კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა..." - მეუფე მელქისედეკი პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება
"სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა..." - მეუფე მელქისედეკი პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება

საფრ­თხე ექ­მნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ მო­ნა­პო­ვარს - ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სწრაფ­ვას, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს,- ასე ეხ­მა­უ­რე­ბა მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პო­სი, მე­უ­ფე მელ­ქი­სე­დე­კი დღეს, ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რევ­ბულ მოვ­ლე­ნებს.

მე­უ­ფე მელ­ქი­სე­დე­კი თხოვ­ნით მი­მარ­თავს ყვე­ლას, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მი­უ­ხე­და­ვად წინა პლან­ზე და­ა­ყე­ნონ სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი.

"ქრის­ტეს­მი­ერ საყ­ვა­რე­ლო ძმა­ნო და დანო, შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვაკ­ვირ­დე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. პირ­და­პირ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სი­ტუ­ა­ცია იმა­ზე ბევ­რად კრი­ტი­კუ­ლია, ვიდ­რე აქამ­დე წარ­მოგ­ვედ­გი­ნა და ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი რამე და ვინ­მე და­ა­ზი­ა­ნოს. გულ­დას­მით გა­ვე­ცა­ნი უცხო­ე­ლი ელ­ჩე­ბის, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მე­გობ­რე­ბის შეშ­ფო­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს.

საფრ­თხე ექ­მნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ მო­ნა­პო­ვარს - ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სწრაფ­ვას, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს. იმ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც რე­გი­ონ­შია, იმ ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ ეპი­დე­მი­უ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე, რაც მთელ მსოფ­ლი­ო­ში მძვინ­ვა­რებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ჩვე­ნი სის­ხლი­სა და ხორ­ცის ურ­თი­ერ­თგახ­ლეჩ­ვა და პო­ლა­რი­ზე­ბა, არა­ვის ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­იძ­ლე­ბა შე­დი­ო­დეს, გარ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მტრე­ბი­სა.

გთხოვთ ყვე­ლას, რომ მო­ვუხ­მოთ გო­ნე­ბას, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მი­უ­ხე­და­ვად წინა პლან­ზე და­ვა­ყე­ნოთ სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი და მის და­სა­ცა­ვად ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დზე გა­დავ­დოთ. ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბის პე­რი­ო­დი ავადსახ­სე­ნე­ბელ 90-ია­ნებს და­ემ­თხვა. დღემ­დე თვა­ლე­ბი­დან არ ამომ­დის ის სა­ში­ნე­ლი შე­დე­გი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­უ­ტა­ნა. მჯე­რა, რომ ასე­თი რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში აღა­რას­დროს გან­მე­ორ­დე­ბა და ყოვ­ლად­მო­წყა­ლე უფა­ლი დაგ­ვი­ფა­რავს ამ­გვა­რი გან­საც­დე­ლე­ბის­გან.

ქრის­ტე­მი­ერ საყ­ვა­რე­ლო ძმა­ნო და დანო, ყვე­ლას უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ ვი­ლო­ცოთ, ვი­ყოთ მშვი­დად, ჩვე­ნი ძა­ლე­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა­კენ მივ­მარ­თოთ და არა პო­ლა­რი­ზე­ბის­კენ, გულ­ში ჩა­ვიკ­რათ ერ­თმა­ნე­თი და არ მივ­ცეთ მტერს უფ­ლე­ბა, რომ ჩვე­ნი და­პი­რის­პი­რე­ბით გა­ი­ხა­როს. თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი, მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პო­სი მელ­ქი­სე­დე­კი (ხა­ჩი­ძე) ", - წერს მე­უ­ფე მელ­ქი­სე­დე­კი " ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
56

თუ შენც ამათნაირი არ ხარ, ხურდელი და უწესო, თუ უფლისმიერია შენში რამე, გაჩერე ყველა მასში მონაწილე აქაური და იქაური მართლის თქმაში. მაგრამ ხარ სიზარმაცესა და ჩურჩინუაში, რომლისათვის თავის მუცლის იქით სულერთი რა მოსდის ამ ქვეყნის ცხვარსა, თუ მის ოჯახს.

1
113

სახელმწიფოს ინტერესები არცერთ მხარეს არ აინტერესებს. მელიას რაც უნდოდა, ის გამოტყუა ზუსტად ხელისუფლებას. ქვეყნისთვის რას მოიტანს ეს ფაქტი, არავის აინტერესებს. 

ავტორი:

"სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა..." - მეუფე მელქისედეკი პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება

"სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა..." - მეუფე მელქისედეკი პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება

საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს - ევროატლანტიკურ სწრაფვას, რამაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მომავალი რადიკალურად შეცვალოს,- ასე ეხმაურება მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი დღეს, ქვეყანაში განვითარევბულ მოვლენებს.

მეუფე მელქისედეკი თხოვნით მიმართავს ყველას, რომ პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად წინა პლანზე დააყენონ სახელმწიფოს ინტერესები.

"ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, შეშფოთებული ვაკვირდები ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა და ამ ყველაფერმა კი შეიძლება ძალიან ბევრი რამე და ვინმე დააზიანოს. გულდასმით გავეცანი უცხოელი ელჩების, ფასილიტატორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი ქვეყნის მეგობრების შეშფოთებულ განცხადებებს.

საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს - ევროატლანტიკურ სწრაფვას, რამაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მომავალი რადიკალურად შეცვალოს. იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია, იმ ეკონომიკური თუ ეპიდემიური კრიზისის ფონზე, რაც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს, საქართველოში მოქალაქეების, ჩვენი სისხლისა და ხორცის ურთიერთგახლეჩვა და პოლარიზება, არავის ინტერესებში არ შეიძლება შედიოდეს, გარდა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის მტრებისა.

გთხოვთ ყველას, რომ მოვუხმოთ გონებას, ჩვენი პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად წინა პლანზე დავაყენოთ სახელმწიფოს ინტერესები და მის დასაცავად ყველაფერი გვერდზე გადავდოთ. ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი ავადსახსენებელ 90-იანებს დაემთხვა. დღემდე თვალებიდან არ ამომდის ის საშინელი შედეგი, რაც საზოგადოების პოლარიზებამ საქართველოს მოუტანა. მჯერა, რომ ასეთი რამ საქართველოში აღარასდროს განმეორდება და ყოვლადმოწყალე უფალი დაგვიფარავს ამგვარი განსაცდელებისგან.

ქრისტემიერ საყვარელო ძმანო და დანო, ყველას უმორჩილესად გთხოვთ ვილოცოთ, ვიყოთ მშვიდად, ჩვენი ძალები გაერთიანებისაკენ მივმართოთ და არა პოლარიზებისკენ, გულში ჩავიკრათ ერთმანეთი და არ მივცეთ მტერს უფლება, რომ ჩვენი დაპირისპირებით გაიხაროს. თქვენთვის მლოცველი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ", - წერს მეუფე მელქისედეკი " ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

"მეგიმ თქვა, რაღაც ტაბლეტი დამალევინესო... მალავენ რა წამალი იყო და სწორედ ამის გასარკვევად მივედი დღეს კლინიკაში" - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე

"ახლა ვგებულობთ, რომ ორი წლის წინ ნაავარიები ყოფილა, საკმაოდ სერიოზულად" - რას ჰყვებიან ახალციხის კლინიკაში მეგი ბაქრაძის შესახებ?

გაიცანით კომაროვის სკოლის უნიჭიერესი მოსწავლე, რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო