგო, როგორც ცხოვრებაში, ისე უნდა ააწყო, რომ საათის მექანიზმივით მუშაობდეს... ჩემი კომპანია წარმატებული მხოლოდ იმიტომ კი არ არის, რომ მეგრული გვარი აქვს, ან ქართული ლოგო - მენეჯმენტია გამართული, მიდგომა - სხვანაირად დანახული და ეს ბევრ კომპანიას შეშურდება. ჩემს თანამშრომლებს სამსახურში მოსვლა უხარიათ.

- რა არის თქვენს მენეჯმენტსა და მიდგომებში განსხვავებული?

- ეს არის ზვიად ციკოლიას მოდელი და ასეთი ცოტა მეგულება. ჩემთან მუშაობენ პროფესიონალები, ჩემი კომპანია წარმატებულია იმიტომ, რომ მაგარი გუნდის შეკვრა მოვახერხე.

- ასეთი გუნდი რომ არ გყავდეთ, მაგრამ იმავე პროდუქციას უშვებდეთ, ციკოლია წარმატებული არ იქნებოდა?

- გუნდი რომ არ მყავდეს, კომპანია ვერ გაიზრდებოდა და ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. ყველაფერს მე ვერ მოვერეოდი. დიზაინი, უცხოელებთან კომუნიკაცია, ტექნიკური დეტალების შეთანხმება, ლოგისტიკა, საბაჟო, ბუღალტერია, კლიენტებთან ურთიერთობა - ამ ყველაფერს მხოლოდ მე როგორ შევძლებდი?! ჩვენი კომპანიისთვის მთავარი კლიენტებთან ურთიერთობაა. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ერთგული მომხმარებლები. ბევრი კომპანიისთვის მთავარია ფული, ჩვენ ასე არ ვართ! ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ საათს, ან სამკაულს, ან სუვენირს.

ყველაფერში, რასაც ვაკეთებ, ჩემი გულის ნაწილია ჩადებული, რადგან ვაკეთებ იმას, რაზეც ვფიქრობ და რაც სიამოვნებას მანიჭებს... თქვენ რომ ახლა ჩემი საათი გამშვენებთ, ჩათვალეთ, რომ ჩემი გულის ნაწილი გიკეთიათ. მე არ ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც კომერციულად მომგებიანია. ყოფილა წამგებიანი პროექტებიც, მაგრამ მაინც გამიკეთებია, რადგან მსიამოვნებს და მიხარია... ჩემთვის წინაღობა არასდროს არის ის, რომ საზოგადოება ამ ეტაპზე რაღაც სიახლეს შეჩვეული არ არის. წაიკითხეთ სრულად

თბილისის მერია ტრანსპორტის შაბათ-კვირას მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

როდიდან გაიხსნება რესტორნები

რა ქონებით დატოვა პრემიერმა თანამდებობა - გიორგი გახარიას ოჯახური შემოსავლები