მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იციან რა პირობებში ცხოვრობენ? რომ თვეში 300 ევროს იხდიან საწოლში?" - რას წერს გერმანელი არქიტექტორი გერმანიაში მიგრანტების სამუშაო პირობებზე
"იციან რა პირობებში ცხოვრობენ? რომ თვეში 300 ევროს იხდიან საწოლში?" - რას წერს გერმანელი არქიტექტორი გერმანიაში მიგრანტების სამუშაო პირობებზე

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­შაო ვი­ზით სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქმდნენ. რე­გის­ტრა­ცია 15 თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყო და შე­სა­ბა­მი­სი სა­რე­გის­ტრა­ციო ფორ­მა პირ­ველ 24 სა­ათ­ში 53 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა შე­ავ­სო, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გერ­მა­ნი­ა­ში დრო­ე­ბით ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტორ­ში, რაც სხვა­დას­ხვა სე­ზო­ნუ­რი მო­სავ­ლის აღე­ბას გუ­ლის­ხმობს. გერ­მა­ნი­ის შრო­მის ბა­ზარ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს დრო­ე­ბი­თი ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბა 1-დან 3 თვემ­დე ვა­დით შე­ეძ­ლე­ბათ. სე­ზო­ნუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი აპ­რი­ლი­დან და­ი­წყე­ბა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა პოს­ტი, სა­დაც გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­სუ­ლი მიგ­რან­ტე­ბის სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ზეა ინ­ფორ­მა­ცია მო­ცე­მუ­ლი. პოს­ტის ავ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი გერ­მა­ნე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი იორგ შულ­ცე აქ­ვეყ­ნებს ფო­ტოს, რო­მელ­ზეც ის ოთა­ხი ჩანს, სა­დაც და­საქ­მე­ბუ­ლებს უწევთ ცხოვ­რე­ბა.

"მხო­ლოდ 24 სა­ათ­ში 53 000-ზე მეტი ქარ­თვე­ლი და­რე­გის­ტრირ­და გერ­მა­ნი­ის მინ­დვ­რებ­ში სა­მუ­შა­ოდ. მათ იცი­ან რა პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი? იცი­ან, რომ თვე­ში 300 ევ­როს იხ­დი­ან, თან ოთახ­ში კი არა, მხო­ლოდ სა­წოლ­ში. ეს თან­ხა კი იჭ­რე­ბა ხელ­ფა­სი­დან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ. პო­ლო­ნე­ლი ბი­ჭე­ბი იქ აღარ ჩა­დი­ან, რად­გა­ნაც მათ იცი­ან რე­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ“, - ნათ­ქვა­მია პოს­ტში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფოტო სხვა სუ­რა­თებ­თან ერ­თად ერთ-ერთ გერ­მა­ნულ სა­იტ­ზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, სა­დაც მო­ცე­მუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია შლეზ­ვიგ-ჰოლშტა­ი­ნის სა­საკ­ლა­ო­სა და იქ არ­სე­ბუ­ლი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ.

ეს ფო­ტო­ე­ბიც სწო­რედ იქ, 2018 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. ინ­ტერ­ნეტ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­საკ­ლა­ოს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თუ მო­ი­ძი­ებთ, არა­ერთ სტა­ტი­ას ნა­ხავთ, სა­დაც ცუდი სა­მუ­შაო და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ წე­რია.

სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, რომ იქ და­საქ­მე­ბუ­ლებს ხვდე­ბათ ხან­გრძლი­ვი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი, მძი­მე სა­მუ­შაო და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი და ასე­ვე ხში­რია ხელ­ფა­სის დაგ­ვი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. dgb.de წერს, რომ ზო­გა­დად, გერ­მა­ნი­ა­ში ცხო­ველ­თა სა­საკ­ლა­ო­ე­ბის ინ­დუსტრია არ­ღვევს მოქ­მედ შრო­მის კა­ნონს ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით.

კი­დევ ერთი გერ­მა­ნუ­ლი სა­ი­ტი mdr.de წერს, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პროფ­კავ­ში­რე­ბი მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებ­დნენ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­დან ჩა­სუ­ლი მუ­შე­ბის სა­მუ­შაო და სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებს გერ­მა­ნი­ა­ში - სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, ხორ­ცის ინ­დუსტრი­ა­ში და სხვა სექ­ტო­რებ­ში. გარ­და მძი­მე სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი­სა, ასე­ვე სა­ყუ­რა­დღე­ბოა ანა­ზღა­უ­რე­ბაც, რო­მე­ლიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უსა­მარ­თლოა და შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან მცი­რე.

თუმ­ცა სა­პი­რის­პი­როს ამ­ბობს რუ­მი­ნე­ლი ენ­ტო­ნი, რო­მე­ლიც თა­ვის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს გერ­მა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. მან უკვე 80-მდე რუ­მი­ნე­ლი და­ა­საქ­მა მო­სავ­ლის აღე­ბის სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და ამ­ბობს, რომ პი­რო­ბე­ბი ნორ­მა­ლუ­რია. და­ცუ­ლია ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი. მი­სი­ვე თქმით, მუ­შე­ბი იზი­ა­რე­ბენ ოთა­ხებს. ერთ ოთახ­ში კი მი­ნი­მუმ ორი, მაქ­სი­მუმ კი 8 მუშა ცხოვ­რობს.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის გერ­მა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბის სურ­ვი­ლი 86 395-მა ადა­მი­ან­მა გა­მოთ­ქვა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო­ში” გა­ნუ­ცხა­დეს, 22 თე­ბერ­ვლის მდგო­მა­რე­ო­ბით, გერ­მა­ნი­ა­ში დრო­ე­ბით ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბის სურ­ვი­ლი გა­მო­ხა­ტა 86 395 პირ­მა, რომ­ლე­ბიც და­რე­გის­ტრირ­დნენ სპე­ცი­ა­ლურ პორ­ტალ­ზე https://workabroad.moh.gov.ge/ და შე­ავ­სეს სა­აპ­ლი­კა­ციო ფორ­მა „დრო­ე­ბი­თი და­საქ­მე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში“.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნია
9

ახალგაზრდა კაცები ემიგრანტი დედების მიერ წვალებით ნაშოვნ კაპიკებს რომ ხარჯავენ, უცხოთში მონურ მუშაობას სჯობია აქ დაამუშავონ უპატრონოდ დარჩენილი მიწები,ქვეყანა ქვეყანას დაემგვანება,მუდამ სხვებს,რომ შევყურებთ ხელებში მათხოვრულად,რატომ არ უნდა გვქონდეს ჩვენი ჩვენი?!

keti
75

aba ra egonat citel xalichebs daugebdnen revensansebs da de 10 s avejs daaxvedrebdnen bodishi ludovikos sadzineblis dadgma rom ver mouscres monebi vart ucxo micaze es shevignot rac ar unda ukvardet aravis ar ukvarvart kvela tavis sakmes aketebs tkve dalocvilebo exlandel droshi mitumetes soplis meiurneobistvis saxelmcipo daxmarebas ucevs kvelas sesxsac idzleva moashene darge aakvave sheni mica shekmeni perma azer sheni nacarmi miagebine sxva kveknebs ratom cven unda mivigot ucxo kvekanashi tuki shegidzlia shroma ratom shens micaze ar ginda exla adre casulebistvis eseti daxmareba rom gaeciat saxelmcipos an sesxi miecat an daxmareba aravin cavidoda exla ki sircxvilia datovo kvekana groshebis gulistvis 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"იციან რა პირობებში ცხოვრობენ? რომ თვეში 300 ევროს იხდიან საწოლში?" - რას წერს გერმანელი არქიტექტორი გერმანიაში მიგრანტების სამუშაო პირობებზე

"იციან რა პირობებში ცხოვრობენ? რომ თვეში 300 ევროს იხდიან საწოლში?" - რას წერს გერმანელი არქიტექტორი გერმანიაში მიგრანტების სამუშაო პირობებზე

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ გერმანიაში სამუშაო ვიზით სეზონურ სამუშაოებზე დასაქმდნენ. რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო და შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა პირველ 24 საათში 53 000-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალური დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები აპრილიდან დაიწყება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, სადაც გერმანიაში ჩასული მიგრანტების სამუშაო პირობებზეა ინფორმაცია მოცემული. პოსტის ავტორი, საქართველოში მცხოვრები გერმანელი არქიტექტორი იორგ შულცე აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ის ოთახი ჩანს, სადაც დასაქმებულებს უწევთ ცხოვრება.

"მხოლოდ 24 საათში 53 000-ზე მეტი ქართველი დარეგისტრირდა გერმანიის მინდვრებში სამუშაოდ. მათ იციან რა პირობებში ცხოვრობენ ეს ადამიანები? იციან, რომ თვეში 300 ევროს იხდიან, თან ოთახში კი არა, მხოლოდ საწოლში. ეს თანხა კი იჭრება ხელფასიდან დაუყოვნებლივ. პოლონელი ბიჭები იქ აღარ ჩადიან, რადგანაც მათ იციან რეალური პირობების შესახებ“, - ნათქვამია პოსტში.

აღნიშნული ფოტო სხვა სურათებთან ერთად ერთ-ერთ გერმანულ საიტზეა გამოქვეყნებული, სადაც მოცემულია ინფორმაცია შლეზვიგ-ჰოლშტაინის სასაკლაოსა და იქ არსებული სამუშაო პირობების შესახებ.

ეს ფოტოებიც სწორედ იქ, 2018 წელსაა გადაღებული. ინტერნეტში აღნიშნული სასაკლაოს შესახებ ინფორმაციას თუ მოიძიებთ, არაერთ სტატიას ნახავთ, სადაც ცუდი სამუშაო და საცხოვრებელი პირობების შესახებ წერია.

სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ იქ დასაქმებულებს ხვდებათ ხანგრძლივი სამუშაო საათები, მძიმე სამუშაო და საცხოვრებელი პირობები და ასევე ხშირია ხელფასის დაგვიანების შემთხვევები. dgb.de წერს, რომ ზოგადად, გერმანიაში ცხოველთა სასაკლაოების ინდუსტრია არღვევს მოქმედ შრომის კანონს ბევრი თვალსაზრისით.

კიდევ ერთი გერმანული საიტი mdr.de წერს, რომ წლების განმავლობაში პროფკავშირები მწვავედ აკრიტიკებდნენ აღმოსავლეთ ევროპიდან ჩასული მუშების სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს გერმანიაში - სოფლის მეურნეობაში, ხორცის ინდუსტრიაში და სხვა სექტორებში. გარდა მძიმე სამუშაო პირობებისა, ასევე საყურადღებოა ანაზღაურებაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში უსამართლოა და შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით ძალიან მცირე.

თუმცა საპირისპიროს ამბობს რუმინელი ენტონი, რომელიც თავის თანამემამულეებს გერმანიაში დასაქმებაში ეხმარება. მან უკვე 80-მდე რუმინელი დაასაქმა მოსავლის აღების სამუშაოებზე და ამბობს, რომ პირობები ნორმალურია. დაცულია ჰიგიენის ნორმები. მისივე თქმით, მუშები იზიარებენ ოთახებს. ერთ ოთახში კი მინიმუმ ორი, მაქსიმუმ კი 8 მუშა ცხოვრობს.

ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის გერმანიაში დასაქმების სურვილი 86 395-მა ადამიანმა გამოთქვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში” განუცხადეს, 22 თებერვლის მდგომარეობით, გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების სურვილი გამოხატა 86 395 პირმა, რომლებიც დარეგისტრირდნენ სპეციალურ პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ და შეავსეს სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“.

ეკატერინე ტიკარაძე, მეუფე შიო, კარლ ჰარცელი... - რა შეხვედრა მიმდინარეობს საპატრიარქოში

ამირან გამყრელიძე ჟურნალისტს - თქვენმა ხელმძღვანელმა მითხრას: "ძალიან მინდა ამირან გამყრელიძე გადადგეს", იქნებ მერე გაგიწიოთ ანგარიში

"ასტრაზენეკას" შემთხვევაში "დოზის დანაკარგმა" 3%, "ფაიზერის" შემთხვევაში კი 0,3% შეადგინა - როგორ განმარტავს თამარ გაბუნია ვაქცინების მიწოდების პროცესში ხარვეზებს