სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ სტუმართმოყვარე ქვეყანა ვართ, მაგრამ  სტუმრების ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია" - რას პასუხობს ღარიბაშვილი ლიეტუველ დეპუტატს
"ჩვენ სტუმართმოყვარე ქვეყანა ვართ, მაგრამ  სტუმრების ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია" - რას პასუხობს ღარიბაშვილი ლიეტუველ დეპუტატს

ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ასე­თი სტუმ­რე­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ჩვენ­თვის და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფერს ნიშ­ნავს ამ ადა­მი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩემ­თვის პი­რა­დად და ჩემი გუნ­დის­თვის, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტით მყო­ფი ლი­ე­ტუ­ვას პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის ჟი­გი­მან­ტას პა­ვი­ლი­ო­ნი­სის უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს.

ფრაქ­ცი­ის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ლი­ე­ტუ­ვე­ლი დე­პუ­ტა­ტის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი სუ­ვე­რე­ნუ­ლი თავ­მოყ­ვა­რე ქვეყ­ნის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მან ჟი­გი­მან­ტას პა­ვი­ლი­ო­ნის­სა და „დესტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს მო­უ­წო­და, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად შე­წყვი­ტონ მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის კე­თე­ბა.

"რა თქმა უნდა, ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი და ყოვ­ლად აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია „ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი ქვეყ­ნის, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის, ამავდრო­უ­ლად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის ერთ-ერთი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი. მინ­და კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს არის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი სუ­ვე­რე­ნუ­ლი თავ­მოყ­ვა­რე ქვეყ­ნის­თვის და მე მო­ვუ­წო­დებ ამ ადა­მი­ანს და მის, ასე ვთქვათ, მე­გობ­რებს, ჩვე­ნი დესტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ი­დან, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე ვა­და­ში და­ამ­თავ­რონ ასე­თი მი­უ­ღე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ასე­თი სტუმ­რე­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ჩვენ­თვის და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფერს ნიშ­ნავს ჩემ­თვის პი­რა­დად და ჩემი გუნ­დის­თვის, ჩვე­ნი მთავ­რო­ბის­თვის. ამ ადა­მი­ანს და ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნებ, რომ ჩვე­ნი გუნ­დი არის არ­ჩე­უ­ლი ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ, ჩვენ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რა და გა­მოგ­ვი­ცხა­და ნდო­ბა იმის­თვის, რომ გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მარ­თვა. არა­ვის აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, უფ­ლე­ბა, რომ მოგ­ვი­წო­დონ რა­ღაც გა­უ­გე­ბა­რი უსა­მარ­თლო გან­ცხა­დე­ბე­ბით,“ - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 78 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დევი
534

სწორია! ორმაგი სტანდარტები თავის ქვეყნებში გამოიყენონ ამ ,,მეგობრებმა,,

ირაკლი ღარიბაშვილს
335

ყოჩაღ ირაკლუ...ბრავოოო..დიახაც, მეგობარი არა იხვის ტოლმა..სასწრაფოდ, საპროტესტო ნოტა ლიეტუვის მთავრობას, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ჩვენ სტუმართმოყვარე ქვეყანა ვართ, მაგრამ  სტუმრების ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია" - რას პასუხობს ღარიბაშვილი ლიეტუველ დეპუტატს

"ჩვენ სტუმართმოყვარე ქვეყანა ვართ, მაგრამ  სტუმრების ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია" - რას პასუხობს ღარიბაშვილი ლიეტუველ დეპუტატს

ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხმყოფელი განცხადებები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის და აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები ჩემთვის პირადად და ჩემი გუნდისთვის, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის უკანასკნელ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს.

ფრაქციის „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ლიეტუველი დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადებები სუვერენული თავმოყვარე ქვეყნისთვის მიუღებელია, მან ჟიგიმანტას პავილიონისსა და „დესტრუქციული ოპოზიციის“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტონ მსგავსი განცხადებების კეთება.

"რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და ყოვლად აღმაშფოთებელია „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ერთ-ერთი ქვეყნის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ამავდროულად, განსაკუთრებულად გამორჩეული მეგობარი ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული თავმოყვარე ქვეყნისთვის და მე მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის, ასე ვთქვათ, მეგობრებს, ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი მიუღებელი განცხადებები. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხმყოფელი განცხადებები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის და აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ჩემთვის პირადად და ჩემი გუნდისთვის, ჩვენი მთავრობისთვის. ამ ადამიანს და ყველას შევახსენებ, რომ ჩვენი გუნდი არის არჩეული ჩვენი მოსახლეობის მიერ, ჩვენმა მოსახლეობამ მხარი დაგვიჭირა და გამოგვიცხადა ნდობა იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. არავის აქვს, შესაბამისად, უფლება, რომ მოგვიწოდონ რაღაც გაუგებარი უსამართლო განცხადებებით,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, იმ პირობით, რომ მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია" - ზაალ უდუმაშვილი

LIVE: თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გიორგი ვაშაძე; იაგო ხვიჩია

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდებს