სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამომცემლობა „პალიტრა L“  100-დღიან საპროტესტო კამპანიას უერთდება
გამომცემლობა „პალიტრა L“  100-დღიან საპროტესტო კამპანიას უერთდება

14 წლის მო­ზარ­დის ტრა­გე­დი­ამ მთელ ქვე­ყა­ნას კი­დევ ერთხელ და­ა­ნა­ხა, რამ­დე­ნად დიდი პრობ­ლე­მაა სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გე­ბის მუ­შა­ო­ბის ხა­რის­ხი და, რაც მთა­ვა­რია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის სა­პა­სუ­ხოდ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­ნონსდა მა­სობ­რი­ვი კამ­პა­ნია „1000 მშობ­ლის მარ­ში“. რო­გორც კამ­პა­ნი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, მათი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

კამ­პა­ნი­ას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი, ორ­გა­ნი­ზა­ცია თუ კომ­პა­ნია შე­უ­ერ­თდა. მათ შო­რის, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“. ვი­ნა­ი­დან, გა­ნათ­ლე­ბი­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მენ­ტა­ლურ გარ­და­ტე­ხა­ში, „პა­ლიტ­რა L“ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღის სა­პა­სუ­ხოდ, აპ­რი­ლი­დან ქალი მწერ­ლე­ბის წიგ­ნე­ბის სე­რი­ას გა­მოს­ცემს სლო­გა­ნით - #წიგ­ნე­ბით­დარ­ღვე­უ­ლი­დუ­მი­ლი.

რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი გვან­ცა ასა­თი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, ამ სე­რი­ის გა­მო­ცე­მით სო­ლი­და­რო­ბა­სა და თა­ნად­გო­მას უცხა­დე­ბენ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქა­ლებ­სა და გო­გო­ნებს; მხარს უჭე­რენ მწე­რალ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც არ­ღვე­ვენ დუ­მილს, უსხლტე­ბი­ან ეპო­ქის კონ­ტექსტს, არ ჩერ­დე­ბი­ან და ცვლი­ან გა­რე­მოს:

„პა­ლიტ­რა L-ს სა­ხე­ლით, საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღის სა­პა­სუ­ხოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად, აპ­რი­ლი­დან ვი­წყებთ იმ ქალი მწერ­ლე­ბის წიგ­ნე­ბის სე­რი­ის გა­მოშ­ვე­ბას, რომ­ლებ­მაც გა­ბე­დეს და გა­არ­ღვი­ეს აზ­როვ­ნე­ბის ჩარ­ჩო­ე­ბი. გვჯე­რა, რომ ქალი მწერ­ლე­ბის სათ­ქმე­ლის მი­ტა­ნა მკი­თხვე­ლამ­დე კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მო­ვუ­წო­დებთ ჩვენს მე­გო­ბარ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბებს, შე­მო­უ­ერ­თდნენ ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის 100-დღი­ან კამ­პა­ნი­ას და სხვა­დას­ხვა ფორ­მით ერ­თად ვე­ცა­დოთ შევ­ცვა­ლოთ ქალ­თა მი­მართ არა­სო­ლი­და­რუ­ლი გა­რე­მო,“ – აღ­ნიშ­ნავს გვან­ცა ასა­თი­ა­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, „1000 მშობ­ლის მარ­ში“ 26 თე­ბერ­ვალს 17:00 სა­ათ­ზეა და­გეგ­მი­ლი. „პრო­ტეს­ტის 100 დღე“ ქა­ლე­ბის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნი­აა, რომ­ლის მი­ზა­ნი სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნაა.

ავტორი:

გამომცემლობა „პალიტრა L“  100-დღიან საპროტესტო კამპანიას უერთდება

გამომცემლობა „პალიტრა L“  100-დღიან საპროტესტო კამპანიას უერთდება

14 წლის მოზარდის ტრაგედიამ მთელ ქვეყანას კიდევ ერთხელ დაანახა, რამდენად დიდი პრობლემაა სექსუალური ძალადობა, სამოქალაქო განათლების ნაკლებობა, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მუშაობის ხარისხი და, რაც მთავარია, საზოგადოების ნაწილის გულგრილი დამოკიდებულება. ამ ყველაფრის საპასუხოდ რამდენიმე დღის წინ დაანონსდა მასობრივი კამპანია „1000 მშობლის მარში“. როგორც კამპანიის ორგანიზატორები განმარტავენ, მათი მთავარი მოთხოვნა სისტემური ცვლილებებია, რომლებიც, პირველ ყოვლისა, საკანონმდებლო დონეზე უნდა განხორციელდეს.

კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი ადამიანი, ორგანიზაცია თუ კომპანია შეუერთდა. მათ შორის, გამომცემლობა „პალიტრა L“. ვინაიდან, განათლებისა და წიგნიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოების მენტალურ გარდატეხაში, „პალიტრა L“ საპროტესტო ტალღის საპასუხოდ, აპრილიდან ქალი მწერლების წიგნების სერიას გამოსცემს სლოგანით - #წიგნებითდარღვეულიდუმილი.

როგორც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი გვანცა ასათიანი აღნიშნავს, ამ სერიის გამოცემით სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებენ ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და გოგონებს; მხარს უჭერენ მწერალ ქალებს, რომლებიც არღვევენ დუმილს, უსხლტებიან ეპოქის კონტექსტს, არ ჩერდებიან და ცვლიან გარემოს:

„პალიტრა L-ს სახელით, საპროტესტო ტალღის საპასუხოდ, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, აპრილიდან ვიწყებთ იმ ქალი მწერლების წიგნების სერიის გამოშვებას, რომლებმაც გაბედეს და გაარღვიეს აზროვნების ჩარჩოები. გვჯერა, რომ ქალი მწერლების სათქმელის მიტანა მკითხველამდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მოვუწოდებთ ჩვენს მეგობარ ორგანიზაციებსა და გამომცემლობებს, შემოუერთდნენ ქალთა მოძრაობის 100-დღიან კამპანიას და სხვადასხვა ფორმით ერთად ვეცადოთ შევცვალოთ ქალთა მიმართ არასოლიდარული გარემო,“ – აღნიშნავს გვანცა ასათიანი.

შეგახსენებთ, „1000 მშობლის მარში“ 26 თებერვალს 17:00 საათზეა დაგეგმილი. „პროტესტის 100 დღე“ ქალების მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა, რომლის მიზანი სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად რეფორმების გატარების მოთხოვნაა.

უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეექვსე ტომი

წიგნები და საჩუქრები ლიტერატურის მოყვარულებისთვის – მალე ქართულ ბაზარზე „ლიტბოქსი“ გამოჩნდება

გაცოცხლებული წიგნის გმირები - „ბიბლუსის“ სახალისო კამპანია, რომელშიც ბევრი მსურველი ჩაერთო, დასასრულს უახლოვდება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"