სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"40 წლის ჯანმრთელი ქმარი მომიკლეს და არავინაა დამნაშავე?!" - რატომ არ უყენებენ ბრალს პოლიციელს, რომელმაც მამაკაცი იმსხვერპლა
"40 წლის ჯანმრთელი ქმარი მომიკლეს და არავინაა დამნაშავე?!" - რატომ არ უყენებენ ბრალს პოლიციელს, რომელმაც მამაკაცი იმსხვერპლა

პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს, რო­მელ­მაც ავა­რი­ის დროს 40 წლის მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალს არ უყე­ნებს. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით (ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვა) სამი თვეა მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, უწყე­ბამ ამ პე­რი­ოდ­ში ვერ მო­ა­ხერ­ხა ბრალ­დე­ბუ­ლის გა­მო­სავ­ლე­ნად საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა 2020 წლის 28 ნო­ემ­ბერს წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ უკა­ნეთ­ში, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის მა­გის­ტრალ­ზე მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლი შალ­ვა ჯუ­ლა­ყი­ძე (მთა­ვარ ფო­ტო­ზე) სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "აკორ­დის" მძღო­ლი იყო და სა­მუ­შაო დღის და­სას­რულს, გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე პი­რე­ბი სახ­ლებ­ში უნდა გა­და­ეყ­ვა­ნა. მა­მა­კა­ცი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გულ­ში ნივ­თებს ალა­გებ­და, რა დრო­საც უკ­ნი­დან შსს-ს თეთ­რი ფე­რის პი­კა­პი და­ე­ჯა­ხა. სა­ჭეს ამ­ბრო­ლა­უ­რის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ან­ტონ დო­ლი­ძე მარ­თავ­და. დო­ლი­ძის ავ­ტო­მო­ბილ­ში რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი იჯდა, რომ­ლებ­მაც სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს.

ექი­მებს შალ­ვა ჯუ­ლა­ყი­ძე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ

საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა 112-ში თა­ვად და­რე­კა. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბი­დან 40 წუთ­ში მი­ვი­და. ექი­მებს მა­მა­კა­ცი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას არა­ერ­თი პირი შე­ეს­წრო, რომ­ლებ­მაც გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბებ­ში დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რეს მომ­ხდა­რი და გარ­კვე­ვით მი­უ­თი­თეს, რომ თეთ­რი ფე­რის პი­კაპს, რო­მე­ლიც შალ­ვა ჯუ­ლა­ყი­ძეს და­ე­ჯა­ხა, ან­ტონ დო­ლი­ძე მარ­თავ­და. ეს არც თა­ვად დო­ლი­ძეს უა­რუყ­ვია სა­კუ­თარ ჩვე­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც მოწ­მის სტა­ტუ­სით მის­ცა გა­მო­ძი­ე­ბას.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის თხოვ­ნით, საქ­მე­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი" ჩა­ერ­თო. ორ­გან­ზა­ცი­ის იუ­რის­ტის დი­მიტ­რი ნო­ზა­ძის თქმით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა იკ­ვე­თე­ბა.

"საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ად­გილ­ზე მი­სულ პატ­რულს არ ჩა­უ­ტა­რე­ბია ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი: არ შე­მო­უ­სა­ზღვრავს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რის­თვის არ ჩა­უ­ტა­რე­ბია ალ­კო­ტეს­ტი და ა.შ.

მარ­თა­ლია, ალ­კო­ტეს­ტის პა­სუ­ხე­ბი საქ­მე­ში დევს, მაგ­რამ გან­სა­სა­ზღვრია რამ­დე­ნად დრო­უ­ლად იყო იგი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ამას­თან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საქ­მე­ში არ­სე­ბობს არ­ერ­თი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, გა­მო­ძი­ე­ბას ამ დრომ­დე ბრა­ლი არა­ვის­თვის წა­უ­ყე­ნე­ბია. თა­ვად ეს პო­ლი­ცი­ე­ლიც ამ­ბობს, რომ იგი და­ე­ჯა­ხა ჯუ­ლა­ყი­ძეს. პრობ­ლე­მაა ისიც, რომ შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, ამ დრომ­დე არ არის ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, რი­თაც იქ­მნე­ბა რის­კი იმი­სა, რომ მან მოწ­მე­ებ­სა და საქ­მის ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს" - ამ­ბობს დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე AMBEBI.GE-სთან.

გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე თა­მარ ჯოგ­ლი­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლედ 2021 წლის 22 იან­ვარს ცნო. ერთი თვის წინ მან პრო­კუ­რა­ტუ­რას შემ­დე­გი კი­თხვე­ბით მი­მარ­თა: რა­ტომ არ წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი ამ დრომ­დე ან­ტონ დო­ლი­ძეს და რა­ტომ არ ჩა­მო­ა­შო­რეს თა­ნამ­დე­ბო­ბას გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე იგი?

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის კი­თხვებს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის საპ­რო­კუ­რო­რო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ზალ­კა­ლი­ან­მა ასე უპა­სუ­ხა: "მო­ცე­მულ საქ­მე­ში ან­ტონ დო­ლი­ძე წარ­მო­ად­გენს მოწ­მეს და ამ ეტაპ­ზე, საქ­მე­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა მისი ბრალ­დე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სტან­დარ­ტი. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, არ არ­სე­ბობს ან­ტონ დო­ლი­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი."

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ეს პო­ზი­ცია მი­უ­ღე­ბე­ლია გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლის­თვის. თა­მარ ჯოგ­ლი­ძე AMBEBI.GE-ს ეუბ­ნე­ბა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის პა­სუხ­მა მას უსა­მარ­თლო­ბი­სა და და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა გა­უ­ჩი­ნა.

"40 წლის ჯან­მრთე­ლი, ოჯა­ხის მარ­ჩე­ნა­ლი ქმა­რი მო­მიკ­ლეს, ორი შვი­ლი ობ­ლად დამ­რჩა, სტუ­დენ­ტი ბიჭი და არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა და რო­გორ, დამ­ნა­შა­ვე არა­ვინ არის?! არა­ვინ მო­სუ­ლა და უკი­თხავს, რამე ხომ არ გი­ჭირ­თო.

ერთხელ შეგ­ვეხ­მი­ა­ნა ან­ტონ დო­ლი­ძე და შე­მოგ­ვით­ვა­ლა, თუ გინ­დათ დაკ­რძალ­ვის ხარ­ჯებს ავა­ნა­ზღა­უ­რე­ბო. რა თქმა უნდა, უარი ვუ­თხა­რი. ჩემს ოჯახს არა­ფე­რი სჭირ­დე­ბა მის­გან! ერ­თა­დერ­თი რაც ჩვენ გვინ­და, დამ­ნა­შა­ვის დას­ჯაა. არ უნდა შერ­ჩეს ეს და­ნა­შა­უ­ლი! მე რომ დავ­ჯა­ხე­ბო­დი ვინ­მეს და მო­მეკ­ლა, აქამ­დე ხომ და­ჭე­რი­ლი ვიქ­ნე­ბო­დი? რად­გან პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია ხელი უნდა და­ა­ფა­რონ? რა­ტომ არ­სე­ბობს ეს შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი?!" - ამ­ბობს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლე.

AMBEBI.GE კო­მენ­ტა­რის­თვის ან­ტონ დო­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და. ის მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა.

"მე ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი აზრი მაქვს, მაგ­რამ არ იქ­ნე­ბა უპ­რი­ა­ნი ახლა კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო, ვე­რა­ფერს გე­ტყვით. მე­ო­რე მხა­რეს გარ­დაც­ვლი­ლია ახალ­გაზ­რდა კაცი, მე ხომ არ და­ვი­წყებ ახლა თა­ვის მარ­თლე­ბას?! და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა და და­ი­დე­ბა დას­კვნა. მე ვარ ამ შემ­თხვე­ვის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე. საქ­მეს ხომ არ ვი­ძი­ებ და ჩემ­გან რა პა­სუხს ელო­დე­ბით? რაც შე­ე­ხე­ბა ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის სა­კითხს, რა გავ­ლე­ნა უნდა მო­ვახ­დი­ნო ვინ­მე­ზე?! ეს არის სი­სუ­ლე­ლე" - გვი­თხრა დო­ლი­ძემ.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი" მი­იჩ­ნევს, რომ საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლის გა­მოკ­ვე­თა შეგ­ნე­ბუ­ლად ჭი­ა­ნურ­დე­ბა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს დრო­უ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: გარ­დაც­ვლი­ლი შალ­ვა ჯუ­ლა­ყი­ძე

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xatuna
11

საშინელებაააა, ესეც დამოუკიდებელი სასამარტლო,

ეს არის საბოტაჟი!
1

პოლიციელმა გაჩერებულ მანქანას მიასრისა მოქალაქე (ცხადია, უნებურად). ფაქტს ესწრებოდა არაერთი ადამიანი. საკუთარ დანაშაულს აღიარებს პოლიციელი... ხოლო უფ­როსი პრო­კუ­რორი, ლე­ვან ზალ­კა­ლი­ანი, თურმე,ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა გადააყენოს თანამდებობიდან (თუნდაც დროებით) ის პოლიციელი!.. იმედია, საქართველოს გენერალური პროკურორი დაინახავს მიზეზს, რატომ უნდა გადააყენოს ამისთანა პროკურორი (არა დროებით)! წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხისთვის ცხადი იქნება, ვინ არის ერთხელ და სამუდამოდ ჩამოსაშორებელი ამ სტრუქტურიდან!..

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"40 წლის ჯანმრთელი ქმარი მომიკლეს და არავინაა დამნაშავე?!" - რატომ არ უყენებენ ბრალს პოლიციელს, რომელმაც მამაკაცი იმსხვერპლა

"40 წლის ჯანმრთელი ქმარი მომიკლეს და არავინაა დამნაშავე?!" - რატომ არ უყენებენ ბრალს პოლიციელს, რომელმაც მამაკაცი იმსხვერპლა

პოლიციის მაღალჩინოსანს, რომელმაც ავარიის დროს 40 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, პროკურატურა ბრალს არ უყენებს. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) სამი თვეა მიმდინარეობს. პროკურატურის განცხადებით, უწყებამ ამ პერიოდში ვერ მოახერხა ბრალდებულის გამოსავლენად საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2020 წლის 28 ნოემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე მოხდა. გარდაცვლილი შალვა ჯულაყიძე (მთავარ ფოტოზე) სამშენებლო კომპანია "აკორდის" მძღოლი იყო და სამუშაო დღის დასასრულს, გზის რეაბილიტაციაზე მომუშავე პირები სახლებში უნდა გადაეყვანა. მამაკაცი მსუბუქი ავტომობილის საბარგულში ნივთებს ალაგებდა, რა დროსაც უკნიდან შსს-ს თეთრი ფერის პიკაპი დაეჯახა. საჭეს ამბროლაურის პოლიციის უფროსის მოადგილე ანტონ დოლიძე მართავდა. დოლიძის ავტომობილში რამდენიმე ბავშვი იჯდა, რომლებმაც სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

ექიმებს შალვა ჯულაყიძე გარდაცვლილი დახვდათ

საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა 112-ში თავად დარეკა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან 40 წუთში მივიდა. ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. ტრაგიკულ შემთხვევას არაერთი პირი შეესწრო, რომლებმაც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დეტალურად აღწერეს მომხდარი და გარკვევით მიუთითეს, რომ თეთრი ფერის პიკაპს, რომელიც შალვა ჯულაყიძეს დაეჯახა, ანტონ დოლიძე მართავდა. ეს არც თავად დოლიძეს უარუყვია საკუთარ ჩვენებაში, რომელიც მოწმის სტატუსით მისცა გამოძიებას.

დაზარალებული ოჯახის თხოვნით, საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ჩაერთო. ორგანზაციის იურისტის დიმიტრი ნოზაძის თქმით, სისხლის სამართლის საქმეში უამრავი დარღვევა იკვეთება.

"საქმის მასალების მიხედვით, ადგილზე მისულ პატრულს არ ჩაუტარებია ელემენტარული საგამოძიებო მოქმედებები: არ შემოუსაზღვრავს შემთხვევის ადგილი, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირისთვის არ ჩაუტარებია ალკოტესტი და ა.შ.

მართალია, ალკოტესტის პასუხები საქმეში დევს, მაგრამ განსასაზღვრია რამდენად დროულად იყო იგი ჩატარებული. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობს არერთი მოწმის ჩვენება, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსნის ბრალეულობაზე მიუთითებს, გამოძიებას ამ დრომდე ბრალი არავისთვის წაუყენებია. თავად ეს პოლიციელიც ამბობს, რომ იგი დაეჯახა ჯულაყიძეს. პრობლემაა ისიც, რომ შემთხვევაში მონაწილე პოლიციის მაღალჩინოსანი, ამ დრომდე არ არის ჩამოშორებული თანამდებობიდან, რითაც იქმნება რისკი იმისა, რომ მან მოწმეებსა და საქმის ობიექტურ გამოძიებაზე ზეგავლენა მოახდინოს" - ამბობს დიმიტრი ნოზაძე AMBEBI.GE-სთან.

გარდაცვლილის მეუღლე თამარ ჯოგლიძე პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ 2021 წლის 22 იანვარს ცნო. ერთი თვის წინ მან პროკურატურას შემდეგი კითხვებით მიმართა: რატომ არ წაუყენეს ბრალი ამ დრომდე ანტონ დოლიძეს და რატომ არ ჩამოაშორეს თანამდებობას გამოძიების დასრულებამდე იგი?

დაზარალებულის კითხვებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ლევან ზალკალიანმა ასე უპასუხა: "მოცემულ საქმეში ანტონ დოლიძე წარმოადგენს მოწმეს და ამ ეტაპზე, საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალდებისთვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი. გამომდინარე აქედან, არ არსებობს ანტონ დოლიძის თანამდებობიდან გადაყენების სამართლებრივი საფუძველი."

საგამოძიებო უწყების ეს პოზიცია მიუღებელია გარდაცვლილის მეუღლისთვის. თამარ ჯოგლიძე AMBEBI.GE-ს ეუბნება, რომ პროკურატურის პასუხმა მას უსამართლობისა და დაუცველობის განცდა გაუჩინა.

"40 წლის ჯანმრთელი, ოჯახის მარჩენალი ქმარი მომიკლეს, ორი შვილი ობლად დამრჩა, სტუდენტი ბიჭი და არასრულწლოვანი გოგონა და როგორ, დამნაშავე არავინ არის?! არავინ მოსულა და უკითხავს, რამე ხომ არ გიჭირთო.

ერთხელ შეგვეხმიანა ანტონ დოლიძე და შემოგვითვალა, თუ გინდათ დაკრძალვის ხარჯებს ავანაზღაურებო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. ჩემს ოჯახს არაფერი სჭირდება მისგან! ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა, დამნაშავის დასჯაა. არ უნდა შერჩეს ეს დანაშაული! მე რომ დავჯახებოდი ვინმეს და მომეკლა, აქამდე ხომ დაჭერილი ვიქნებოდი? რადგან პოლიციის მაღალჩინოსანია ხელი უნდა დააფარონ? რატომ არსებობს ეს შერჩევითი სამართალი?!" - ამბობს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცის მეუღლე.

AMBEBI.GE კომენტარისთვის ანტონ დოლიძეს დაუკავშირდა. ის მომხდარის შესახებ, რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლა.

"მე ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ არ იქნება უპრიანი ახლა კომენტარი გავაკეთო, ვერაფერს გეტყვით. მეორე მხარეს გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი, მე ხომ არ დავიწყებ ახლა თავის მართლებას?! დაწყებულია გამოძიება და დაიდება დასკვნა. მე ვარ ამ შემთხვევის ერთ-ერთი მონაწილე. საქმეს ხომ არ ვიძიებ და ჩემგან რა პასუხს ელოდებით? რაც შეეხება ზეგავლენის მოხდენის საკითხს, რა გავლენა უნდა მოვახდინო ვინმეზე?! ეს არის სისულელე" - გვითხრა დოლიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიიჩნევს, რომ საქმეში ბრალდებულის გამოკვეთა შეგნებულად ჭიანურდება და საგამოძიებო უწყებებს დროული და ობიექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მთავარ ფოტოზე: გარდაცვლილი შალვა ჯულაყიძე

საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

"ვინმე ბესიკ ბოგველმა გამოთქვა მზადყოფნა ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადაიხადოს" - ადვოკატი ფაქტს ხელისუფლების დადგმულ სპექტაკლს უწოდებს

გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს