სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის" - გომელაური მელიაზე
"სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის" - გომელაური მელიაზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ნიკა მე­ლი­ას საქ­მე­ზე და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­და­ი­დო.

მი­სი­ვე თქმით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ იცო­და.

"ვა­დე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­და­დე­ბა არ არ­სე­ბობს. არის გან­ჩი­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო­სი და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ამ გან­ჩი­ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა და­ე­კის­რა. ამას ჩვენ დღეს აღ­ვას­რუ­ლებთ, ხვალ, ერთი თვის შემ­დეგ თუ სამ დღე­ში, შე­ზღუ­დუ­ლი არ არის. ახლა ვერ ვი­ტყვი, რომ ერთი, ორი თუ ხუთი დღით გა­და­ი­დო. ხომ არ ვამ­ბობ, რომ არ ვი­ყა­ვით და­სა­კა­ვებ­ლად მი­სუ­ლი?! ვერ გე­ტყვით ზუს­ტად, რო­დის აღ­სრულ­დე­ბა, ვმუ­შა­ობთ.

ჩემ­სა და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შო­რის არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა და არც ახლა არის. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა თუ გუნდში იყო, ეს არ ნიშ­ნავს და­პი­რის­პი­რე­ბას, ეს პი­რი­ქით, ჯან­მრთე­ლია და სწო­რია. გუნდში უნდა იყოს კი­თხვე­ბი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბი. მე ვი­ცო­დი გან­ცხა­დე­ბამ­დე მისი გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ შს მი­ნის­ტრმა არ იცის გან­ცხა­დე­ბამ­დე პრე­მი­ე­რის გა­დად­გო­მის სა­კი­თხი? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რო­დე­საც ადა­მი­ან­თან მე­გობ­რობ და ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს არ გი­თხრას, რომ უნდა გა­დავ­დგე?! ეს ელე­მენ­ტა­რუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მაა.

გუნ­დი გან­ვი­ხი­ლავ­დით ამ სა­კითხს და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, პი­რა­დად მე გა­დავ­წყვი­ტე, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­მე­ჩე­რე­ბი­ნა. მძი­მე იქ­ნე­ბო­და შუა ღო­ნის­ძი­ე­ბის დროს პრე­მი­ე­რის გა­დად­გო­მა, ეს არ იქ­ნე­ბო­და სწო­რი, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე შე­მე­ჩე­რე­ბი­ნა და­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას საქ­მე­ზე და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა დრო­ე­ბით, 18 თე­ბერ­ვალს გა­და­დო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
19

დააკარგვინა სამსახური გახარიას მელიას უზრდელობამ . 

კოტე შავშიშვილი
9

Товарищ гомелаури, а у вас кишка тонка! 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის" - გომელაური მელიაზე

"სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის" - გომელაური მელიაზე

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიების აღსრულება მისი გადაწყვეტილებით გადაიდო.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ წინასწარ იცოდა.

"ვადების ოფიციალურად გადადება არ არსებობს. არის განჩინება სასამართლოსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განჩინების აღსრულება დაეკისრა. ამას ჩვენ დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ერთი, ორი თუ ხუთი დღით გადაიდო. ხომ არ ვამბობ, რომ არ ვიყავით დასაკავებლად მისული?! ვერ გეტყვით ზუსტად, როდის აღსრულდება, ვმუშაობთ.

ჩემსა და გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და არც ახლა არის. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. აზრთა სხვადასხვაობა თუ გუნდში იყო, ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას, ეს პირიქით, ჯანმრთელია და სწორია. გუნდში უნდა იყოს კითხვები და განსხვავებული აზრები. მე ვიცოდი განცხადებამდე მისი გადადგომის შესახებ, როგორ წარმოგიდგენიათ შს მინისტრმა არ იცის განცხადებამდე პრემიერის გადადგომის საკითხი? როგორ შეიძლება როდესაც ადამიანთან მეგობრობ და ურთიერთობა გაქვს არ გითხრას, რომ უნდა გადავდგე?! ეს ელემენტარული პატივისცემაა.

გუნდი განვიხილავდით ამ საკითხს და გიორგი გახარიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. მისი გადაწყვეტილების შემდეგ, პირადად მე გადავწყვიტე, რომ ღონისძიება შემეჩერებინა. მძიმე იქნებოდა შუა ღონისძიების დროს პრემიერის გადადგომა, ეს არ იქნებოდა სწორი, ამიტომ გადავწყვიტე შემეჩერებინა დაკავების ღონისძიება“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით, 18 თებერვალს გადადო.

"ბიჭი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწავლისთვის ემზადებოდა. ერთ დღესაც გაქრა..." - აზერბაიჯანელი აქტივისტი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს: რა ვერსიებზე ლაპარაკობენ მისი მეგობრები?

"ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული და თუ ამნისტია მას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!" - გომელაური

"დავაკავებთ, რა თქმა უნდა. ახლა გავალთ და...“ - რა განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუაზე