სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად მოიხსნება 25 თებერვალს, პირველ და 8 მარტს საქართველოში - სრული სია
შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად მოიხსნება 25 თებერვალს, პირველ და 8 მარტს საქართველოში - სრული სია

კო­რო­ნა­ვი­სუ­რის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით შექ­მნილ­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე, და­წე­სე­ბუ­ლი მთე­ლი რიგი შე­ზღუდ­ვის მოხ­სნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. შე­ზღუდ­ვე­ბის ნა­წი­ლის მოხ­სნა 1-ელი მარ­ტი­დან და­ი­წყე­ბა.

რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

"მთავ­რო­ბის უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის გეგ­მა შემ­დე­გია:

  • სას­ტუმ­რო­ე­ბი სამ­თო კუ­რორ­ტებ­ზე გა­იხ­სნე­ბა ხვა­ლი­დან, ანუ, 25 თე­ბერ­ვლი­დან არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით;
  • სამ­თო კუ­რორ­ტებ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ბა­გი­რო­ე­ბი გა­იხ­სნე­ბა 8 მარ­ტი­დან, ასე­ვე ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით;
  • სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტი ამოქ­მედ­დე­ბა ხვა­ლი­დან, 25 თე­ბერ­ვლი­დან;
  • რეს­ტორ­ნებს შიდა სივ­რცე­ებ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ შა­ბათ-კვი­რის გარ­და ბა­თუმ­ში პირ­ვე­ლი მარ­ტი­დან, ხოლო და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში 8 მარ­ტი­დან;
  • რეს­ტორ­ნებს შიდა სივ­რცე­ებ­ში მო­უ­წევთ დად­გე­ნი­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და სტან­დარ­ტე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვა, რაც შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მხრი­დან მკაც­რად გა­კონ­ტროლ­დე­ბა;
  • კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტო­კო­ლის დაც­ვით გა­ნახ­ლდე­ბა პირ­ვე­ლი მარ­ტი­დან;
  • სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ 15 მარ­ტი­დან გან­სა­ზღვრუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით; სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო, ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას აღად­გე­ნენ პირ­ვე­ლი მარ­ტი­დან 2 კვი­რა­ში ერთხელ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის 20 %-ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბის პი­რო­ბით;
  • უმაღ­ლე­სი და პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი კლი­ნი­კუ­რი, პრაქ­ტი­კუ­ლი, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას და გა­მოც­დე­ბის არა­დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში ჩა­ტა­რე­ბას შეძ­ლე­ბენ პირ­ვე­ლი მარ­ტი­დან, ხოლო სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აუ­დი­ტო­რი­ებ­ში აღ­დგე­ნას - 15 მარ­ტი­დან;
  • სას­კო­ლო წრე­ე­ბი გა­ნახ­ლდე­ბა 15 მარ­ტი­დან;
  • მუ­ზე­უ­მე­ბი და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ პირ­ვე­ლი მარ­ტი­დან;
  • თე­ატ­რე­ბი, სპორ­ტუ­ლი კლუ­ბე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი ან­სამ­ბლე­ბი რე­პე­ტი­ცი­ე­ბის და ვარ­ჯი­შის გა­ნახ­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ 15 მარ­ტი­დან, ხოლო საქ­მი­ა­ნო­ბის სრუ­ლად აღ­დგე­ნას (თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი, სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი მა­ყუ­რებ­ლის დას­წრე­ბით) 1 აპ­რი­ლი­დან;
  • არა­სა­სურ­სა­თო სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბა შა­ბათ-კვი­რის ჩათ­ვლით, იგუ­ლის­ხმე­ბა რო­გორც სა­ვაჭ­რო მო­ლე­ბი, ისე ბაზ­რო­ბე­ბი, მუ­შა­ო­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ 8 მარ­ტი­დან;

ამას­თან, ძა­ლა­ში რჩე­ბა 21 სა­ა­თი­დან დი­ლის 5 სა­ა­თამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა;

"სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ვი­ზი­ტო­რე­ბის დაშ­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­დგომ შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ზე, კერ­ძოდ იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მელ­თა მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სა­ზღვრის გავ­ლით ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლა შე­უძ­ლი­ათ PCR ტეს­ტის ნე­გა­ტი­უ­რი პა­სუ­ხით პირ­ვე­ლი მარ­ტი­დან ემა­ტე­ბა შემ­დე­გი ქვეყ­ნე­ბი: სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, უკ­რა­ი­ნა, ყა­ზა­ხე­თი, რუ­სე­თი, ბე­ლა­რუ­სი. სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრებ­ზე ამ ეტაპ­ზე ისევ ვი­ნარ­ჩუ­ნებთ დღეს მოქ­მედ რე­ჟიმს“, - ნათ­ქვა­მია მთავ­რო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 68 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თაკო
4

უკაცრავად და 8 მარტიდან ტრანსპორტზეც მოიხსნება შეზღუდვა შაბათ-კვირაობით?

avtandili
11

mivesalmebit

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად მოიხსნება 25 თებერვალს, პირველ და 8 მარტს საქართველოში - სრული სია

შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად მოიხსნება 25 თებერვალს, პირველ და 8 მარტს საქართველოში - სრული სია

კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვების ნაწილის მოხსნა 1-ელი მარტიდან დაიწყება.

რეგულაციების შემსუბუქების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგულაციების შემსუბუქების გეგმა შემდეგია:

  • სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, ანუ, 25 თებერვლიდან არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;
  • სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;
  • საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან;
  • რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან;
  • რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება;
  • კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება პირველი მარტიდან;
  • სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ პირველი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას - 15 მარტიდან;
  • სასკოლო წრეები განახლდება 15 მარტიდან;
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ პირველი მარტიდან;
  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან;
  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;

ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

"საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით პირველი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა შეზღუდვები იხსნება 1 მარტიდან და როგორია შეზღუდვების შემსუბუქების სამომავლო გეგმა

"ძალიან მიხარია, რომ შოთა, ჩემი შვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად იაპონელია - ქართველ ხალხს უამრავი ღირსება აქვს" - იაპონელი მთარგმნელი, რომელიც საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს

"გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, გაუწვრთნელნი არიან შვილები, ადამიანებს ბედნიერება აკლიათ" - მიტროპოლიტი შიო