სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამგვარი უსამართლო "რჩევები" ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს" - რას წერს თეა წულუკიანი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე?
"ამგვარი უსამართლო "რჩევები" ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს" - რას წერს თეა წულუკიანი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე?

უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში პო­ლი­ცი­ამ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­უ­ტა­რა და ამის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მად­ლო­ბას უხ­დის.

გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს წუ­ლუ­კი­ა­ნი "ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბა.

დე­პუ­ტა­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის კრი­ტი­კა­საც პა­სუ­ხობს და ამ­ბობს, რომ "ამ­გვა­რი უსა­მარ­თლო "რჩე­ვე­ბი" ოკუ­პან­ტის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს".

"სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა ერ­თა­დერ­თი სწო­რი ნა­ბი­ჯი იყო. ის, ვინც ამას გმობს, ან სა­ქარ­თვე­ლოს არმ­ცოდ­ნე კე­თი­ლის მსურ­ვე­ლია, ან პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი და მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი გარე პი­რია, ან კი­დევ დაკ­ვე­თილ მუ­სი­კა­ზე აცუნ­დრუ­კე­ბუ­ლი ში­ნა­უ­რი, მაგ­რამ არა - ნე­იტ­რა­ლუ­რი მრჩე­ვე­ლი და ანა­ლი­ტი­კო­სი.

რვა წლის მან­ძილ­ზე მრავ­ლად მოგ­ვის­მე­ნია მსგავ­სი რჩე­ვა-და­რი­გე­ბა­ნი: ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის და­ნა­შა­უ­ლე­ბი გვერ­დზე გა­და­დეთ და არ გა­ა­სა­მარ­თლოთ, მერე რა, რომ ხალ­ხი სა­მარ­თალს ითხოვს; ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არ და­ა­კა­ვოთ, მერე რა, რომ პოსტზე ყოფ­ნი­სას მრა­ვა­ლი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა; არც ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ა­კა­ვოთ, მერე რა, რომ პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა მისი ჰობი იყო; ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა არ დაგ­მოთ, თო­რემ გვე­წყი­ნე­ბა, ცუდი რე­აქ­ცია გვექ­ნე­ბა; აჰ, მა­ინც და­ა­კა­ვეთ? მო­დით, ახლა გა­უშ­ვით;

და ა.შ. სწო­რედ ამ­გვა­რი უსა­მარ­თლო "რჩე­ვე­ბი", დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მფარ­ვე­ლო­ბა და ზე­და­პი­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ას­ხამს ოკუ­პან­ტის წის­ქვილ­ზე წყალს და იწ­ვევს და­სავ­ლურ ოჯახ­ში ყოფ­ნის მო­სურ­ნე ქარ­თველ ხალ­ხში გა­ო­ცე­ბას. ასე­თი გა­ო­ცე­ბა­ნი კი სა­ხი­ფა­თოა. თუ არის გა­სა­გე­ბი, რა­საც ვგუ­ლის­ხმობ, ხომ კარ­გი. მად­ლო­ბა პო­ლი­ცი­ას მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ქმე­დე­ბი­სათ­ვის!" - წერს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
#
127

ამას ქვია ორმაგი სტანდარტი. ნეტავ თავის ქვეყანაში იგივეს იტყოდნენ? უფრო საინტერესოა რატომ იქცევიან ასე? უნდათ საქართველოში პერმანენტული არეულობა? და საერთოდ, რამდენ დამოუკიდებლობის უფლება ეძლევა საქართველოს ნეტავ? ჯერ რუსეთი გვიქნევდა ხან თითებსდა ხან ნიჩბებს, ესენი დარჩებიან თითის ქნევაზე თუ ... ?

ohh
126

მართლა წულუკიანი ხარ რა. ოცნების გაგდება მარტო იმად ღირს რომ შენს სიფათს აღარ დავინახავთ ყოველ დღე და იდიოტურ მოსაზრებებს აღარ მოვისმენთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ამგვარი უსამართლო "რჩევები" ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს" - რას წერს თეა წულუკიანი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე?

"ამგვარი უსამართლო "რჩევები" ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს" - რას წერს თეა წულუკიანი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე?

უმრავლესობის დეპუტატი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიციამ მაღალკვალიფიციური სპეცოპერაცია ჩაუტარა და ამისთვის სამართალდამცველებს მადლობას უხდის.

განვითარებულ მოვლენებს წულუკიანი "ფეისბუქზე" ეხმაურება.

დეპუტატი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკასაც პასუხობს და ამბობს, რომ "ამგვარი უსამართლო "რჩევები" ოკუპანტის წისქვილზე ასხამს წყალს".

"სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო. ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილის მსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია, ან კიდევ დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური, მაგრამ არა - ნეიტრალური მრჩეველი და ანალიტიკოსი.

რვა წლის მანძილზე მრავლად მოგვისმენია მსგავსი რჩევა-დარიგებანი: ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულები გვერდზე გადადეთ და არ გაასამართლოთ, მერე რა, რომ ხალხი სამართალს ითხოვს; ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დააკავოთ, მერე რა, რომ პოსტზე ყოფნისას მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა; არც ყოფილი მინისტრი დააკავოთ, მერე რა, რომ პატიმრების წამება მისი ჰობი იყო; ნაციონალური მოძრაობა არ დაგმოთ, თორემ გვეწყინება, ცუდი რეაქცია გვექნება; აჰ, მაინც დააკავეთ? მოდით, ახლა გაუშვით;

და ა.შ. სწორედ ამგვარი უსამართლო "რჩევები", დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა და ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას. ასეთი გაოცებანი კი სახიფათოა. თუ არის გასაგები, რასაც ვგულისხმობ, ხომ კარგი. მადლობა პოლიციას მაღალკვალიფიციური ქმედებისათვის!" - წერს თეა წულუკიანი.

"ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა" - ალეკო ელისაშვილი

"არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს" - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პოზნერის ვიზიტზე

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი