სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთი იქ არის, სადაც სტაბილური შემოსავალია, აპლია ვაჭრობისთვის მზად არის" - აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაური რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს
"ღმერთი იქ არის, სადაც სტაბილური შემოსავალია, აპლია ვაჭრობისთვის მზად არის" - აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაური რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს
  • ფო­ტო­ზე: ბე­სა­რი­ონ აპ­ლია

"აფხა­ზე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სტა­ტუ­სის გან­სა­ზღვრამ­დე აფხა­ზე­თის ტაძ­რებ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა დრო­ე­ბით შე­წყვე­ტი­ლია, ამას­თა­ნა­ვე ტაძ­რე­ბი ღია რჩე­ბა მრევ­ლის­თვის”, - გა­ნა­ცხა­და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, "სო­ხუმ-ბიჭ­ვინ­თის ეპარ­ქი­ის" მე­თა­ურ­მა ბე­სა­რი­ონ აპ­ლი­ამ აფხა­ზურ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში. რე­გი­ონ­ში ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, აპ­ლია აფხა­ზუ­რი ეკ­ლე­სი­ის პრო­რუ­სუ­ლი გან­შტო­ე­ბაა და მოს­კო­ვის მი­თი­თე­ბებს ას­რუ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, ის ვერ სარ­გებ­ლობს ისე­თი­ვე ავ­ტო­რი­ტე­ტით, რო­გორც ბა­ნა­კის მე­ო­რე მხა­რეს მყო­ფი დო­რო­თეი დბა­რი, რო­მელ­საც "აფხა­ზე­თის წმინ­და მიტ­რო­პო­ლი­ის" მე­თა­უ­რის სტა­ტუ­სი აქვს.

ცნო­ბის­თვის, სო­ხუ­მი-ბიჭ­ვინ­თის ეპარ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­ში 2011 წლი­დან გან­ხეთ­ქი­ლე­ბაა - დბა­რი და მისი მომ­ხრე­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ე.წ. აფხა­ზუ­რი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია უნდა აღ­დგეს, ამის მი­საღ­წე­ვად გრძე­ლი გზის გავ­ლაა სა­ჭი­რო, კონ­კრე­ტუ­ლად, მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში შეს­ვლა და კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის­გან ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა.

ბე­სა­რი­ონ აპ­ლია და მისი გუნ­დი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ისი­ნი რუ­სუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში ბევ­რად უსაფრ­თხოდ იქ­ნე­ბი­ან და მათ ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც უჭერს მხარს.

"ვი­მე­დოვ­ნებ­დით და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მოს­კო­ვის პატ­რი­არ­ქი ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის სი­ტუ­ა­ცი­ას გა­და­წყვეტს, ლა­პა­რა­კია, აფხა­ზე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სტა­ტუს­ზე. ჩვენ ვერ ვიქ­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ნა­წი­ლი, ჩვენც არ ვყო­ფილ­ვართ მისი ნა­წი­ლი და არც ვიქ­ნე­ბით”, - გა­ნუ­ცხა­და ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას აპ­ლი­ამ.

ის იმე­დოვ­ნებს, რომ რუ­სე­თის სა­კუ­თარ ეპარ­ქი­ებ­ში გამ­გზავ­რე­ბუ­ლი აფხა­ზეთ­ში მოღ­ვა­წე მსა­ხუ­რე­ბი მი­მარ­თა­ვენ პატ­რი­არქ კი­რილს და "აფხა­ზეთ­ში კა­ნო­ნი­კუ­რი სტა­ტუ­სით დაბ­რუნ­დე­ბი­ან”.

ბე­სა­რი­ონ აპ­ლია:

"მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აფხა­ზე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იძუ­ლე­ბით, კა­ნო­ნი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე შე­იყ­ვა­ნა და ეს სა­კი­თხი, ადრე თუ გვი­ან უნდა მოგ­ვარ­დეს. ამი­ტომ იმე­დი მაქვს, მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქო გა­და­წყვეტს სა­ეკ­ლე­სიო ვი­თა­რე­ბას და გან­სა­ზღვრავს მის სტა­ტუსს... მე აქ ვმსა­ხუ­რობ­დი ომამ­დე, ომის დროს და ომის შემ­დე­გაც, ამი­ტო­მაც სა­კა­თედ­რო ტა­ძარს კა­ნო­ნი­კუ­რი უფ­ლე­ბა გა­აჩ­ნია", - ამ­ბობს ის.

აპ­ლი­ას ინი­ცი­ა­ტი­ვას აფხა­ზეთ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი მო­საზ­რე­ბე­ბით შეხ­ვდნენ. მათ არ სჯე­რათ აპ­ლი­ას კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის და "აფხა­ზე­თის ეკ­ლე­სი­ის" გა­დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლის. ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რეს­ში შე­დის, რათა რუ­სეთს ერ­თგუ­ლე­ბა ამ მხრი­ვაც და­უმ­ტკი­ცოს, რა­შიც აპ­ლი­აც ეხ­მა­რე­ბა, რო­მელ­საც თუ გა­მო­უ­ვი­და, სტა­ბი­ლუ­რი და­ფი­ნან­სე­ბა ექ­ნე­ბა.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე გა­მოხ­მა­უ­რე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან:

"სა­ინ­ტე­რე­სოა, რა აქვთ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი აპ­ლი­ა­სა და კი­რილს... 30 წე­ლია ამ რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რობს ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სია და ახლა გახ­და მი­უ­ღე­ბე­ლი? ამ პა­ტა­რა აფხა­ზეთ­ში ათი წე­ლია ეკ­ლე­სი­ას ორი წი­ნამ­ღვა­რი ჰყავს და ამას იტან­და რუ­სე­თი და ახლა რა მოხ­და ასე­თი, რა საფრ­თხე გვე­მუქ­რე­ბა თუ მათ წი­აღ­ში არ ვიქ­ნე­ბით, ვერ გა­დავ­რჩე­ბით? კი ვი­ცით, რაც მოხ­და, მაგ­რამ მა­ინც - მარ­წუ­ხე­ბის სხვა მხრივ მო­ჭე­რის დრო დად­გა. სხვა სა­კი­თხია, ჩვენ რა გვე­ლო­დე­ბა ამ­დე­ნი არამ­ზა­დის ხელ­ში...”,- წერს გი­ორ­გი შულ­ცი.

"ძა­ლი­ა­ნაც კარ­გად იქ­ცე­ვა აპ­ლია, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ხომ უნდა და­ეს­ვას წერ­ტი­ლი ყვე­ლა­ფერს... ახლა გა­მოჩ­ნდე­ბა მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქო რო­გორ მო­იქ­ცე­ვა - რუ­სე­თის პი­რის­პირ დაგვტო­ვებს თუ სა­ქარ­თვე­ლო­სი... შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენც გვე­ცო­დი­ნე­ბა, ვისი იმე­დი გვქონ­დეს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის თუ რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლის. და ისიც გვე­ცო­დი­ნე­ბა, საით მიდ­ვი­ვართ...” - მი­აჩ­ნია მო­ნი­კა აბ­სა­ვას.

"სი­სუ­ლე­ლე­ებს ნუ წერთ... დო­რო­თეი დბა­რი ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტია, აფხა­ზე­თის ღირ­სე­უ­ლი შვი­ლი და არა აპ­ლი­ა­სა­ვით პის­ტო­ლე­ტი­ა­ნი არამ­ზა­და. რო­გორც ყო­ველ­თვის, საქ­მე ახ­ლაც ფულ­შია - აფხა­ზე­თის ეკ­ლე­სი­ამ და­ფი­ნან­სე­ბა რომ მი­ი­ღოს, რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში უნდა შე­ვი­დეს, რაც სურს აპ­ლი­ას. ასე რომ, ვაჭ­რო­ბის­თვის მზად არის... რას ვი­ზამთ, ღმერ­თი იქ არის, სა­დაც სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლია. ამ დროს კი, დო­რო­თეი დბა­რი ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით იბ­რძო­ლოს აფხა­ზე­თის ეკ­ლე­სი­ის აღ­სად­გე­ნად... ეს იცის ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, მაგ­რამ მა­ინც აპ­ლი­ას წირ­ვა-ლოც­ვას აღი­ა­რებს. მას­კა­რა­დი გრძელ­დე­ბა...” - წერს ოთარ ავი­ძ­ბა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mimino
10

 და ჩვენ რას ვაკეთებთ.... ჩვენი საეკლესიო და საერო პოზიცია რაა?

mdaaa
1

ყველაფერი ქართული იყო აფხაზეთის ეკლესიებში, არც აქვთ საერთოდ აფხაზური ეკლლსიას, მსახურებაც არ არის აფხაზურ ენაზე როგორც ვიცი და როგორ უნდა დაგიმტკიცოს რომ ძალით შეიყვანეს? რა ავტოკეფალიის აღდგენა, როდის ქოონდათ? იმდია საპატრიარქო მუშაობს და მაგიტომ არის რომ ჯერჯერობით ვერაფერს ახერხებენ, მაგრამ სახელმწიფოსაც ჭირდება სტრატეგია, მხოლოდ არაღიარება აღარ არის საკმარისი და ჩვენ ხალხსაც, მარტო იმას რომ ვწერთ რომ აფხაზეთი საქათველოა, რაღაცა მეტი მოვიფიქრით როგორ ვეკონტაქტოთ, აქ მთავრობა ვერაფერს გააკეთებს უჩვენოდ, შანსი არ არის, ხალხი როგორც იტყვის ისე იქნება ეგ იმდენად მტკივნეული თემაა. ინფლუენსერები გვინდა ამ მამართულებით, ტიკტოკი რომ ნახოთ მარტო გინება და ლანძღვაა, აქა იქ დასაბუთება, გვინდა რა თავიანი ტიპები. სოციალურ ქსელებში მაინც ვართ ყველაზე მაგრები :)) ერთად გადავწყვიტოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ღმერთი იქ არის, სადაც სტაბილური შემოსავალია, აპლია ვაჭრობისთვის მზად არის" - აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაური რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს

"ღმერთი იქ არის, სადაც სტაბილური შემოსავალია, აპლია ვაჭრობისთვის მზად არის" - აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაური რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს
  • ფოტოზე: ბესარიონ აპლია

"აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის განსაზღვრამდე აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება დროებით შეწყვეტილია, ამასთანავე ტაძრები ღია რჩება მრევლისთვის”, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, "სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიის" მეთაურმა ბესარიონ აპლიამ აფხაზურ მედიასთან საუბარში. რეგიონში ყველასთვის ცნობილია, აპლია აფხაზური ეკლესიის პრორუსული განშტოებაა და მოსკოვის მითითებებს ასრულებს. შესაბამისად, ის ვერ სარგებლობს ისეთივე ავტორიტეტით, როგორც ბანაკის მეორე მხარეს მყოფი დოროთეი დბარი, რომელსაც "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის" მეთაურის სტატუსი აქვს.

ცნობისთვის, სოხუმი-ბიჭვინთის ეპარქიის სასულიერო პირებში 2011 წლიდან განხეთქილებაა - დბარი და მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ ე.წ. აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალია უნდა აღდგეს, ამის მისაღწევად გრძელი გზის გავლაა საჭირო, კონკრეტულად, მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში შესვლა და კონსტანტინოპოლისგან ქართული ეკლესიის შემადგენლობიდან გასვლის უფლების მოპოვება.

ბესარიონ აპლია და მისი გუნდი ირწმუნება, რომ ისინი რუსული ეკლესიის წიაღში ბევრად უსაფრთხოდ იქნებიან და მათ ადგილობრივი ე.წ. ხელმძღვანელობაც უჭერს მხარს.

"ვიმედოვნებდით და ვიმედოვნებთ, რომ მოსკოვის პატრიარქი ჩვენი ეკლესიის სიტუაციას გადაწყვეტს, ლაპარაკია, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსზე. ჩვენ ვერ ვიქნებით საქართველოს ეკლესიის ნაწილი, ჩვენც არ ვყოფილვართ მისი ნაწილი და არც ვიქნებით”, - განუცხადა ადგილობრივ მედიას აპლიამ.

ის იმედოვნებს, რომ რუსეთის საკუთარ ეპარქიებში გამგზავრებული აფხაზეთში მოღვაწე მსახურები მიმართავენ პატრიარქ კირილს და "აფხაზეთში კანონიკური სტატუსით დაბრუნდებიან”.

ბესარიონ აპლია:

"მეორე მსოფლიო ომის დროს, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში იძულებით, კანონიკური გადაწყვეტილების გარეშე შეიყვანა და ეს საკითხი, ადრე თუ გვიან უნდა მოგვარდეს. ამიტომ იმედი მაქვს, მოსკოვის საპატრიარქო გადაწყვეტს საეკლესიო ვითარებას და განსაზღვრავს მის სტატუსს... მე აქ ვმსახურობდი ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგაც, ამიტომაც საკათედრო ტაძარს კანონიკური უფლება გააჩნია", - ამბობს ის.

აპლიას ინიციატივას აფხაზეთში არაერთგვაროვანი მოსაზრებებით შეხვდნენ. მათ არ სჯერათ აპლიას კეთილშობილების და "აფხაზეთის ეკლესიის" გადარჩენის სურვილის. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესში შედის, რათა რუსეთს ერთგულება ამ მხრივაც დაუმტკიცოს, რაშიც აპლიაც ეხმარება, რომელსაც თუ გამოუვიდა, სტაბილური დაფინანსება ექნება.

გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას სოციალური ქსელიდან:

"საინტერესოა, რა აქვთ ჩაფიქრებული აპლიასა და კირილს... 30 წელია ამ რეალობაში ცხოვრობს ადგილობრივი ეკლესია და ახლა გახდა მიუღებელი? ამ პატარა აფხაზეთში ათი წელია ეკლესიას ორი წინამღვარი ჰყავს და ამას იტანდა რუსეთი და ახლა რა მოხდა ასეთი, რა საფრთხე გვემუქრება თუ მათ წიაღში არ ვიქნებით, ვერ გადავრჩებით? კი ვიცით, რაც მოხდა, მაგრამ მაინც - მარწუხების სხვა მხრივ მოჭერის დრო დადგა. სხვა საკითხია, ჩვენ რა გველოდება ამდენი არამზადის ხელში...”,- წერს გიორგი შულცი.

"ძალიანაც კარგად იქცევა აპლია, ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დაესვას წერტილი ყველაფერს... ახლა გამოჩნდება მსოფლიო საპატრიარქო როგორ მოიქცევა - რუსეთის პირისპირ დაგვტოვებს თუ საქართველოსი... შესაბამისად, ჩვენც გვეცოდინება, ვისი იმედი გვქონდეს, დამოუკიდებელი ავტოკეფალიის თუ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის. და ისიც გვეცოდინება, საით მიდვივართ...” - მიაჩნია მონიკა აბსავას.

"სისულელეებს ნუ წერთ... დოროთეი დბარი ნამდვილი პატრიოტია, აფხაზეთის ღირსეული შვილი და არა აპლიასავით პისტოლეტიანი არამზადა. როგორც ყოველთვის, საქმე ახლაც ფულშია - აფხაზეთის ეკლესიამ დაფინანსება რომ მიიღოს, რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს, რაც სურს აპლიას. ასე რომ, ვაჭრობისთვის მზად არის... რას ვიზამთ, ღმერთი იქ არის, სადაც სტაბილური შემოსავალია. ამ დროს კი, დოროთეი დბარი ცდილობს საკუთარი ძალებით იბრძოლოს აფხაზეთის ეკლესიის აღსადგენად... ეს იცის ჩვენმა ხელისუფლებამ, მაგრამ მაინც აპლიას წირვა-ლოცვას აღიარებს. მასკარადი გრძელდება...” - წერს ოთარ ავიძბა.

"თუ მოქალაქეებმა არ იციან, სად გადის საზღვარი, პოლიციელებმა იციან... ჩვენ გავაფრთხილეთ" - შეხვედრა ერგნეთში, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ და მხარეების განცხადებები

"მას ხაჯიმბას მოცილებაში დიდი წვლილი მიუძღვის, რაც ბჟანიამ დაუფასა, ახლა მთავარია, ბჟანიაც არ მოიცილოს" - ვინ არის და რატომ დააკავეს ახრა ავიძბა?

"აფთრებივით გამოცვივდნენ და ეცნენ" - აფხაზი ექსჩინოვნიკის სადღეგრძელო ქართველებთან შერიგებაზე და ვიზიტი, რომელმაც სოხუმში მწვავე პროტესტი გამოიწვია