სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არა მგონია, მელიას დაკავების გადაწყვეტილება ივანიშვილის გარეშე მიეღოთ..." - ექსპერტი
"არა მგონია, მელიას დაკავების გადაწყვეტილება ივანიშვილის გარეშე მიეღოთ..." - ექსპერტი

პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე აფა­სებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, სა­დაც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და.

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე:

- მოვ­ლე­ნე­ბის ასე გან­ვი­თა­რე­ბა, მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გაპ­რე­მი­ე­რე­ბა სწო­რედ ამ პრო­ცე­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რა თქმა უნდა, მარ­ტო ღა­რი­ბაშ­ვილ­მა არა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ამით დას­რულ­და ერთი პრო­ცე­სი, რა­საც სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა ქვია.

მაგ­რამ რო­გორც კი ნიკა მე­ლია და­ა­პა­ტიმ­რეს, ჩა­ირ­თო მე­ო­რე პრო­ცე­სი, აქ სა­ყუ­რა­დღე­ბოა მის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი. მარ­თა­ლია ნიკა მე­ლი­ა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, გა­და­იხ­დი­და გი­რა­ოს თუ ის წა­ვი­დი­ო­და ცი­ხე­ში, მაგ­რამ ეს სა­კი­თხი ახლა უფრო მე­ო­რე დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის გახ­და. უფრო მე­ტად არის დატ­ვირ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად, რად­გან უკავ­შირ­დე­ბა 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებს. ქვე­ყა­ნა­ში ახლა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი იწყე­ბა.

- რას ელო­დე­ბით, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი?

- არა მგო­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოყ­ვეს ახლა ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბას, ალ­ბათ იქ­ნე­ბა აქ­ცი­ე­ბი, მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, ვხე­დავ დღეს, მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბი ამას არ მოყ­ვე­ბა. სხვა თე­მაა რა რე­ა­გი­რე­ბა მოყ­ვე­ბა ამას ჩვე­ნი პარ­ტი­ნი­ო­რე­ბის მხრი­დან.

ჯერ­ჯე­რო­ბით ვის­მენთ გან­ცხა­დე­ბებს. ვნა­ხოთ რა ნა­ბი­ჯებს გა­დად­გა­მენ - ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი წნე­ხის ქვეშ შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს... არა­ვის ეპა­რე­ბო­და ეჭვი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ეძ­ლო ამ ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა. შე­დე­გი ქვეყ­ნის შიგ­ნით თით­ქოს პროგ­ნო­ზი­რებ­დია, ახლა მთა­ვა­რია პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან რა შე­დე­გი მოყ­ვე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა ემუ­შა­ვა, მაგ­რამ რა­საც ვხე­დავ, ჯერ­ჯე­რო­ბით აქ არ ჩანს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნა­მუ­შე­ვა­რი დი­დად.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ივა­ნიშ­ვი­ლი საქ­მის კურ­სში იქ­ნე­ბო­და?

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, საქ­მის კურ­სში იქ­ნე­ბო­და. არა მგო­ნია, მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე მი­ე­ღოთ... თუმ­ცა საქ­მის კურ­სში ყოფ­ნა და მი­თი­თე­ბე­ბის გა­ცე­მა სულ სხვაა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mimino
63

ოცნებას ბევრი პარტიის წევრი დატოვებს, ერთ კვირაში.... მძიმე პოლიტიკური და ფინანსური საფასურის გადახდის დრო მოვიდა... თუმცა მინდა ვუთხრა ოცნების წევრებს, უკვე გვიანია, მოგიწევთ პასუხის გაცემა, კანონის წინაშე...

ანა
54

ღირსი ხარ ზონდერო მელია! ბიჭებს, რომ ყრტყავდი ადრე, ამოცნობილი ხარ! მამაშენთან კიდევ ციხიდან გამოყვანილი პატიმრები, რომ მიყავდათ და ეგ არაკაცი რომ უმალავდა პატიმტრბს ზოგს მიკროინფაქტი, ზოგს ინსულტი ჰქონდათ გადატანილი და ჩუმათ იყო ჯანმრთელი ხარ, არაფერი არ გაქვსო. ნიკანორ შენ და მამაშენიც ორივე ციხეში, ციხეში, ყველა ციხეში, ნაციონალები, ციხეში, დაგავიწყდათ ხალხს, რომ აწამებდით, კლავდით და აუპატიურებდით! ! ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"არა მგონია, მელიას დაკავების გადაწყვეტილება ივანიშვილის გარეშე მიეღოთ..." - ექსპერტი

"არა მგონია, მელიას დაკავების გადაწყვეტილება ივანიშვილის გარეშე მიეღოთ..." - ექსპერტი

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განვითარებულ მოვლენებს, სადაც პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია ჩატარდა.

ვახტანგ ძაბირაძე:

- მოვლენების ასე განვითარება, მოულოდნელი არ ყოფილა. ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერება სწორედ ამ პროცესის განხორციელებას უკავშირდება. რა თქმა უნდა, მარტო ღარიბაშვილმა არა, ხელისუფლებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამით დასრულდა ერთი პროცესი, რასაც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ქვია.

მაგრამ როგორც კი ნიკა მელია დააპატიმრეს, ჩაირთო მეორე პროცესი, აქ საყურადღებოა მისთვის წაყენებული ბრალი. მართალია ნიკა მელიაზე იყო დამოკიდებული, გადაიხდიდა გირაოს თუ ის წავიდიოდა ციხეში, მაგრამ ეს საკითხი ახლა უფრო მეორე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის გახდა. უფრო მეტად არის დატვირთული პოლიტიკურად, რადგან უკავშირდება 20 ივნისის მოვლენებს. ქვეყანაში ახლა პოლიტიკური პროცესი იწყება.

- რას ელოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები?

- არა მგონია, საზოგადოების დიდი აჟიოტაჟი მოყვეს ახლა ნიკა მელიას დაკავებას, ალბათ იქნება აქციები, მაგრამ, ჩემი აზრით, ვხედავ დღეს, მასშტაბური აქციები ამას არ მოყვება. სხვა თემაა რა რეაგირება მოყვება ამას ჩვენი პარტინიორების მხრიდან.

ჯერჯერობით ვისმენთ განცხადებებს. ვნახოთ რა ნაბიჯებს გადადგამენ - ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს... არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ხელისუფლებას შეეძლო ამ ოპერაციის ჩატარება. შედეგი ქვეყნის შიგნით თითქოს პროგნოზირებდია, ახლა მთავარია პარტნიორების მხრიდან რა შედეგი მოყვება. ამ მიმართულებით ხელისუფლებას უნდა ემუშავა, მაგრამ რასაც ვხედავ, ჯერჯერობით აქ არ ჩანს ხელისუფლების ნამუშევარი დიდად.

- როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი საქმის კურსში იქნებოდა?

- დარწმუნებული ვარ, საქმის კურსში იქნებოდა. არა მგონია, მელიას დაკავების გადაწყვეტილება ივანიშვილის გარეშე მიეღოთ... თუმცა საქმის კურსში ყოფნა და მითითებების გაცემა სულ სხვაა.

"დადგა დრო 10-წლიანი აქტიური სამსახურის შემდეგ დაგემშვიდობოთ" - კახა ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევაა" - ექსპერტი