სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან სევდიანი დღე საქართველოში... ჩვენ ყველანი გიყურებთ“ - როგორ ეხმიანებიან ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პოლიტიკოსები
"ძალიან სევდიანი დღე საქართველოში... ჩვენ ყველანი გიყურებთ“ - როგორ ეხმიანებიან ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პოლიტიკოსები

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან ამე­რი­კე­ლი კინ­გრეს­მე­ნი, ადამ კინ­ზინ­გე­რი, დიდი ბრი­ტა­ნე­თის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მარკ კლე­ი­ტო­ნი, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი იან კელი.

რო­გორც "რეს­პუბ­ლი­კე­ლი“ კონ­გრეს­მე­ნი ადამ კინ­ზინ­გე­რიTwitter-ში წერს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ნა­ბი­ჯი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია:

"ეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხრი­დან გა­დად­გმუ­ლი ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ნა­ბი­ჯია. და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­ვუ­წო­დებ მთავ­რო­ბას, თავი და­ა­ნე­ბოს ამ დრა­მა­ტულ მოქ­მე­დე­ბებს. ჩვენ ყვე­ლა­ნი გი­ყუ­რებთ“, - წერს კინ­ზინ­გე­რი.

გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს დიდი ბრი­ტა­ნე­თის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში მარკ კლე­ი­ტო­ნიც:

ასევე დაგაინტერესებთ
09:48 / 23-02-2021

"აქედან მივდივართ კანცელარიასთან, სადაც მთავარი როდიონოვი ზის" - ოპოზიცია 15:00 საათზე აქციისთვის ემზადება

09:57 / 23-02-2021

შსს ნიკა მელიას დაკავების ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

09:58 / 23-02-2021

"გავიღვიძოთ! დემოკრატიას თავს ესხმიან! ივანიშვილის რეჟიმმა ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს!" - ჟიგიმანტას პავილიონისი

12:13 / 23-02-2021

რას პასუხობს არჩილ თალაკვაძე უცხოელი პარტნიორების კრიტიკას?

13:40 / 23-02-2021

"პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება..." - როგორ აფასებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს NATO-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები

14:45 / 23-02-2021

"აშშ-ს აქვს რეალური ბერკეტები საქართველოში, ახლა მისი გამოყენების დროა... "შეშფოთება" კარგია მხოლოდ დასაწყისისთვის..." - რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი

12:07 / 24-02-2021

"ვითარება საგანგაშოა, "ოცნება" ცეცხლს ეთამაშება... შემდეგი ეტაპი სანქციებია" - ამერიკელი კონგრესმენების უმწვავესი შეფასებები და ქართველი ექსპერტების პროგნოზი

“შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ ერ­თი­ა­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­თან დღეს დი­ლით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით. ახლა სა­ქარ­თვე­ლოს არ სჭირ­დე­ბა ძა­ლა­დო­ბა და ქა­ო­სი თბი­ლის­ში. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა მხა­რეს იმოქ­მე­დონ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად, ახლა და მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში” - წერს კლე­ი­ტო­ნი "ტვი­ტერ­ში.“

აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, იან კელი მცი­რე შე­ფა­სე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა - "ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი დღე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ - და­წე­რა მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა ასე­ვე ლატ­ვი­ის რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ედ­გარს რინ­კე­ვიჩ­სი.

„ვაკ­ვირ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. მო­ვუ­წო­დებ ორი­ვე მხა­რეს, მთავ­რო­ბას და ოპო­ზი­ცი­ას, გა­მო­ი­ჩი­ნონ თავ­შე­კა­ვე­ბა, ჩა­ერ­თონ პო­ლი­ტი­კურ დი­ა­ლოგ­ში, რათა მოგ­ვარ­დეს არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი“, - წერს რინ­კე­ვიჩ­სი „ტვი­ტე­რის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე.

დღის სამ­წუ­ხა­რო და­სა­წყი­სი თბი­ლის­ში, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ოფის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, - ამის შე­სა­ხებ ლი­ე­ტუ­ვის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ან­დრი­უს კა­ლინ­დრა სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტერ­ში“ წერს.

„სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­თვის ყვე­ლა მხა­რეს თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მო­ვუ­წო­დებთ. ძა­ლა­დო­ბამ და ეს­კა­ლა­ცი­ამ არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი,“ - წერს დიპ­ლო­მა­ტი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტერ­ში“ ეხ­მი­ა­ნე­ბა ასე­ვე ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გაბ­რი­ე­ლი­უს ლან­დსბერ­გი­სი.

„სამ­წუ­ხა­როა იმის და­ნახ­ვა, თუ რა ხდე­ბა ამ დი­ლით თბი­ლის­ში. ძა­ლა­დო­ბა არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზა. იმე­დი მაქვს, რომ ჩვენს ქარ­თველ მე­გობ­რებს შე­უძ­ლი­ათ, თა­ვი­დან აი­ცი­ლონ უფრო ღრმა კრი­ზის­ში ჩა­ვარ­დნა. თავ­შე­კა­ვე­ბამ და დე­მოკ­რა­ტი­ის ერ­თგუ­ლე­ბამ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს!“ - წერს გაბ­რი­ე­ლი­უს ლან­დსბერ­გი­სი.

ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა ასე­ვე მა­იკლ კარ­პენ­ტე­რი.

„ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის შტაბ-ბი­ნის დარ­ბე­ვით. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ სი­ტუ­ა­ცია დამ­შვი­დე­ბა და გან­მუხ­ტვა ჯერ კი­დევ შე­იძ­ლე­ბა“ - წერს "დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და გლო­ბა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის პენ ბა­ი­დე­ნის ცენ­ტრის" მმარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რი მა­იკლ კარ­პენ­ტე­რი Twiter-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე.

ცნო­ბის­თვის, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია და­ა­კა­ვა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ნიკა მე­ლია პარ­ტი­ის ოფის­ში, სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში აიყ­ვა­ნეს. მა­ნამ­დე კი პარ­ტი­ის ოფის­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ე.წ. წი­წა­კის სპრეი გა­უშ­ვეს. სპე­ცო­პე­რა­ცია გამ­თე­ნი­ი­სას და­ი­წყო. მე­ლი­ას აყ­ვა­ნამ­დე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა პარ­ტი­ის ოფის­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მათ შო­რის პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი გა­რეთ გა­მო­იყ­ვა­ნეს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ნიკა მე­ლი­ას იცავ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 133 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
111

ვინმე გამოვა და იტყვის ეხლა რომ რუსეთის დავალებას არ ასრულებენ ესენი ? ზურგს მოგვაქცევს დასავლეთი და მერე იტყვიან რა ვქნათ აგერ რუსები დაგვეხმარებიანო ბოლო ეგ იქნება თუ არ გამოვფხიზლდით

გიორგი
14

ამათ გასაგონად მოეწონებოდათ ტრამპის იმპიჩმენტის და გაყალბებული არჩევნების გაპროტესტება საქართველოს პოლიტიკოსების მხრიდან?

ავტორი:

"ძალიან სევდიანი დღე საქართველოში... ჩვენ ყველანი გიყურებთ“ - როგორ ეხმიანებიან ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პოლიტიკოსები

"ძალიან სევდიანი დღე საქართველოში... ჩვენ ყველანი გიყურებთ“ - როგორ ეხმიანებიან ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პოლიტიკოსები

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელებში ეხმიანებიან ამერიკელი კინგრესმენი, ადამ კინზინგერი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი, ასევე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი.

როგორც "რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ადამ კინზინგერიTwitter-ში წერს, საქართველოს მთავრობის ნაბიჯი შემაშფოთებელია:

"ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მოვუწოდებ მთავრობას, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებებს. ჩვენ ყველანი გიყურებთ“, - წერს კინზინგერი.

This is a very concerning move by the Govt of Georgia. Given the tense situation, I call on the Govt to stand down from this dramatic action. We are all watching. https://t.co/YoglwixFdk
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) February 23, 2021

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონიც:

“შოკირებული ვარ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით. ახლა საქართველოს არ სჭირდება ძალადობა და ქაოსი თბილისში. მოვუწოდებ ყველა მხარეს იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში” - წერს კლეიტონი "ტვიტერში.“

Shocked by the scenes at UNM headquarters this morning. Violence and chaos in Tbilisi are the last thing Georgia needs right now. I urge all sides to act with restraint, now and in the coming days. @UKinGeorgia
— Mark Clayton (@MarkClaytonFCDO) February 23, 2021

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი მცირე შეფასებით შემოიფარგლა - "ძალიან სევდიანი დღე საქართველოში“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება ასევე ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.

„ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მოვუწოდებ ორივე მხარეს, მთავრობას და ოპოზიციას, გამოიჩინონ თავშეკავება, ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში, რათა მოგვარდეს არსებული პოლიტიკური კრიზისი“, - წერს რინკევიჩსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

დღის სამწუხარო დასაწყისი თბილისში, ოპოზიციური პარტიის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო, - ამის შესახებ ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„საქართველოს მომავლისთვის ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ. ძალადობამ და ესკალაციამ არ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები,“ - წერს დიპლომატი.

საქართველოში დღეს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

„სამწუხაროა იმის დანახვა, თუ რა ხდება ამ დილით თბილისში. ძალადობა არ არის პოლიტიკური უთანხმოების მოგვარების გზა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქართველ მეგობრებს შეუძლიათ, თავიდან აიცილონ უფრო ღრმა კრიზისში ჩავარდნა. თავშეკავებამ და დემოკრატიის ერთგულებამ უნდა გაიმარჯვოს!“ - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება ასევე მაიკლ კარპენტერი.

„ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოს რესპუბლიკაში ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევით. ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია დამშვიდება და განმუხტვა ჯერ კიდევ შეიძლება“ - წერს "დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის" მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი Twiter-ის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევაა" - ექსპერტი

რა წერილი გამოუგზავნა ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს?